workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ეგო ყველაფერს კლავს – რატომ ჩაკეტა ფლიკმა გუნდი გასახდელში

ეგო ყველაფერს კლავს – რატომ ჩაკეტა ფლიკმა გუნდი გასახდელში

  საინტერესო სტატიას აქვეყნებს The Athletic-ი, რომელიც, როგორც ყოველთვის, შიდა წყაროებზე დაყრდნობით გვიყვება ამბებს. თარგმანს უცვლელად გთავაზობთ.

ლალიგის ახალი სეზონის დაწყებიდან სამი კვირის თავზე ჰანსი ფლიკის მხრიდან საკუთარი ფეხბურთელების კრიტიკას არავინ ელოდა. ესპანეთის ჩემპიონებმა სეზონში პირველად დაკარგეს ქულები კვირა საღამოს „რაიო ვალეკანოსთან“ მატჩში, სადაც საუკეთესო მოთამაშე მეკარე ჟოან გარსია გახდა. შეხვედრა 1:1 დასრულდა. მატჩის შემდეგ ფლიკმა ფეხბურთელები გასახდელში ჩაკეტა და მკაფიოდ გამოხატა თავისი უკმაყოფილება.

„ბარსას“ სეზონის სტარტი მთლიანობაში ცუდი არ ყოფილა — გუნდმა შვიდი ქულა მოიპოვა სამ გასვლით მატჩში, “კამპ ნოუს” რეკოსნსტრუქციის ვადების გადაწევის გამო “ბარსას” ჯერჯერობით სულ გასვლაზე თამაში აქვს მისჯილი. გერმანელი მწვრთნელი ამ გარემოების გამო თავს ნამდვილად არ იმართლებს, მას მიაჩნია, რომ პრობლემა სულ სხვა რამეშია. ფლიკი სამივე თამაშით უკმაყოფილო დარჩა, 60 წლის გერმანელს ეგონა, რომ კვირა საღამო სათამაშო ხარიხსი გამოსწორდებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. 

გუნდის შიდა წყაროები ამბობენ, რომ ფლიკის გასახდელშიც იგივე გზავნილი ჰქონდა, რაც მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე, ოღონდ ფეხბურთელებს გაცილებით მკაცრად შეახსენა, რომ მოედანზე გასვლის შემდეგ მთავარია გუნდური პრინციპი არ დაირღვეს, მოედანზე არ არსებობს “მე”, “ბარსა” გუნდურად უნდა თამაშობდეს. 

ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ როდესაც სატრანსფერო ფანჯარა იხურება, აქ დარჩენილი თითოეული ფეხბურთელი 100 პროცენტით კლუბის ერთგული დარჩეს,“ – თქვა ჟურნალისტებთან ფლიკმა, – ეგო წარმატებას კლავს. წინა სეზონში ერთიანობაში იყო ჩვენი ძალა. გვმართებს იმავე მდგომარეობას დავუბრუნდეთ”. 

შიდა წყაროები საუბრობენ, რომ ფლიკმა ზუსტად შეარჩია დრო სანაკრებო პაუზის წინ, რადგან ფეხბურთელებს მეტი დრო ჰქონდეთ დასაფიქრებლად. ეს ის გზავნილია, რომელსაც ორ დღეში ვერ მოერევი, ფლიკის სიტყვებს გააზრება სჭირდება, მერე კი დამოკიდებულების შეცვლა. გერმანელი მწვრთნელი ყველაზე მეტად სწორედ ეტაპობრივი პროგრესით გამოირჩევა, ანალიზის წყალობით ყოველთვის ზუსტად ხვდება სად არის პრობლემა. “ბარსას” გასული სეზონის პირველი ნახევარიც არ ჰქონდა შთამბეჭდავი, მაგრამ ზამთრის შესვენების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. 

 

“რაიოსთან” საუკეთესო იყო ჟოან გარსია, Opta-ს მონაცემებით “ბარსას” განვლილ სამ შეხვედრაში ყველაზე ცუდი მაჩენებელი აქვს თავდაცვაში, ყველაზე მეტ მომენტს სწორედ მათ კართან ქმნიან, ამ მაჩვენებლით “მადრიდს” გვარიანად ჩამორჩებიან. გასულ სეზონს თუ შევადარებთ, სახიფათო მომენტების რაოდენობა ნახევარჯერ გაზრდილია, გასულ სეზონში “ბარსას” კართან ამდენი მომენტი ექვს შეხვედრაში შეიქმნა, ახლა მხოლოდ სამი მატჩი გახდა საკმარისი. 

ერთი შეხედვით პრობლემა დაცვის ცენტრალურ ზონაში, სადაც გუნდს ერთ-ერთი ლიდერი, ინიგო მარტინესი გამოაკლდა, მაგრამ ჰანსი მთელი გუნდით უკმაყოფილოა – თავდაცვა შეტევიდან იწყება. 

ჰანსის სიტყვაზე კომენტარი გააკეთეს “ბარსას” ლიდერებმა:

“არ ვიცი ფლიკმა ეს ვისზე თქვა, შეგიძლიათ მას ჰკითხოთ. ვეთანხმები, რომ გასულ სეზონში სამი ტიტული გუნდურმა სულისკვეთებამ მოგვიტანა”, – თქვა პედრიმ. 

“ეგო? ყველას თავისი აზრი აქვს, არა მგონია, რომ პრობლემა ამაში იყოს, უბრალოდ ეს სეზონი ისეთი ინტენსივობით ვერ დავიწყეთ, როგორც წინა სეზონი დავასრულეთ. სამი მატჩში შვიდი ქულა ცუდი არ არის, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სამივე გასვლაზე ვითამაშეთ. მწვრთნელი მართალია, ბევრი შეცდომა დავუშვით, სწრაფად უნდა დავუბრუნდეთ ჩვენს დონეს”, – თქვა ლამინე იამალმა. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (7)

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    schedule 09 სექ 2025, 02:30
    #7

    სადავეები არ უნდა გაექცეს ხელიდან

  • nika 54
    schedule 06 სექ 2025, 13:46
    #6

    მეც ვფიქრობდი მეჩვენებოდა, მაგრამ რაიოსთან თამაშის დროს კარგად გამოჩნდა, რომ ფეხბურთელები წარსულში არიან ჩარჩენილები, როცა ნებისმიერი თამაშის შემობრუნება შეგვეძლო რეალი იქნებოდა თუ სელტა. და ისევ განაგრძობენ ძველებურად თამაშს, როცა დარწმუნებული არიან, რო გოლი აუცილებლად გავა. ამის შედეგია ის გლეხურად რო ვთქვათ "ღორობა" რაც იმაში გამოიხატება, რომ ყველას უნდა გოლის გატანა. როგორც რუსმა კომენტატორმა თქვა ვისაც ბურთი აქვს ის ურტყავსო? იამალი ოქროს ბურთის ნომინანტებში იმიტომ მოხვდა, რომ მშვენიერ ასისტებს აკეთებდა, ეხლა კი გოლებიც ძალიან მოუნდა. ადრეა ჯერ 18 წლის ბავშვისთვის გოლეადორობაზე ფიქრი, ჯერ გუნდთან თამაში უნდა ისწავლოს რომ შედეგი მოვიდეს. თუ იმაზე ფიქრობს, რომ ლეოს გოლების რეკორდიც მოუხსნას ეს გუნდს ვერ მოუტანს შედეგს და ამიტომ სწორია ფლიკი. მხოლოდ გუნდური თამაში, სხვა ალტერნატივა არ არსებობს.

  • PUIOL5
    schedule 06 სექ 2025, 12:14
    #5

    ზუსტად თუ თავის თავზე ითამაშებენ მაშინ წარმატების შანსი არაა, ამიტომ არის საჭირო კონკურენტები, იამალს ძაან აუვარდა თავში და უნდა მოსვას სკამზე რომ ცოტა აზრზე მოვიდეს, იგივე ეხება რაფინიასაც. ლაპორტა რა @ლეცაა ყველამ ვიცით, წესიერი ტრანსფერი არ აღირს კლუბს, გაყიდე დეიონგი და იყიდე ჩამშლელი, ბევრი ნახევარმცველი გვყავს, შეიძლებოდა ფულის გაკეთება და საჭირო ხალხის მოყვანა, დეიონგი არაუხო ორივე გასაყიდი იყო და ვანდევენი პლუს ჩამშლელი მოეყვანათ, ვირჯილი რომ კაპიკებში გაუშვეს მაგას სხვა გუნდი 50 მოგვყიდიდა.

  • lesane C
    schedule 05 სექ 2025, 22:32
    #4

    იამალ თავზე არ გადაიჯვა თორე შენი კუმირის გზას გაუყვები

  • Fcbarcaforever
    schedule 05 სექ 2025, 21:45
    #3

    Balde psg stanac sheidzleba ar iyoso
    Grimaldo mainc moeyvanat

  • vaiman . vamsdrane
    schedule 05 სექ 2025, 21:31
    #2

    იამალი და რაფინია პირველ რიგში, იამალს თავი მართლა რონალდინიო გონია და სულ 2-3 კაცში უნდა რომ გაძვრეს. პასის მიცემა და პრაგმატიზმი ისწავლოს. ფერან ტორესი რა ლენჩიც არის კი ვიცით, მაგრამ 2 გოლის გატანა შეეძლო რადიოსთან, რაფინიას ცარიელ კართან რომ მიეცა პასი.

  • C.PC5
    schedule 05 სექ 2025, 21:16
    #1

    ფეოლას კიდევ ერთხელ დიდი მადლობა რომ საინტერესო სტატიებით მოაცოცხლებს ხოლმე საიტს. იმედია ატლეტიკის ეს სტატია ნამდვილად კარგად მოძიებული სიმართლეა და არაფერია გადამეტებული, აშკარად იყო ასეთი საუბრის საჭიროება და კარგია თუ ფლიკმა ეს გააკეთა. მარტივად რომ შევხედოთ დაცვა ისედაც ყველამ ვიცოდით ცუდ შედეგებს რომ დადებდა, მაგრამ სად წავიდა ლამაზი კომბინაციები? სად გაქრა ელვისებური კონტრშეტევები? სადაა ფლიკის გამანადგურებელი პრესინგი? ფლიკი ისევ ფლიკია მარა ფეხბურთელებს აშკარად რაღაც არეული აქვთ თავში. პრესეზონზეც მოდუნებულები იყვნენ და გადმოყვათ სტარტზეც, შარშანდელი სეზონის სტარტი ცუდი იყოვო უდიდესი სისულელეა დახეთქებული ამ სტატიაში, თამაშის ხარისხი რადიკალურად გაუმჯობესებული იყო წინა სეზონთან შედარებით და რანაირად უნდა ვყოფილიყავით უკმაყოფილო იმ სტარტით?! არ მინდა ისე გამოვიდეს თითქოს გადავეკიდე მარა ეს არეული სიტუაცია დიდწილად იამალის თავში ავარდნისგან მოდის, თამაშების დროსაც ვთქვი და კიდევ იმ აზრზე ვარ რომ ზედმეტს იღებს თავის თავზე, გასაგებია ყველაზე კარგად ამწვავებს თამაშს მარა დრიბლინგის მერე რას გააკეთებს ეს უფრო მნიშვნელოვანია შედეგისთვის! სამივე თამაშში ტიპი მომერთული იყო რომ საჯარიმოსთან მისვლისთანავე დაერტყა, კი გაიტანა გოლები მარა რამდენი გააფუჭა? მე ბევრი გოლი მინდა და რამდენ მომენტსაც მინდა გავაფუჭებო ეგრე არ გამოვა! ლევანას არყოფნაც წყენს მაგას რომ ვაკვირდები, ის ეტყვის და მერე როარ გააკეთოს პასი მართლა ჩახდის ბოლომდე შორტებს, ფერანს რომ აგდებულად უყურებენ გამოჩნდა რაფინიამ როარ გაუკეთა ორჯერ პასი საგოლე მომენტში. ბუნებრივია ყველაფერი იამალის ბრალი ვერ იქნება, სხვებიც უნდა იღებდნენ ინიციატივას და პირველი რაფინია უნდა იყოს, რომელიც ძალიან ინერტულია, შეახსენონ მაგას რომ ნეიმარი არაა და შედეგი მაგის სირბილს მოაქვს, პრესინგი-დაცვა ესაა რაფინია და არა ბურთის ლოდინი, ნახევარდაცვაც მოშვებული იყო, ბევრ შეცდომას უშვებდნენ და არ შეიძლება ასე, შეთამაშება არ აკლიათ და უბრალოდ მეტი ყურადღებაა საჭირო. ფლიკის ბრალეულობაც აღვნიშნოთ აქვე, არაა მთლად მარტო ფეხბურთელების ბრალი, სამი შეხვედრა გასვლაზე რომაა დაცვა რამენაირად უნდა დაალაგო და ითამაშო ეგრე სამივე თამაში, გარსია სკამის კაცი რომაა ხო იცის, რატო არ აყენებდა კუნდეს? შეტევაშიც ბევრად პროდუქტიულია და დაცვაში კედელია, გარსია როტაციაში და მორჩა მაგით. კრისტენსენიც სანამ ჯანმრთელია რატო არ იყენებს არ მესმის, გასაგებია არაუხოს გამოსწორებას წურავს ბოლომდე მარა კრისტენსენმა რა დააშავა? ყველაზე გამოცდილი და ცალსახად ყველაზე ჭკვიანია ამჟამად ჩვენს მცველებს შორის. იმედია ამ ექსპერიმენტობანასაც მორჩება თვითონ, მერე ფეხბურთელებიც მოვლენ იმედია აზრზე და გახურდება სეზონიც.