გვარდიოლა გაუთანაბრდა ფრანკ რაიკაარდს

გვარდიოლა გაუთანაბრდა ფრანკ რაიკაარდს


პეპ გვარდიოლამ 160-ე შეხვედრაში გაიმარჯვა მას შემდეგ, რაც ”ბარსას” მთავარი მწვრთნელია და ამ მიღწევით ის ფრანკ რაიკაარდის შედეგს გაუთანაბრდა, რომელსაც ჰოლანდიელმა 2003-2008 წლებში მიაღწია. მხოლოდ კრუიფს აქვს გვარდიოლაზე მეტი მატჩი მოგებული (250).

”რეალ სოსეიდადთან” გაამრჯვების შემდეგ პეპ გვარდიოლამ 160-ე გამარჯვება მოიპოვა ”ბარსას” მწვრთნელის პოსტზე. მან მხოლოდ 44 მატჩი დაასრულა ფრედ და წააგო მხოლოდ 18. მან გუნდთან ერთად შესაძლო 16 ტიტულიდან 13 მოიგო.

მოგებული მატჩების რაოდენობით პეპი ფრანკ რაიკაარდს გაუთანაბრდა. ჰოლანდიელი ”ბარსას” 2003 წლიდან 2008 წლამდე წვრთნიდა. ამ დროის განმავლობაში მისმა გუნდმა მოიგო 160 შეხევდრა, ფრედ დაასრულა 63 და წააგო 50. გვარდიოლას შემდეგი გამოწვევა იოჰან კრუიფის დაწევაა, რომელმაც 430 შეხვედრიდან გამარჯვება 250-ში მოიპოვა.

601-ე თამაში ”ბარსაში” ფეხბურთელის და მწვრთნელის ამპლუაში ერთად

გუშინდელი შეხვედრა გვარდიოლასთვის 601-ე იყო. ფეხბურთელობის დროს ”ბლაუგრანას” ფორმით მან 379 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, მწვრთნელის როლში კი ”სოსიედადთან” მატჩი 222-ე იყო. გვარდიოლამ, რომელმაც შექნმა ისტორია როგორც ფეხბურთელმა ახლა ქმნის ისტორიას როგორც ”ბარსას” მწვრთნელი.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.