ჩავი ერნანდესმა და სერჟი რობერტომ “რეალ ბეტისთან” მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართეს.
რობერტო
ჩემს მომავალთან დაკავშირებით ახალი არაფერია. მე დარჩენა მსურს. სავარაუდოდ, კლუბთან ამის შესახებ მომდევნო თვეში ვისაუბრებ.
“ბეტისი” კარგ ფეხბურთს თამაშობს. გულშემატკივრები მატჩის ყურებით სიამოვნებას მიიღებენ. ვიმედოვნებ, გამარჯვებას მოვახერხებთ.
ჩვენ ტურნირის მოგება გვსურს. ეს გუნდს სეზონის დასრულებამდე დიდ მოტივაციას მისცემს.
მინდა, გუნდში იმდენხანს დავრჩე, რამდენიც შეიძლება. ჩავის მოსვლის შემდეგ ჩემ მიმართ სრული ნდობა გამოიჩინეს.
ფეხბურთით ყოველთვის სიამოვნებას ვიღებ, მნიშვნელობა არ აქვს, რომელ პოზიციაზე ვთამაშობ. მე ჩავის განკარგულებაში ვარ და მზად ვარ იქ ვითამაშო, სადაც ის გადაწყვეტს.
ფეხბურთით ყოველთვის სიამოვნებას ვიღებ, მნიშვნელობა არ აქვს, რომელ პოზიციაზე ვთამაშობ. მე ჩავის განკარგულებაში ვარ და მზად ვარ იქ ვითამაშო, სადაც ის გადაწყვეტს.
პრეზიდენტთან და კლუბის სხვა წარმომადგენლებთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს. თავს დაფასებულად ვგრძნობ.
ჩავი
არსებული შემადგენლობით ბედნიერი ვარ. პრინციპში, ცვლილებები არ იქნება. ამასთან დაკავშირებით შეხვედრები არ გამართულა.
დეპაი? ამაზე არაფერი ვიცით. სატრანსფერო ფანჯარა 31 იანვრამდე გრძელდება და ვნახავთ, რა მოხდება. მატეუ ალემანის ვუთხარი, რომ თუ შემადგენლობა უცვლელი დარჩება, მე მაინც ბედნიერი ვიქნები.
ტიტულებისთვის უნდა ვიბრძოლოთ. ჩვენ სუპერ თასის მოგებაზე ვართ ფოკუსირებული. “ბეტისი” ძლიერი მეტოქეა. ამ ტურნირზე გამარჯვება მნიშვნელოვანია. ფორმატის განახლების შემდეგ ის არ მოგვიგია. ჩვენ კარგი პერიოდი გვაქვს და მშვიდად ვართ.
ბუსკეტსი საკვანძო მნიშვნელობის ფეხბურთელია, ის პროფესიონალიზმისა და თავდადების ნიმუშია. ის გუნდში ბალანსს ქმნის.
ფერან ტორესის სასჯელი გადაჭარბებული გვგონია.
რაფინიას ორი კვირის წინ ვესაუბრე და ის ნებისმიერ პოზიციაზე თამაშისთვის მზადაა. ის ამ ტურნირზე მნიშვნელოვანი ფიგურა იქნება.
“ბეტისს” ბურთის კონტროლი უყვარს. პელეგრინი შემტევი სტილის მწვრთნელია. მათ ბევრი ფეხბურთელი ჰყავთ, რომელთაც პრესინგის თამაში კარგად გამოსდით. ხვალ კარგად უნდა ვიმუშაოთ და ბურთი დავიჭიროთ.
საუდის არაბეთში ჩამოსვლა ყოველთვის სასიამოვნოა, აქ “ალ-სადთან” ერთად ვიყავი.
რონალდუ? “ალ ნასრი” დიდი კლუბია, ისევე როგორც “ალ-ჰილალი” და “ალ-იტიჰადი”. კრიშტიანუ აქ განსხვავებას შექმნის. თამაში მარტივი არ იქნება, მაგრამ რონალდუ კონკურენციისთვისაა დაბადებული.
ტურნირის საუდის არაბეთში ჩატარება ყველასთვის სასარგებლოა, ფინანსური პრობლემების მქონე კლუბები ფულს გამოიმუშავებენ. კატარის მსოფლიო ჩემპიონატსაც ბევრს აკრიტიკებდნენ, მაგრამ ის კარგი აღმოჩნდა.
იმ ფეხბურთელების მიმართ, რომლებიც ძირითად შემადგენლობაში ყოფნას იმსახურებენ, თავს დამნაშავედ ვგრძნობ, მაგრამ ბევრ ტრავმირებულ მოთამაშეს ეს მირჩევნია.
ჩვენს იდენტობაზე საუბრობენ. ჩვენ გვინდა, თამაშზე ვდომინირებდეთ და ვუტევდეთ. ადრე მაღალ პრესინგს ცოტა გუნდი თამაშობდა, ახლა კი ამას თითქმის ყველა აკეთებს და 90 წუთის განმავლობაში დომინირება რთულია.
დაცვის ხაზი გადამწყვეტი მნიშვნელობისაა. ლა ლიგაში მხოლოდ 6 გოლი გავუშვით, რაც ძალიან კარგია. ტიტულების მოგებისთვის კარგი დაცვის თამაში მნიშვნელოვანია.
თუ ტიტულებს ვერ მოვიგებთ, მომკლავენ. მე მონდომებული, ვარ რომ “ბარსას” მწვრთნელის რანგში პირველი თასი აღვმართო.
თუ ტიტულებს ვერ მოვიგებთ, მომკლავენ. მე მონდომებული, ვარ რომ "ბარსას" მწვრთნელის რანგში პირველი თასი აღვმართო.
კაი ხანია ტიტულები არ მოგიგიათ, მაგრამ რატომღაც ისევ ცოცხალი ხარ.
დარჩენა კი არა წადი რა, თავი ნუ შეაძულე ხალხს.
წადი შენც და ბუსკეციც.რა შეგვე*ით მართლა?! ალბას ზამენისთვის დატოვება შეიძლება,მარა ეგეც წასასვლელია მალე.
წადი შენც და ბუსკეციც.რა შეგვე*ით მართლა?! ალბას ზამენისთვის დატოვება შეიძლება,მარა ეგეც წასასვლელია მალე.