გვარდიოლას მე-200-ე მატჩი

გვარდიოლას მე-200-ე მატჩი

"ბარსელონას" მწვრთნელის რანგში, დღეს პეპ გვარდიოლა რიგით მე-200-ე მატჩს ჩაატარებს. ხსენებული რაოდენობიდან, პეპმა შეხვედრების 71.8% მოიგო და მისმა გუნდმა 496 გოლი გაიტანა.

 

გვარდიოლა "ბარსას" მეხუთე მწვრთნელია, ვინც 200 მატჩიან ნიშნულს მიუახლოვდა, მაგრამ მის გარდა არავის ჰქონია ასეთი სტატისტიკა, რომლის შესახებაც ქვემოთ მოგახსენებთ:

 

► 71.8% გამარჯვება: ბოლო 199 შეხვედრიდან "ბარსამ" 143 მოიგო, 39 ითამაშა ფრედ და 17 დათმო. გამარჯვებების ასეთი მაჩვენებლით გვარდიოლა პირველია. მას მოსდევს ელენიო ჰერერა, რომლის ანგარიშზეც მოგებული მატჩების 70.6%-ა. მესამეზეა ფერდინანდ დაუკი (60.7%), მეოთხეზე ფრანკ რაიკაარდი (58.6%) და ბოლოს იოჰან კრუიფი (58.1%).

 

► მხოლოდ 17 მარცხი: 199 შეხვედრიდან გვარდიოლამ და მისმა შეგირდებმა 17 მატჩი დათმეს. აქედან ორი წაგება გუნდმა 2008/09 სეზონის ბოლოს იწვნია, როცა ლიგის ტიტული უკვე კატალონიელების იყო. მიმდინარე სეზონში ჩატარებული 17 ოფიციალური შეხვედრიდან, გუნდს არცერთი წაგება არ აქვს.

 

► 496 გატანილი გოლი: ამ პერიოდის განმავლობაში გუნდმა თითქმის 500 გოლის გატანა მოახერხა, რაც თამაშში საშუალოდ 2.48 გატანილ გოლს უდრის. გვარდიოლას ერაში ლეო მესი საუკეთესო ბომბარდირია.

 

► თითქმის 100 გოლი ევროპულ ტურნირებზე: "ბარსელონამ" ჩემპიონთა ლიგაში ჩატარებულ 44 მატჩში 95 გოლი გაიტანა. ყველაზე ნაყოფიერი სეზონი ამ მხრივ იყო 2008/09 (36 გოლი 15 შეხვედრაში).

 

► 143 გაშვებული გოლი: "ბარსელონას" დაცვა ასევე ფანტასტიკურია. მათ მხოლოდ 143 გოლი გაუშვეს (0.71 გოლი საშუალოდ ერთ მატჩში). ეს საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ვიქტორ ვალდესს ზედიზედ სამჯერ მიეღო "ზამორას" ჯილდო.

 

► 306 ქულა ლა ლიგაში: როცა საუბარია ლიგაში მოპოვებული ქულების რაოდენობაზე, გვარდიოლას "ბარსას" ბადალი არ მოეპოვება. 124 შეხვედრაში გუნდმა 306 ქულა მოაგროვა. მწვრთნელობის პირველივე წელს, გვარდიოლას გუნდმა 87 ქულას მოუყარა თავი. მეორე წელს მაჩვენებელი გაუმჯობესდა და 99 ქულა შეადგინა. ბოლოს კი კატალონიელებმა 96 ქულა დააგროვეს. შედეგად "ბარსამ" სამჯერ მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი. მიმდინარე სეზონში მათ უკვე 24 ქულა აქვთ.

 

► 15 შესაძლო თასიდან მოგებული 12: 199 ჩატარებულ მატჩში მოპოვებული გამარჯვებების შედეგად, გვარდიოლას გუნდმა 12 თასი აღმართა. გუნდმა მოიგო 3-ჯერ ლიგა, 3-ჯერ ესპანეთის სუპერთასი, 2-ჯერ ჩემპიონთა ლიგა, 2-ჯერ ევროპის სუპერთასი, ერთხელ მსოფლიოს საკლუბო თასი და ერთხელ კოპა დელ რეი.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.