“აიაქსის” მარცხენა მცველის, ნიკოლას ტალიაფიკოს “ბარსელონაში” ტრანსფერი გართულდა. ამის შესახებ ინფორმაციას Mundo Deportivo ავრცელებს.
წყარო იტყობინება, რომ “აიაქსს” ტალიაფიკოს გაშვება არ უნდა და 29 წლის არგენტინელის ტრანსფერი შეჩერებულია. ნიდერლანდელები ალეხანდრო ბალდეს შესაძლებლობებში დარწმუნებულები არ არიან. “ბლაუგრანას” მარცხენა მცველი გარიგების ნაწილი უნდა ყოფილიყო.
იმავე წყაროს ცნობით, “ბარსა” ტალიაფიკოს ალტერნატივად “ბენფიკას” ფეხბურთელს, ალექს გრიმალდოს განიხილავს.
აი ასე ხდება ყველა სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეებში. ადრევე უნდა ეფიქრათ და გაერკვიათ გამოუშვებენ თუ არა.
ლისანდრო მარტინესი დაითრიონ. ვის რათ უნდა ეს მოხუცი და ჩამოწერილი ტალიაფიკო? 🙁
გაია მოიყვანონ გაია♥️
გრიმალდო მოიყვანონ მაშინ, ან გაია იჯარით და შესყიდვის ვალდებულებით.