workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა”-“სოსიედადი”. მატჩის პრევიუ

“ბარსელონა”-“სოსიედადი”. მატჩის პრევიუ

“ამ სეზონში ყველაფრის მოგება გვსურს”. სწორედ ეს სიტყვები განაცხადა “ბარსას” ახალმა მწვრთნელმა, ტიტო ვილანოვამ, რომელიც დღეს “კამპ ნოუზე” თავის პირველი ოფიციალურ მატჩს გამართავს “რეალ სოსიედადის” წინააღმდეგ. ვერ გეტყვით, რამდენად სანდოა სტატისტიკა, თუმცა საინტერესო კი ნამდვილად არის. “ბარსელონას” არსებობის ისტორიაში 2-ჯერ მოუწია სეზონის გახსნა “სოსიედადთან” მატჩით და ორივეჯერ ლა ლიგა მოიგო. ერთი 1993 წელს, ხოლო მეორე – 1997-ში. აღსანიშნავია, რომ ორივე შეხვედრა 3:0 დასრულდა კატალონიელთა სასარგებლოდ.

 

ბასკებისთვის ნამდვილად არ არის სასიამოვნო ადგილი “კამპ ნოუ”, რადგან ბოლო 14 შეხვედრაში მარცხი იწვნიეს. თუმცა აქვე ფიქსირდება ერთი პარადოქსული ფაქტი, “ბარსელონამ” ბოლო ორი შეხვედრა მოუგებლად ჩაატარა “სან სებასტიანზე”. წინა სეზონში “ბარსა” 0:2 იგებდა სტუმრად ბასკეთში, თუმცა მასპინძლებმა 2:2-მდე მიიყვანეს სახლში. 2011 წელს კი “ლურჯ-ბროწეულისფრები” 0:1 იგებდნენ და საბოლოოდ 2:1 წააგეს. აღსანიშნავია ისიც, რომ “სოსიედადმა” 2 საკმაოდ კარგი ფეხბურთელი დაიმატა მიმდინარე სეზონში: კარლოს ველა “არსენალიდან” და ხოსე ანხელი “რომადან”.

 

რა თქმა უნდა, მთელი მატჩის განმავლობაში ყურადღების ცენტრში იქნება ტიტო ვილანოვა, რომელიც შეეცდება პეპ გვარდიოლას ჩრდილიდან გამოსვლას და ეცდება თავისი სიტყვა თქვას კლუბისა და ფეხბურთის ისტორიაში. “ბარსელონას” 7 დღეში 4 მატჩის გამართვა მოუწევს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ უამრავი ევროპის ჩემპიონია გუნდში, რომლებიც მთელი ზაფხული ფეხბურთს თამაშობდნენ და საკმაოდ გადაიღალნენ. თანაც 3 დღის წინ კვლავ ამხანაგურ შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა ნაკრებთან ერთად.

 

გუნდების ნიუსი 

 

“ბარსელონა”  

 

დანაკლისი: ტიაგო ალკანტარა, ისააკ კუენკა, ერიკ აბიდალი და დავიდ ვილია, რომელიც აღდგენის ბოლო სტადიაზეა.

 

სავარაუდო შემადგენლობა: ვალდესი – ალვეში, პუიოლი, მასკერანო, ალბა – ჩავი, ბუსკეტსი, ფაბრეგასი – ინიესტა, მესი, სანჩესი.

 

ტაქტიკა: 4-3-3 

 

“რეალ სოსიედადი”  

 

დანაკლისი: დავიდ ზურუტუზა, ინიგო მარტინესი, კარლოს მარტინესი, იფრანი და სარპონგი.

 

სავარაუდო შემადგენლობა: ბრავო – ესტრადა, ანსოტეგი, გონსალესი, ანხელი – ელუსტონდო, ილიარამენდი – პრიეტო, კასტრო, გრიზმანი – ველა. 

 

ტაქტიკა: 4-2-3-1 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward