workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დავიდ ვილია: ”ძალიან მენატრებოდა ესპანეთის ნაკრები”

დავიდ ვილია: ”ძალიან მენატრებოდა ესპანეთის ნაკრები”

ესპანეთის ნაკრების თავდამსხმელმა, დავიდ ვილიამ საუდის არაბეთის დამარცხების (5:0) შემდეგ ჟურნალისტებს საკუთარი შთაბეჭდილებები გაუზიარა.

შეგახსენებთ, რომ ვილიამ დეკემბერში მოიტეხა ფეხი, მას შემდეგ პირველად ოფიციალურ მატჩში ის ”სოსიედადთან” შეხვედრაში გამოჩნდა და გოლის გატანა მოახერხა. ნაკრებში დაბურნებისთანავე მან ასევე მოახერხა მეტოქის კარის დალაშქვრა.

”მოხარული ვარ, რომ კვლავ ვთამაშობ ეროვნულ ნაკრებში. ეს ჩემთვის ძალიან რთული დრო იყო, მე ძალიან მენატრებოდა ნაკრები. რაც იყო – იყო, გახსენებას აზრი არა აქვს. ფერნანდო ტორესი ჩვენ ნაკრებსი კიდევ ძალიან ბევრ შეხვედრას ჩაატარებს, ის ნაკრებისთვის უნიკალური ფეხბურთელია” – ვილიას სიტყვებს ”as” ციტირებს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward