workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
შევადგინოთ ყველა დროის სიმბოლური – საუკეთესო თავდამსხმელი

შევადგინოთ ყველა დროის სიმბოლური – საუკეთესო თავდამსხმელი

      მარცხენა გარემარბის პოზიციაზე აირჩიეთ რონალდინიო. ხმათა დიდი უმრავლესობით. მე მგონი, რომ საუკეთესო გადაწყვეტილება იყო. ახლა კი ფორვარდის ჯერია. ძალიან შორს აღარ წავალ, უკვე ვიცი, რომ “ძველებს” ხმას არავინ აძლევს, ამიტომ, უბრალოდ გავიხსენოთ ის წესიერი ხალხი – პაულინიო ალკანტარა, სეზარ როდრიგესი, კოშიჩი, ევარისტო, კრანკლი, ქუინი, კლუივერტი, ლევანდოვსკი და ა.შ

ახლა კი მთავარ კონკურენციაზე გადავიდეთ: 

რომარიო (1993 – 95) 

🔵 ტიტულები:

✔ 1x ლა ლიგა
✔ 1x ესპანეთის სუპერ თასი

“ბარსელონაში” ჩაატარა 84 მატჩი.
გაიტანა 53 გოლი.
შეასრულა 17 საგოლე გადაცემა. 

კრუიფის ბარსას გაძლიერება თითქოს უკვე შეუძლებელი იყო, ისედაც ოცნების გუნდად წოდებულ ბარსას რაღა უნდოდა მეტი, მაგრამ მოვიდა რომარიო და ოცნების გუნდი სამოთხის გუნდად იქცა. როგორ წააგო ამ გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ფინალი, თან, 0:4 ეს ბევრს დღემდე ვერ გაუგია, კრუიფმაც შეცდომები დაუშვა და არც ათენი გამოდგა ბარსას ქალაქი. არადა, თუ ვინმეს შავ დღეში ჩაუგდია ბარეზი-მალდინის დუეტი, ეს სწორედ რომარიო იყო, ოღონდ, ეგ პსვ-ს ამბებია, აი, ფინალში არ გამოვიდა რაღაც.

რონალდო (1996 – 97)

🔵 ტიტულები:

✔ 1x კოპა დელ რეი
✔ 1x ესპანეთის სუპერ თასი
✔ 1x თასების თასი

“ბარსელონაში” ჩაატარა 49 მატჩი.
გაიტანა 47 გოლი.
შეასრულა 13 საგოლე გადაცემა. 

ფენომენი ბარსაში მხოლოდ ერთი სეზონით დარჩა და ბევრის აზრით კარიერის საუკეთესო სეზონიც ჩაატარა. თუ ამაზე კამათი შეიძლება, მხოლოდ “ინტერში” ჩატარებული სადებიუტო სეზონის გამო, აი, მერე რონალდო აღარ ყოფილა ის, რაც მანამდე იყო. მისი პიკი მხოლოდ ორი წელი გაგრძელდა, (ერთი ბარსაში, ერთი “ინტერში) მერე იყო გაურკვეველი შეტევა ფინალის წინ, მერე იყო მუხლის პრობლემები და ჩაგდებული სეზონი, მერე იყო გაწყვეტილი იოგები, მერე იყო გაწყვეტილ მყესებთან ერთად დაზიანებული მენისკი, და მერე იყო სულ სხვა რონალდო, რომელიც აღარ ჰგავდა იმას, რაც დაგვამახსოვრდა, შეძლო და გახდა ისევ მსოფლიოს საუკეთესო, მაგრამ ფენომენი სადღაც გაქრა. სევდიანი ამბავია.

სამუელ ეტო’ო (2004 – 2009)

🔵 ტიტულები:

✔ 3x ლა ლიგა
✔ 1x კოპა დელ რეი
✔ 2x ესპანეთის სუპერ თასი
✔ 2x ჩემპიონთა ლიგა

“ბარსელონაში” ჩაატარა 199 მატჩი.
გაიტანა 130 გოლი.
შეასრულა 38 საგოლე გადაცემა. 

ძალიან დაუფასებელი ფეხბურთელი. ბარსამ ნამდვილად ვერ დააფასა. ხუთი წელი გაატარა გუნდში, აქედან სამი სეზონი ბრწყინავდა. ორი კი მძიმე ტრავმების გამო ჩაუვარდა, თუმცა, შუალედებში რასაც თამაშობდა, ყოველთვის ძალიან შედეგიანი იყო. ფაქტობრივად არც ეტყობოდა, რომ ახალი დაბრუნებული იყო მოედანზე. “მადრიდს” ყოველთვის და ყველგან ამწარებდა, ლიგა ორჯერ მოიგო და ორივეჯერ გოლი შეაგდო ფინალში. მერე კიდევ “ინტერში” წავიდა და ზედიზედ მეორედ მოიგო ტრიპლეტი, თან ბარსაზე შური იძია, ნახევარფინალიდან გააგდო და “ბერნაბეუზე” ფინალის თამაშის საშუალება არ მისცა. ბარსამ რა მიიღო მის სანაცვლოდ? ბუნტისთავი იბრაჰიმოვიჩი. 

ლუის სუარესი (2014 – 2020)

🔵 ტიტულები:

✔ 4x ლა ლიგა
✔ 5x კოპა დელ რეი
✔ 2x ესპანეთის სუპერ თასი
✔ 1x ჩემპიონთა ლიგა
✔ 1x უეფას სუპერ თასი
✔ 1x მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი

“ბარსელონაში” ჩაატარა 283 მატჩი.
გაიტანა 195 გოლი.
შეასრულა 113 საგოლე გადაცემა. 

რა უნდა ითქვას ლუის სუარესზე? თანამედროვეობის საუკეთესო თავდამსხმელი იყო. ბრაზილიელი რონალდოს მერე ასეთი სრულყოფილი ფორვარდი არც მინახავს. კარიერის საუკეთესო ეტაპზე გადავიდა “ბარსელონაში” და სადებიუტო სეზონშივე შეძლო ყველაფრის მოგება. ერთადერთი ის ვერ გამიგია როგორ ვერ მოიგო უფრო მეტი ჩემპიონთა ლიგის თასი. ეს კითხვა ძალიან შორს წაგვიყვანს და სულ სხვა პრობლემებამდე მიგვიყვანს, ლუის სუარესი კი ბარსას ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (27)

  • LEVANII
    schedule 04 იან 2026, 11:27
    #20

    Რონალდო ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესი ფორვარდია მაგრამ ბარსას ისტორიაში სუარესი და ეტოო უკონკურენტოები არიან

  • La Pulga10
    schedule 04 იან 2026, 10:23
    #19

    როგორ გინდა რომარიოზე უარი თქვა. მაგრამ მე ჩემი ჯეკა მირჩევნია.

  • cruyff9
    schedule 04 იან 2026, 02:57
    #18

    სუარესი თუმცა კრუიფი რო ბარსას სიმბოლურში ვერ მოხვდება ცუდადაა საქმე,,ვფიქრობ გუნდი საყრდენის გარეშე უნდა გაგვეკეთებინა,საყრდენის ადგილას ჩავი დაგვეყენებინა და წინ ინიესტა კრუიფი!!!

  • gio-rakitich
    schedule 04 იან 2026, 02:13
    #17

    კომენტარებს ჩამოვყევი და პროფილები გადავამოწმე,რამდენი ბებერი ფანობააა შემორჩენილი ისევ რომ აქტიურობენ,აქ გავიზარდე მეც ფაქტიურად,ახლებსაც მოკითხვა და კიდევ მოკითხვა იმათ ვისაც არაქვს რეგისტრაცია გავლილი მაგრამ სულ გვათვალიერებს და უყვარს ეს კლუბი🤭❤
    პატარა სახლია ბარსამანია❤❤❤❤
    მოკითხვა კიდევ მწერლებს.
    ყველას ერთიანდ გილოცავთ ახალწელს❤

  • levanoza
    schedule 04 იან 2026, 02:07
    #16

    მაკბენარი ლუისი, ცოფიანი ლუისი, აქილევსი ლუისი, მაკრატელა ლუისი, უბრალოდ ლუის ალბერტო სერიალებიდან!!!

  • Rick Sanchez
    schedule 04 იან 2026, 01:10
    #15

    ციტატა: ფეოლა
    Rick Sanchez, რატომ? ჯობია რამით რონალდინიოს?


    იმ ტრიოს დაშლა ნეიმარს არ ვაპატიე თვითონ და არც ბარსამანიას მომხმარებლებს გვეპატიება.

  • ფეოლა
    schedule 04 იან 2026, 00:56
    #14

    Rick Sanchez, რატომ? ჯობია რამით რონალდინიოს?

  • Rick Sanchez
    schedule 04 იან 2026, 00:07
    #13

    ნეიმარი უნდა ყოფილიყო სიმბოლურში

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    schedule 03 იან 2026, 22:39
    #12

    ბევრი რომ არ გავართულოთ: მარცხენა ვინგერზე რონალდინიო, ცრუ ცხრიანზე კრუიფი და მარჯვნივ მესი. ამაზე უფრო სრულყოფილი ბალანსი და ტაქტიკური შეთავსება რთულად წარმომიდგენია. თან რაპონტია, რონალდინიო ან კრუიფი უნდა დარჩეს თამაშგარეში და სუარესი იდგეს ყველა დროის სიმბოლურში? ჯეკას არ ვაკნინებ, უდიდესია და ბარსელონას ისტორიაში ძალიან ბევრი აქს გაკეთებული, მაგრამ ხომ ყველამ ვიცით რამდენჯერ აღემატებიან ბატონ ლუისს საფეხბურთო სამყაროში გაუჩოც და მფრინავი ჰოლანდიელიც?

  • carles puyol 5
    schedule 03 იან 2026, 22:28
    #11

    სუარესი

  • jack slater
    schedule 03 იან 2026, 22:24
    #10

    სუარეს "კუსარეს".

  • QINQO
    schedule 03 იან 2026, 22:21
    #9

    სუარესი

  • me da barca
    schedule 03 იან 2026, 21:25
    #8

    რა თქმა უნდა ჯეკა, სუარესი.

  • Don_Andresito
    schedule 03 იან 2026, 21:18
    #7

    ფრხბურთის ისტორიაში საუკეთესო 9 მარტო 1 წელი იყო აქ. მერე საერთოდ რეალს მიაშურა. კი ცუდად გავუშვით მარა რეალში არ უნდა წასულიყო. და თუ წავიდა გავკარი როგორც ბარსას ქომაგმა. რომარიო ლეგენდაა მარა… სუარესი უკონკურენტოა. პისტოლეროოს ჩემი ხმა უკონკურენტოდ

  • Bakero
    schedule 03 იან 2026, 21:04
    #6

    ულაპარაკოდ ლუის სუარესი ! ….ფენომენო სამწუხაროდ ჩვენთან მხოლოდ ერთი სეზონი იყო pensive ნუნიესის …… rage

  • Just_Barca_Lover
    schedule 03 იან 2026, 20:58
    #5

    ელ პისტოლერო

  • Fcbarcaforever
    schedule 03 იან 2026, 20:54
    #4

    Suarezi martivad. magram chemtvis marxena garemarbi aris neimari da chem simbolurshi iqneba nei

  • Mariami Kh
    schedule 03 იან 2026, 20:52
    #3

    სუარესი

  • Visca barca
    schedule 03 იან 2026, 20:24
    #2

    სუარესი

  • Koundè 23
    schedule 03 იან 2026, 20:23
    #1

    ბარსას ისტორიაში საუკეთესო 9️⃣ სუარესია