ჩავი ერნანდესი “კადისთან” ხვალ, 18 აპრილს გასამართი მატჩის წინ პრესკონფერენციას მართავს:
ხვალინდელი დღე უმნიშვნელოვანესია და, ვიმედოვნებ, გულშემატკივრები მხარს დაგვიჭერენ. ხუთშაბათს მომხდარი შემთხვევა აღარ უნდა განმეორდეს.
აშკარაა, რომ ის, რაც “აინტრახტთან” მოხდა, კლუბის შეცდომაა. ამან მოთამაშეებზე გავლენა მოახდინა. მატჩის შემდეგ ფეხბურთელებმა მითხრეს, რომ თავს კომფორტულად არ გრძნობდნენ.
ხვალინდელი მატჩი რთული იქნება – “კადისი” სახიფათო მეტოქეა: მათ ახალი მწვრთნელის ხელში საგრძნობლად მოუმატეს.
თამაშის მოდელის შეცვლის პროცესში ვართ.
ზოგადად, ბურთს ბევრჯერ ვკარგავთ. უნდა გვჯეროდეს იმის, რასაც ვაკეთებთ. ბოლო პერიოდში ფორმიდან ამოვვარდით.
პიკეს ტრავმა არ აქვს, მას მხოლოდ დისკომფორტი აწუხებს. ხვალ ჟერარი ჩვენთან არ იქნება, ხუთშაბათს – ვნახოთ.
პედრი დამწუხრებულია. ის სეზონის საუკეთესო პერიოდს ატარებდა. ეს დაზიანება გონსალესსა და კლუბს ძალიან ვნებს. ვნახოთ, როდის მოახერხებს გამოჯანმრთელებას.
დიახ, დღეს “სევილიას” თვალს მივადევნებთ, თუმცა, საკუთარ თამაშზე ვართ კონცენტრირებულნი.
შეცდომებისგან უნდა ვისწავლოთ. 5 წელია, ევროასპარეზზე კარგად არ გამოვიყურებით. ჩვენი პროექტი ნოემბერში დაიწყო, დრო გვჭირდება.
ისე თამაში გვმართებს, როგორც “ბერნაბეუზე” და ნეაპოლში ვაჩვენეთ. რამდენიმე მატჩი ძალიან კარგად ჩავატარეთ და ასე უნდა გავაგრძელოთ.
ჩემპიონთა ლიგაზე გასვლისთვის ბრძოლა გრძელდება. მოთმინება და კარგად მუშაობა გვჭირდება. წინ 8 ფინალია დარჩენილი.
“აინტრახტთან” დაფიქსირებულ ფაქტზე არ გვისაუბრია. გამოძიება მიმდინარეობს და, ვიმედოვნებ, საჭირო ზომებს მიიღებენ, რათა მსგავსი რამ აღარ მოხდეს.
ვფიქრობ, “ლევანტესა” და “აინტრახტის” წინააღმდეგ კარგად ვითამაშეთ, მაგრამ, გადმოვარდნილი ბურთებით ვერ ვსარგებლობდით. “რეალთან” და “სევილიასთან” მაღალი დონის მატჩი ჩავატარეთ, ახლა კი ფორმა დავკარგეთ, მაგრამ, მისი აღდგენა მხოლოდ დროის საკითხია.
საკუთარ ძლიერ და სუსტ წერტილებზე ვისაუბრეთ. მჯერა, რომ სწორ გზას ვადგავართ და კარგი შედეგები მოვა.
ვხედავ, რომ გუნდს დარჩენილი 8 შეხვედრის მოგების შესაძლებლობა აქვს… მაგრამ, ეს ძალიან რთული იქნება, დაწყებული “კადისით”, რომელიც ლა ლიგაში გადარჩენისთვის იბრძვის, და გაგრძელებული “რეალ სოსიედადით”, რომელიც ევროტურნირებზე მოხვედრას ლამობს.
მიუხედავად იმისა, რომ ეს ძალიან რთული იქნება, ჩემპიონობისთვის ბრძოლა შეგვიძლია. ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ უნდა ამაყობდნენ იმით, რასაც აკეთებენ. ასევე, გუნდს ავუხსენი, რა ასპექტებში უნდა გავუმჯობესდეთ.
“აინტრახტთან” მატჩში ბურთს ვაკონტროლებდით, მაგრამ, ამით ვერ ვისარგებლეთ, რაც არ უნდა მომხდარიყო.
მნიშვნელოვანია, ანგარიში გავხსნათ, რადგან ეს მეტოქეს წინ აწევას აიძულებს. თუ პირველ გოლს მეტოქე იტანს, თავს დიდი ძალებით იცავს და ყველაფერი რთულდება. ამიტომ, შეხვედრის სტარტზე კარგი მოქმედებები გვმართებს.
რა მოხდება, თუ დღეს “რეალი” წააგებს? სანამ მოწინააღმდეგეების შედეგებს ვნახავთ, ჩვენი მატჩი უნდა მოვიგოთ.
ინტენსიური კვირაა, რის გამოც, წაგებული მატჩები მალე უნდა დავივიწყოთ.
ახლა მხარდაჭერა ისე გვჭირდება, როგორც არასდროს. ერთგული ფანები ჩვენთან უნდა იყვნენ. კარს უკან მყოფი გულშემატკივრები განსაკუთრებულნი არიან – ჩემი ფეხბურთელობის შემდეგ ეს ძალიან შეიცვალა. საოცარია, თუ როგორ გვეხმარებიან ისინი.
ლანგლესი მჯერა, ისევე, როგორც სხვების, რადგან ვარჯიშებზე ყველა მაქსიმალურად იხარჯება.
45 მატჩში 55 გოლი გავუშვით? პროგრესი გვმართებს. მაღალი დაცვის ხაზით უნდა ვითამაშოთ. ადრე, გოლებს იმიტომ ვუშვებდით, რომ ბურთს ცუდ ადგილებში ვკარგავდით.
ფიზიკურ კომპონენტში პრობლემას ვერ ვხედავ. უფრო ჭკვიანური მოქმედები გვჭირდება. მეტად კონკურენტუნარიანები უნდა ვიყოთ. ბურთი სწრაფად უნდა დავიბრუნოთ ან, კონტრშეტევების თავიდან ასარიდებლად, დავჯარიმდეთ.
“აინტრახტთან” მატჩამდე, სასტუმროში ცუდი გრძნობები მქონდა. ხალხი სხვადასხვა საგნებს გვესროდა, შემდეგ კი სტადიონზე შესვლა სხვა შესასვლელიდან მოგვიხდა. ამასთან, მეტოქემ მალევე გაგვიტანა.
ბოლო მატჩებში გულშემატკივრები მხარს გვიჭერდნენ და გაშვებული გოლის მერეც გვამხნევებდნენ. ფრანკფურტელთა წინააღმდეგ ასე არ მოხდა.
ამ სტილით ჩემპიონთა ლიგა 5-ჯერ მოვიგეთ. “ბარსას” DNA ასეთია და ამ გზას არ უნდა გადავუხვიოთ. ბოლო წლებში საკუთარი ფილოსოფია დავკარგეთ, ახლა კი ის უნდა დავიბრუნოთ.
თვითკრიტიკულნი უნდა ვიყოთ: “აინტრახტთან” კარგად არ შეგვიტევია და ეფექტურები არ ვიყავით.
ხავი ლენჩი,ინტრიგანი და თახსირია???
ვახ….
ტერ შტეგენი
ალვეში-გარსია-ლენგლე-ალბა
დე იონგი-ბუსკეტსი-გავი
დემბელე-ობამეიანგი-ფერან ტორესი
აუუუ რამდენმააა ადამიანმააა შეიცვალაა წარმოდგენაა ჩავიზეე ერთი წაგებიით))))))რეალთან მოგების მერე ხო ასხამდით ხოტბას))მოთმინებაა გვმართებს კულეებო❤️
რაებს ბოდავს ეს ლენჩი… სტადიონზე,სულ ,რომ 100% "აინტრახტი"-ს ფანები ყოფილიყვნენ , გუნდს მაინც უნდა მოეგო. რა გასვლითი თამაშები არ მოუგიათ? ან ნეიტრალურზე?ინტრიგნების-თახსირების ბუნაგი გახდა "ბარსა".
დარწმუნებული ვარ მაესტრო დაალაგებს სიტუაციას. ზაფხულში პრე-სეზონი იქნება და ტაქტიკას გაცილებით უკეთ მოარგებს ფეხბურთელებს.
მე-2 და 3-ე ადგილებზე გასვლას სხვადასხვა აზრი აქვს. მ-2 ადგილიდან სუპერთასზე შეგვიძლია თამაში, მე-3 დან არა.
რაც მოხდა წინა თამაშში სტადიონზე ლაპორტას ხელი ურევია და გამოაჩინა თავისი სახე, რა ტყუილად ვგულშევმატკივრობდი მის მოსვლას პრეზიდენტად,ნერვები მეშლება.
რა აზრი აქვს ამ თამაშის ყურებას მორჩა ბარსასთვის სეზონი. ოთხეულში კი შევლენ მარა აწი საინტერესო აღარაფერი გველოდება. ახალი სეზონიდან ვნახოთ რა იქნება.
კადისთან რაში უნდა გულშემატკივროთ მოიგებ და მაგარი მწვრთნელი იქნები? აინტრახტთან როგორ არ მოამზადე გუნდი, როცა წინა თამაშში ბეწვზე გადარჩი წაგებას, ხოლო მეორე თამაში უბრალოდ შეარცხვინე გულშემატკივარი და აქეთ ბრალი დასდე რომ ჩვენი ბრალი იყო თურმე გარსიას პენალტის აკიდება ტერ შტეგენს 30 მეტრიდან გაშვებული გოლი. გუნდი ფიზიკურად დაჩმორებული იყო და ბოდიშით მაგრამ ყველას არ შეუძლია იყოს ჩმორი გულშემატკივარი და თუ გუნდს არ შეუძლია მაშინ ქომაგი ომობს. ვინ გადაგყვება ეხლა სტადიონზე შენ 12 ქულით რეალი გისწრებს და ვის რა ცუცზე ჰკიდია შენი ჩასვრილი სეზონის გულშემატკივრობა. ვნახოთ რას იზავ ამ ზაფხულს შენც და ლაპორტაც, დემბელეს ვერ ინარჩუნებთ და თქვენ ჰალანდს და აიმერიკ ლაპორტას მოიყვანთ?
ჩავის აშკარად დრო სჭირდება ამ არეულობის დასალაგებლად, გუნდში კრიზისია, ფანებიც კი მხარს არ უჭერენ გუნდს, ბევრი ფეხბურთელი გასაშვებია, აქეთ ტრამვიანობა და ასე შემდეგ, შედეგი სეზ9ნიდან წესით ყველაფერი დალაგდება, ახლა მთავარია შევინარჩუნოთ მეორე ადგილი, არავინ დაგვეტრამვოს და ზაფხულში ალემანის ვაჟკაცობის იმედი მაქ
ვნახოთ აბა, იმედია კარგად წარმოაჩენენ თავს ჩვენი ბიჭები. აუცილებელია მოგება♥
ნაგავი ყველა ვინც ამდენი გერმანელი შეუშვა სტადიონზე…