workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ფოტოამბავი – ჰანსი ფლიკი იუბილარია

ფოტოამბავი – ჰანსი ფლიკი იუბილარია

                        61 წლისა გახდა ჩვენი ჰანსი. ჰაიდელბერგში დაიბადა, დიდებულ საუნივერსიტეტო ქალაქში, რომელიც კარგად არის შემონახული, რადგან ნაკლებად შეეხო მეორე მსოფლიო ომის ნგრევა. შეთანხმება დადეს გერმანელ-ინგლისელებმა, რომ ჰაიდელბერგსა და ოქსფორდს არ დაბომბავდნენ. ხედავ შენ, მეორე მსოფლიო ომშიც კი დარჩა ღირსების ადგილი. კარიერა ადგილობრივ “ზანდჰაუზენში” დაიწყო და 20 წლის ასაკში “ბაიერნმა” წაიყვანა. დიდი ამბავია 20 წლის ბიჭისთვის, ოთხი ბუნდესლიგა მოიგო მინხენში და 1987 წელს ჩემპიონთა თასის ფინალშიც გავიდა, სადაც “პორტუსთან” დამარცხდნენ. 

“ბაიერნში” მისი პირველი მწვრთნელი უდო ლატეკი იყო, (წარსულში ბარსას მწვრთნელი, რომელსაც ვერ იტანდა მარადონა) მოგვიანებით “კელნშიც” გადაიკვეთებიან. მის მწვრთნელთა შორის კიდევ ერთი დიდი სახელია, რომელმაც ასევე იმუშავა ესპანეთში, ოღონდ, მადრიდში – იუპ ჰაინკესი. 

კარიერა ნაადრევად დაასრულდა, სულ რაღაც 28 წლის ასაკში. ტრავმის გამო. ვან ბასტენი ნამდვილად არ ყოფილა, მაგრამ ამ ხანმოკლე კარიერის განმავლობაში მაინც ბევრი მოასწრო. 


ჰანსი ფლიკი “ზანდჰაუზენის” აღზრდილია და ამავე კლუბში დაიწყო კარიერა. მხოლოდ რვა თამაშის ჩატარება მოასწრო პროფესიონალურ დონეზე და ოთხი გოლი შეაგდო. მერე კი გაეშურა მიუნხენისკენ. 

 
ჰანსი ფლიკმა მიუნხენის “ბაიერნთან” ერთად ოთხჯერ მოიგო ბუნდესლიგა. 

 
ჰანსი ფლიკი დიეგო მარადონას წინააღმდეგ. “ბაიერნი” და “ნაპოლი” უეფას თასის ნახევარფინალში შეხვდნენ ერთმანეთს. გამარჯვება “ნაპოლის” დარჩა, მარადონას გერმანელებმა ვერაფერი მოუხერხეს. 

 
ზილკე და ჰანსი. მოგვიანებით დაქორწინდებიან. ჰანსი ზილკეს სიმსივნის დამარცხებაშიც დაეხმარება. ასეთი კაცია, ერთგული და მებრძოლი. 

 

გერმანიის ნაკრების რუხი კარდინალი. იოახიმ ლიოვი ფლიკის იდეებს ეყრდნობოდა და წარმატებასაც მიაღწია. თუმცა, წარმატებამდე მარცხი იყო – ევრო 2008 წლის ფინალი ესპანეთთან წააგეს. 2010 წლის მუნდიალის ნახევარფინალი ასევე ესპანეთთან, ფლიკს ყველაფერი წინ აქვს, ბალაკისთვის კი ყველაფერი დამთავრდა. 

 
ბევრი ლოდინი არ დასჭირვებია, 2014 წელს ბრაზილიაში ჩატარებული მუნდიალი გერმანიამ მოიგო. ნახევარფინალში მასპინძლებს გადაუარეს და ყველასათვის საოცნებო ფინალი ჩაშალეს. გიოტცეს გოლით გერმანიამ მოიგო, მესის არგენტინა კი დამარცხდა. 

 
ჰანსი ფლიკი ჭიათურაში 

 
ჰანსი “ბაიერნში” დაინიშნა და დიდ წარმატებასაც მიაღწია. დააბრუნა ის ფეხბურთი, რომელსაც ქომაგები ითხოვდნენ, პეპის ტიკი-ტაკა დიდად არ მოსწონდათ, ანჩელოტი საერთოდ ვერ გამოერკვა სად იყო, მიუნხენელებს რაღაც ისეთი სურდათ, რასაც იუპ ჰაინკესი აჩვენებდა, ფლიკმა ეს შეძლო. მოიგო ყველაფერი. საბოლოოდ კი ამ კაცთან კონფლიქტს შეეწირა, სპორტული დირექტორის, ჰასან სალიჰამეჯიჩის მხარე ოლივერ კანმა დაიჭირა და აქ დამთავრდა ჰანსის ისტორია. აქ კი ხარობენ, მაგრამ მაშინ პრესაში ისიც დაიწერა, რომ ერთ-ერთი კონფლიქტის დროს ჰანსი ჰასანს ხელითაც შეეხო. 

 
“ლისაბონის კოშმარის” მთავარი შემოქმედი. ფლიკის “ბაიერნმა” ბარსას 8:2 მოუგო. გერმანელისა და კიკე სეტიენის შედარება უბრალოდ სასაცილოა. 

 
ესეც ნანატრი ჩემპიონთა ლიგის თასი. “ბაიერნმა” ფინალში პსჟ დაამარცხა. 

 
ისევ იგივე – ჰანსი ფლიკს ყველაფერი წინ აქვს, ნეიმარისთვის კი ყველაფერი დასრულდა. 

 
ფლიკის პირველი დიდი წარუმატებლობა – გერმანიის ნაკრებს ვერც მან უშველა. 

 
ახალი ისტორიის დასაწყისი 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (88)

  • jacky iakovenko
    schedule 26 თებ 2026, 17:43
    #80

    ფრენკი 4 კვირას იუქმებს ….. ესღა გვაკლდა

  • walker599
    schedule 26 თებ 2026, 17:40
    #79

    გაყიდეთ დეიონგიიიიიიი, ამაზე ქეთინო ფეხბურთელი არ არსებობს.

  • SHOTEX_ERADZE1992
    schedule 26 თებ 2026, 17:35
    #78

    BREAKING: 🚨 ფრენკი დე იონგს ბარძაყის კუნთის ახალი ტრავმა აქვს 🤕

    „ბარსელონას“ შტაბი ნახევარმცველს აფასებს, თუმცა, მოლოდინი, რომ ფრენკი/ფრენკი მალე გამოჯანმრთელდება, იტყობინება Diario AS.

    მალე გამოჯანმრთელდი, ფრენკი! 👊🏼

  • LEVANII
    schedule 26 თებ 2026, 16:45
    #77

    ციტატა: Frenkie de Jong_
    რატო გინდათ ეს პსჟ ვერ ვიგებ
    ძან აპასნი გუნდია


    Და ვინ არარი აპასნი? Ბოდო გლიმტი რო ბოდო გლიმტია ეგეც აპასნია. ეხლა ყველაზე კარგი დროა პარისეჟერმენი რო შეგვხვდეს პედრი დაბრუნდა გავიც ბრუნდება ფაქტობრივად სრული შემადგენლობით გავალთ. შარშან შეგვხვდა მარტივი კალენდარი ფლეიოფებში მაგრამ რა ხეირი პირველივე ძლიერ გუნდთან გამოვარდით თუ რამის დამტკიცება უნდათ ახლა გააკეთონ. Პარიზი არსენალთან და ბაიერნთან ერთად ჩემი მოკრძალებული აზრით სამ მთავარ ფავორიტებში გადის, მასეთი გუნდის გამოგდება მენტალიტეტს უფრო აუმაღლებთ

  • Bakero
    schedule 26 თებ 2026, 16:41
    #76

    ციტატა: Frenkie de Jong_
    რატო გინდათ ეს პსჟ ვერ ვიგებ
    ძან აპასნი გუნდია


    მარტო პსჟ ? ამ ამოწეული დაცვით რასაც ვთამაშობთ და ამ მცველებით თითქმის ნებისმიერი გუნდი მოგვიგებს 1/8 ფინალში ლიგაზე ეს ლა ლიგა არ არის სხვა სისწრაფეებზე თამაშობენ ჩვენ კიდევ შეტევაში ცენტრფორვარდის გარეშე ვთამაშობთ არ ვიცი აქ ხალხს რის იმედი აქვს ერთადერთი შეიძლება კონკრეტულ მეტოქესთან ფლიკმა რაღაც მოიფიქროს ! მაგრამ რესურსი ? უცენტრფორვარდობა გუნდის ძალიან დიდი პრობლემაა disappointed

  • Frenkie de Jong_
    schedule 26 თებ 2026, 16:10
    #75

    რატო გინდათ ეს პსჟ ვერ ვიგებ
    ძან აპასნი გუნდია

  • MESSI 2017
    schedule 26 თებ 2026, 13:08
    #74

    ეს <<ცენზურის დარღვევა>> არბელოა რამდენს ლაპარაკობს 😂😂 სხვათაშორის ბენფიკას გოლი იმ 2მა ფეხბურთელმა გაუტანა ვინც წესით მოედანზე არ უნდა ყოფილიყო 😀 ვირის <<ცენზურის დარღვევა>>ი სეველოა კიდე ძაან ტვინს ხნავს

    ციტატა: PUIOL5

    ციტატა: MESSI 2017

    ციტატა: me da barca

    ციტატა: MESSI 2017
    ვატყობ იუვეც გავა მონაკოც და ბენფიკაც😀


    ამ დროს სამივე გავარდა.


    2 უაზრო წითლის გამო გაიწირა და ბენფიკას მაგრად არ გაუმართლა


    რა გამართლებაზეა საუბარი? ბენფიკას კლასი არ ეყოფა რეალი გამოაგდოს ლიგიდან, სიტი ძლივს უგებს ხანდახან და რა ბენფიკა. ჩვენ ჩვენი დარდიც გვეყოფა, ჩემი აზრით მეოთხედფინალში გასვლის მინიმალური შანსი გვაქ. ამ გუნდით, ამ სტილოთ და თამაშით ჩელსი ისევ გადაგვირბენს, ერთი ამოსუნთქვით მოგვიგებს და მერე წავა პრემიერლიგაში ვიღაც ღლე გუნდთან ქულებს დაკარგავს.


    რა კლასი არ ეყოფა ნაღდად უყურე თამაშს?😀 4 გოლი უნდა გაეტანათ თავისუფლად კურტუას სიგიჟეების გამოკლებით და😀 ეს რეალი არაფერი გუნდი არ არის და არც ეს პსჟ არის რიამე განსაკუთრებული თუ გუნდი წესიერად ითამაშებს არსენალთანაც არის შანსი და პსჟსთანაც აი ბაიერნთან არ გვაქ შანსი მაგას გეტყვი

  • PUIOL5
    schedule 26 თებ 2026, 12:54
    #73

    ციტატა: MESSI 2017

    ციტატა: me da barca

    ციტატა: MESSI 2017
    ვატყობ იუვეც გავა მონაკოც და ბენფიკაც😀


    ამ დროს სამივე გავარდა.


    2 უაზრო წითლის გამო გაიწირა და ბენფიკას მაგრად არ გაუმართლა


    რა გამართლებაზეა საუბარი? ბენფიკას კლასი არ ეყოფა რეალი გამოაგდოს ლიგიდან, სიტი ძლივს უგებს ხანდახან და რა ბენფიკა. ჩვენ ჩვენი დარდიც გვეყოფა, ჩემი აზრით მეოთხედფინალში გასვლის მინიმალური შანსი გვაქ. ამ გუნდით, ამ სტილოთ და თამაშით ჩელსი ისევ გადაგვირბენს, ერთი ამოსუნთქვით მოგვიგებს და მერე წავა პრემიერლიგაში ვიღაც ღლე გუნდთან ქულებს დაკარგავს.

  • MESSI 2017
    schedule 26 თებ 2026, 02:54
    #72

    ციტატა: me da barca

    ციტატა: MESSI 2017
    ვატყობ იუვეც გავა მონაკოც და ბენფიკაც😀


    ამ დროს სამივე გავარდა.


    2 უაზრო წითლის გამო გაიწირა და ბენფიკას მაგრად არ გაუმართლა

  • me da barca
    schedule 26 თებ 2026, 02:50
    #71

    ციტატა: MESSI 2017
    ვატყობ იუვეც გავა მონაკოც და ბენფიკაც😀


    ამ დროს სამივე გავარდა.

  • rivaldo80
    schedule 26 თებ 2026, 02:39
    #70

    ძალიან მაგარია ილმაზი მაგას გრანდი წაიყვანს ვიღაცა

  • MESSI 2017
    schedule 26 თებ 2026, 02:34
    #69

    იუვე ცოდვაა გაწირა ნაბიჭვარმა მსაჯმა

  • La Pulga10
    schedule 26 თებ 2026, 02:29
    #68

    ციტატა: rivaldo80

    ციტატა: La Pulga10
    იმედია პსჟ აგვცდება.


    რატო ესეთი პსჟ პირიქით მოვიდეს კაცი სანამ არ გაუგდეს ტიპებმა ვერაფერი ქნეს და ძლივს გაცდნენ მონაკოს.


    სისწრაფეზე გაგვარღვევენ სამწუხაროდ. ჩვენი დაცვა გორის დილას დონის დაცვაა ამჟამად.

  • rivaldo80
    schedule 26 თებ 2026, 02:19
    #67

    ოსის მძიმე ხასიათი რომ არ ქონდეს იდეალური 9 რაა

  • Vaiman.vamsdrane2
    schedule 26 თებ 2026, 02:12
    #66

    მთავარი არის ძალები სწორად გადანაწილდეს, თუ ატლწტილოსთან პირველი ტაიმის მერე 2-0 არ იქნება არ ღირს თავის შეკვლა. ჩვენ ისეთი ბედი გვაქვს პსჟ შეგვხვდება, თან ლა ლიგაში მხოლოდ 1 ქულა არის უპირატესობა.

  • MESSI 2017
    schedule 26 თებ 2026, 02:06
    #65

    ციტატა: Visca-barca
    2016 წლის ლიგას მაგონებს წლევანდელი ლიგა ვატყობ რეალს სპორტინგს დაატაკებენ😀


    არადა ბოდო სპორტინგს გამოაგდება სიიტ რეალს რათქმაუნდა იხმარს თუ ვინმე არ დაელეწათ

    პსჟ არაფერი გუნდი არაა იმ თამაშშიც ის ტრამვრიებულები რომ არა არ წავაგებდით და ყვერანი და ოლმო რომ ცარიელ კარში იტანდნენ გოლებს მოკლედ ძან არ აფასებენ ამ ბარსას და ახლაა შანსი კიდე 1/2 ფინალის მთავარია გუნდი დალაგდეს და ვიღაცის ამბიციებს არ შეეწიროს გუნდი

  • Visca-barca
    schedule 26 თებ 2026, 02:03
    #64

    2016 წლის ლიგას მაგონებს წლევანდელი ლიგა ვატყობ რეალს სპორტინგს დაატაკებენ😀

  • rivaldo80
    schedule 26 თებ 2026, 02:00
    #63

    ციტატა: La Pulga10
    იმედია პსჟ აგვცდება.


    რატო ესეთი პსჟ პირიქით მოვიდეს კაცი სანამ არ გაუგდეს ტიპებმა ვერაფერი ქნეს და ძლივს გაცდნენ მონაკოს.

  • La Pulga10
    schedule 26 თებ 2026, 01:58
    #62

    იმედია პსჟ აგვცდება.

  • MESSI 2017
    schedule 26 თებ 2026, 01:57
    #61

    😂😂😂😂 იმენა არ აფრთხილებენ ტიპებს😂😂😂😂