პიკე ”რეალთან” ითამაშებს!

პიკე ”რეალთან” ითამაშებს!


”ბარსელონას” ცენტრალური მცველი, ხერარდ პიკე მომავალ კვირას, მადრიდის ”რეალთან” მატჩში გვარდიოლას განკარგულებაში იქნება.

დღეს ესპანეთის ფებხურთის ფედერაციაში შეიკრიბა კომიტეტი, რომელსაც უნდა გადაეწყვიტა, დასჯილიყო თუ არა ხერარდ პიკე 2 მატჩიანი დისკვალიფიკაციით. მატჩის არბიტრმა მოხსენებაში არ დაწერა, რომ პიკემ მას ყვითელი ბარათი ძალით გამოსტყუა, ამიტომაც ამ საკითხის განხილვას ბევრი დრო არ დასჭირდა. ხერარდ პიკე მხოლოდ ერთ შეხვედრას, ”ლევანტესთან” გასამართ მატჩს გამოტოვებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.