Jijantes-ის ინფორმაციით, აბდე ეზალზულის მომავალი უახლოეს წუთებში გადაწყდება – ამჟამად ის თავის აგენტებთან ერთად რესტორანში იმყოფება.
ეზ აბდეს შეძენით “რეალ ბეტისი” ინტერესდება და მზადაა, ფეხბურთელის უფლებების 50%-ის სანაცვლოდ “ბარსელონას” €10 მილიონი გადაუხადოს – ამ შემთხვევაში, “ბარსა” მისი მომავალი ტრანსფერიდან თანხის ნახევარს მიიღებს.
აღნიშნულს ფაბრიციო რომანოც ადასტურებს და დასძენს, რომ კატალონიური კლუბი, ამ მომენტისთვის, ტრანსფერზე უარს აცხადებს, მაგრამ “ბეტისი” ეზალზულის შეძენას სატრანსფერო ფანჯრის ბოლო წუთებამდე შეეცდება.
ჩავი ერნანდესს მაროკოელი შემტევის შენარჩუნება სურს, მაგრამ ფეხბურთელი გარანტირებულ სათამაშო დროს ითხოვს.
თუ ეს სასწაული გახდა და ძვირად გაიყიდა კარგია, მაგრამ თუ ვერ ივარგა სწორიც გვიქნია რო გავუშვით.
cruyff9, და ვინ მოგყავს მერე ძმა ? 🤣 სკამისთვის კი არა ძირითადისთვის არ გვყავს არავინ და მე და შენ გავაგოროთ ბურთი ?
უფასოდ თუ წავა 0-ის 50% შეგვხვდება
ეს 10 კიარა 5 იც არ ღირს ბიჭო გაატანეთ🤦🏻♂️🤦🏻♂️🤦🏻♂️
ანუ იყიდის ბეტისი 10 მილიონად და როცა გაყიდიან 50% თანხისა ბარსას შეხვდება? უფასოდ რომ წავიდეს ბეტისიდან გვერხევა ხო მანდ?😃😃