მარადონა: “მესი და ტევესი–2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელები”

მარადონა: “მესი და ტევესი–2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელები”

არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო არმანდო მარადონამ განაცხადა, რომ 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელები, ლიონელ მესი და კარლოს ტევესი არიან.

“ამ ტურნირზე არ არსებობს ფეხბურთელი, რომელიც იმის 30%–ს აკეთებდეს, რასაც ლიონელ მესი აკეთებს. არ მგონია, რომ გამოჩნდეს ისეთი ფეხბურთელი, რომელიც შეძლებს ითამაშოს ისე, როგორც კარლოს ტევესი. მესი ყოველთვის მოძრაობაშია. იგი არასოდეს ჩერდება და ყველაზე ადრე მირბის ბურთთან. მე ყოველთვის ვეუბნები მას, აირჩიოს ის პოზიცია, სადაც იგი უკეთესად ითამაშებს. რაც შეეხება ტევესს, იგი ყოველთვის ცდილობს გაამწვავოს შეტევები და შესანიშნავი პასები გაუკეთოს თავის თანაგუნდელებს.” განაცხადა მარადონამ.

როგორც მოგეხსენებათ, მარადონამ თავის შეგირდებს მსოფლიო ჩემპიონატში შესანიშნავი ჯგუფური ეტაპი ჩაატარებინა. არგენტინის ნაკრებმა დააგროვა მაქსიმალური ქულათა რაოდენობა და გავიდა 1/8 ფინალში, სადაც მისი მეტოქე მექსიკის ნაკრები იქნება.

წყარო: soccer.ru 

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია