მატიე – თავს მარტო ვგრძნობდი, ლუის ენრიკე მხოლოდ მნიშვნელოვან ფეხბურთელებს ესაუბრებოდა

მატიე – თავს მარტო ვგრძნობდი, ლუის ენრიკე მხოლოდ მნიშვნელოვან ფეხბურთელებს ესაუბრებოდა

“ბარსელონას” ყოფილი ფრანგი მცველი, ჟერემი მატიე RAC1-თან კატალონიაში გატარებულ პერიოდსა და სხვა საინტერესო თემებზე საუბრობს:

ცუდი პერიოდი კლუბში

ბოლო წელს “ბარსაში” ძალიან ცუდი დრო მედგა. ისეთი გრძნობა მქონდა, რომ ტურინში განცდილი მარცხი ჩემი ბრალი იყო, თუმცა, არ მესმის, მუდმივად მე რატომ მაკრიტიკებდნენ – ფეხბურთს 11 კაცი თამაშობს.

სტატუსი გასახდელ ოთახში

გასახდელ ოთახში თავს მარტო ვგრძნობდი, მხარს არავინ მიჭერდა – ჩემთვის ეს ფეხბურთი არაა. ლანგლეს ყველა ქარცეცხლში ახვევს. ვიცი, ეს რას ნიშნავს. კლემანმა ვითარების გამოსწორება უნდა ცადოს და საუკეთესო გზას დაუბრუნდეს.

ლუის ენრიკესთან ურთიერთობა

ლუჩოსთან, მთელი წლის განმავლობაში, არ მისაუბრია. გამხნევება მჭირდებოდა, რაც “სპორტინგში” მივიღე. პორტუგალიაში წამახალისეს, თუმცა “ბლაუგრანაში” – არაფერი მსგავსი. მაგალითად, “მალაგას” წინააღმდეგ გამართული მატჩის შემდეგ, რომელშიც შეცდომა დავუშვი, მწვრთნელს ჩემთვის არაფერი უთქვამს. არც ერთი სიტყვა… ენრიკე მხოლოდ “მნიშვნელოვან ფეხბურთელებთან” საუბრობდა.

გრიზმანი

ანტუანი იმ დონეს ვერ გვაჩვენებს, რომელსაც “ატლეტიკოში” გვთავაზობდა. ვფიქრობ, მისი “ბარსელონაში” გადასვლა შეცდომა იყო. მადრიდში გრიზმანი ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იყო. ვერ ვიტყვი, რომ კატალონიაშიც ასეა.

“ბარსელონას” მცველად ყოფნა

უკანახაზელთათვის მნიშვნელოვანია, კოლექტიურად იმოქმედონ. თუ ასე არაა, საქმე რთულდება. არ ვიცი, ამჟამად “ბარსაში” ასე ხდება თუ არა.

გარდამავალი პერიოდი გუნდში

თაობათა ცვლა რთულია. საჭიროა, კლუბმა მნიშვნელოვანი თავდამსხმელი და მცველი შეიძინოს. პრობლემა ისაა, რომ ბუსკეტსისა და პიკეს მსგავსმა მოთამაშეებმა გუნდისთვის ბევრი რამ გაიღეს, შესაბამისად, მათი ჩანაცვლება მარტივი არაა. ვნახოთ, ახალი პრეზიდენტი რას იზამს.

უმტიტი

ტრავმის მოშუშებიდან მალევე 100%-ით მზად ყოფნა რთულია. ვფიქრობ, სამუელის თავს სწორედ ეს ხდება. ის მსოფლიოს ჩემპიონი და შესანიშნავი ფეხბურთელია, მაგრამ თავისი საუკეთესო ვერსიისგან შორს იმყოფება. უმტიტიმ გულმოდგინედ უნდა ივარჯიშოს და მენტალური ასპექტიც გააუმჯობესოს.

შეგახსენებთ, მატიე კატალონიურ გრანდში 2014 წელს, “ვალენსიადან” გადმოვიდა და კლუბში სამი წელი გაატარა, რა დროის განმავლობაშიც, ყველა შესაძლო ტიტული, მათ შორის 2015 წლის ჩემპიონთა ლიგა, მოიგო. 2017 წელს ჟერემი ლისაბონის “სპორტინგში” გადაბარგდა, 2020 წელს კი საფეხბურთო კარიერა დაასრულა.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (5)

  • nika 54
    24 თებ 2021, 19:31

    "გასახდელ ოთახში თავს მარტო ვგრძნობდი, მხარს არავინ მიჭერდა – ჩემთვის ეს ფეხბურთი არაა."
    არ გაგიმართლა მაშინ, აი დღეს რო ყოფილიყავი 4 ზემლიაკი გეყოლებოდა.

  • Don_Andresito
    24 თებ 2021, 02:24

    ციტატა: me da barca
    ენრიკე მხოლოდ "მნიშვნელოვან ფეხბურთელებთან" საუბრობდა.


    მბაპე მოიყვანონ და მაგას აღარ ვიტყვით, შეშა ფრანგებს დასდევენ თორე ჟულის ანრის აბოს რა დაეწუნებოდათ. არასწორად შერჩეული ფრანგები მოათრიეს.

    ენრიკე მხოლოდ "მნიშვნელოვან ფეხბურთელებთან" საუბრობდა. – ალბათ იმიტო რო ნერვიულობის ფონზე სიგარეტს გაუკიდა და ლუჩო რო მიუახლოვდა გასამხნევებლად ხვლება აუტყდა და უკან წავიდა :D:D

  • me da barca
    23 თებ 2021, 21:21

    შენც კაი შეშა იყავი. მოკლედ ბარსამ საფრანგეთისკენ არ უნდა გაიხედოს.

  • C.PC5
    23 თებ 2021, 18:29

    ეს ბულბული გააჩუმეთ ვინმემ😂😂 მაგდენიც არ გაგიკეთებია შენ ბარსელონაში სულ ჰველაფერზე ლაპარაკის უფლება რომ გქონდეს.

  • M10 S9 D11
    23 თებ 2021, 17:56

    მიეცა ამას სალაპარაკო ბოლო სეზონი ფეხბურთელის გარდა ყველაფერი იყო