ხავი:”ჩემი ცხოვრება – ეს ბარსელონაა” (წიგნი, ნაწილი:3)

ხავი:”ჩემი ცხოვრება – ეს ბარსელონაა” (წიგნი, ნაწილი:3)

 ჟოან ვილა ჩემს ცხოვრებაში გაჩნდა იმ დროს, როდესაც ვიყავი 13 წლის და “ინფანტილ B”-დან “ინფანტილ A”-ში გადავედი. ვამაყობ, როდესაც ვაცნობიერებ, რომ რაც კი ვიცი ფეხბურთში, მასწავლა მან. როდესაც ვან გაალი, უკვე პირველ გუნდში გვიხსნიდა “მეოთხე” და “მეექვსე” ნომრის მანერებს, ვხვდებოდი, რომ ამას ყველაფერს ჯერ კიდევ ვილასთან ერთად ვაკეთებდი. ის იყო ნამდვილი ექსპერტი ფეხბურთის სფეროში, იმ დროისთვის კი ვილა გამუდმებით რაღაც ახალს სწავლობდა. ყველასთან, ვინც კი “ვილას სკოლა” გაიარა, რაღაც ნაკვალევი დარჩა. და ეს საოცარია, ვილას ამის გასაკეთებლად საერთოდ არ დასჭირვებია ჩხუბი და ყვირილი. ის იყო შესანიშნავი ადამიანი, ამასთან ერთად მაქსიმალურად მომთხოვნი. დღემდე მახსოვს მისი მოთხრობები, რომლებიც მას ვარჯიშზე გადახდომია ოდესღაც. ხანდახან ეს მოთხრობები ორ საათს გრძელდებოდა. ვსაუბრობდით ყველაფერზე. ვაანალიზებდით მოქმედებებს დაცვაში, შემდეგ დღეს უკვე კუთხურის მოწოდებებს, ნახევარმცველების მოძრაობებს და ასე შემდეგ… ამ თეორიას ვამუშავებდით პრაქტიკაში, რადგან ჟოან ვილა თვლიდა, რომ პრაქტიკამდე ადამიანი კარგი თეორიული ცოდნით უნდა მივიდეს.

 ვილასთან გავატარე ოთხი წელი: “ინფანტილ A”-დან “ხუვენილ A”-მდე, სწავლაში და სასიამოვნო ცხოვრებაში. ამიტომ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჟოან ვილა ჩემი მეორე “საფეხბურთო მამაა”. არ ვიცი რატომ არ დარჩა ის “ბარსაში”. ალბათ ჰქონდა რაიმე პირადი მიზეზები სკოლის დატოვებისა. მისი წასვლით ბევრი რამ დავკარგე. ვილა – ეს “ბარსაა”! მის ვენებში “ლურჯ-ბროწეულისფერი” სისხლი ჩქეფდა.

 ვილამ მასწავლა ჯარიმების შესრულება. “შენ მხოლოდ ერთი შეხების შანსი გაქვს” – მიმეორებდა ის მე, როდესაც ვარჯიშებზე ჯარიმებს ვამუშავებდით. “პასის დროს არასდროს არ ააგდო ბურთი მაღლა. მიეცი ძირს გაგორებული და სწორი გადაცემები. შენი ბურთი ბალახიდან მაქსიმუმ 3 სანტიმეტრზე უნდა იწეოდეს.” ყოველ დღე ვიგებდი რაიმე ახალს.

 მაგრამ, ვთვლი, რომ ვილაზე უფრო მნიშვნელოვანი პერსონებიც იყვნენ ჩემს კარიერაში, რომელმაც ჩემში უცებ დაინახა პოტენციური მოთამაშე. ჩემს პირველ დებულებაში, ექვსთვიანი მოღვაწეობის შემდეგ, უკვე ეწერა: “ვფიქრობ, რომ თუ მის ფიზიკურ ხარისხს გავაუმჯობესებთ, როგორც სიჩქარე და მოქნილობა, და სწორად მივუდგებით მასთან მუშაობას, ჩვენ მივიღებთ ახალ გუარდიოლას”.

 ითქვა – შესრულდა. ვილა მოითხოვდა, რომ მე მეყურებინა გუარდიოლას თამაშისთვის, მესწავლა მისი მოქმედებები და შემდეგ გადმომეტანა ეს ნასწავლი მოედანზე. დავდიოდი “კამპ ნოუზე” რათა მენახა ყველა მატჩი და გუარდიოლას თვალს არ ვაცილებდი. ვაკვირდებოდი მის მოძრაობებს, როგორ აწევდა თავს ბურთის მიღების დროს, რათა შეეფასებინა მოწინააღმდეგის მდებარეობა. ვერა და ვერ ვიგებდი თუ როგორ იღებდა პეპი ესე სწრაფად გადაწყვეტილებას კორპუსის ჩადგმისას. ვილას მოჰქონდა ჩემთვის ვიდეოკასეტები, “Dream Team”-ის თამაშის ჩანაწერებით, რათა გამეგრძელებინა პროგრესირება და დამეხვეწა განვითარება ყველა ზემოთ ჩამოთვლილ ასპექტში. ჩემპიონატის ბოლოს მწვრთნელმა დაგვირიგა წერილები რეკომენდაციის სახით, სადაც ეწერა, რომ ჩემი სათამაშო დავალება იქნება გუარდიოლას იმიტაცია, ხოლო კონკრეტულ დავალებად კი მქონდა მაქსიმალურად მიმემგვანებინა ჩემი თამაში პეპის ხარისხისთვის”.

 ერთი წლის შემდეგ, როდესაც მე ვთამაშობდი “კადეტებში”, გუარდიოლამ, ვილას დახმარებით, ნახა ჩვენი ვარჯიში. წარმოგიდეგნიათ, რამხელა სიურპირიზი იყო ეს ჩვენთვის? აი ის, სულ რამდენიმე სანტიმეტრში მიდგას. ამასთან ერთად ის გველაპარაკებოდა და გვაძლევდა რჩევებს. იქიდან გამოდინარე, რომ ვილამ უკვე უამბო მას ჩემზე, პეპმა მომცა რამდენიმე კარგი დარიგება და მითხრა, რომ გამეგრძელებინა იმავე მონდომებით. უკვე მოგვიანებით “დუბლში” გავიგე ვილასგან, რომ მოსულა გუარდიოლა, ჩემს საყურებლად. მაინც დაინტერესებულა თუ როგორ ვთამაშობდი. რას წარმოადგენდა ხავი ერნანდესი კანტერიდან, რომელსაც ყველა მის “კლონს” უწოდებდა. ვარჯიშის შემდეგ გუარდიოლამ თქვა: “ამ ბიჭის მომავალი – ეს დროის საკითხია, ოთხ წელიწადში ის მე ჩამანაცვლებს”.

 ოთხ წელიწადში მე და ხოსეპი ვიყავით პარტნიორები ერთ გუნდში. არ ვგულისხმობ მხოლოდ სპორტულ მხარეს, სადაც ვიგებდით ყველაფერს, არამედ მოედანს გარეთ,  სადაც ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა. ჩემი საუკეთესო მეგობრები ფეხბურთში სწორედ ამ დროიდან ჩნდებიან. გავიცანი შესანიშნავი ხალხი: ანტონიო იდალგო, სერხიო ბერმუდო, დავიდ პრატსი, სერხიო გარსია და ანტონიო ლობო (ჩემი ყოფილი მწვრთნელის ძმა). დღეს ჩვენ განვაგრძობთ ურთიერთობას, მინიმუმ ერთხელ წელიწადში ვიკრიბებით და ვიხსენებთ განვლილ დროს.

 ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტი იმ პერიოდიდან იყო ჩემი წოდება. ანუ სამი წლის მანძილზე კოლქეტივში გუნდის საუკეთესო პარტნიორის წოდებას ვატარებდი. მეოთხე წელს ეს წოდება გავიყავი ჟოფრესთან, მაგრამ ვინაიდან უკვე მქონდა ეს წოდება 3 ჯერ მოპოვებული, ჯილდო გადავეცი მას.

 “კადეტებში” გატარებული პირველი წლის შემდეგ, ვილა წერს პატაკს მმართველობაში, სადაც პირდაპირ მიუთითებს: “ის იქნება პირველი გუნდის ფეხბურთელი”. ერთადერთი დანაკლისი ჩემს თამაშში იყო სიჩქარე. სხვა დანარჩენი ნორმალურ მდგომარეობაში მქონდა. მაგალითად ვილა ყოველთვის მთხოვდა ხშირად მიმეცა მოედანზე რჩევა ჩემი თანაგუნდელებისთვის. მწვრთნელი თვლიდა, რომ შემეძლო თამაშის კარგად ხედვა. მითითება და რჩევები მოედანზე იყო ჩემი ვალდებულება.

 “კადეტებში” შევამჩნიე, რომ ასაკთან ერთად მატულობდა მოთხოვნა ჩემს მიმართ. ვილა იყო წყნარი და მომთმენი. როდესაც ის დაუყვირებდა ვინმეს, არ გასჩენია არავის რაიმე შიშის მაგვარი გრძნობა მისდამი. თუმცა გავიხსენებ ერთ შემთხვევას ჩხუბთან დაკავშირებით, როდესაც ვეთამაშებოდით მადრიდის “ატლეტიკოს”, ვილა ეჩხუბა ხერარდ ლოპესს. მაშინ ვილამ მართლაც შეგვაშინა ყველა. პირველი ტაიმის შემდეგ, რომელშიც გავუშვით უამრავი საგოლე მომენტი, ვილამ გამოიყვანა ხერარდი და მისი მისამართით დაიძახა: “გეყოთ ეს ბურთის გორაობა საჯარიმოში. უკვე ყელში ამომივიდა თქვენი უმოქმედება!”  გასახდელში ყველა გაჩუმდა. მეორე ტაიმში გამოვედით მოედანზე უფრო ენერგიულები, მაგრამ მაინც დაცვმარცხდით ანგარიშით 1-2.

 “კადეტებში” გატარებული ორი წლის შემდეგ, მოვიდა დრო “ხუვენილ A”-ში გადასვლისა. ძველი მეგობრები, ჩემდა სასიხარულოდ, ჩემთან ერთად გადმოვიდნენ. ჩვენ უბრალოდ ფანტასტიური სეზონი ჩავატარეთ: 143 გოლი! ტრიუმფი, მაგრამ ეს არ ყოფილა ტოტალური, რადგან დავმარცხდით სამეფო თასის ფინალში “სევილიასთან”, ფუენლაბრადში. იმ თამაშს მივუდექით როგორც მატჩის ფავორიტები, მაგრამ ხესულის დარტყმა აღმოჩნდა გადამწყვეტი.

 ასე რომ ვილასთან და ჩემს მეგობრებთან ბოლო მატჩმა, ცოტა “მწარე გემო” დამიტოვა. იცით, მქონდა ისეთი შეგრძნება, რომ აქ დამთავრდა ჩემი ბავშვობა და იწყებოდა პროფესიონალური ფეხბურთი. უნდა შემესრულებინა დავალება გუარდიოლას დუბლთან დაკავშირებით.

 “ხავი, ძალიან სასიამოვნო იყო შენთან ამ ოთხი წლის მანძილზე მუშაობა. ღმერთმა ქნას, იქნებ კიდევ მოგვიწიოს ერთად მუშაობა” თქვა ვილამ გამომშვიდობებისას, შემდეგ კი ძლიერად ჩამეხუტა. აქედან მელოდა “ბარსა B” გონსალოს თაოსნობით…

წიგნი: ხავი: “ჩემი ცხოვრება – ეს ბარსელონაა”
ნაწილი: მესამე (“პეპის კლონირება”)
თარგმნა: დავით კირვალიძე (Kirvalidze)  

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია