რონალდ კუმანი ელ კლასიკოს შემდეგ

რონალდ კუმანი ელ კლასიკოს შემდეგ

რონალდ კუმანი ელ კლასიკოს შემდეგ ძალიან გაცხარებული იყო. ნიდერლანდელმა სპეციალისტმა მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ხესუს ხილ მანსანოს მიმართ უკმაყოფილება გამოხატა და მიღებული გადაწყვეტილებების გამო მწვავედ გააკრიტიკა.

“პენალტი აშკარა იყო, ეს ყველამ თვალნათლივ დაინახა. ჩვენ რატომღაც კიდევ ერთხელ უნდა დავთანხმდეთ მოცემულობას და გავჩუმდეთ… მაგრამ ასეთ შეხვედრაში მხოლოდ 4 დამატებული წუთი სამართლიანია? ვერ ვხვდები, თუ რატომაა VAR ესპანეთში. მსაჯი ამატებს 4 წუთს მაშინ, როცა თავისი ელექტრონული მიმღების შესაცვლელად 3 წუთი სჭირდება. ჩემს გუნდს ყოველთვის და ყველგან დავიცავ, ამ თემაზე მეტ კომენტარს აღარ გავაკეთებ.”

“პირველ ტაიმში არც შეტევაში და არც დაცვაში თამაში არ გამოგვივიდა.”

“ლა ლიგის დარჩენილი ნაწილი? სიმართლე ისაა, რომ ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ყოველთვის ბოლომდე ვიბრძვით, წინ ბევრი მატჩია დარჩენილი. ბრძოლას უკანასკნელ შეხვედრამდე ვაპირებთ.”

“რა ხდებოდა გასახდელში მატჩის შემდგომ? გუნდი მსაჯის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გამო დამწუხრებულია. ვხვდებით, რომ ამ საღამოს ჩვენი საუკეთესო თამაში არ გვიჩვენებია. თავს საკმარისად კარგად ვერ ვიცავდით.”

“მომდევნო კვირას ჩვენ ტიტულისთვის შეხვედრა გველის. ასე რომ მზადებას ისევ გავაგრძელებთ.”

“თავდამსხმელის დეფიციტი? მართალია, ჩვენ ზოგჯერ მეტი სიმწვავე გვჭირდება.”

17 აპრილს “ბარსა” “ბილბაოს” კოპა დელ რეის ფინალში შეხვდება და რონალდ კუმანი თავის კატალონიურ კარიერაში პირველი თასის მოპოვებას შეეცდება. ლა ლიგის დასრულებამდე კი კიდევ 8 ტურია დარჩენილი.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (21)

  • nika 54
    13 აპრ 2021, 21:37

    ბილბაომ თუ მოგვიგო, მაშინ მოედანზე მოიკლას ამან თავი ჯობია.