ტუხელმა რაშფორდზე უარი თქვა, ფლიკმა იცის, რომ ტუხელმა რაშფორდზე უარი თქვა, რაშფორდმა იცის, რომ ტუხელი ტრიბუნაზე იქნება, ისიც იცის, რომ იამალი არ იქნება, მერე ისიც გაიგო, რომ ძირითადში დაიწყებდა მატჩს და ისეთი რაღაც დაგეგმა რითიც ტუხელს აზრს შეაცვლევინებდა და მსოფლიო ჩემპიონატის წინ ნაკრების კარს ისევ გაუღებდა. ჩაიფიქრა და შეასრულა, შესაძლოა იმაზე მეტიც შეასრულა რაც ჩაიფიქრა.
ფლიკი ბედნიერია. რაშფორდი ბედნიერია. ტუხელი ფიქრობს.
როგორ დავიწყოთ?
მოგებით, მოგებით უნდა დავიწყოთ. დანაკლისიც იყო, თუმცა, შტეგენს აღარ მიიჩნევენ დანაკლისად მას შემდეგ რაც ჟოან გარსია გამოჩნდა კარში. დაიწყო მატჩი და ისევ გადაარჩინა “ბარსა”. ურთულესი ბურთი მოიგერია, მთელ “სენტ ჯეიმზ პარკს” რომ ხელები ჰქონდა აღმართული და ბგერა გადმოგდებული გოლის აღსანიშნად, გარსიამ მაინც შეძლო და აიღო. მის წინ ოთხი მცველი ვნახეთ – კუნდე, არაუხო, კუბარსი, მარტინი. ბალდე დაგვაკლდა და მარტინსაც ერთი-ორჯერ მაგრად ჩაურბინა ელანგამ, მაგრამ გადავრჩით, გოლით ვერ დასრულდა ეგ ამბავი, აი, ბოლოსკენ კი მაინც მისი ფლანგიდან გაიჭრა საგოლე პასი.
“კაჭკაჭებს” ძალიან სწრაფი შემტევები ჰყავთ, ამიტომ, არაუხოს თამაში გადაწყდა, ურუგვაელი პერმიერლიგისთვის არის დაბადებული, როგორღაც ჩვენთან აღმოჩნდა და აქ გაჰყავს დრო. იცის ეს ბრძოლაში შესვლა და გრძელი ნაბიჯის ხარჯზე მეტოქის დაჩაგვრა. პირველი პასი არ იცის და ხშირად ცდება, მაგრამ ამ შეხვედრაში ბევრი არაფერი მიუქარავს და კი იდგა მშვენივრად.
სამეული მარტივად გამოსაცნობი იყო – დე იონგი, პედრი, ფერმინი. ისევ ფლიკის სიტყვები გამახსენდა, ფერმინს ყველაზე მეტად სტაბილურობა აკლიაო. წინა შეხვედრაში იფრინა, “ნიუკასლთან” კი ყველაზე მეტად ის დარჩა ჩრდილში. რაღაც არ გამოუვიდა. არადა, ცდილობდა შორიდან დარტყმებს და ხიფათის შექმნას.
შემტევ სამეულს იამალი გამოაკლდა და ფლიკმა იმ კაცის თამაში გადაწყვიტა, რომელიც ამ მხარეს, ამ სტადიონებს, ამ ქომაგებსა და ამ ატმოსფეროს გადასარევად იცნობს. გაამართლა და მერე როგორ..
კლასის ხარჯზე
“ბარსამ” “ნიუკასლი” მოგუდა. მატჩის მერე გორდონი ტიროდა ასე ბურთი ჩვენთვის არავის დაუჭერია და ეს საერთოდ სხვა ფეხბურთი იყოო. ფრენკი დე იონგმა 86 პასიდან მხოლოდ ერთი გააფუჭა. პოლ სქოულზი პედრის თამაშით გადაირია და ასე მაშინ ხდება ხოლმე, როცა დიდი ფეხბურთელი რაღაც თავისას ხედავს სხვაში. ოჰ, პატივია, დიდი პატივია.
ლევანდოვსკი დიდად არ ჩანდა, სამაგიეროდ, ფლანგები აქტიურობდნენ, რაფინიაც და რაშფორდიც. ორივე გოლი კარგი შეაგდო, მაგრამ მეორემ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ეს უკვე არის საუკეთესო გოლი, რომელიც ამ დაპირისპირებაში ოდესმე გასულა. ეს უკვე არის ერთ-ერთი საუკეთესო გოლი, რომელიც “ბარსას” ფეხბურთელს ლიგაზე შეუგდია. რაშფორდს კარიერის პიკში გაჰქონდა ასეთი გოლები, და ახლაც შეაგდო, თანაც დუბლი შეასრულა. მთავარია ეს რიტმი დაიჭიროს, თავდაჯერებას სწორი ნაბიჯი მიაყოლოს და იქნებ რაღაც საინტერესოც გამოვიდეს სეზონის ბოლომდე.
პირველი თავით შეაგდო, კუნდეს ჩაწოდებულს მართლა კლუივერტივით დაახვედრა და დაბალ კუთხეში გადაგზავნა. მეორე კიდევ.. ეჰ.. ამას ვარჯიშის გარდა ნიჭიც უნდა, სხვანაერად არ გამოდის. უშანსოდ დატოვა მეკარე, ხარიხისგან ასხლეტით ჩაუშვა ბურთი ბადეში. კი წავიდა ტყვიასავით.
არ არის უბრალო ამბავი ჩემპიონთა ლიგის გახსნით მატჩში, ასეთ კარგ გუნდთან მატჩის გმირი გახდე. და როცა ვიფიქრე “ბარსა” ასე ულაპარაკოდ, ამხელა კლასით ასე დაამთავრებს ამ შეხვედრას-მეთქი ზუსტად მაშინ გაუშვეს გოლი და თითქოს გამოცოცხლდნენ ეს დახოცილი “კაჭკაჭებიც”. ბოლო დარტყმა მაინც იმათი იყო. თითქოს წინა წლის გაკვეთილი ვერა და ვერ ისწავლეს “ინტერისგან”. ჯერ მაინც არ გამოსდით თამაშის მოკვლა, ჯერ ისევ ზედმეტად რისკიანი გუნდია.
ეგ არის. კარგი და საინტერესო მატჩი ვივარაუდეთ და ასე აგიხდეთ ყველაფერი. წინ კიდევ სულ უკეთესები გველის.
მომდევნო მატჩი
“ხეტაფესთან” კიბატონო, მაგრამ მეტოქეს იმდენად აღარ აქვს იმხელა მნიშვნელობა, რამდენიც სტადიონს. როდის დაბრუნდება “ბარსა” “კამპ ნოუზე” – აი კითხვა.
არც პირველი გოლი იყო ადვილი, საკმაოდ შორიდან დაარტყა თავით.
საღოლ რაშ-ფორდ. წუხელ მართლა რაში იყო და ფორდ GT ერთად.
პირდაპირ ვთქვათ ფორდ მუსტანგი იყო.
ბურთი კი ებლანდებოდა, მაგრამ გოლები მაგარი შეყარა.
ძალიან მაგარი თამაში იყო
მკვდრეთით აღმდგარი :))
ყველაზე მეტად მომწონს ესეთი მოწყვეტით დარტყმული, ხარიხას, რომ ხვდება და ისე შევარდება კარში.
არც პირველი გოლი იყო ადვილი, საკმაოდ შორიდან დაარტყა თავით.
საღოლ რაშ-ფორდ. წუხელ მართლა რაში იყო და ფორდ GT ერთად.
წყალივით გვჭირდება კამპ ნოუზე დაბრუნება