“ბარსელონას” შანსი აქვს, მძიმე სიტუაციიდან თავი დაიძვრინოს და ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობა გააგრძელოს, თუმცა, კატალონიელებს ამისათვის რთული მისია აკისრიათ – მათ სტუმრად “ბაიერნი” უნდა დაამარცხონ. სხვა შემთხვევაში “ბლაუგრანა” იმის იმედად უნდა იყოს, რომ კიევის “დინამო” გასვლაზე “ბენფიკასთან” არ წააგებს.
Marca-ს მიხედვით, “ბარსა” და ჩავი ერნანდესი ოთხშაბათს “ალიანც არენაზე” გასამართ მატჩში დიდ იმედებს ამყარებენ უსმან დემბელეზე, რომელიც, ივარაუდება, რომ ძირითად შემადგენლობაში იქნება. დემბელე “ბეტისთან” შეხვედრაში მეორე ტაიმში შეცვლაზე შემოვიდა. ფრანგის შემოსვლა შეტევას აშკარად დაეტყო, თითქოს გუნდი გამოცოცხლდა. ის თამაშის ერთადერთი ნათელი წერტილი იყო. უსმანმა რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნა, თუმცა, “ბარსელონამ” გოლის გატანა მაინც ვერ მოახერხა.
დემბელე ის ფეხბურთელია, რომელსაც მეტოქის დაცვაში დისბალანსის შექმნა შეუძლია. როდესაც 24 წლის შემტევი “დორტმუნდში” ირიცხებოდა, ის ერთი-ერთზე თამაშისას ყველაზე ეფექტური იყო.
ჩავის რთული მატჩის წინ იმედს აძლევს სწორედ იმ დონის შესრულება, რომელიც დემბელემ ბოლო 3 მატჩში აჩვენა.
დემბელე შესანიშნავი ფეხბურთელია, რომელიც ენთუზიაზმის წყაროა. ვცდილობდით, უსმანი ტრავმებისგან დაგვეცვა, რადგან ამის რისკი იყო. მას სხვაობის შექმნა შეუძლია.
დემბელეს შეუძლია, მის პოზიციაზე მსოფლიოში საუკეთესო იყოს.
– ამბობს ჩავი.
“ბარსამ” ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 16 მატჩში მხოლოდ 23 გოლი გაიტანა. ეს “ბლაუგრანას” ყველაზე ცუდი მაჩვენებელია 2003/04 წლების სეზონის შემდეგ, როდესაც გუნდმა მხოლოდ 19 გოლი გაიტანა.
აშკარაა, რომ “ბარსელონას” შეტევაში უჭირს, რამაც ჩავის გუნდი როგორც ლა ლიგაში, ასევე ჩემპიონთა ლიგაზე რთულ სიტუაციაში ჩააგდო. კლუბი იანვარში აქცენტს სწორედ შეტევის გაძლიერებაზე გააკეთებს. დაბრუნდებიან ანსუ ფატი და მარტინ ბრეითუეიტი. სავარაუდოდ, ფეხბურთს დაუბრუნდება სერხიო აგუერო. ასევე არსებობს ფერან ტორესის დამატების ვარიანტიც.
ველით, რომ “ბარსა” იანვრიდან შეტევაში საგრძნობლად მოუმატებს, მანამდე კი ზეგ რთული მატჩი გველის, რომელშიც კატალონიელები იმედებს დემბელეზე ამყარებენ.
იმ ცხოვრების დედა მ …. დემბელეს იმედად რომ დარჩები 😶😶😶😶 ამ დონის ფსკერად თუ იქცეოდა გუნდი,არადა მივდიოდით ნელ-ნელა … რომიდან … ყ.. ბართომეო
დემბელე ლაზარეთში დაასრულებს ამ თამაშს, გერმანელებმა დანდობა არ იციან 😀 იანვარში გაყიდიან და რო გამოჯანმრთელდება ახალი მწვრთნელი დახვდება ახალ კლუბში 😀😀 ადიოს უსმანიჩ 👋👋👋
საინტერესოა ჩავი როგორ ურთიერთობს ამ ჩლუნგთან. რომელ ენაზე ესაუბრება, არა მგონია ჩავიმ ფრანგული იცოდეს, ამან, რომ 5 სიტყვა არ იცის ესპანური ეს არ ახალია. დარჩა მუნჯების ენა.
მტერს ექნა ამისი იმედი
ბიჭობიჭო რას მოვესწარით, დემბელეს იმედზე რო ვიქნებოდით როდესმე წარმოიდგენდა ვინმე?
გადადით ევროპალიგაზე
რა დღეშია გუნდი ამის იმედზე როა
უსმან დემბელე – ბარსელონას იმედი მიუნხენში
სერიოზულად? ხავსს რო უნდა ჩავჭიდებოდით კი ვიცოდი, მაგრამ ეს ხავსი თუ დემბელე იქნებოდა ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი.
ამის იმედი მაინც არ მაქვს ამას დევისი მოიაძრობს ფეხს და გაუკეთებს უკან. დეპაიზე იქნება ბევრი რამე დამოკიდებული.
ყველა ჯგუფიდან გასვლაზე საუბრობს, მარა იმაზე არავინ ფიქრონს რო მომავალ წელს ლიგაზე ლალიგიდან საერთოდ შეიძლება ვერ გავიდეთ? ვინ გადმოვა რა ჰალანდი სასაცილოდაც არეყოფა ტიპს.. ვინ მოვა ევროპალიგიგაზე სათამაშოდ. მარა ყველაზე ცუდი ისაა რო ევროპა ლიგიზაც არაფრის მომგებეი არაა დღევანდელი ბარსა. თორე ამ გადმოსახედიდან მერვედფინალში გასვლა ევროპაზე ჩალიჩი ჯობია სამომავლოდ.
ეგ ვიცი რომ პოტენციალი აქვს მაგრამ ტვინს თუ არ გადაუნერგავენ და ტრამვებისგან არ მოარჩენენ არაფერი არ ეშველება