workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჩავი ერნანდესი რეალ მადრიდთან მატჩის წინ

ჩავი ერნანდესი რეალ მადრიდთან მატჩის წინ

ხვალ, თბილისის დროით 23:55 საათზე, კოპა დელ რეის პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში “ბარსელონა” სტუმრად “რეალ მადრიდს” დაუპირისპირდება.

ჩავი ერნანდესმა “ელ კლასიკოს” წინ პრესკონფერენცია გამართა.

“რეალ მადრიდი” ძლიერი ოპონენტია. ჩვენ ორი მატჩი გველის – ეს ლა ლიგისა და ევროპა ლიგისგან სრულიად განსხვავებული ტურნირიაა. მოედანზე მოსაგებად გავალთ და ბოლომდე ვიბრძოლებთ. ჩვენ ტიტულის მოგება გვსურს.

დანაკლისის მიუხედავად, “რეალ მადრიდი” ფავორიტია. გუნდი ლა ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებულია. ესპანეთის სუპერ თასის შედეგს ფავორიტის სტატუსთან კავშირი არ აქვს. ვფიქრობ, ყველაფერი “კამპ ნოუზე” გადაწყდება. 
ფატის დაბრუნება შესანიშნავი ამბავია. მან მნიშვნელოვანი როლი უნდა ითამაშოს. ვხედავ, რომ ანსუ მონდომებულია. ის ფუნდამენტური მნიშვნელობის ფეხბურთელია.
ფერან ტორესის აქ ყოფნაში ერთ-ერთი “დამნაშავე” მე ვარ. ის “კადისთან” შესანიშნავი იყო, მას ასეთი თამაში სჭირდებოდა. ფერანს ნდობას ვუცხადებთ, რათა განვითარება განაგრძოს.
 პედრის არ ყოფნა მნიშვნელოვანი დანაკლისია. მას განსხვავების შექმნა შეუძლია.
“სანტიაგო ბერნაბეუზე” ჩასვლა დიდ მოტივაციას მაძლევს. 
ესტანის პედროლა ძალიან კარგ ფორმაშია და გვჯერა, რომ შეტევაში არსებული პრობლემების გათვალისწინებით, ის პირველ გუნდს დაეხმარება.
არაუხო მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრალური მცველია. ის სწრაფი, ძლიერი და აგრესიულია. 
ვინისიუსი ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელია, მას განსხვავების შექმნა შეუძლია. ბრაზილიელს ყურადღება უნდა მივაქციოთ. 
ალარკონს ვენდობი. ის მრავალმხრივი მოთამაშეა და დარწმუნებული ვარ, გუნდს აწმყოსა და მომავალში ძალიან გამოადგება.
ხვალ ისე როგორც არასდროს, გუნდურად უნდა ვითამაშოთ, როგორც დაცვასა და შეტევაში, ასევე ტაქტიკური თვალსაზრისით. ასეთ მატჩებში მცირე დეტალებს დიდი მნიშვნელობა აქვს. გაბედულად უნდა ვითამაშოთ და ბურთი იშვიათად დავკარგოთ, რადგან ბენზემას, ვინისიუსს და ვალვერდეს ჩვენი დასჯა შეუძლიათ. 
sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (25)

  • nika 54
    schedule 19 მარ 2023, 15:35
    #20

    ძალიან უნდა მოინდომონ, დადონ უნდა თავი. არაფრით წაგება არ გვაწყობს რეალი სულ გაგიჟდება და მერე ჩვენც უნდა რისკით ვითამაშოთ ყველა დარჩენილი შეხვედრა.

  • rivaldo80
    schedule 18 მარ 2023, 23:34
    #19

    ხვალ ძალიან თავს გაიგიჟებს რეალი მთავარია ტრავმების გარეშე და ფრეც კაი შედეგი იქნება.

  • Don_Andresito
    schedule 18 მარ 2023, 22:28
    #18

    ციტატა: Madona
    გამარჯობა მეგობრებო😇💛♥️.სილქის არხები როგორ ჩავრთო სმარტ ტელევიზორში ხომ ვერ მასწავლით? მადლობა წინასწარ ყველას💜🧡


    უნდა დარეგისტრირდე. დარეგისტრირების მერე მოგეცემა კოდი რომელსაც გამოიყენებ ფულის ჩარიცხვისას. ინტ ბანკით ჩვეულებრივად ვიხდიდი მაგ კოდით 3 ლარს. და არხებიც ეგრევე ირთვებოდა

  • Gigazakaradze
    schedule 18 მარ 2023, 22:02
    #17

    რთული თამაში იქნება წარმატებები ბიჭებს ღმერთით მოვიგებთ ❤💙

  • Madona
    schedule 18 მარ 2023, 21:46
    #16

    გამარჯობა მეგობრებო😇💛♥️.სილქის არხები როგორ ჩავრთო სმარტ ტელევიზორში ხომ ვერ მასწავლით? მადლობა წინასწარ ყველას💜🧡

  • La Pulga10
    schedule 18 მარ 2023, 21:16
    #15

    ესეც რეალის მხერხავი გაიჩითა :დდდ ხვალაც უნდა მოვიგოთ და ვაფშე ავუხუროთ ტაკოები

  • JustBarcaLover
    schedule 18 მარ 2023, 19:27
    #14

    გოლი გავიტანოთ და მერე კაი ატლეტიკო ვითამაშოთ :დდ ვინისიუს რათქმაუნდა ჯიბეში ჩაისვამს არაუხო და მორჩა საჯარიმოში ფეხსაც ვერ დადგამენ ეგენი

  • ♠️Spookyfy♠️
    schedule 18 მარ 2023, 19:23
    #13

    ციტატა: I N I E S T A 8

    ციტატა: ♠️Spookyfy♠️
    Mtavaria ar wavagot. Nichiitac laliga 99%it chvenia. Tu moviget xo saertod .


    დაცვა ხოდზე თუ იქნენა წესით უნდა გავაძვრინოთ ერთი ბურთი .ერე ხავიმ იცის როგორ მოკლას თამაში მის საყვარელ ანგარშიზე😀1-0


    Pirvel tu shevugdet chveni tamashia. Mere gaxsnan unda tamashi da egeba mivayolot

  • nikusha
    schedule 18 მარ 2023, 19:21
    #12

    ტერ შტეგენი
    არაუხო-კუნდე-კრისტესტენი-ბალდე
    კესიე-ბუსკეტსი-დე იონგი
    რაფინია-ლევანდოვსკი-გავი

  • I N I E S T A 8
    schedule 18 მარ 2023, 18:46
    #11

    ციტატა: ♠️Spookyfy♠️
    Mtavaria ar wavagot. Nichiitac laliga 99%it chvenia. Tu moviget xo saertod .


    დაცვა ხოდზე თუ იქნენა წესით უნდა გავაძვრინოთ ერთი ბურთი .ერე ხავიმ იცის როგორ მოკლას თამაში მის საყვარელ ანგარშიზე😀1-0

  • ♠️Spookyfy♠️
    schedule 18 მარ 2023, 18:12
    #10

    Mtavaria ar wavagot. Nichiitac laliga 99%it chvenia. Tu moviget xo saertod .

  • Georgebina
    schedule 02 მარ 2023, 17:34
    #9

    როგორ არ მიყვარს ესეთი უწუწუ ბუწუწუ მაგალი ბიჭი ხალ ლაპარაკი რა. ყველას აქებს და ადიდებს და ბოლოს ყველა ნულია თითქმის გუნდში. ერთი ისეთი მწვრთნელი არ გვეღირსა, რომ ცოტა მკაცრი და პირდაპირი იყოს. ყველა რაღაცნაირი "ჩმორი" გამოდგა. ავიღოთ არტეტა ან ტენ ჰააგი მაგალითად, ტიპები მოვიდნენ და შეცვალეს გუნდში სიტუაცია. რატომ? იმიტომ, რომ პირდაპირ თქვეს, არ გინდა/არ შეგიძლია თამაში და ან მოუმატებ ან დატოვებ გუნდს. ტიპმა რონალდო სკამზე დასვა გუნდის კეთილდღეობისთვის და აგერ ათამაშდა მანჩესტერი. არტეტაა და თავზე ამხობს ყველაფერს ფეხბურთელებს როცა საჭიროა. სიფიცხე არ აქვთ მწვრთნელებს და სიმკაცრე, გვარდიოლას დროს აბა ვინმეს რამე გაებედა, მაგის ხასიათი ვიცით ყველამ. ჩემი აზრით სანამ ცოტა მკაცრი მწვრთნელი არ მოვა გუნდში ძალიან დიდი ხანი დასჭირდება ბარსას როგორც გუნდად ჩამოყალიბებას.

  • RivaldoR
    schedule 01 მარ 2023, 23:16
    #8

    ეს რა ქვეშაჯვიაა, წადი თეორიული ცოდნა მიიღე აზრზე არაა ტაქტიკის. მეორე ტაიმში ეტყობა ცოდნის დონე

  • me da barca
    schedule 01 მარ 2023, 22:30
    #7

    ყველას ენდობა და ყველას აქებს, საქმის დროს კი რაღაც არ ჩანან.

  • La Pulga10
    schedule 01 მარ 2023, 20:15
    #6

    ფრე მაინც გააგორე.მეორე თამაშში კი უნდა გადავუაროთ.

  • M10 S9 D11
    schedule 01 მარ 2023, 19:48
    #5

    რავი აბა რის იმედზე უნდა ვიყოთ ამ თამაშში აზრზე არ ვარ ალბათ დაცვის რო ეგება ნულოვანი ფრე გავწუროთ

  • nika 54
    schedule 01 მარ 2023, 19:06
    #4

    ხვალ ისე როგორც არასდროს, გუნდურად უნდა ვითამაშოთ, როგორც დაცვასა და შეტევაში, ასევე ტაქტიკური თვალსაზრისით. ასეთ მატჩებში მცირე დეტალებს დიდი მნიშვნელობა აქვს. გაბედულად უნდა ვითამაშოთ და ბურთი იშვიათად დავკარგოთ, რადგან ბენზემას, ვინისიუსს და ვალვერდეს ჩვენი დასჯა შეუძლიათ.
    მოგვიგია ხვალ.

  • Nodariko Dzadzamia
    schedule 01 მარ 2023, 18:54
    #3

    ციტატა: kanja
    წადი შე დილეტანტო!.. ვის რად უნდა შენი კომენტარები… ტაქტიკის აზრზე არა ხარ და ნახევარ სეზონზე მეტი როტაციაში გაატარე და ეგ შენი "ჩვარი" ფატი თავქვეშ ამოიდე!..


    სენ წადი მწვრთნელად

  • ნოდო ბარდაველიძე
    schedule 01 მარ 2023, 17:55
    #2

    ციტატა: kanja
    წადი შე დილეტანტო!.. ვის რად უნდა შენი კომენტარები… ტაქტიკის აზრზე არა ხარ და ნახევარ სეზონზე მეტი როტაციაში გაატარე და ეგ შენი "ჩვარი" ფატი თავქვეშ ამოიდე!..


    შენ ამის რეალთაბ თამაშებს არ გიყურებია გეტყობა კიდეც ის რა იყო თავზე რო დაახია ბურთი ჰა და კიდე უწუნებ ტაქტიკას?

  • kanja
    schedule 01 მარ 2023, 17:46
    #1

    წადი შე დილეტანტო!.. ვის რად უნდა შენი კომენტარები… ტაქტიკის აზრზე არა ხარ და ნახევარ სეზონზე მეტი როტაციაში გაატარე და ეგ შენი "ჩვარი" ფატი თავქვეშ ამოიდე!..