ცოტა ხნის წინ “ბარსელონამ” დაადასტურა, რომ ფრანსიშკუ ტრინკაუ ლისაბონის “სპორტინგში” გადადის.
კლუბის ოფიციალური საიტის ინფორმაციით, პორტუგალიელი ფეხბურთელი სამშობლოში 1-წლიანი იჯარით, 2023 წლის 30 ივნისამდე გადაბარგდება და “სპორტინგს” მისი გამოსყიდვის უფლებაც ექნება.
ტრინკაუ “ბარსამ” 2020 წელს, “ბრაგადან” შეიძინა. მან სადებიუტო სეზონში 42 მატჩი ჩაატარა, თავი კი 3 გოლითა და 2 ასისტით გამოიჩინა და გუნდთან ერთად კოპა დელ რეი მოიგო.
22 წლის ფეხბურთელმა გასული სეზონი იჯარით “ვულვერჰემპტონში” გაატარა.
🚨 OFFICIAL: Francisco Trincão 🇵🇹 has signed for Sporting on loan with an option to buy. #SportingCP pic.twitter.com/6XAt7R8Bh8
— RouteOneFootball (@Route1futbol) July 13, 2022
2022 წელს დაიბრუნონ
იქნებ გაეხსნას ამასაც ბედი.
აბა წარმატებები, ვულვზში დიდი ვერაფერი ქნა და აბა ვნახოთ ფარჩაკ ჩემპიონატში მაინც იფაფხურებს
ნამდვილი ლენგლეც იჯარითაა ხო გაშვებული? კაია არცერთის სიფათს რო არ დავინახავ