მატჩისშემდგომი მიმოხილვა: Bird

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: Bird

   “ნამდვილი ჩარლი პარკერი არასოდეს გატყდება”, – უჰ, გენიალური სიტყვაა. ნამდვილი ტალანტი, ეპოქალური ტალანტი, აი ის, 20 წელიწადში ერთხელ რომ იბადება არასოდეს გატყდება. მოაქციეთ წნეხში, ლანძღეთ, აგინეთ, არ დაინდოთ, დატვირთეთ, სიქა გააცალეთ და ნუ შეგეშინდებათ, რომ შეიძლება ვერ გაუძლოს. თუ ვერ გაუძლო ესე იგი არ არის ის, ვინც გვგონია, რომ არის. იმიტომ, რომ “ნამდვილი ჩარლი პარკერი არასოდეს გატყდება”. 

არის ლამინე ჩარლი პარკერივით დიადი? ამას ვნახავთ. “მადრიდთან” მატჩი კი ზუსტად იმას ჰგავდა რაც ჩარლის დაემართა, თითქოს დასარტყამი ინსტრუმენტი გაუქანეს თავში, საჯაროდ, ყველას თვალწინ, დაამცირეს, დაჩაგრეს და საბოლოოდ მაინც ფეხები ვერ მოჭამეს, იმიტომ, რომ ჩარლი პარკერი ბირდი იყო, მხოლოდ ფეხზე კი არ წამოდგა, ადგა და გაფრინდა. 

სადღა ნიკოლი

მთავარი თემა იამალის ირგვლივ სწორეს ეს იყო, სად წაიღო ნიკი ნიკოლი? გააქრო. დაშორდა. მიზეზი გასაგებია და ისიც მარტივად წარმოსადგენია, რომ ლამინემ დიდი ბიძიების რჩევა-დარიგებები მოისმინა. ალბათ, ჰანსი ფლიკის სიტყვა იქნებოდა გადამწყვეტი. ყველამ ვიცით რასაც ეტყოდნენ, აქ არა იმდენად სიტყვებს აქვს მნიშვნელობა, არამედ იმას თუ ვინ იტყვის და როგორ. ფლიკს კიდევ მე მგონი აქვს ადამიანის დარწმუნების უნარი. “ნიჭიერი ბევრი გვინახავს, მაგრამ ყველა გამხდარა ლიონელ მესი?” – იქნებოდა რაღაც ასეთი. ნიჭს კვება სჭირდება, ნიჭს უნდა ემსახურო, იამალი კი ბოლო დროს არ ჰგავდა მსახურს, პირიქით, თავისივე ტალანტი ჩაიყენა სამსახურში. ეს კიდევ დამღუპველია. 

აქაც Whiplash გამახსენდა, მთავარი გმირი ხვდება თავის მეგობარ გოგონას, შეყვარებულს და ეუბნება – უნდა დავშორდეთ, ხელს მიშლი კონცენტრაციაში, მე თავიდან ბოლომდე საქმეში უნდა ვიყო. არა მხოლოდ იმიტომ, რომ მუსიკოსად შევდგე, არამედ იმიტომ, რომ ვიყო დიადთა შორის. რაღაც ეგეთი ნაბიჯი ვნახეთ იამალისგანაც, მართალია არა თავად, არამედ სხვების კარნახით მივიდა ამ ნაბიჯამდე, მაგრამ მაინც, დასაფასებელია. 

ეყოფა კი ნებისყოფა?! 

წავიდა – მოვიდა 

მატჩის წინ იყო კარგი ამბები, იყო ცუდიც. მთავარი ცუდი ამბავი პედრის დაშავებაა. თითქოს დრო იყო უკვე, დიდი ხნის განმავლობაში მაგრად იდგა ფეხზე, ჰოდა, ვეღარ გაუძლო, პედრი ხომ ინიესტას მსგავსად ხშირად ტრავმიანობს. კარგი ამბავი კი ლევანდოვსკისა და ოლმოს დაბრუნებაა. ორივე მნიშვნელოვანი ფეხბურთელია გუნდისთვის. 

მატჩი “ბარსასთვის” ძალიან კარგად დაიწყო, ჯერ კიდევ მეცხრე წუთზე იამალმა კრიტიკოსებს უპასუხა, კარგი გოლი შეაგდო, ჩვეული პაუზით, ბალდეს პასია გამოსაყოფი, განაპირა მცველისთვის იშვიათი გამჭრიახობისა და სიზუსტის პასი გააკეთა, ყველაფერზე ეტყობა, რომ მთელი ცხოვრება გარემარბი იყო და საბოლოოდ მცველად აქციეს. ლამაზი გოლი გამოვიდა. 

გავიდა სამი წუთი და ფერან ტორესმა ანგარიში ორამდე გაზარდა, ფერმინ ლოპესის პასის შემდეგ. მიაყოლეს, არ ამოასუნთქეს, პაციენტი პალატაშივე დაამთავრეს. მხოლოდ ერთი კითხვა დატოვეს – შეძლებდა თუ არა მესამე შემტევიც გატანას? მარკუს რაშფორდი ხომ დიდი ხანია საგოლე მოქმედების გარეშე მოედანს არ ტოვებს. ყველას გვახარებს მისი გამოფხიზლება და “მანჩესტერში” უკვე დაიწყეს საუბარი რაშის დაბრუნებაზე. იქ უკვე დიდი ხანია მიხვდნენ, რომ მთავარი პრობლემები მენეჯმენტში აქვთ და არა შემადგენლობაში. 

ტაიმის ბოლოს “ბარსამ” გაუშვა, მაინც გაუშვა, არაუხომ ვერ შეძლო მაინცდამაინც კარგად თავის დაცვა, ამის გამო მატჩის მერე ქულებიც ჩამოაკლეს და დაცვის ხაზში ყველაზე დაბალი შეფასება დაუწერეს. 

რაშ-რაშ 

მეორე ტაიმში “ელჩესაც” ჰქონდა შანსი ანგარიში გაეთანაბრებინა, ისევ იგივე ზონიდან შემოუტიეს “ბარსას” და ხარიხასაც გაუცაცუნეს ბურთი. მათი მწვრთნელიც ბიტლების ფორმაში გამოწყობილი კუნტრუშებდა. წავიდა ის დრო, ძველი სამწვრთნელო.. ადრე ან კლასიკურად ეცვათ, ან სპორტულებში, გუნდის ეკიპირებით, ახლა ბიტლების მაისურით გამოგვეცხადა სარაბია. მშვენიერი მაისურა იყო, რა ვიცი.. 

წერტილი რაშფორდმა დასვა. ისევ ფერმინის პასი იყო, ვერა და ვერ ჩაჯდა სტაბილურ ფორმაში, ალაგ-ალაგ აბნევს ტალანტს, ხან ისეა ხან ასე, ხან კარგია, ხან ცუდი, სხვადასხვა მატჩებში კი არა, ცალკეულ შეხვედრაშიც ეგრეა, ნელ-თბილად. “ელჩესთან” უმეტესად კარგი იყო, ისე გადაუკიდა რაშფორდს, როგორც სუარესმა ნეიმარს “ბერნაბეუზე”. იმას გოლი მოჰყვა მაშინ და ესეც გოლით დასრულდა, ოღონდ, მაშინ ნეიმარმა ცენტრისკენ დაიწყო სვლა, ახლა კი რაშფორდმა ფლანგისკენ გაისწორა ერთი და უძლიერესი დარტყმით შეაგდო. ესეც ლამაზი გოლი გამოვიდა. ნისტერლოის გაჰქონდა ასეთები, ბატისტუტასაც. კარგი იყო მოკლედ. 

იმედი არის, არაფერი დაკარგულა, ლა ლიგა მარათონია, მეც ეგრე მჯერა რომ ყველაფერი წინ არის. 

ნუთუ ვბრუნდებით? 

ხოოო, ეგეთი ხმა მოდის, პაუზა იქნება და მერე “ბარსა” სახლში დაბრუნდებაო. სანაკრებო გორაობის მერე “კამპ ნოუს” კარი უნდა გაიღოს. მე აღარაფერი გამაკვირვებს, არც ის რომ კიდევ ორი წლით გადაიდოს, მაგრამ მე მგონი, რომ დაადგა საშველი. 

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (27)

  • Barca
    03 ნოე 2025, 19:58

    ციტატა: PUIOL5

    ციტატა: Barca

    ციტატა: rivaldo80
    მთელი პრესა დაკავებულია იამალზე შავი პიარით და არავინ საუბრობს რაშფორდზე რომელოც ყველა თამასში გოლს ან საგოლეს აკეთებს.ყველა ჰეითერმა იამალის ბალაყანაზე ჩამოეკიდონ👌


    კი ეგ მაგარი მოიხოდა, ზამთარში რო მცველი ვიყიდოთ წარმოიდგინე რა გუნდი იქნება( პოზიციებზე კი დაგვაკლდება და ჩავარდნა გვექნება მარა… მაგალითად საყრდენზე) ფორვარდიც კაი იქნებიდა მარა ლაპორტა არამგონია ზამთარში აპირებდეს ფორვარდის ყიდვას

    ისე რომელი გირჩევნიათ ალვარეზი ჰოლანდი თუ ოსიმენი ბარსაში? ლაპორტას რო შეეძლოს ყიდვა რომელს აირჩევდით


    მაგ სამიდან ჰოლანდი ყველაზე მაგარი ფორვარდია, ბარსას სტილიდან გამომდინარე ალვარესს ავირჩევდი, ცოტა სტაბილურობა აკლია მაგრამ ბარსას სქემაში უფრო მაგრად ჩაჯდება. საყრდენი მცველზე მეტად გვჭირდება. ცენტრში რომ ღია კარის დღეები გვაქვს აი მაგიტომ მოდის დიდი დაწოლა დაცვაზე, შეუცდომელი კიდევ არავინაა, ვინც გინდა მოიყვანე. დეიონგი საერთოდ ვერ აზღვევს მცველს, თამაშების უმეტესობაში შეტევებსაც ვერ შლის. ნახევარდაცვაში თითქმის ერთიდაიგივე პოზიციის ხალხი გვყავს. ამიტომ მირჩევნია მოვიდეს სუფთა სისხლის ჩამშლელი და მაგის წინ ითამაშოს პედრიმ და დეიონგმა, პედრი მინდა ეგრედწოდებული ათიანის პოზიციაზე, მაგაზს მაგარი ხედვა არავის აქვს ამ ბარსაში. დეიონგს განვიხილავ ჩავის პოზიციაზე, კარგად შეუძლია ბურთის დაჭერა, დრიბლინგი. ტემპს რამდენად გააკონტროლებს არვიცი მაგრამ ღირს ცდად


    კი მეც ეგრე მგონია რო ჰოლანდი კარგი იქნება თან მბაპესთან კონკურენცია წესით უნდა ხიბლავდეს, ჰოლანდის აგენტს იცნობსო ლაპორტაო ესო ისაო და რავიცი ვნახოთ, ფაბრიციომ დაწერა ოსიმენზე რო შორთლისტში დაამატაო ბარსამო ოსიმენიო, კიდე დაიწერა ალვარეზის ყიდვას ეცდებაო…

  • La Pulga10
    03 ნოე 2025, 19:00

    იქნებ ფეოლამ მაინც გვაკადროს კითხვაზე პასუხი, თუ რა ჭირს საიტს?

  • rivaldo80
    03 ნოე 2025, 19:00

    კეინზე მიდის ბაზარი ისე ლევანა სასაცილოდ არ ყოფნიდა ხალხს ბარსაში რატო გადავაო ბლა ბლა
    ბლა და კი გამოაცხო ლაპომ ტრანსფერი.

  • Visca-barca
    03 ნოე 2025, 18:39

    🎙️ სერხიო რამოსი:

    "ლამინ იამალი თავისი ასაკისთვის გამორჩეული ფეხბურთელია. მან უკვე მოასწრო რეკორდების დამხობა. საუკეთესოს ვუსურვებ, თუნდაც ბარსაში ითამაშოს, რადგან ყოველთვის მინდა, რომ ჩვენმა ესპანეთის ნაკრებმა წარმატებას მიაღწიოს."
    ისე საყრდენზე მოისეზ კაისედო დაგვხატავდა ძაან მაგარია დაარტყმააქ ვარდნა ჩაჭრა იდეალური აქ ყველაფერი მაგრამ ჩელსი არც გამოგვატნევს და თუ გაყიდიან 150 ნაკლებად არ მოგვცემენ არაა ეს დე იონგი სუფთა საყრდენი როგორც ბუსი იყო და მიტოა ეხაც ამხელა გარღვევა დაცვაში

  • Barca
    03 ნოე 2025, 17:28

    ციტატა: nika 54
    კი ასე ლაპარაკობდა რუსი კომენტატორიც, ეშველა ბარსას შემდეგი მატჩი კამპ ნოუზეა და ამ ძველის აღარაფერი აინტერესებთო. რაშფორდმა კი ძელს ნაჭდევი დაუტოვაო სამახსოვროდ. მალე ახალ ანუ განახლებულ კამპ ნოუზე გადავალთ, მაგრამ ასეთი თამაშით? მეორე ტაიმში ბურთთან აღარ მიგვაკარეს და სადღაც წავიკითხე ბურთის ფლობაშიც გვაჯობეს თურმე 51/49.

    ციტატა: Albicelecte
    მოიცა, კიკე სეტიენის ასისტენტი რომ იყო, ეს ის არაა?! მოედნაზე რომ დახტოდა ხოლმე


    ეგაა კი და თამაშის შემდეგ დაფიქრებული რო იჯდა, ჩვენი ყველაზე ძველი მწვრთნელი როა გვარად დე ლა ფუენტე ის მივიდა და როგორც საკუთარ შვილს თავზე აკოცა.


    ზუსტია?

  • Frenkie de Jong_
    03 ნოე 2025, 15:39

    იამალი გამოცოხლდაო და ცარიელ კარში იმ გოლს თუ გამოცოცხლებას ეძახით….

  • LEVANII
    03 ნოე 2025, 15:37

    Ალვარესი ჩვენი სტილის იყო გვარდიოლას და ლუისენრიკეს დროს ახლა სხვა ვითარებაა. გუნდს მომენტების შექმნა არ უჭირს პრობლემა რეალიზაციაშია ჰოლანდი ჰანსი ფლიკისთვის ყველაზე იდიალური იქნებოდა ჩემი მოკრძალებული აზრით მბაპეზე უკეთესიც თუმცა იმას ვიაზრებ რო ეგ შეუძლებელი ტრანსფერია ბარსასთვის

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    03 ნოე 2025, 15:24

    პედრის გარეშე ძალიან გვიჭირს

  • nika 54
    03 ნოე 2025, 15:21

    კი ასე ლაპარაკობდა რუსი კომენტატორიც, ეშველა ბარსას შემდეგი მატჩი კამპ ნოუზეა და ამ ძველის აღარაფერი აინტერესებთო. რაშფორდმა კი ძელს ნაჭდევი დაუტოვაო სამახსოვროდ. მალე ახალ ანუ განახლებულ კამპ ნოუზე გადავალთ, მაგრამ ასეთი თამაშით? მეორე ტაიმში ბურთთან აღარ მიგვაკარეს და სადღაც წავიკითხე ბურთის ფლობაშიც გვაჯობეს თურმე 51/49.

    ციტატა: Albicelecte
    მოიცა, კიკე სეტიენის ასისტენტი რომ იყო, ეს ის არაა?! მოედნაზე რომ დახტოდა ხოლმე


    ეგაა კი და თამაშის შემდეგ დაფიქრებული რო იჯდა, ჩვენი ყველაზე ძველი მწვრთნელი როა გვარად დე ლა ფუენტე ის მივიდა და როგორც საკუთარ შვილს თავზე აკოცა.

  • Albicelecte
    03 ნოე 2025, 14:55

    ციტატა: Don_Andresito

    ციტატა: C.PC5

    ციტატა: Albicelecte
    მოიცა, კიკე სეტიენის ასისტენტი რომ იყო, ეს ის არაა?! მოედნაზე რომ დახტოდა ხოლმე


    კი ეგაა პიკეს გაუშალა ხელები მახსოვს ერთხელ და დააფარა იმან დედის საჯდომი laughing


    პიკემ მერე თავისი გუნდის მწვრთნელად წაიყვანა. ანდორაში


    ჰო, პიკემ რომ უთხრა "ნუ მიპარჭყან ხელებსაო" smiley
    როგორც ჩანს შერიგება ასე გადაწყვიტა ჯერიმ და უმუშევარი არ დატოვა smiley

  • rivaldo80
    03 ნოე 2025, 14:52

    ციტატა: Barca

    ციტატა: rivaldo80
    მთელი პრესა დაკავებულია იამალზე შავი პიარით და არავინ საუბრობს რაშფორდზე რომელოც ყველა თამასში გოლს ან საგოლეს აკეთებს.ყველა ჰეითერმა იამალის ბალაყანაზე ჩამოეკიდონ👌


    კი ეგ მაგარი მოიხოდა, ზამთარში რო მცველი ვიყიდოთ წარმოიდგინე რა გუნდი იქნება( პოზიციებზე კი დაგვაკლდება და ჩავარდნა გვექნება მარა… მაგალითად საყრდენზე) ფორვარდიც კაი იქნებიდა მარა ლაპორტა არამგონია ზამთარში აპირებდეს ფორვარდის ყიდვას

    ისე რომელი გირჩევნიათ ალვარეზი ჰოლანდი თუ ოსიმენი ბარსაში? ლაპორტას რო შეეძლოს ყიდვა რომელს აირჩევდით


    ალბათ უფრო ჰალანდი ტოპ ვარსკვლავია. ისე ალვარესი უფრო მომწონს მაგრამ მაინც რაღაცა აკლია რა თან დაბალია.ოსიმენი ძალიან მაგარია მაგრამ რთული ხასიათების კაცია არადა კი დაგვხატავდა

  • SHOTEX_ERADZE1992
    03 ნოე 2025, 13:26

    დიდი ანგარიშით შეეძლოთ მოგება ელჩესთან უბრალოდ ძალები დაზოგეს ჩემპიონთა ლიგა ახლოვდება ბრიუგესთან

  • PUIOL5
    03 ნოე 2025, 13:25

    ციტატა: Barca

    ციტატა: rivaldo80
    მთელი პრესა დაკავებულია იამალზე შავი პიარით და არავინ საუბრობს რაშფორდზე რომელოც ყველა თამასში გოლს ან საგოლეს აკეთებს.ყველა ჰეითერმა იამალის ბალაყანაზე ჩამოეკიდონ👌


    კი ეგ მაგარი მოიხოდა, ზამთარში რო მცველი ვიყიდოთ წარმოიდგინე რა გუნდი იქნება( პოზიციებზე კი დაგვაკლდება და ჩავარდნა გვექნება მარა… მაგალითად საყრდენზე) ფორვარდიც კაი იქნებიდა მარა ლაპორტა არამგონია ზამთარში აპირებდეს ფორვარდის ყიდვას

    ისე რომელი გირჩევნიათ ალვარეზი ჰოლანდი თუ ოსიმენი ბარსაში? ლაპორტას რო შეეძლოს ყიდვა რომელს აირჩევდით


    მაგ სამიდან ჰოლანდი ყველაზე მაგარი ფორვარდია, ბარსას სტილიდან გამომდინარე ალვარესს ავირჩევდი, ცოტა სტაბილურობა აკლია მაგრამ ბარსას სქემაში უფრო მაგრად ჩაჯდება. საყრდენი მცველზე მეტად გვჭირდება. ცენტრში რომ ღია კარის დღეები გვაქვს აი მაგიტომ მოდის დიდი დაწოლა დაცვაზე, შეუცდომელი კიდევ არავინაა, ვინც გინდა მოიყვანე. დეიონგი საერთოდ ვერ აზღვევს მცველს, თამაშების უმეტესობაში შეტევებსაც ვერ შლის. ნახევარდაცვაში თითქმის ერთიდაიგივე პოზიციის ხალხი გვყავს. ამიტომ მირჩევნია მოვიდეს სუფთა სისხლის ჩამშლელი და მაგის წინ ითამაშოს პედრიმ და დეიონგმა, პედრი მინდა ეგრედწოდებული ათიანის პოზიციაზე, მაგაზს მაგარი ხედვა არავის აქვს ამ ბარსაში. დეიონგს განვიხილავ ჩავის პოზიციაზე, კარგად შეუძლია ბურთის დაჭერა, დრიბლინგი. ტემპს რამდენად გააკონტროლებს არვიცი მაგრამ ღირს ცდად

  • Mariami Kh
    03 ნოე 2025, 13:21

    ციტატა: Barca

    ციტატა: rivaldo80
    მთელი პრესა დაკავებულია იამალზე შავი პიარით და არავინ საუბრობს რაშფორდზე რომელოც ყველა თამასში გოლს ან საგოლეს აკეთებს.ყველა ჰეითერმა იამალის ბალაყანაზე ჩამოეკიდონ👌


    კი ეგ მაგარი მოიხოდა, ზამთარში რო მცველი ვიყიდოთ წარმოიდგინე რა გუნდი იქნება( პოზიციებზე კი დაგვაკლდება და ჩავარდნა გვექნება მარა… მაგალითად საყრდენზე) ფორვარდიც კაი იქნებიდა მარა ლაპორტა არამგონია ზამთარში აპირებდეს ფორვარდის ყიდვას

    ისე რომელი გირჩევნიათ ალვარეზი ჰოლანდი თუ ოსიმენი ბარსაში? ლაპორტას რო შეეძლოს ყიდვა რომელს აირჩევდით

    ჰალანდი არაამქვეყნიურად მაგარი ფორვარდია, ფიზიკურადაც ძალიან ძლიერია. ალვარესს ჯარიმებიც მშვენივრად გამოსდის. ამ ორს შორის არჩევა რთულია.
    თუმცა ჩვენ არც ერთის დამატების თავი არ გვაქვს :დ

  • Barca
    03 ნოე 2025, 13:04

    ციტატა: rivaldo80
    მთელი პრესა დაკავებულია იამალზე შავი პიარით და არავინ საუბრობს რაშფორდზე რომელოც ყველა თამასში გოლს ან საგოლეს აკეთებს.ყველა ჰეითერმა იამალის ბალაყანაზე ჩამოეკიდონ👌


    კი ეგ მაგარი მოიხოდა, ზამთარში რო მცველი ვიყიდოთ წარმოიდგინე რა გუნდი იქნება( პოზიციებზე კი დაგვაკლდება და ჩავარდნა გვექნება მარა… მაგალითად საყრდენზე) ფორვარდიც კაი იქნებიდა მარა ლაპორტა არამგონია ზამთარში აპირებდეს ფორვარდის ყიდვას

    ისე რომელი გირჩევნიათ ალვარეზი ჰოლანდი თუ ოსიმენი ბარსაში? ლაპორტას რო შეეძლოს ყიდვა რომელს აირჩევდით

  • rivaldo80
    03 ნოე 2025, 12:01

    მთელი პრესა დაკავებულია იამალზე შავი პიარით და არავინ საუბრობს რაშფორდზე რომელოც ყველა თამასში გოლს ან საგოლეს აკეთებს.ყველა ჰეითერმა იამალის ბალაყანაზე ჩამოეკიდონ👌

  • LEVANII
    03 ნოე 2025, 11:55

    Უპრეცენდტო შემთხვევაა ლალიგის ამ ტურში ყველა თამაშში გავიდა სამი ან მეტი გოლი

    ჰანსი ფლიკი 🗣️
    "ჩვენ გვყავს მარკუს რაშფორდი და ლამინ იამალი, ორი მართლაც გამორჩეული მოთამაშე, რომლებსაც მატჩის ბედი გადაწყვეტა შეუძლიათ. ვგრძნობთ, რომ ნელ-ნელა ლამინი საუკეთესო ფორმას უბრუნდება. მისი კრეატიულობა და თავდაჯერებულობა თვალსაჩინოა. ჩვენ მალე აღმოვაჩენთ ახალ ლამინ იამალს, რომელიც უფრო ფოკუსირებულია, უფრო ძლიერია და მზად არის მოედანზე ცვლილების შესატანად. 🔵🔴

  • Don_Andresito
    03 ნოე 2025, 09:05

    ციტატა: C.PC5

    ციტატა: Albicelecte
    მოიცა, კიკე სეტიენის ასისტენტი რომ იყო, ეს ის არაა?! მოედნაზე რომ დახტოდა ხოლმე


    კი ეგაა პიკეს გაუშალა ხელები მახსოვს ერთხელ და დააფარა იმან დედის საჯდომი laughing


    პიკემ მერე თავისი გუნდის მწვრთნელად წაიყვანა. ანდორაში

  • C.PC5
    03 ნოე 2025, 07:36

    ციტატა: Albicelecte
    მოიცა, კიკე სეტიენის ასისტენტი რომ იყო, ეს ის არაა?! მოედნაზე რომ დახტოდა ხოლმე


    კი ეგაა პიკეს გაუშალა ხელები მახსოვს ერთხელ და დააფარა იმან დედის საჯდომი laughing

  • Albicelecte
    03 ნოე 2025, 02:34

    მოიცა, კიკე სეტიენის ასისტენტი რომ იყო, ეს ის არაა?! მოედნაზე რომ დახტოდა ხოლმე