workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჩავის ბარსაში შემტევისა და ცენტრალური მცველის მოყვანა სურს

ჩავის ბარსაში შემტევისა და ცენტრალური მცველის მოყვანა სურს

ჩავი ერნანდესი “ბარსელონას” მწვრთნელი ჯერ არ გამხდარა, თუმცა გუნდის გაძლიერებაზე უკვე ფიქრობს.

ჟურნალისტები, ტონი ჟუანმარტი და ფაბრიციო რომანო Twitch-ზე სწორედ “ალ სადის” თავკაცზე საუბრობდნენ და აღნიშნეს, რომ 41 წლის სპეციალისტს “ბარსაში” ცენტრალური მცველისა და თავდამსხმელის მოყვანა სურს. “მაესტროს” შემტევი უკვე შერჩეული ჰყავს – ის გუნდში კინგსლი კომანის ხილვას ისურვებდა, რადგან ფიქრობს, რომ “ბაიერნის” ფეხბურთელი 4-3-3 ფორმაციაში კარგად ჯდება; რაც შეეხება უკანახაზელს, ესპანელს ხავიერ მასკერანოს პროფლის მოთამაშის ყოლა სურს.

გავრცელებული ინფორმაციით, ჩავი ერნანდესი “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი 3 ნოემბრის შემდეგ გახდება და პირველად გუნდს “სელტას” წინააღმდეგ გამოიყვანს, მანამდე კი ლურჯ-ბროწეულისფრებს სერჟი ბარჟუანი მოამზადებს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (12)

  • nika 54
    schedule 29 ოქტ 2021, 21:00
    #12

    ციტატა: totti10
    რას ვერ ვიგებ იცი? ხავის არ უთქვამს მოვდივარ მინდა გავწრთნა ბარსელონა, რამე და აქ უკვე დაიწერა შეარჩია მცველი ნახევარმცველი და შემტევიო :დ მოკლედ რა ამ ჟურნალისტებსაც მიეცათ საკბილე და მიდიიიი :))))) ჩემი აზრით გუნდს საერტოდ არ ჭირდება არც ნახევარმცველი და არც მცველი ჩვენში რომ დარჩეს, უამრავი ახალგაზრდაა და უნდა გამოიყენონ პლიუს პიანიჩიჩ დაბრუნდება ზაფხულში დიდი ალბათობით, ფულის ყრას ისევ ლა მასია სჯობს დაიხვეწოს როგორც ეს იმ ეპოქალურ დროში იყოო, 2-3 კაცი რომ იყო ნაყიდი და დანარჩენი 7-8 ლა მასიადან :დ


    ეგენი რეალს ურჩიე, მბაპე, ჰოლანდი, დე ლიხტი და კიდევ 5-6 კაცი რო ყავს გეგმაში მოსაყვანი. ბარსას ახალგაზრდები არ აკლია თავისი აღზრდილი. რეალიდან კი მარტო კასილასი და რაული მახსენდება ვინც ფეხბურთი ითამაშა.

  • Fc Barca Batumi
    schedule 29 ოქტ 2021, 14:10
    #11

    ჯერ არ მოსულა და უკვეეე?

  • M10 S9 D11
    schedule 29 ოქტ 2021, 11:19
    #10

    ციტატა: totti10
    რას ვერ ვიგებ იცი? ხავის არ უთქვამს მოვდივარ მინდა გავწრთნა ბარსელონა, რამე და აქ უკვე დაიწერა შეარჩია მცველი ნახევარმცველი და შემტევიო :დ მოკლედ რა ამ ჟურნალისტებსაც მიეცათ საკბილე და მიდიიიი :))))) ჩემი აზრით გუნდს საერტოდ არ ჭირდება არც ნახევარმცველი და არც მცველი ჩვენში რომ დარჩეს, უამრავი ახალგაზრდაა და უნდა გამოიყენონ პლიუს პიანიჩიჩ დაბრუნდება ზაფხულში დიდი ალბათობით, ფულის ყრას ისევ ლა მასია სჯობს დაიხვეწოს როგორც ეს იმ ეპოქალურ დროში იყოო, 2-3 კაცი რომ იყო ნაყიდი და დანარჩენი 7-8 ლა მასიადან :დ


    შეთანხმებულია ყველაფერი და 3 ნოემბრის მერე მოვა

  • Lasho
    schedule 29 ოქტ 2021, 09:31
    #9

    ისაკს ვისურვებდი

  • M10 S9 D11
    schedule 29 ოქტ 2021, 08:49
    #8

    შკრინიარი ლუის დიასი

    ფატი შეწიონ ცხრიანზე და მარჯვნივ კოლადოს მისცენ შანსი

  • azulgerana
    schedule 29 ოქტ 2021, 05:35
    #7

    ჯერ თვითონ ხავის არ უთქვია მივდივარო და უკვე ნახევარ მცველი და შემტევი უნდაო 😁🤣😁

  • CuleMan77
    schedule 29 ოქტ 2021, 03:41
    #6

    არველოდები განსაკუთრებულ რაღაცეებს მაგრამ ვფიქრობ ხავი მოხოდავს გუნდს პიკე პრეზიდენტად ხავი მწვრთნელად

  • Iniesta_8
    schedule 29 ოქტ 2021, 03:06
    #5

    ციტატა: Don_Andresito

    ციტატა: Iniesta_8
    კომანი გაუმჯობესებული დემბელეა. მარა თუ ბაიერნში ტრავმას ტრავმაზე იღებს მაშინ ბარსაში ვაბშე დემბელეს გადაუჯოკრის. სტაბილური ვინმე გვინდა უფრო. სტერლინგი ცუდი ფინიშინგის მიუხედავად არ იქნება ცუდი. კარგები ვინც არიან ვიცით მარა ჯერ ისევ მეორეხარისხოვან ფეხბურთელს უნდა სდიონ. არადა ახლა ხავის თავის გემოზე რომ მისცე 200 მილიონი კი მოაწყობდა გუნდს.


    არც ფინიშერი გვყავს და არც კარგი მარჯვენა ვინგერი. 9 იც გვინდა ისეთი 25 გოლი რო დადოს და ფლანგზე გამქცევი ვინგერიც. სალაჰი და მბაპე ორი ერთშია მარა სადაა აბა. ისე სოსიედადის დარბევა მოჟნა. ისაკი ოიერზაბალის გამოწევა.


    სალაჰი მართლა კარგი იქნებოდა მარა ვინ გამოუშვებს მაგას, ცენტრში აგუერომ იქნება ქნას რამე ჯერ მაქვს მაგის იმედი, კლასი და გამოცდილება არ აკლია. ისააკი კაი ფეხბურთელია მარა ბარსელონაში რამდენად გაქაჩავს საკითხავია. კლოპი ან ვინმე ტოპ მწვრთნელი ძაან ძლიერ ფეხბურთელად აქცევს მარა ხავი რას იზამს ჯერ არ ვიცით.

  • Don_Andresito
    schedule 29 ოქტ 2021, 02:04
    #4

    ციტატა: Iniesta_8
    კომანი გაუმჯობესებული დემბელეა. მარა თუ ბაიერნში ტრავმას ტრავმაზე იღებს მაშინ ბარსაში ვაბშე დემბელეს გადაუჯოკრის. სტაბილური ვინმე გვინდა უფრო. სტერლინგი ცუდი ფინიშინგის მიუხედავად არ იქნება ცუდი. კარგები ვინც არიან ვიცით მარა ჯერ ისევ მეორეხარისხოვან ფეხბურთელს უნდა სდიონ. არადა ახლა ხავის თავის გემოზე რომ მისცე 200 მილიონი კი მოაწყობდა გუნდს.


    არც ფინიშერი გვყავს და არც კარგი მარჯვენა ვინგერი. 9 იც გვინდა ისეთი 25 გოლი რო დადოს და ფლანგზე გამქცევი ვინგერიც. სალაჰი და მბაპე ორი ერთშია მარა სადაა აბა. ისე სოსიედადის დარბევა მოჟნა. ისაკი ოიერზაბალის გამოწევა.

  • NeymardaSilva
    schedule 29 ოქტ 2021, 01:38
    #3

    ოცნებას კაცი არ მოუკლავს და აქ დავწერ მაინც… მცველებიდან დე ლიხტი ან ლაპორტი (შედარებით რეალური) და შემტევებიდან ჰალანდი/ოსიმენიდან რომელიმე დაგვხატავდა ამას+ პოგბა რომ მოეყვანათ უფასოდ აგერ ტოლისოც აღარ ახანგრძლივებს ბაიერნთან… მაგრამ ამ გადმოსახედიდან ძალიან არარეალურია…

  • Iniesta_8
    schedule 29 ოქტ 2021, 01:07
    #2

    კომანი გაუმჯობესებული დემბელეა. მარა თუ ბაიერნში ტრავმას ტრავმაზე იღებს მაშინ ბარსაში ვაბშე დემბელეს გადაუჯოკრის. სტაბილური ვინმე გვინდა უფრო. სტერლინგი ცუდი ფინიშინგის მიუხედავად არ იქნება ცუდი. კარგები ვინც არიან ვიცით მარა ჯერ ისევ მეორეხარისხოვან ფეხბურთელს უნდა სდიონ. არადა ახლა ხავის თავის გემოზე რომ მისცე 200 მილიონი კი მოაწყობდა გუნდს.

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    schedule 29 ოქტ 2021, 01:01
    #1

    ისე კომანზე მეც ვფიქრობდი მაგრამ არ წამოვა აქეთ მგონი