ატლეტიკომ ხულიან ალვარესის შემთხვევაში ის გააკეთა, რის გამოც ახლა ბარსელონას უჩივის

ატლეტიკომ ხულიან ალვარესის შემთხვევაში ის გააკეთა, რის გამოც ახლა ბარსელონას უჩივის

მადრიდის “ატლეტიკო” “ბარსელონას” წინააღმდეგ საჩივრის შეტანას განიხილავს მას შემდეგ, რაც 26 წლის ხულიან ალვარესმა ბოლო საათებში “მეტროპოლიტანოს” დატოვების სურვილი დაადასტურა.

“როხიბლანკოში” უკმაყოფილონი არიან იმით, თუ როგორ მიუდგა “ბარსელონა” ტრანსფერს. თუმცა, 2024 წელს, როცა ალვარესი “ატლეტიკოში” გადადიოდა, აღიარა, რომ სიმეონესთან და მადრიდელთა ფეხბურთელებთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა, მიუხედავად იმისა, რომ “მანჩესტერ სიტისთან” მოქმედი კონტრაქტი აკავშირებდა. გარდა ამისა, ტრანსფერამდე კვირებით ადრე, ოლიმპიური თამაშების მიმდინარეობისას, მან ინგლისური კლუბის დატოვების სურვილიც გააჟღერა.

2024 წლის ზაფხულში პრესა წერდა, რომ ხულიანი “ატლეტიკოს” ერთ-ერთი მთავარი სამიზნე იყო. არგენტინელს ინგლისელებთან კონტრაქტი 2028 წლამდე აკავშირებდა. აგვისტოს შუა რიცხვებში “როხიბლანკომ” მისი 75 მილიონ ევროდ ტრანსფერი გამოაცხადა. პრეზენტაციაზე ალვარესმა თქვა, რომ სიმეონე მას წინასწარ დაუკავშირდა.

“ჩოლოს ვესაუბრე და მითხრა, რომ, რა თქმა უნდა, ჩემი გადმოსვლა სურდა, რომ გუნდს დავეხმარებოდი და ისინი ჩემი ძლიერი მხარეების გაუმჯობესებაში შემიწყობდნენ ხელს. ასე რომ, ეს ჩემთვის გამოწვევა იყო და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აქ ვარ,” – აღნიშნა ხულიანმა.

სიმეონე არ ყოფილა ერთადერთი, ვინც თავდამსხმელს დაუკავშირდა.

“თანაგუნდელებსაც ვესაუბრე. ყოველთვის კარგია იმის ცოდნა, თუ სად მიდიხარ. მით უმეტეს, თუ იქ მეგობრები და ისეთი ხალხი გხვდება, ვისაც დიდი ხანია იცნობ (მაგალითად, ნაკრებიდან) – როდრიგო დე პაული, ნაუელ მოლინა, ჯულიანო სიმეონე, ანხელ კორეა…” – განმარტა მან.

გზავნილი ოლიმპიური თამაშების დროს

მეორე მხრივ, იმ ზაფხულს, ოლიმპიური თამაშების დროს ხულიანმა შეკრება ჯულიანო სიმეონესთან ერთად გაიარა. არგენტინა საფრანგეთთან დამარცხდა, რომელიც თავის მხრივ ფინალში ესპანეთთან დათმო. გუშინდელის მსგავს სიტუაციაში, ხულიან ალვარესმა “მანჩესტერ სიტიში” საკუთარი როლით უკმაყოფილება გამოხატა.

“გასულ სეზონში “სიტიში” ერთ-ერთი ყველაზე მეტი სათამაშო წუთი მქონდა. მაგრამ… საბოლოო ჯამში, მნიშვნელოვანი მატჩების მიღმა დარჩენა არ მოგწონს, გინდა, რომ წარმატებებში შენი წვლილი შეიტანო,” – თქვა მან.

საბოლოოდ მან მიანიშნა, რომ მისი მომავალი გაურკვეველი იყო: “როცა ოლიმპიური თამაშები დასრულდება, მშვიდად დავფიქრდები იმაზე, თუ რა მინდა. დრო მექნება, რომ გადაწყვეტილება მივიღო.” პეპ გვარდიოლამ, რომელიც “მანჩესტერ სიტისთან” ერთად წინასასეზონო სამზადისში იმყოფებოდა, მას ასე უპასუხა:

“წავიკითხე, რომ დაფიქრებას აპირებს. კარგი, დაფიქრდეს… მერე კი გვაცნობებს, რისი გაკეთება სურს. როცა მომავალზე ფიქრს დაასრულებს, მისი აგენტი ჩიკის დაურეკავს და ვნახავთ, რა მოხდება… ხულიანმა ბევრი ითამაშა. მეტი უნდა? კარგია. ამიტომ… დაფიქრდეს. და როცა მოიფიქრებს, გვაცნობებს. მის ჩანაცვლებაზე არ ვფიქრობთ. ვიცი, რომ თქვა, დავფიქრდებიო, ვნახოთ, რა მოხდება. ვიცი, რომ მნიშვნელოვან მატჩებში თამაში სურს, მაგრამ სხვა მოთამაშეებიც გვყავს. ჩვენ 18-19 ფეხბურთელი გვყავს.”

ხულიანმა გვარდიოლას პასუხის შემდეგ თავისი სიტყვების შერბილება სცადა.

“მისი სიტყვები მოვისმინე, ბევრი არაფერი მაქვს სათქმელი, მხოლოდ ის, რომ ცუდი არაფერი მითქვამს, ყოველთვის ვამბობდი, რომ კლუბში თავს ძალიან კომფორტულად და ბედნიერად ვგრძნობ. უბრალოდ განვლილი სეზონის ანალიზი გავაკეთე და იმაზე ვისაუბრე, თუ რა შეიძლება მოხდეს მომავალში,” – აღნიშნა მან.

რამდენიმე კვირის შემდეგ კი “ატლეტიკოსთან” 2030 წლამდე გააფორმა კონტრაქტი.

ახლა კი “ატლეტიკო” აღშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ თითქოს “ბარსელონა” ხულიან ალვარესის წარმომადგენლებს მანამ დაუკავშირდა, სანამ მადრიდული კლუბისგან ამის ნებართვას აიღებდა.

two_wheeler

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია arrow_forward

forum კომენტარები (16)

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    schedule 27 ივნ 2026, 20:34

    ფეხები არავის მოსჭამონ

  • nika 54
    nika 54 ლეგენდა
    schedule 25 ივნ 2026, 13:16

    ახალი ამბავი, ატლეტიკო რა ნაგავიც არის დიდი ხანია ვიცით და რატომ იპაზორებს ლაპორტა სულ თავს. მიეშვას არ არის ეგ ტოპ-ი, მესის რა პასი გაუფუჭა ერთი-ერთზე გაიყვენა და მაინც ისევ თვითონ მოუწია იმ მეორე გოლის დამთავრება ავსტრიასთან.

  • Johan Cruyff 14
    Johan Cruyff 14 ლეგენდა
    schedule 24 ივნ 2026, 18:39

    ეს მაინც გადმოვამ და გამოუშვან წყნარად რა საცოდაობაა ამის ატლეტიკოში თამაში

  • MESSI 2017
    MESSI 2017 ვეტერანი
    schedule 24 ივნ 2026, 02:27

    ატეკტიკო ვერ იაზრებს რა დონეზე ენძრევა ახლა იმით რასაც აკეთებს?😀 პსჟ და სიტი ეგენი არ არიან რომ ასტრონომიული ხელფასები შესთავაზონ ფეხბურთელებს რომ დიმატონ თავიანთ კომპლექსს შეწირეს კლუბის მომავალი😂 ალვარეზი ბარსაში ლოვა ატელტიკო კი წელს ოთხეულს გარეთ დაამთავრებს და ის 150 მილიონიც ხახვივით შერჩებათ რომელი ვარსკვლავი გადავა ამათთან ჯერ ფელიშის და ახლა ლავარეზისბავის მერე

  • Barca1980
    Barca1980 ვეტერანი
    schedule 24 ივნ 2026, 01:03

    ლაპორტა არის ყველაზეეეე დიდი განდ…..ნი, დარწმუნებული ვარ მოვა დრო და ფლიკიც მიხვდება მაგას. ყველას სათავისოდ იყენებს, მისი მართველობის ნებისმიერ ეტაპზე ჩრდილოვანი მხარე არასოდეს არ ჩანს რასაც ის სარგებელს იღებს ამ მდგომარეობიდან. იმედია მოვა დრო და ისევე მოგცემს საინფორმაციო ღრუში მესიი, როგორც ბართომეუს შეუსსრულააა!!! გუნდში სადაც ინიესტა, ხავი, პუიოლო, პიკე, ვილა და რა ვიცი რამდენი ლეგენდა თამაშობდა დეკუ და კრკიჩია დასაქმებულიიიი?! იმედია ფაბრეგასიიი უარს ეტყვის, რადგან ეგეც თავისი პოლიტიკისათვის სჭირდება, მაგ გასიებულ ფუნაგორიას!!!

    • Motamashe
      Motamashe ახალბედა
      schedule 24 ივნ 2026, 01:26

      მიხარია, რომ ნელ ნელა ბარსელონას გულშემატკივრებს თვალები ეხილებათ საქართველოში😕 ეს ბარსასთვის არაფერი შეღავათია მაგრამ ნიშნავს იმას, რომ სადაც აქ ვხვდებით ესეიგი იქაც კატალონიაში ადრე თუ გვიან მიხვდებიან, რომ ამ
      კაცის არცერთი ნაბიჯი არ არის უანგარო და ბარსელონას სიყვარულიდან გამომდინარე. პოპულისტი აფერისტია ეს კაცი, მატყუარა თაღლითი, ვიღაცამ დაწერა იღბლიანი არისო. მაგას ვერ დაუკარგავ ყოველი მაგის ტყვილი იფარებოდა ჯერ კრუიფის ჭკუით, მერე რონალდინიოს გენიით და ბოლო წლებში ლამასიის დიდებულებით. თუმცა ამ გარეწარმა მოახერხა და ლამასიის და მსოფლიო ფეხბურთის ღმერთი კლუბიდან ატირებული გაუშვა. სამწუხაროდ და სასირცხვილოდ ალბათ ბარსელონა ის ერთადერთი კლუბია მსოფლიოში ვისაც ფეხბურთის ისტორიის ყველა დროის საუკეთესო 5 კაციდან 3 ყავდა. მარადონა გაყიდა, რონალდო ერთ წელში სარეკორდო სეზონის შემდეგ გაყიდა და მესი ატირებული გააგდო. კიდევ ღმერთს ვყვარებივართ რომ ამ საფეხბურთო ცოდვებს გვპატიობს და ამ იდიოტობების მიუხედავად აწმყოში ისეთი ბრილიანტი მოგვივლინა როგორც ლამინ იამალია. ეს გასიებული ვირთხა კი ისე შვება თავის უუნარობით და უმოქმედობით, რომ ღმერთმა არ ქნას და ამ ბრილიანტსაც დიდი ალბათობით დაგვაკარგვინებს უახლოეს წლებში🥹🐀🤮🖕🏿

  • La Pulga10
    La Pulga10 ვეტერანი
    schedule 23 ივნ 2026, 22:43

    ყველაზე ღლე ხელმძღვანელობა გვყავს,მაგრამ აი ატლეტიკოს სადაც დავიჭერთ იქ უნდა ჩავადედისხახისუფსკრულოთ.

  • Johan Cruyff 14
    Johan Cruyff 14 ლეგენდა
    schedule 23 ივნ 2026, 21:49

    რონალდომ გადუბლე ძაან გაუხარდა გოლის მასტია

  • Fuhrer
    Fuhrer ახალბედა
    schedule 23 ივნ 2026, 21:43

    ატლეტიკოს ფანებმა ალვარესის მაისური საჯაროდ დაწვეს, ოპაა რონალდუს დუბლი, როგორი ფანი ვარ მესის კი გეცოდინებათ, მაგრამ ამ ლეგენდა კაცის წარმატება ასწორებს.

  • La Pulga10
    La Pulga10 ვეტერანი
    schedule 23 ივნ 2026, 21:20

    უზბეკეთი უნდა იყოს მსოფლიოზე და ჩვენ არა. ტფუი.

    • Tiki-Taka
      Tiki-Taka ახალბედა
      schedule 23 ივნ 2026, 21:37

      არავის ვაჰეითებ მარა უზბეკეთი მართლა ძაან საცოდავია ორივე გოლის დროს ეძინათ. აი პორტუგალია რომ მეორე ნომრად ეთამაშება რავი რობერტო მარტინესი მოსაკლავია.

  • PUIOL5
    PUIOL5 გულშემატკივარი
    schedule 23 ივნ 2026, 20:49

    რა დონის არაპროფესიონალი ღლეები მუშაობენ ბარსელონაში აზრზე ხაართ? ელემენტარულია ჯერ დაუკავშირდე კლუბს და შემდეგ ფეხბურთელს, ასეთი ღლეობებისგამო ჯიბრშო გვიდგება ყოველთვის კლუბები, არავისთან დიპლომატიური ურთიერთობა არაქვს ლაპორტას. ამ გასიებული ღორის ხელში ლიგაზე მარტო თუ ვიოცნებებთ, რაც ფანები ისაა პრეზიდენტიც, რაც ლაპორტამ იკადრა მაგისმერე რომ არჩევნებს მოაგებინებ იმიტომაცაა კარგად კლუბის საქმე. კლუბის არცერთი კეგენდა მხარს არუჭერდა და პრეზიდენტად აირჩიეს. ახლა გორდონის მსგავს ერთუჯრედიან იგროკებში 80მლ იხდიან და წესიერი არავინ მოყავთ

    • Motamashe
      Motamashe ახალბედა
      schedule 23 ივნ 2026, 20:55

      100% ყველა კლუბთან ანალოგოური ხდება ბრატ. გორდონიც იმიტომ იყიდეს უმტკინვეულოთ რომ ტრასფერზე ყავდათ დაყენებული სავარაუდო ღირებულება 50-60 მილიონი იყო, მივიდა ეს ჩუჩა კლე პორტუგალიელი და გადაიხადა 70+ 10 და იასნია ეგრევე მიცეს. აქ კი სასწაული უწოდეს მაგ ოპერაციას😕 საცოდაობაა ამხელა კლუბს მართავენ თაღლითები, მატყუარები და უვიცი ვირთხები. კაცურად ის შთაბეჭდილება არ გრჩება ყველაფერ ზემოთ თქმულთან ერთად, რომ ტიპებს ელემენტარული მუშაობა და ტვინის განძრევა ეზარებათ??? მე კი😕

      • PUIOL5
        PUIOL5 გულშემატკივარი
        schedule 23 ივნ 2026, 23:53

        არაფერი არ ეზარებათ ძმა, მუშაობენ ჯიბეების გასასქელებლად. წარმოუდგენელი რამ ხდება, კლუბში ერთი ლეგენდაც არაა დასაქმებული, არავის არუნდა ლაპოტას ქაქში შესვლა.

  • Rivaldo80
    Rivaldo80 ვეტერანი
    schedule 23 ივნ 2026, 20:48

    არადა გრიზმანის მერე ჯიგრულად ვუთმობდით ყველაფერს და რა უმადური ხალხია ბიჭოო გაგიჟდება კაცი იმენა ბარსაზე დაბოღმილია ნახევარო სამყარო რაა🤬

    • Motamashe
      Motamashe ახალბედა
      schedule 23 ივნ 2026, 20:57

      არაფერ შუააშია ეგ მეგობარო. როცა ხედავ შენ წინ დგას დებილი და არ იცის რა უნდა გააკეთოს ნებისმიერი ისარგებლებს ამით.