შევადგინოთ ყველა დროის სიმბოლური – საუკეთესო მწვრთნელი

შევადგინოთ ყველა დროის სიმბოლური – საუკეთესო მწვრთნელი

           გავედით ბოლოში. მარჯვენა გარემარბის პოზიციაზე ლიონელ მესის საკუთარი თავი ჰყავს არჩეული. აბა რა ჩვენი ასარჩევია, მაგრამ ჩვენ შეგვეძლო მისი რომელიმე ვერსია აგვერჩია, რადგან მისი კარიერა “ბარსელონაში” რამდენიმე ეტაპად იყოფა და ყველა ეტაპზე შეუდარებელი იყო. ხმათა უმრავლესობით 2009-12 წლების მესიმ გაიმარჯვა. იმ მესიმ, რომელიც ყველაზე შედეგიანი იყო. ახლა კი მთავარი მწვრთნელის ჯერია. გამომდინარე იქედან, რომ ბარსას მე-20 საუკუნეში განსაკუთრებული წარმატებები არ ჰქონია, (თუ საუკუნის მიწურულს არ ჩავთვლით) მხოლოდ უახლესი წარსულის გახსენება მოგვიწევს. არც კრუიფის დრიმ თიმი ყოფილა ძალიან შორს. 90-იანებში იყო, ბოლოს და ბოლოს. 

ასე რომ, კრუიფით უნდა დავიწყოთ: 

იოჰან კრუიფი (1988 – 96) 

🔵 ტიტულები:

✔ 4x ლა ლიგა
✔ 1x კოპა დელ რეი
✔ 3x ესპანეთის სუპერ თასი
✔ 1x ჩემპიონთა ლიგა 
✔ 1x თასების თასი 
✔ 1x უეფას სუპერ თასი 

იოჰან კრუიფი თანამედროვე “ბარსელონას” მამაა. კლუბის იდენტობის ჩამოყალიბება პირველ რიგში, მის სახელს უკავშირდება. დაქცეულ “ბარსელონაში” მივიდა. ისევ “აიაქსიდან”. ნუნიესმა 18 ფეხბურთელი დაითხოვა ჯანყის გამო, იოჰანს უხმო საშველად და აქედან იწყება ახალი “ბარსელონას” დაბადება. ყველაფერი მოიგო. ოცნების გუნდი შეკრა. ზღაპრული ფეხბურთი ათამაშა და ისეთი საფუძველი ჩაყარა, რომელზეც დღემდე დგას კლუბი. ზედიზედ ოთხჯერ მოიგო ჩემპიონატი, სამ შემთხვევაში ჩამორჩენა ჰქონდა ბოლო ტურში, მაგრამ სამივეჯერ გაჩემპიონდა, ორჯერ “მადრიდი” დამარცხდა ბოლო ტურში, (ორივეჯერ “ტენერიფესთან”) ერთხელ კი “დეპორტივოს” მოეცარა ხელი. ცუდი ლაქა? ათენის ფინალი. ფავორიტად ბარსა ითვლებოდა, მაგრამ 0:4 დამარცხდა. ამას არავინ ელოდა.

პეპ გვარდიოლა (2008 – 12)

🔵 ტიტულები:

✔ 3x ლა ლიგა
✔ 2x კოპა დელ რეი
✔ 3x ესპანეთის სუპერ თასი 
✔ 2x ჩემპიონთა ლიგა 
✔ 2x უეფას სუპერ თასი 
✔ 2x ფიფას საკლუბო ჩემპიონატი 

დაუჯერებელია, რომ მხოლოდ ოთხი წელი დარჩა ბარსაში, და ამ ოთხ წელში ისეთი ეპოქა შექმნა, რომელზეც დღემდე საუბრობს ხალხი. ჩამოშლილი გუნდი არ დახვედრია, წარუმატებელი გუნდი დახვდა და მალევე გადააწყო თავის ჭკუაზე. მყისიერ შედეგს არ ელოდა, მაგრამ მიიღო. ბოლომდე გააგრძელა კრუიფის ტრადიციები და თითქოს ახალ საფეხურზეც აიყვანა. ვერ გაიმეორა მასწავლებლის შედეგი, ოთხჯერ ზედიზედ ვერ მოიგო ლა ლიგა. სამაგიეროდ, ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, და საერთოდ არ იქნებოდა გასაკვირი ოთხჯერ რომ მოეგო, იმ “ბარსელონას” არ უნდა გასჭირვებოდა არც “ინტერისა” და არც “ჩელსის” დამარცხება, მაგრამ სხვადასხვა პრობლემებმა იჩინეს თავი. მიუხედავად ხელმძღვანელებთან კონფლიქტისა, მიუხედავად დიდი ამბიციისა და მესის დიდი ჩრდილისა, მაინც მიმაჩნია, რომ იჩქარა. პეპს შეეძლო “ბარსელონას” ფერგიუსონი გამხდარიყო. 

ლუის ენრიკე (2014 – 2017)

🔵 ტიტულები:

✔ 2x ლა ლიგა
✔ 3x კოპა დელ რეი
✔ 1x ესპანეთის სუპერ თასი
✔ 1x ჩემპიონთა ლიგა
✔ 1x უეფას სუპერ თასი 
✔ 1x ფიფას საკლუბო ჩემპიონატი

ლუის ენრიკე მხოლოდ სამი წლით. მას არასდროს უმუშავია კრუიფთან, მაგრამ მშვენივრად ჩაეწერა ამ ტრადიციაში. არავინ ელოდა მისგან დიდ მწვრთნელობას, მაგრამ გახდა. ჩემპიონთა ლიგის მოგება სხვა კლუბთან ერთადაც შეძლო. პირველივე სეზონში ყველაფერი მოიგო. იდეალური ტრიო მიიღო შეტევაში, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ გაუჩალიჩეს. ლიგის მოგების მერე, იმის ნაცვლად, რომ ბარსა გაძლიერებულიყო, პირიქით, დასუსტდა. საშინელი ტრანსფერები გაკეთდა, დანი ალვესი დაკარგა და ვერაფრით შეცვალა, ჩავი წავიდა და ანდრე გომეში, დენის სუარესი და არდა თურანი მიიღო სანაცვლოდ. კროოსი სურდა და ხელმძღვანელობამ დაიკიდა. ვან პერსი ხელფასის შემცირებაზე იყო თანახმა, მეოთხე ფორვარდის სტატუსით, მაგრამ მის უფასოდ გადმოყვანას პაკო ალკასერი ამჯობინეს. ჰოდა, წავიდა ენრიკეც, მიჰყვა ნეიმარიც.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (24)

  • Rick Sanchez
    07 იან 2026, 00:44

    კუმანი

  • me da barca
    06 იან 2026, 23:38

    ციტატა: Albicelecte
    სეროზულად რომ ვთქვათ პეპი, მაგრამ რა უნდა გკითხოთ:
    სუპერთასის მატჩს რომელი არხი გადმოსცემს?


    სილკის და სეტანტას პროგრამას გადავხედე და არცერთი არ უჩვენებს.
    ინტერნეტი და მისი ჯანი.

  • ChuxrELia
    06 იან 2026, 23:24

    კრუიფი ულაპარაკოდ. პეპიც და ლუჩოც დღემდე კრუიფის ხელწერით თამაშობენ, შესაბამისად, რომ არა კრუიფი, კაცმა არ იცის საერთოდ სად და რა სტატუსით იქნებოდა დღეს ბარსა და რამდენი ტიტულით. სავარაუდოდ არც ლა მასია და არც ლა მასიადან წამოსული ამდენი ლეგენდა არ ეყოლებოდა გუნდს 🫣

  • carles puyol 5
    06 იან 2026, 23:17

    გუარდიოლა

  • riva
    06 იან 2026, 22:12

    რეალურად 3 კანდიდატია: კრუიფი, გვარდიოლა და ენრიკე

    კრუიფი – შედეგებზე მნიშვნელოვანი სათამაშო ფილოსოფიის შექმნაა, ის რაც კლუბის სიმბოლოდ და სავიზიტო ბარათად იქცა.

    გვარდიოლა – რაიკაარდისგან საკმაოდ კარგი გუნდი გადაიბარა, თუმცა კრუიფის ფილოსოფიით ფეხბურთის ისტორიაში ერტ-ერთი საუკეთესო გუნდი ჩამოაყალიბა და საოცარი შედეგები დადო.

    ლუის ენრიკე – ტიკიტაკას მცირე ვერტიკალურობა დაუმატა და ალბათ ყველაზე სანახაობრივი ბარსა აჩუქა მსოფლიო ფეხბურთს.

    საკმაოდ მიჭირს ამ სამში არჩევანის გაკეთება სამწვრთნელო შტაბი რომ დავნიშნოთ? :დ

    და მაინც იყოს ლუის ენრიკე

  • Albicelecte
    06 იან 2026, 20:25

    სეროზულად რომ ვთქვათ პეპი, მაგრამ რა უნდა გკითხოთ:
    სუპერთასის მატჩს რომელი არხი გადმოსცემს?

  • QINQO
    06 იან 2026, 20:21

    კრუიფი

    მწვრთნელის პოზიციაზე მაინც ავიყვანოთ ძველი ლეგენდა 😁

  • levanoza
    06 იან 2026, 19:53

    მფრინავი

  • Fcbarcaforever
    06 იან 2026, 18:28

    Pepi grdzeli winda

  • Albicelecte
    06 იან 2026, 18:08

    კიკე სეტიენი

  • nika 54
    06 იან 2026, 17:58

    გვარდიოლა კი არის კრუიფის აღზრდილი, მაგრამ აჯობა მასწავლებელს და ეს ძალიან კარგია. იმედია კიდევ გამოჩნდება ვინმე უკვე პეპის მოსწავლეებიდან და ისიც აჯობებს პეპს. ასეა: ის ურჩევნია მამულსა, რომ შვილი ჯობდეს მამასა.
    ანუ ხმა გვარდიოლას.

  • rivaldo80
    06 იან 2026, 17:39

    კი პეპი ზე ტრენერია მაგრამ კრუიფმა აქცია ეს გუნდი სრულფასოვან გრანდად.

  • barsamesia
    06 იან 2026, 17:36

    პეპთან და ლუჩოსთან მობოდიშებით, ჩემი ხმა მფრინავ ჰოლანდიელს, უდიადეს კრუიფს!

  • LEVANII
    06 იან 2026, 17:28

    Ფეოლა ელ კლასიკოს საუკეთესო თერთმეტეულიც რო გააკეთო საიინტერესო იქნება რამდენად ობიექტური იქნება ბარსამანიას სასტავი

  • cruyff9
    06 იან 2026, 17:25

    მე მაინც კრუიფს ვიტყოდი,,რომ არა კრუიფი დამიჯერეთ არც პეპი იარსებებდა და არც ბარსა ამ სახით და მითუმეტეს არც ლამასიას იდეოლოგია!!ჩემი ხმა დიდ იოჰანს

  • me da barca
    06 იან 2026, 17:20

    საძირკველი კრუიფი იყო, დაშლილი გუნდი ფეხზე დააყენა და მაგ საძირკველზე დააშენა პეპმა.
    პეპს შეეძლო მეტი ხნით დარჩენილიყო ბარსაში და უფრო დიდი ისტორია დაეწერა, მაგრამ არ დარჩა, შეეშეინდა სტატისტიკა გამიფუჭდებაო და მოიგონა მოტივაციას ვერ ვაძლევო, მაშინ როცა 2016 წლიდან დღემდე სიტის წვრთვნის და სად იშოვა ამდენი მოტივაცია არ ვიცი.
    ჩემი ხმა კრუიფს. თუმცა ვიცი გვარდიოლა მოიგებს, რადგან მიზეზთა გამო კრუიფი აქ უმეტესობას არ ახსოვს.

  • Mariami Kh
    06 იან 2026, 17:15

    პეპი

  • La Pulga10
    06 იან 2026, 17:14

    გვარდიოლა

  • vaiman . vamsdrane
    06 იან 2026, 17:02

    გუარდიოლა ალბათ ფავორიტია, მაგრამ ჩემთვის მაინც ყველაზე სასიამოვნო ლუის ენრიკეს ბარსას ყურება იყო.

  • Bakero
    06 იან 2026, 16:46

    კრუიფი ულაპარაკოდ ჩემთვის კრუიფმა შექმნა ის ბარსელონა რომელიც მიყვარს heart_eyes