ბეტისი-ბარსელონა – რონალდ კუმანი მატჩის წინ

ბეტისი-ბარსელონა – რონალდ კუმანი მატჩის წინ

“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა “ბეტისთან” ხვალ გასამართი მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

მძიმე სიტუაციაში ვართ, რადგან ბევრი თამაში გვაქვს. 4 მატჩში დამატებითი დრო, უამრავი გასვლითი შეხვედრა, მგზავრობა…

ხვალინდელი რთული თამაშისთვის მზად ვართ, მაგრამ ჯერ არ გადამიწყვეტია, ვინ ითამაშებს. ამას ხვალ გავიგებთ.

ფატის მკურნალობის საკითხზე არ ვისაუბრებ. მას პატივი უნდა ვცეთ. ანსუს გამოსაჯანმრთელებლად სიმშვიდე სჭირდება.

მწვრთნელისთვის არასდროსაა კარგი იმის თქმა, რომ ერთი თამაში უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მეორე. ყველაზე მნიშვნელოვანი ყოველთვის მომდევნო შეხვედრაა. ვიცით, რომ ესპანეთის თასის 1/2-ფინალში ძალიან ძლიერ მეტოქეს ვხვდებით.

პიკეს კომენტარი მსაჯებზე? ეს განცხადება მან გააკეთა და პასუხისმგებლობა მას ეკისრება. ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. შემიძლია, ვისაუბრო ისეთ რაღაცებზე, რაც აქ ჩემი მოსვლის შემდეგ მოხდა. მართლია, რომ არბიტრებთან მიმართებით ბედი არ გვწყალობდა.

მესი საკუთარ მომავალზე გადაწყვეტილებას თავად მიიღებს. მე, როგორც მწვრთნელი, რა თქმა უნდა, ვისურვებდი, ლეო აქ კიდევ მრავალი წელი დარჩეს. ის ძალიან დიდ დახმარებას გვიწევს. მას გუნდის დასახმარებლად დიდი ენერგია შესწევს.

ვერ უარვყოფ, რომ “გრანადასთან” თამაშიდან მეორე დღეს ძალიან ბედნიერი და ამაყი ვიყავი. მაღალი დონე ვაჩვენეთ, მაგრამ ფეხბურთი უნიკალური სპორტია. დღეს მზიანი დღეა, ხვალ კი შეიძლება წვიმიანი დღე იყოს. ყველაფრისთვის მზად უნდა იყო.

სევილიაში დარჩენა, რადგან უმოკლეს დროში სევილიელებთან 2 თამაში გვაქვს? მართალია, კალენდარი ასეთი რაღაცების ნებას გვრთავს, მაგრამ, 3 დღის სხვაგან გატარების ნაცვლად, სახლში გამოძინების მომხრე ვარ. ფეხბურთელებსაც სახლში დაბრუნება ურჩევნიათ.

რობერტოს ტრავმა ყველასთვის დიდი დარტყმაა, უპირველეს ყოვლისა, მისთვის. “გრანადასთან” თამაშის პირველი ტაიმის შემდეგ ვკითხე, შეეძლო თუ არა თამაში და მან მიპასუხა, რომ თავს კარგად გრძნობდა. 8 წუთის შემდეგ სერჟიმ ტრავმა მიიღო. ის პსჟ-სთან პირველ შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

ლანგლე ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. გუნდში კონკურენციაა, რადგან უმტიტი ტრავმის შემდეგ კარგად გამოიყურება. მათი საკითხი იმას არ ეხება, ერთი სჯობს მეორეს, თუ პირიქით. ზოგჯერ ადამიანი თავის საქმეს კარგად აკეთებს. დროა, მოვიცადოთ.

ნებისმიერი ფეხბურთელისთვის ფიზიკური მდგომარეობა ძალიან მნიშვნელოვანია. გუნდი ფიზიკურად ძალიან კარგ კონდინციებშია. ასე რომ არ იყოს, ჩვენ იანვარში დაფიქსირებულ შედეგს ვერ დავდებდით.

დემბელე? ფიზიკურად უსმანი ბევრად მოძლიერებულია. მის შესაძლებლობებში ეჭვი არ მეპარება. არ ვიცი, როგორი იყო ის წარსულში. ფრანგი ერთი-ერთზე, სიღრმიდან თამაშით შესანიშნავია… დემბელე ძალიან მომწონს.

გრიზმანი? როდესაც “ბარსასთან” კონტრაქტი გავაფრომე, მახსოვს, ანტუანს დავურეკე. გრიზმანს ვუთხარი, რომ მასში დარწმუნებული ვარ და რომ თავი მნიშვნელოვან მოთამაშედ უნდა იგრძნოს. მართალია, ის თავიდან ისეთი ეფექტური არ ყოფილა, როგორიც ახლაა, მაგრამ მასთან დაკავშირებით ეჭვები არასდროს მქონია.

გრიზმანი ის ფეხბურთელია, რომელიც ძალიან თვითკრტიკული და მშრომელია. მეტს ვერ მოითხოვ იმ მოთამაშისგან, რომელიც ასეთი ერთგულია.

არაუხო? ის თავს კარგად გრძნობს იმ ფეხბურთელების მსგავსად, რომლებმაც ზედიზედ რამდენიმე თამაში ჩაატარეს. თუ რისკია, რონალდს დავასევენებთ, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას მე მივიღებ.

გადავწყვიტეთ, “გრანადასთან” ტერ შტეგენს ეთამაშა, მაგრამ ოთხშაბათს, შესაძლოა, განსხვავებული სიტუაცია იყოს. უნდა შევარჩიოთ საუკეთესო გუნდი, რომლის დამარცხებაც რთულია. ეს ბევრ რაღაცაზეა დამოკიდებული.

ახალი წლის დასაწყისიდან 12 თამაში ჩავატარეთ. აქედან 11 შეხვედრა გასვლაზე გვქონდა. ფეხბურთელებს უნდა დავეხმაროთ. იმედი მაქვს, FIFA და UEFA მოთამაშეებზე იფიქრებენ და მატჩების რაოდენობას შეამცირებენ. ასეთი გრაფიკი ფეხბურთელებს კლავს.

two_wheeler

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია arrow_forward

forum კომენტარები (9)

  • Bakero
    schedule 06 თებ 2021, 20:33

    ბიჭო შენ ნორმალური ხარ ? ყველა რომ ახსენე პედრიმ რა დააშავა worried ერთი ტაიმი მაინც დაასვენე ხომ ხედავ ფატი რა დღეშია ზუსტად მაგისთანა გადაბმული თამაშების გამო

  • Bobi
    schedule 06 თებ 2021, 19:42

    ამდენი გასვლიტი შეხვედრა ცხადია მოქმედებს მოთამშეებზე, კიდევ კარგი შედეგი დადეს ამ პერიოდში.
    •პიკეს კომენტარი მსაჯებზე? ეს განცხადება მან გააკეთა და პასუხისმგებლობა მას ეკისრება. ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ.
    თვითონაც იგივე საფრთხის წინაშე აღმოჩნდა სეზონის სტარტზე 😁💙❤️ იმედია პიკეც აცდება სასჯელს

  • M10 S9 D11
    schedule 06 თებ 2021, 18:16

    მართლა ძალიან გადატვირთული კალენდარი გვაქვს სწორი როტაციები სწორ დროს და გადავლახავთ ამასაც

  • Heisenberg
    schedule 06 თებ 2021, 17:48

    ციტატა: GRIEZMAN✓™
    აფსუს ბარსას მწვრთნელი რო იტყვის სევილიაზე ძალიან ძლიერ მეტოქესთან გვიწევს თამაშიო ძაან ცუდად გხვდება გულზე კაცს, იმედია დაბრუნდება ბარსა რაზეც მეტყველებს შედეგები


    სევილია ახლა მართლა მაგარი გუნდია. ისედაც შეკრული გუნდი იყო და ზამთარში პაპუ გომესიც დაიმატეს. დორტმუნდს ცოცხლად შეჭამენ ლიგაზე თავის ჰოლანდიანად.
    ლა ლიგაშიც ამ მომენტისთვის მეეჭვება ამ სევილიას ვინმემ თამაში მოუგოს. ერთადერთი მესი ინდივიდუალურად თუ დააჩოქებს როგორც შვება ხოლმე.
    არანაირი ატლეტიკო. აი გამოჩნდება, შეხვდებიან იმათ და რასაც უზამს ეს სევილია სიმეონეს გუნდს გამოჩნდება.

  • nikusha
    schedule 06 თებ 2021, 17:01

    ტერ შტეგენი
    დესტი-უმტიტი-ლენგლე-ალბა
    პიანიჩი-ბუსკეტსი-დე იონგი
    დემბელე-მესი-გრიზმანი

  • BlauGrana_DS
    schedule 06 თებ 2021, 16:21

    [quote=Griezzy7]რამოსმა ტრამვა მიიღო 7 კვირას გამოტოვებსო… აზარსაც ტრამვააქ ისევ.
    აზარი კი მეცოდება მაგრად.

    მააშ, ხოდა დარდისაგან აღარა ვარ, აზარი და რამოსი გინდა ყოფილა გინდა არა, ბარსას კულეებს სულ შავ ფეხზე გვკიდია.
    მოს…ვნია პატრონი მაგათაც და რეალის ყველა მყვარებელსაც.

  • Guardiola21
    schedule 06 თებ 2021, 16:18

    GRIEZMAN✓™,
    მოკლედ რაც არუნდა შედეგები დადოს მე პირადად კუმანისგან ვერ ვხედავ ვერაფერს მომავალში საერთოდ ვერ ვხედავ ბარსას მწვრთნელად …. სხვანაირ განცხადებებს უნდა აკეთებდეს როგორც მინიმუმ

  • Guardiola21
    schedule 06 თებ 2021, 16:14

    ეჰ არადა ლეო ასეთ თამაშებს რეკორდებისთვის უნდა იყენებდეს როყავდეს ნორმალური გუნდი… წლები დააკარგინეს თორე ქრისტინას უკვე უნდა ჯობდეს გოლებით 😩

  • GRIEZMAN✓™
    schedule 06 თებ 2021, 16:14

    აფსუს ბარსას მწვრთნელი რო იტყვის სევილიაზე ძალიან ძლიერ მეტოქესთან გვიწევს თამაშიო ძაან ცუდად გხვდება გულზე კაცს, იმედია დაბრუნდება ბარსა რაზეც მეტყველებს შედეგები