workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რონალდ კუმანი “ვალიადოლიდთან” მატჩის წინ

რონალდ კუმანი “ვალიადოლიდთან” მატჩის წინ

2020 წლის უკანასკნელ გასვლით შეხვედრას “ბარსა” სტუმრად, “ვალიადოლიდთან” გამართავს. 

გთავაზობთ, რონალდ კუმანის სრულ მატჩისწინა პრესკონფერენციას:

“ჩვენ უფრო სტანდარტულად თამაში გვმართებს. ბურთთან ერთად უკეთესად უნდა ვიმოქმედოთ და თამაშის მიმდინარეობისას მაქსიმალურად კონცენტრირებულნი ვიყოთ.”

“რაღაცები ცვლილებები შევიტანეთ, რის შედეგადაც ახალგაზრდა ფეხბურთელებს თამაშის საშუალება უფრო ხშირად აქვთ. ეს მომავლისათვის კარგია, მაგრამ, როდესაც “ბარსელონაში” თამაშობ, უნდა გაიმარჯვო კიდეც. ეს აუცილებელი პირობაა. დრო გვჭირდება, მაგრამ სირთულე სწორედ ისაა, რომ გამარჯვებები ამ დროის განმავლობაშიც უნდა მოვიპოვოთ.”

“მე მესისთან ინტერვიუ არ მჭირდება იმის გასაგებად, თუ რა სურს. მისნაირი წარმატებული მოთამაშისთვისაც რთული გადასატანია ზოგ შეხვედრაში წარუმატებლობა.”

“მსაჯების მიერ VAR-ის გამოყენების კრიტერიუმებს ვერ ვგებულობ. არსებობს აუხსნელი მომენტებიც და ყველამ ვიცით, თუ როგორ გრძელდება ბოლოს ეს ყოველივე.”

“მესის დამოკიდებულებასა და მონდომებას ყოველდღე ვხედავ. ის გუნდთან და თანაგუნდელებთან ერთადაა. არ ვიცი, თუ რა იქნება მომავალში.”

“სპორტულ საკითხებთან დაკავშირებით რამონ პლანესს უკვე ვესაუბრე. სხვასთან ეს თემები არ განმიხილავს. ახალი პრეზიდენტის მოსვლას აუცილებლად უნდა დავუცადოთ.”

“ფლორენტინოს განცხადებებზე პასუხის გაცემა აუცილებელი არცაა. ყველას თავისი მოსაზრება აქვს.”

“გუშინ დემბელემ ვარჯიშში მონაწილეობა ნაწილობრივ მიიღო, მაგრამ მას მეტი დრო სჭირდება, რათა ბოლომდე ვენდოთ. ჩვენ მას დიდი ალბათობით 29 დეკემბერს, “ეიბართან” შეხვედრაში ვათამაშებთ.”

“ჩემი გადმოსახედიდან, რამოსის ეპიზოდში პენალტი დასანიშნი იყო, მაგრამ მსაჯის გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ.”

 

“არაუხო მამაცი და ძლიერია, ის უფრო უკეთ უნდა ათამაშდეს, რონალდს წინ დიდი მომავალი აქვს.”

“თამაშის მიმდინარეობისას ბევრი რამის ცვლილების საშუალება გაქვს, უშუალოდ სათამაშო სისტემის ჩათვლით.”

“კუთხურიდან გაშვებული გოლები? ზოგჯერ მოწინააღმდეგეს უფრო მაღალი ფეხბურთელები ჰყავს, ჩვენ კი ტანმაღალი მოთამაშეების დეფიციტს განვიცდით.  უნდა გავუმჯობესდეთ და მეტი კონცენტრაციით ვითამაშოთ.”

“ნებისმიერ თამაშში მარცხი უკან გადგმული ნაბიჯია, მაგრამ პრობლემა გასვლით შეხვედრებში ქულების ხშირად კარგვა უფროა.”

“ლანგლე? ჩვენ ფეხბურთელების ფიზიკური გადაღლილობის გამო როტაციები ხშირად უნდა გამოვიყენოთ.”

“ხოსე სორილიაზე” ლა ლიგის მე-15 ტურის შეხვედრა ხვალ, თბილისის დროით 00:00-ზე დაიწყება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (17)

  • Albicelecte
    schedule 22 დეკ 2020, 16:01
    #17

    კოუტინიოს გაშვება და დეპაი-გარსია ამ ზამთარსვე ყოფილა შესაძლებელი და არ უნდა ალაპარაკონ, არავინ მომიყვანესო
    არანაირი 30 წლის ვაიანდუმი, ათამაშონ ლა მასიელი ბიჭები

  • M10 S9 D11
    schedule 22 დეკ 2020, 14:19
    #16

    წესიერი კამანდა და წყობა დააყენე შენ თავგასიებულო

  • iniesta
    schedule 22 დეკ 2020, 05:38
    #15

    ტერ შტეგენი
    დესტი არაუხო უმტიტი ალბა
    დე ინოგი
    პუჩი პედრი
    დემბელე ფატი
    მესსი
    ლენგლე,გრიზმანი,კოუტინიო,ბრეითვეიტი,ფირპო,პიანიჩი,კუმანი ესენი გასაშვები არიან

  • nikusha
    schedule 22 დეკ 2020, 00:44
    #14

    ტერ შტეგენი
    დესტი-არაუხო-ლენგლე-ალბა
    პიანიჩი-დე იონგი
    მესი-გრიზმანი-პედრი
    ბრაითვაიტი

    პიანიჩი-ალენია
    გრიზმანი-კოუტინიო
    ბრაითვაიტი-ტრინკაო
    პედრი-ფირპო
    დე იონგი-ბუსკეტსი

  • AGU3RO
    schedule 22 დეკ 2020, 00:42
    #13

    როგორცუნდა 3 ქულა აიღოს

  • Albicelecte
    schedule 21 დეკ 2020, 23:06
    #12

    Griezzy7,
    ტრინკაო მარცხნივ არის საცოდაობა, ცაციაა და მარტო მის ფლანგზე თუ იზმას რამეს, მარცხნივ რაც ვნახე, თითქს ფლანგი ცარიელი იყო

  • BOBO
    schedule 21 დეკ 2020, 22:42
    #11

    როგორც თავიდან ვიძახი ეს კაცი უვარგისია, სამწუხაროდ, და თან ჯიუტი, არც 4-3-3 აყენებს, არც პუჩს და მითუმეტეს ალენიას არ თამაშებს, არადა მთელი სეზონი ექპერიმენტებს აკეთებს 🤦‍♂️🤦‍♂️

  • Don_Andresito
    schedule 21 დეკ 2020, 21:55
    #10

    ბურთთან უკეთესები შედეგიანები და აგრესიულები რო უნდა ვიყოთ ვიცით მარა როგორ? როგორ ვიყოთ ეგ გვითხარი

  • ჯეკ ბლექ
    schedule 21 დეკ 2020, 21:17
    #9

    ეს მოშორდეს და მეტი არაფერი მინდა

  • Ronaldinho..
    schedule 21 დეკ 2020, 21:16
    #8

    რაღაც ძაან მონოტორული და უინიციატივო განცხადებებია.
    ძალიან გამიცრუა იმედები ამ კაცმა,იმედია მოუმატებს გუნდი🙌🏻

    რამოსზე კი 100% იანი პენალტი იყო.

  • Albicelecte
    schedule 21 დეკ 2020, 20:42
    #7

    ეხლა ვუყურებ სახეზე კუმანს და ტრამპის ვიდზე დგას smiley
    პრეზიდენტის არჩევნებში დამარცხებას რომ არ აღიარებდა smiley

  • BEQA BARCA
    schedule 21 დეკ 2020, 20:32
    #6

    ეს სამი ქულა აღარ უნდა დავკარგოთ სამიდან სამოს ველოდებიი.

  • Albicelecte
    schedule 21 დეკ 2020, 20:15
    #5

    Heisenberg,
    შეიძლება, მაგრამ იმედია მოუმატებს…
    რადგან მისი ალტერნატივაა ლენგლე, რომელიც ვეღარ მოუმატებს და ვერ გამოასწორებს, უმთითი კიდევ ინვალიდია

  • rezi
    schedule 21 დეკ 2020, 20:00
    #4

    ძაან ჭკვიანია ჩემი აზრით ეს კაცი იმედია მიაღწევს წარმატებებს და მოუყვანებენ იმას ვინც უნდა

  • Heisenberg
    schedule 21 დეკ 2020, 19:51
    #3

    ციტატა: Albicelecte
    ტანმაღალი? არაუხო 1.91-ია, მინგესა 1.84, ბუსი 1.89, დე იონგი 1.81
    არც ეგრე ცუდადაა საქმე მაგ ამბავში, ფლანგელი ლატერალები და ვინგერები ხშრად არ არიან ტანმაღლები და მოწინაღმდეგეს არ აქვს დიდი უპირატესობა
    დრო რომაა საჭირო, ეგ ვიცით,მაგაზე აპელირება ყველაზე იოლია
    ცოტა მუხტი, ენერგია, შემართება მაინც დაგვანახე, რომ ცდილობ გამოსწორებას!
    შეცდომების გამოსწორება და უკეთესი შეთამაშება, ერთმანეთის გაგება რო ჰქონდეთ მოთამაშეებს, ეს წვრთნელის გასაკეთებელია


    ძირითადად მინგესას გამო გაგვდის ხოლმე გოლები სტანდარტულებიდან. და ზოგადად სუსტია ჯერ ეგ ბიჭი.

  • BARCELONA FOREVER
    schedule 21 დეკ 2020, 19:50
    #2

    ერთი და იგივეს ამბობთ ყველა თამაშის წინ მარა მაინც სლეობა იგრას თამაშობთ გამოასწორეთ დროზე თორე ყველამ გაგისწროთ ვისაც არ დაეზარა :დ

  • Albicelecte
    schedule 21 დეკ 2020, 19:49
    #1

    ტანმაღალი? არაუხო 1.91-ია, მინგესა 1.84, ბუსი 1.89, დე იონგი 1.81
    არც ეგრე ცუდადაა საქმე მაგ ამბავში, ფლანგელი ლატერალები და ვინგერები ხშრად არ არიან ტანმაღლები და მოწინაღმდეგეს არ აქვს დიდი უპირატესობა
    დრო რომაა საჭირო, ეგ ვიცით,მაგაზე აპელირება ყველაზე იოლია
    ცოტა მუხტი, ენერგია, შემართება მაინც დაგვანახე, რომ ცდილობ გამოსწორებას!
    შეცდომების გამოსწორება და უკეთესი შეთამაშება, ერთმანეთის გაგება რო ჰქონდეთ მოთამაშეებს, ეს წვრთნელის გასაკეთებელია