workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ფოტოამბავი – ჰანსი ფლიკი იუბილარია

ფოტოამბავი – ჰანსი ფლიკი იუბილარია

                        61 წლისა გახდა ჩვენი ჰანსი. ჰაიდელბერგში დაიბადა, დიდებულ საუნივერსიტეტო ქალაქში, რომელიც კარგად არის შემონახული, რადგან ნაკლებად შეეხო მეორე მსოფლიო ომის ნგრევა. შეთანხმება დადეს გერმანელ-ინგლისელებმა, რომ ჰაიდელბერგსა და ოქსფორდს არ დაბომბავდნენ. ხედავ შენ, მეორე მსოფლიო ომშიც კი დარჩა ღირსების ადგილი. კარიერა ადგილობრივ “ზანდჰაუზენში” დაიწყო და 20 წლის ასაკში “ბაიერნმა” წაიყვანა. დიდი ამბავია 20 წლის ბიჭისთვის, ოთხი ბუნდესლიგა მოიგო მინხენში და 1987 წელს ჩემპიონთა თასის ფინალშიც გავიდა, სადაც “პორტუსთან” დამარცხდნენ. 

“ბაიერნში” მისი პირველი მწვრთნელი უდო ლატეკი იყო, (წარსულში ბარსას მწვრთნელი, რომელსაც ვერ იტანდა მარადონა) მოგვიანებით “კელნშიც” გადაიკვეთებიან. მის მწვრთნელთა შორის კიდევ ერთი დიდი სახელია, რომელმაც ასევე იმუშავა ესპანეთში, ოღონდ, მადრიდში – იუპ ჰაინკესი. 

კარიერა ნაადრევად დაასრულდა, სულ რაღაც 28 წლის ასაკში. ტრავმის გამო. ვან ბასტენი ნამდვილად არ ყოფილა, მაგრამ ამ ხანმოკლე კარიერის განმავლობაში მაინც ბევრი მოასწრო. 


ჰანსი ფლიკი “ზანდჰაუზენის” აღზრდილია და ამავე კლუბში დაიწყო კარიერა. მხოლოდ რვა თამაშის ჩატარება მოასწრო პროფესიონალურ დონეზე და ოთხი გოლი შეაგდო. მერე კი გაეშურა მიუნხენისკენ. 

 
ჰანსი ფლიკმა მიუნხენის “ბაიერნთან” ერთად ოთხჯერ მოიგო ბუნდესლიგა. 

 
ჰანსი ფლიკი დიეგო მარადონას წინააღმდეგ. “ბაიერნი” და “ნაპოლი” უეფას თასის ნახევარფინალში შეხვდნენ ერთმანეთს. გამარჯვება “ნაპოლის” დარჩა, მარადონას გერმანელებმა ვერაფერი მოუხერხეს. 

 
ზილკე და ჰანსი. მოგვიანებით დაქორწინდებიან. ჰანსი ზილკეს სიმსივნის დამარცხებაშიც დაეხმარება. ასეთი კაცია, ერთგული და მებრძოლი. 

 

გერმანიის ნაკრების რუხი კარდინალი. იოახიმ ლიოვი ფლიკის იდეებს ეყრდნობოდა და წარმატებასაც მიაღწია. თუმცა, წარმატებამდე მარცხი იყო – ევრო 2008 წლის ფინალი ესპანეთთან წააგეს. 2010 წლის მუნდიალის ნახევარფინალი ასევე ესპანეთთან, ფლიკს ყველაფერი წინ აქვს, ბალაკისთვის კი ყველაფერი დამთავრდა. 

 
ბევრი ლოდინი არ დასჭირვებია, 2014 წელს ბრაზილიაში ჩატარებული მუნდიალი გერმანიამ მოიგო. ნახევარფინალში მასპინძლებს გადაუარეს და ყველასათვის საოცნებო ფინალი ჩაშალეს. გიოტცეს გოლით გერმანიამ მოიგო, მესის არგენტინა კი დამარცხდა. 

 
ჰანსი ფლიკი ჭიათურაში 

 
ჰანსი “ბაიერნში” დაინიშნა და დიდ წარმატებასაც მიაღწია. დააბრუნა ის ფეხბურთი, რომელსაც ქომაგები ითხოვდნენ, პეპის ტიკი-ტაკა დიდად არ მოსწონდათ, ანჩელოტი საერთოდ ვერ გამოერკვა სად იყო, მიუნხენელებს რაღაც ისეთი სურდათ, რასაც იუპ ჰაინკესი აჩვენებდა, ფლიკმა ეს შეძლო. მოიგო ყველაფერი. საბოლოოდ კი ამ კაცთან კონფლიქტს შეეწირა, სპორტული დირექტორის, ჰასან სალიჰამეჯიჩის მხარე ოლივერ კანმა დაიჭირა და აქ დამთავრდა ჰანსის ისტორია. აქ კი ხარობენ, მაგრამ მაშინ პრესაში ისიც დაიწერა, რომ ერთ-ერთი კონფლიქტის დროს ჰანსი ჰასანს ხელითაც შეეხო. 

 
“ლისაბონის კოშმარის” მთავარი შემოქმედი. ფლიკის “ბაიერნმა” ბარსას 8:2 მოუგო. გერმანელისა და კიკე სეტიენის შედარება უბრალოდ სასაცილოა. 

 
ესეც ნანატრი ჩემპიონთა ლიგის თასი. “ბაიერნმა” ფინალში პსჟ დაამარცხა. 

 
ისევ იგივე – ჰანსი ფლიკს ყველაფერი წინ აქვს, ნეიმარისთვის კი ყველაფერი დასრულდა. 

 
ფლიკის პირველი დიდი წარუმატებლობა – გერმანიის ნაკრებს ვერც მან უშველა. 

 
ახალი ისტორიის დასაწყისი 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (88)

  • nika 54
    schedule 25 თებ 2026, 00:53
    #20

    ციტატა: Barca
    🚨🔥 | 𝐁𝐑𝐄𝐀𝐊𝐈𝐍𝐆: სტადიონზე ბოლოს და ბოლოს სიჩუმე აღარ იქნება და ნამდვილი ატმოსფერო ბრუნდება!

    🔥 𝐆𝐑𝐀𝐃𝐀 𝐃’𝐀𝐍𝐈𝐌𝐀𝐂𝐈Ó 📣

    🔹აქტიური ფანების დაჯგუფება ატლეტიკოს წინააღმდეგ მატჩზე ბრუნდება და წარმოდგენილი იქნება ოთხი ჯგუფით: Nostra Ensenya, Almogàvers, Front 532 და Supporters Barça. საერთო ჯამში დაახლოებით 500 აქტიური ქომაგი შექმნის იმ ხმაურიან და ენერგიულ გარემოს, რომელიც ბოლო პერიოდში ძალიან გვაკლდა.

    🔹ჯერ უცნობია, სტადიონის რომელ ნაწილში განთავსდებიან, თუმცა თავად მათი დაბრუნება უკვე ძალიან კარგი სიახლეა. ოფიციალური დადასტურება ჯერ არ ყოფილა, მაგრამ ყველაფერი მიუთითებს, რომ ეს მალე მოხდება.

    500 ცოტა არაა?

    რას იტყვით?


    მე მგონი იმ ნაწილში ჯერ რო არ იყო გახსნილი. სწორედ ეგ უნდა გაიხსნას და მთლიანად წრეზე მაინც შეიკვრება სტადიონი.

    ციტატა: Frenkie de Jong_
    1 ფოტოში 90 იანების პორნო სტარს გავს
    😂😂😂


    ძაღლთან და "პარტნიორთან" ერთად როა?

  • Visca-barca
    schedule 25 თებ 2026, 00:38
    #19

    აი დედას ხახა არააქ საგინებელი დეკუს და ლაპორტას ლუკმენი რო გამაზეს კაპიკებში თან ტიპი როგორ მოუხდა ატლეს

  • rivaldo80
    schedule 25 თებ 2026, 00:08
    #18

    ციტატა: LEVANII

    ციტატა: rivaldo80
    აი რას ნიშნავს სუფთა 9 ნომერი სორლოტმა რაც დატყაა გაიტანა ცხოველია


    Ხო მარა ძალიან ტლანქია ფერან ტორეს კი მირჩევნია მაგრამ ბარსას ძირითადის დონე არ არი


    სოლროტი ტლანქი როგორა ძმაო 😂😂 გოლები არ გინახავს ალბათ ტარანის ტიპის ფორვარდია ორ მეტრიანია.ბარსას სტილში გაუჭირდება რა თქმა უნდა.

  • Barca
    schedule 24 თებ 2026, 23:48
    #17

    ციტატა: Vaiman.vamsdrane2

    ციტატა: Barca
    🚨🔥 | 𝐁𝐑𝐄𝐀𝐊𝐈𝐍𝐆: სტადიონზე ბოლოს და ბოლოს სიჩუმე აღარ იქნება და ნამდვილი ატმოსფერო ბრუნდება!

    🔥 𝐆𝐑𝐀𝐃𝐀 𝐃’𝐀𝐍𝐈𝐌𝐀𝐂𝐈Ó 📣

    🔹აქტიური ფანების დაჯგუფება ატლეტიკოს წინააღმდეგ მატჩზე ბრუნდება და წარმოდგენილი იქნება ოთხი ჯგუფით: Nostra Ensenya, Almogàvers, Front 532 და Supporters Barça. საერთო ჯამში დაახლოებით 500 აქტიური ქომაგი შექმნის იმ ხმაურიან და ენერგიულ გარემოს, რომელიც ბოლო პერიოდში ძალიან გვაკლდა.

    🔹ჯერ უცნობია, სტადიონის რომელ ნაწილში განთავსდებიან, თუმცა თავად მათი დაბრუნება უკვე ძალიან კარგი სიახლეა. ოფიციალური დადასტურება ჯერ არ ყოფილა, მაგრამ ყველაფერი მიუთითებს, რომ ეს მალე მოხდება.

    500 ცოტა არაა?

    რას იტყვით?


    500 თუ 5000 ? 500 კაცი რა არის, მაგ რაოდენობის ულტრასი სანსიროსთან სტადიონის გარეთ ყვირის.


    ასე ეწერა და მაგიტო ვთქვი დაჟე 5 000 რამდენად საკმარისია ეგეც არ ვიცი

  • Vaiman.vamsdrane2
    schedule 24 თებ 2026, 23:41
    #16

    ციტატა: Barca
    🚨🔥 | 𝐁𝐑𝐄𝐀𝐊𝐈𝐍𝐆: სტადიონზე ბოლოს და ბოლოს სიჩუმე აღარ იქნება და ნამდვილი ატმოსფერო ბრუნდება!

    🔥 𝐆𝐑𝐀𝐃𝐀 𝐃’𝐀𝐍𝐈𝐌𝐀𝐂𝐈Ó 📣

    🔹აქტიური ფანების დაჯგუფება ატლეტიკოს წინააღმდეგ მატჩზე ბრუნდება და წარმოდგენილი იქნება ოთხი ჯგუფით: Nostra Ensenya, Almogàvers, Front 532 და Supporters Barça. საერთო ჯამში დაახლოებით 500 აქტიური ქომაგი შექმნის იმ ხმაურიან და ენერგიულ გარემოს, რომელიც ბოლო პერიოდში ძალიან გვაკლდა.

    🔹ჯერ უცნობია, სტადიონის რომელ ნაწილში განთავსდებიან, თუმცა თავად მათი დაბრუნება უკვე ძალიან კარგი სიახლეა. ოფიციალური დადასტურება ჯერ არ ყოფილა, მაგრამ ყველაფერი მიუთითებს, რომ ეს მალე მოხდება.

    500 ცოტა არაა?

    რას იტყვით?


    500 თუ 5000 ? 500 კაცი რა არის, მაგ რაოდენობის ულტრასი სანსიროსთან სტადიონის გარეთ ყვირის.

  • LEVANII
    schedule 24 თებ 2026, 23:41
    #15

    ციტატა: rivaldo80
    აი რას ნიშნავს სუფთა 9 ნომერი სორლოტმა რაც დატყაა გაიტანა ცხოველია


    Ხო მარა ძალიან ტლანქია ფერან ტორეს კი მირჩევნია მაგრამ ბარსას ძირითადის დონე არ არი

  • Fcbarcaforever
    schedule 24 თებ 2026, 23:33
    #14

    Alvarezis moyvanas azri ar aq 9 noneri araa egaa second strikeri chven gvwirdeba civsisxliani shemsrulebeli da iseti romelic barsas sheesabameba aris holandi romeliac dzviria da shedarebit dabal fasiani aris osimeni danarchens azri araq

  • rivaldo80
    schedule 24 თებ 2026, 23:30
    #13

    აი რას ნიშნავს სუფთა 9 ნომერი სორლოტმა რაც დატყაა გაიტანა ცხოველია

  • Visca-barca
    schedule 24 თებ 2026, 23:22
    #12

    ციტატა: rivaldo80
    57 წუთზე შეცვალა ალვარესი სულ ვიძახდი 60 მილონიანია ეგ ბიჭი თან ხასიათების იგროკია და არცა 9 ნომერი ვინ გადაიხდის მაგაში 150 მილიონას სასაცილოა ლუკმანაამ გადასვა სკამზე.


    ოსიმენი ან ჰალანდი ამ ბარსასთვის იდეალურია

  • me da barca
    schedule 24 თებ 2026, 23:19
    #11

    ვინც უყურა ნახავდა ბრიუგეს გოლის მომენტში (1:1) თავის თანაშემწეს როგორ გიჟივით ელაპარაკება ჩოლო პირზე ხელაფარებული. რა დღეში აქვს ნერვები ტიპს.

  • Frenkie de Jong_
    schedule 24 თებ 2026, 23:12
    #10

    1 ფოტოში 90 იანების პორნო სტარს გავს
    😂😂😂

  • me da barca
    schedule 24 თებ 2026, 23:06
    #9

    გაიყვანეს ალვარესი ყველაზე დაბალი შეფასებით. ძაან არასტაბილურია, არადა 200 ღირსო ამბობენ სოფლის ორღობეში.

  • Barca
    schedule 24 თებ 2026, 23:05
    #8

    ბრიუგემ რო დამატებით დრიში გადაიყვანოს გვაწყობს.

    რაც შეიძლება მეტი წუთი რო ითამაშონ

  • rivaldo80
    schedule 24 თებ 2026, 23:02
    #7

    57 წუთზე შეცვალა ალვარესი სულ ვიძახდი 60 მილონიანია ეგ ბიჭი თან ხასიათების იგროკია და არცა 9 ნომერი ვინ გადაიხდის მაგაში 150 მილიონას სასაცილოა ლუკმანაამ გადასვა სკამზე.

  • Barca
    schedule 24 თებ 2026, 22:22
    #6

    🚨🔥 | 𝐁𝐑𝐄𝐀𝐊𝐈𝐍𝐆: სტადიონზე ბოლოს და ბოლოს სიჩუმე აღარ იქნება და ნამდვილი ატმოსფერო ბრუნდება!

    🔥 𝐆𝐑𝐀𝐃𝐀 𝐃’𝐀𝐍𝐈𝐌𝐀𝐂𝐈Ó 📣

    🔹აქტიური ფანების დაჯგუფება ატლეტიკოს წინააღმდეგ მატჩზე ბრუნდება და წარმოდგენილი იქნება ოთხი ჯგუფით: Nostra Ensenya, Almogàvers, Front 532 და Supporters Barça. საერთო ჯამში დაახლოებით 500 აქტიური ქომაგი შექმნის იმ ხმაურიან და ენერგიულ გარემოს, რომელიც ბოლო პერიოდში ძალიან გვაკლდა.

    🔹ჯერ უცნობია, სტადიონის რომელ ნაწილში განთავსდებიან, თუმცა თავად მათი დაბრუნება უკვე ძალიან კარგი სიახლეა. ოფიციალური დადასტურება ჯერ არ ყოფილა, მაგრამ ყველაფერი მიუთითებს, რომ ეს მალე მოხდება.

    500 ცოტა არაა?

    რას იტყვით?

  • levanoza
    schedule 24 თებ 2026, 21:46
    #5

    დავპატიჟოთ საქართველოში და გავასეირნოთ ჭორვილაში, ეგება აქაურ მავრსაც უშველოს შემოტყლაჭუნებამ!

  • La Pulga10
    schedule 24 თებ 2026, 21:41
    #4

    მიდი ძია ჰანსი ჩლს თასი უნდა დააბრუნო კამპ ნოუზე.

  • me da barca
    schedule 24 თებ 2026, 21:08
    #3

    გერმანელ ფაშისტებსაც ქონიათ ღირსება დღევანდელ ჩრდილოელი ფაშისტებისგან განსხვავებით, რომლებიც ყველაფერს ბომბავენ ბაგა-ბაღით, სკოლებით, კორპუსებით დაწყებული საავადმყოფოებით დამთავრებული, არც ავტობუსები და მატარებლები ავიწყდებათ, სადაც მშვიდობიანი მოსხლეობა ზის. ხოლო ეს ყველაფერი ზუსტად, რომ ფლიკის 57-ე დაბადების დღეს დაიწყო იმ სატანის მოციქულმა.

  • vaiman . vamsdrane
    schedule 24 თებ 2026, 20:58
    #2

    მე იმდენად შემაყვარა თავი რომ არ მინდა სულ ცოტა კიდევ 5 წელი წავიდეს. ზოგადად კი კრუიფის მერე ყველაზე დიდი ინოვატორი არის ჩემთვის, ამას რომ პეპის ან ლუის ენრიკეს შემადგენლობა მისცა ლიგას კი არა მუნდიალს მოიგებდა.

  • Just_Barca_Lover
    schedule 24 თებ 2026, 19:48
    #1

    ფლიკი ჭიათურაში 🤣🤣