სერჟინიო დესტი

დაბადების ადგილი ალმერე, ნიდერლანდები
დაბადების თარიღი 03.11.2000
წონა 62 კგ
სიმაღლე 175 სმ
დებიუტი 04.10.2020
თამაში* 72
გოლი* 3
ასისტი* 4

*ბოლო განახლება: 25.04.22

2020 წლის 1 ოქტომბერს "ბარსელონამ" და "აიაქსმა" სერჟინიო დესტის ტრანფერზე შეთანხმებას მიაღწიეს. 19 წლის იმედისმომცემი მარჯვენა მცველი, რომელმაც ნიდერლანდების ჩემპიონატის 2019/20 წლების გათამაშებაში თავი ძალიან კარგად წარმოაჩინა, კარიერას "ბარსელონაში" აგრძელებს.

"ბლაუგრანაში" დესტის დებიუტი ტრანსფერიდან 3 დღეში, 2020 წლის 4 ოქტომბერს, "სევილიასთან" "კამპ ნოუზე" გამართულ დაპირისპირებაში შედგა (1-1).

სერჟინიო დესტი "აიაქსის" აკადემიას 2012 წელს, "ალმერე სიტიდან" შეუერთდა. ამსტერდამელთა პირველ გუნდში დებიუტი მას 2019 წლის 27 ივლისს ჰქონდა. ეს ნიდერლანდების სუპერ თასზე მოხდა. ახალგაზრდა ამერიკელმა "აიაქსის" მაისურით სულ 35 თამაში ჩაატარა, აქედან 27 სასტარტო შემადგენლობაში.

დესტი ნიდერლანდებში დაიბადა, მაგრამ წარმოშობით ამერიკელია და ეროვნულ გუნდადაც ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრები აირჩია. ის ამერიკის 20 წლამდელთა ნაკრების წევრი იყო, როდესაც გუნდმა CONCACAF-ის ასაკობრივი ჩემპიონატი მოიგო.

სერჟინიო დესტმა ფეხბურთის თამაში მარჯვენა შემტევად დაიწყო. სწორედ ამით აიხსნება ის, რომ ამპლუით მცველი შეტევაზეა დაგეშილი.

ტიტულები

ბარსელონა
  • ესპანეთის თასი - 2020/21
აიაქსი
  • ნიდერლანდების სუპერ თასი: 2019
ამერიკის ნაკრები
  • CONCACAF-ის 20 წლამდელთა ჩემპიონატი: 2018