22 წლის ესპანელი ნახევარმცველი, რიკი პუჩი, სათამაშო დროს ჩავისგანაც ვერ იღებს.
საკადრო პრობლემების გამო, მან “მალიორკასთან” 90 წუთი ითამაშა, “ლინარესთან” კი – 30. მას შემდეგ, “ბარსამ” 4 მატჩი ჩაატარა (“გრანადა”, “რეალი”, “ბილბაო”, “ალავესი”), პუჩს კი მონაწილეობა არცერთ მათგანში არ მიუღია.
რონალდ კუმანი მას იჯარით წასვლას ჯერ კიდევ 2020 წლის აგვისტოში ურჩევდა, თუმცა რიკიმ დარჩენა და შანსის მიღების მოლოდინი ამჯობინა. მთავარი მწვრთნელის შეცვლის შემდეგ, ბევრი ფიქრობდა, რომ მისი სიტუაციაც შეიცვლებოდა, მაგრამ ფაქტია, რომ ჩავი, მასზე მეტად, სარეზერვო გუნდის ნახევარმცველებს ენდობა.
Sport წერს, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელის დამოკიდებულება იგივე რჩება. მას წასვლა კვლავ არ სურს და ჩავისგან ახალი შანსის მიღებას ელოდება.
არაა უბრალოდ ბარსას დონის და წავიდეს ყველასათვის ასე აჯობებს.
პაკაზუხა ბიჭია, აჭრელებული აქვს ინსტაგრამი ფლეისთეიშენით და ათასი სირობებით. ეგ ბევრ რამეზე მეტყველებს. აგერ გავის ინსტა ნახეთ, ფეხბურთით ცხოვრობს ტიპი.
მისთვისვე აჯობებს წავიდეს
ეტყობა საერთოდ არ ფიქრობს მომავალზე, ვინ უთხრა ნეტავ რო ბარსას იქით ფეხბურთი თავდება?
კაროლინა ჰენსენი. აი ეს ნორვეგიელი გოგო, რომელიც ბარსელონაში თამაშობს და ჯარიმიდან გაუბაბანა გუშინ ატლეტიკოს, ჩავიმ მოიწვიოს ვარჯიშებზე და ამეცადინოს ბიჭები ჯარიმის შესრულებაზე, მესის მერე ჯარიმიდან 1 გოლიც, რომ არ გასულა.
ყველა ამ გუნდში როგორ ჯიუტდება … ხო ხედავს ვერც ერთ მწვრთნელის ხელში დროს ვერ იღებს … ეს უკვე დამტკიცება არაა ადგექი წადი დაამტკიცე თუ რამე შეგიძლია … დრო როცა მიიღო ნამდვილად ვერ დავინახე ამისგან სარარგებლო ქმდება სამწუხაროდ .
ეგა თქვი რა, ან ფეხბურთის თამაში არ უნდა? ყოველთვის ვთვლიდი რო ზედმეტად გაზვიადებული იყო ამის ვითომ ტალანტი
რიკი შეგვეშვი
ხოდა იჯექი მანდ , ესეთი უთავმოყვარეო ტიპი რავიცი რა, ახალგაზრდა ხარ წადი სადმე დაამტკიცე რა