workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჩავი ერნანდესი რეალ მადრიდთან მატჩის წინ

ჩავი ერნანდესი რეალ მადრიდთან მატჩის წინ

ხვალ, თბილისის დროით 23:55 საათზე, კოპა დელ რეის პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში “ბარსელონა” სტუმრად “რეალ მადრიდს” დაუპირისპირდება.

ჩავი ერნანდესმა “ელ კლასიკოს” წინ პრესკონფერენცია გამართა.

“რეალ მადრიდი” ძლიერი ოპონენტია. ჩვენ ორი მატჩი გველის – ეს ლა ლიგისა და ევროპა ლიგისგან სრულიად განსხვავებული ტურნირიაა. მოედანზე მოსაგებად გავალთ და ბოლომდე ვიბრძოლებთ. ჩვენ ტიტულის მოგება გვსურს.

დანაკლისის მიუხედავად, “რეალ მადრიდი” ფავორიტია. გუნდი ლა ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებულია. ესპანეთის სუპერ თასის შედეგს ფავორიტის სტატუსთან კავშირი არ აქვს. ვფიქრობ, ყველაფერი “კამპ ნოუზე” გადაწყდება. 
ფატის დაბრუნება შესანიშნავი ამბავია. მან მნიშვნელოვანი როლი უნდა ითამაშოს. ვხედავ, რომ ანსუ მონდომებულია. ის ფუნდამენტური მნიშვნელობის ფეხბურთელია.
ფერან ტორესის აქ ყოფნაში ერთ-ერთი “დამნაშავე” მე ვარ. ის “კადისთან” შესანიშნავი იყო, მას ასეთი თამაში სჭირდებოდა. ფერანს ნდობას ვუცხადებთ, რათა განვითარება განაგრძოს.
 პედრის არ ყოფნა მნიშვნელოვანი დანაკლისია. მას განსხვავების შექმნა შეუძლია.
“სანტიაგო ბერნაბეუზე” ჩასვლა დიდ მოტივაციას მაძლევს. 
ესტანის პედროლა ძალიან კარგ ფორმაშია და გვჯერა, რომ შეტევაში არსებული პრობლემების გათვალისწინებით, ის პირველ გუნდს დაეხმარება.
არაუხო მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრალური მცველია. ის სწრაფი, ძლიერი და აგრესიულია. 
ვინისიუსი ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელია, მას განსხვავების შექმნა შეუძლია. ბრაზილიელს ყურადღება უნდა მივაქციოთ. 
ალარკონს ვენდობი. ის მრავალმხრივი მოთამაშეა და დარწმუნებული ვარ, გუნდს აწმყოსა და მომავალში ძალიან გამოადგება.
ხვალ ისე როგორც არასდროს, გუნდურად უნდა ვითამაშოთ, როგორც დაცვასა და შეტევაში, ასევე ტაქტიკური თვალსაზრისით. ასეთ მატჩებში მცირე დეტალებს დიდი მნიშვნელობა აქვს. გაბედულად უნდა ვითამაშოთ და ბურთი იშვიათად დავკარგოთ, რადგან ბენზემას, ვინისიუსს და ვალვერდეს ჩვენი დასჯა შეუძლიათ. 
sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (25)

  • me da barca
    schedule 04 აპრ 2023, 22:30
    #25

    ვინც ფინალში გავა ის კოპასაც დაისაკუთრებს. მე კი ძალიან მინდა ამ სეზონში რეალმა სამიდან უდიდესი თასი აღმართოს. მიდი პერეს აღმართე, შენ ამას იმსახურებ ტებასთან ერთად.

  • nika 54
    schedule 04 აპრ 2023, 21:20
    #24

    მიდი ჩავი გაუთანაბრე რეალს კლასიკოების სტატისტიკა ახლა როგორც მახსოვს 101-100-ია მათ სასარგებლოდ, თუმცა თუ ამხანაგურებსაც გავითვალისწინებთ აშკარად წინ ვართ საკმაოდ.

  • Rick Sanchez
    schedule 04 აპრ 2023, 19:50
    #23

    ეს კლასიკოც უნდა მოვიგოთ!! მიდი ჩავი აახიე რეალს კიდევ ერთი ტიტული. ისე უნდა მოიგო, რომ ანჩელოტის გადაცდეს ის კევი

  • LM10RG10
    schedule 04 აპრ 2023, 18:08
    #22

    დეიონგის,პედრის,დემბელეს და კრისტენსენის გარეშე თუ ვერ მოგვიგო რეალმა,ვაღიარებ ხავის გვარდიოლას ღირსეულ მემკვიდრედ😀💘

  • M10 S9 D11
    schedule 04 აპრ 2023, 15:29
    #21

    ბოლომდე უნდა ვეომოთ და არ მოვაგებინოთ