''ბარსას'' 12 ფეხბურთელი ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს

''ბარსას'' 12 ფეხბურთელი ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს

ევრო 2012-ზე ''ბარსას'' 12 ფეხბურთელი მიიღებს მონაწილეობას. ეს 12 ფეხბურთელი ერთად გაემგზავრება ესპანეთიდან, საფრანგეთიდან და ჰოლანდიიდან ევრო 2012-ზე უკრაინაში.

 

 ევროპის ჩემპიონატზე ''ბარსას'' 12 ფეხბურთელი ითამაშებს. ერთერთ ევროპის ჩემპიონატზე ''ბარსას'' 10 ფეხბურთელი თამაშობდა. ესენი გახლდათ: ალბერდო, სერჟი, გვარდიოლა, ფიგუ, რაიცერეგი, ფრენკი, რონალდ დე ბური, კლიუერტი, ზენდენი და კოკუ. ეს რიცხვი კი ამ წელს 12-მდე გაიზარდა.

 

10 ესპანელი

 

გასულ მუნდიალზე, დელ ბოსკეს განკარგულებაში 10 ''ბარსას'' ფეხბურთელი გახლდათ. ეს ახლაც ასე იქნება. შემადგენლობა კი ასე გამოიყურება: ვიქტორ ვალდესი, ჩავი, პუიოლი, პიკე, ბუსკეტსი, პედრო, ინიესტა, სესკი, ვილია და ტიაგო. სწორედ ამ ფეხბურთელებს წაიყვანს ესპანელთა თავკაცი ევრო 2012-ზე, უკრაინაში. როგორც ნახეთ მე-10 ფეხბურთელი ტიაგო ალკანტარაა. სწორედ დელ ბოსკემ გამოიძახა ის ამ წელს ნაკრებში. იმედია ის გაამართლებს ყველას იმედებს.

 

ბლანს ეჭვი არ ეპარება აბიდალში 

 

ერიკ აბიდალი ფაქტიურად 100%-ით მოხვდება ლორან ბლანის განაცხადში. თუ რამე უსიამოვნება არ მოხდება, ტრავმის მაგვარი, ერიკი ლატარელის პოზიციაზე ითამაშებს.

 

ითამაშებს აფელაი ?!

 

იბრაჰიმ აფელაის სერიოზული ტრავმა აწუხებს. როგოც ჩვენთვის გახდა ცნობილი, მას უკვე ჩაუტარდა ოპერაცია. ჰოლანდიის ნაკრების თავკაცმა, ბერტ ვან მარვიკმა განაცხადა, რომ ის დაელოდება ბოლო ინფორმაციას. ასე, რომ აფეს თამაში ჯერ გამორიცხული არ არის. ყველაფერი მაინც ტრავმის მოშუშებაზე არის დამოკიდებული. იმედია, რომ ის მალე დაუბრუნდება გუნდს და რაც მთავარია დაეხმარება ევრო 2012-ზე მის ეროვნულ ნაკრებს.

 

 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.