დეკუ და ჰანსი ფლიკი რაშფორდზე შეთანხმდნენ, მანამდე სხვა კანდიდატებზეც შეთანხმდნენ, მაგრამ ნიკოსა და დიასის შემთხვევაში არაფერი გამოვიდა, საბოლოოდ კი რაშფორდი ინათხოვრეს. ინგლისელი გასული სეზონის ყველაზე გამტან გუნდს შეუერთდა, კონკურენცია მაღალია, ან რაფინიასთან მოუწევს პირდაპირი კონკურენცია, ან, დანო ოლმოსთან, გავისთან და ფერმინთან, (რაფინიას ცენტრში დაყენების შემთხვევაში). რაშფორდი ხელფასის შემცირებას დათანხმდა, 15-დან 25%-მდე დაიკლო, რაც სხვადასხვა ბონუსებზე იქნება დამოკიდებული. “ბარსელონა” წელიწადში 14 მილიონ ევროს გადაუხდის, (ბონუსების გამოკლებით). კონტრაქტში ჩაიწერა სეზონის ბოლოს გამოსყიდვის უფლება, რომელიც 30 მილიონ ევროს შეადგენს.
თუ რაშფორდმა გაამართლა, 30 მილიონის გადადება ნამდვილად ღირს.
“ბარსელონასი” არ იყოს, “იუნაიტედსაც” თავისი გასჭირვებია, “ბარსაზე” გაცილებით დიდი შეცდომები დაუშვეს, განსაკუთრებით ტრანსფერების ამბავში, ფერგის წასვლის მერე ფეხზე ვერ დადგნენ და ახლა რაშფორდის თავიდან მოცილება თავისი ხელფასიანად მათთვის კარგი ამბავია. გასულ სეზონში სანამ გაანათხოვრებდნენ მარკუსმა “იუნაიტედის” რიგებში 7 გოლი შეაგდო, მაგრამ ამორიმის ნდობა ვერ მოიპოვა, 12 დეკემბერს “პლზენთან” ითამაშა და იქ მორჩა მისი მანჩესტერული ისტორია. “ვილაში” გაანათხოვრეს, მერე დაბრუნდა, მაგრამ ამორიმის მოთხოვნით გუნდისგან განცალკევებით ვარჯიშობდა. ბოლოს კი მისი ნომერი მატეუს კუნიას გადასცეს. ესე იგი, მრკუსს უთხრეს არაფერში გვჭირდები და ჯანდაბაში წასულხარო. რაშფორდი კიდევ გაცილებით მაგარ ადგილზე წავიდა და ახლა ჩემპიონთა ლიგაზეც ითამაშებს.
“იუნაიტედზე ცუდს ვერაფერს ვიტყვი, იქ გატარებული დრო ძალიან მნიშვნელოვანი იყო როგორც ჩემს კარიერაში, ისე ჩემს ცხოვრებაში. მათ წარმატებებს ვუსურვებ”, – თქვა მარკუსმა.
რაშფორდი დათანხმდა იმას, რაზეც ნიკომ უარი თქვა, ის ენდო “ბარსას” ხელმძღვანელებს, რომ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე დაარეგისტრირებენ. მსგავსი მოთხოვნა კონტრაქტში არ ჩაიწერა და შესაბამისად, რაშფორდს დაურეგისტრირებლობის შემთხვევაში წასვლა არ შეეძლება. კლუბმა მადლიერება გამოხატა ნდობის გამო. როგორც ირკვევა ლაპორტას რაშფორდის შეძენა იანვარში ურჩიეს, 21 იანვარს ლისაბონში შეხვედრაც შედგა, “ბენფიკასთან” მატჩამდე, არტურო კანალესი, რომელიც AC Talent-ს წარმოადგენს, დეკუს შეხვდა და რაშფორდის ექვსთვიანი იჯარა შესთავაზა, მაგრამ მაშინ სხვაგვარად გადაწყდა, რაც სულაც არ არის გასაკვირი, რადგან “ბარსას” იანვარში თავიდან მოუწია ზაფხულში ნაყიდი ფეხბურთელების დარეგისტრირებაზე ნერვიულობა. ფლიკმა რაშფორდის ვარიანტი მოიწონა და საუბარიც შედგა მათ შორის. როგორც ამბობენ ფლიკს მოსწონს მისი სათამაშო სტილი და უნარები. მაშინ მთელი ყურადღება და მობილიზებული თანხები დანი ოლმოსა და პაუ ვიქტორის ხელახალმა რეგისტრაციამ წაიღო. ლისაბონში შეხვედრიდან ცხრა დღეში რაშფორდი უკვე “ასტონ ვილას” ფორმით პოზირებდა.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოლაპარაკებებს ზაფხულში განაახლებდნენ, თუმცა, რაშფორდმა ეგეთი კარგი შთაბეჭდილებაც ვერ დატოვა “ასტონ ვილაში” რომ “ბარსას” პირველი კანდიდატი ყოფილიყო. თავიდან დიასზე გაკეთდა აქცენტი, შუა გზაში ლაპორტა დაარწმუნეს, რომ ისევ ნიკოს მიბრუნებოდნენ, მიუხედავად იმისა, რომ გასულ ზაფხულს ფეხბურთელი “ბარსას” ცუდად მოექცა, ლაპორტა დაჰყვა რჩევებს, მაგრამ შეცდა, ნიკომ ისევ გადააგდო “ბარსა”, დიასი კი “ლივერპულმა” არ გაუშვა, არც აპირებდნენ მის გაშვებას და ჟოტას დაღუპვის შემდეგ ტრანსფერი საერთოდ გამოირიცხა. ასე მიუბრუნდნენ მოლაპარაკებების მაგიდას მარკუს რაშფორდთან.
“გადაწყვეტილების მიღება რთული არ ყოფილა, “ბარსაში” გადმოსვლა ჯერ კიდევ იანვარში მსურდა, მაგრამ მაშინ სხვაგვარად მოხდა, “ვილაში” ნაყოფიერი პერიოდი გავატარე და საერთო ჯამში კმაყოფილი ვარ როგორც დასრულდა ყველაფერი, – თქვა ინგლისელმა – კლუბში ოჯახური გარემოა, ეს მიმანიშნებს, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე, ერთი სული მაქვს მოედანზე როდის გავალ და ქომაგების თვალწინ ვითამაშებ”.
რაშფორდმა თავისი კერპის ნომერი აირჩია, მოულოდნელი კია “მანჩესტერელი” “მეთოფეს” აღმერთებდეს, მაგრამ გიჟდებოდა რაშფორდი ტიერი ანრიზე და აიღო კიდეც მისი ნომერი. პირველი დღეები დამღლელი იყო, ინგლისელი სასტუმროში იქამდე დარჩება სანამ მუდმივ საცხოვრებელს არ შეარჩევს. ფოტოგრაფები კი ყველგან არიან ჩასაფრებულნი. არა უშავს, ეს გადამეტებული ყურადღება სწრაფად ჩაივლის.
“რაც არ უნდა მოხდეს შემდეგ სეზონში, ამ გადაწყვეტილებას არასდროს ვინანებ“, – თქვა რაშფორდმა. კაცმა არ იცის რა ხდება მის თავში. იწერება, რომ სანამ ტრანსფერი შედგებოდა რაშფორდს რამდენიმე ფეხბურთელთან მიმოწერა ჰქონდა, მათ შორის, ლამინე იამალთანაც. და ნიკოსგან განსხვავებით ტყუილი არ უთქვამს – ფორმა გამიმზადეთ, გადმოვდივარო.
“იამალი დიდი ტალანტია, გასულ სეზონში ერთ-ერთი წმყვანი ფეხბურთელი იყო მსოფლიოში, თუ არა საუკეთესო. სპორტში ყველგან ასეა, ყველას სურს, რომ საუკეთესოებთან ერთად ითამაშოს”.
ახლა მთავარი საკითხი რაშფორდის მონდომება და მზადყოფნაა, ფლიკი ყველასგან მაქსიმუმს ითხოვს და კლუბის შიდა წყაროც მნიშვნელოვან მინიშნებებს აკეთებს – “ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ კარგი ფეხბურთელია, ძალიან მაღალი კლასის, მაგრამ პრესინგზე ბევრი მუაობა მოუწევს, თუ “ბარსა” თავს იცავს და შემტევი თავდაცვაში არ არის ჩართული, მორჩა, ფლიკისთვის დამთავრებული ხარ”.
“აქ ყველა ბედნიერია, ამის გამო მათთან ურთიერთობა მარტივია, როცა ასეთი გარემოა ყვლაფერი მარტივად გამოდის, თუმცა, ამავე დროს დიდი ამბიციაც დავინახე, შეიძლება ითქვას, რომ ჩემთვის იდეალური ადგილია”, – თქვა რაშფორდმა.
ერთი მნიშვნელოვანი ამბავიც. მარკუსის პოზიცია ინგლისის ნაკრებში შეირყა, მას მერე რაც მისი კარიერა ვერ წარიმართა სათანადოდ, ახლა კი შრომა მოუწევს, რადგან მომავალ წელს მსოფლიო ჩეპიონატია, იქ მოხვედრა კი ყველა ფეხბურთელის ოცნებაა.
JustBarcaLover,
იყიდიან რათქმაუნდა რადგან ჭკვიანი ხელმძღვანელობა ყავთ მაგას არ ხარჯავდნენ აქამდე ბევრს და ეხა მიაყარესს ერთბაშად აგერ დიაზს ნუნიეს გაყიდიან დაამატებენს ფულს და მოიყვანენ ისაკსაც
Wesleyy, ტიპებმა ყველა იყიდეს და ჩვენ იჯარით დამატებაზე გვიტრაკებენ, ფეირ ფლეი მხოლოდ ჩვენზე მოქმედებს ნეტა?
პიკესნაირი ბარსელონას მოყვარული ცოტა თუ გაგახსენდება ადამიანს, რა დაგიშავა? როცა მიხვდა რომ აღარ შეეძლო თავისით წავიდა და გაწყვიტა კონტრაქტი, შეეძლო სკამზე დარჩენილიყო და აეღო ხელფასი ბოლომდე
სირცხვილია ლეგენდების არდაფასება
ნეტა რას ჩურჩულებდნენ ლაპორტა და ფლიკი ვარჯიშზე 😂🤣ფაიზაღი რომელიღაცა ფეხბურთელზე ახუჭუჭებს მიდი შანსი მიეო და ფლიკის ხელების შლით და სახის გამომეტყველებით თუ ვიმსჯელებთ რავარც ჩემგან არ გამოვა სალამურიო ისე მაგისგან ფეხბურთელიო 😂( ნუ ეს ჩემი ვარიანტია ) … შეილება სხვა თემაზე ბრჭობდნენ
ლიგის მოგება მაგრა გაჭირდება აგერ ლივერპულს ისაკიც მიყავს ბაიერნს დიასი არსენალმა გიოკერეში და კიდე ბევრი გრანდი საგრძნობლად ძლიერდება
მაგ ლივერპულს ამ სიცხეში სუ შიგ შეუვარდა მგონი …. თან მაგ ისაკის იმხელა ფასად ყიდვას აპირებენ მგონი ვირცზე ძვირი გამოდის და საერთოდ კლუბის ისტორიაში ყველაზე ძვირი ტრანსფერიო ….. მაგათთან კიმარა ფეირპლეის წესი არ არსებობს? თუ ჩვენ ვართ მარტო კრავები ეს ლალიგა რომ გვაჩმორებს 😂
სქემაში ვერ ვიტყვი როგორ ჩაჯდება, მაგრამ სახელფასო სქემაში რო ნამეტანი მჭიდროდ ჩაჯდა ეს ფაქტია. რაც ამან იხვეწა აქ გადმოსვლა ხელფასსაც დავიკლებო იფიცებოდა და 14 მილიონი? არვიცი რას აქვს ლაპორტას თავში. ან ბუღალტერიაში.
ქონდა მგონი 18, მოვიდა უფასოდ და დაიკლო 4 მილონი და დათანხმდა 14. გუნდში გყავდა ვეტერანები ( ვითომ ლეგენდა ალბა მაგალითად) ვინებმაც ბოლო წლების ბარსელონას ყველა სირვხვილში გადამწყვეტი როლები ითამაშეს და კორონას და დედის ტკნის დროს დოლარი არ დაუკლიათ გუნდისთვის ხელფასი, იმის მიუხედავათ რომ ხედავდნენ რა დღეში იყო კლუბი და მენეჯმენტი ეხვეწებოდა დაკლებას.ალბა, პიკე, ბუსკეცი და შტეგენი . ამის შემდეგ ახალი მოსულ ადამიანზე ვინც ბევრი გარისკა ( საერთოდ არ იცის დაარეგისტრირებენ თუ არა) და მოვიდა ამ გაურკვევლობაში, რატომ გაქვთ ამხელა აგრესია ვერ ვხვდები? გასაგებია მეც მერჩივნა საერთოდ უფასოდ ეთამაშა და დაჟე ერთი 10 ლიმონი შემოეწირა კლუბისთვის მაგრამ ასე სად არის? შენი თავი დააყენე მაგის ადგილას აბა? საერთოდ იმ 4 მილიონსაც დაიფიცები რო
დაიკლებდი?🫣 ადვილია სხვისი განსჯა ხო? კაით რა, ამ დედააფეთქებულ გუნდში სადაც მართლა ფეხბურთელების და მწვრთნელის გარდა მგონი არავინ რომ არ არის თავის საქმის პროფეაიონალი, უფასოდ მოსული რაშფორდის ხელფასის გარდა სხვა პრობლემას ვერ ხედავთ?
აგრესია შენ გეტყობა და ნერვებს გაუფრთხილდი. რა შენი საქმეა მე რაშფორდზე რას ვიტყვი, ზოგიერთივით დედა ვაგინე? არა მაქვს უფლება ჩემი აზრი მქონდეს თუ შენ უნდა გკითხო რას ვფიქრობ და როგორ დავწერო.
jacky iakovenko,
ლიგის მოგება მაგრა გაჭირდება აგერ ლივერპულს ისაკიც მიყავს ბაიერნს დიასი არსენალმა გიოკერეში და კიდე ბევრი გრანდი საგრძნობლად ძლიერდება
არა ისე მადა კი აქვს ლაპორტას .. ომახიანად გაიძახის ლიგა გვინდა წელსო და ეს კრავი მგლების ხროვაში რავიცი რავიცი
ვსოო მეტს არავის აღარ დავიმატებთო ლაპორტამ, რეზერვიდან შევავსებთ გუნდსო. გაყიდიან ეხლა ვინმეს და დაარეგისტრირებენ გარსია-რაშფორდს.
ლაპორტამ მეტი ტრანსფერი აღარ იქნებაო წელს
ეგ ფლიკის გარდა ვინმემ იცის ?!
ამის ტრანსფერს ერთი დიდი პლუსი აქვს
დიასი არ მოვიყვანეთ
არ ვიცი გამართლებს თუ არა.
ასე ჩამქრალი პრესპექტიული ფეხბურთელი არავინ გახსნილა და იმედია ეს იქნება პირველი.
ალო ალო რიონი 1-2 1-2 გუშინ ლაპორტამ მისცა ინტერვიუ …. დღეს აგერ ცხელცხელა კუნდემ შეათანხმა კონტრაქტი 2030-მდე 👀
მესი და ალბა დასაჯეს 😂მლს-ის ოლ-სთარში არ ითამაშეს და 1 თამაშიანი დისკვალიფიკაცია მისცეს
პაუ ვიქტორაც მივაყიდეთ
სქემაში ვერ ვიტყვი როგორ ჩაჯდება, მაგრამ სახელფასო სქემაში რო ნამეტანი მჭიდროდ ჩაჯდა ეს ფაქტია. რაც ამან იხვეწა აქ გადმოსვლა ხელფასსაც დავიკლებო იფიცებოდა და 14 მილიონი? არვიცი რას აქვს ლაპორტას თავში. ან ბუღალტერიაში.
ქონდა მგონი 18, მოვიდა უფასოდ და დაიკლო 4 მილონი და დათანხმდა 14. გუნდში გყავდა ვეტერანები ( ვითომ ლეგენდა ალბა მაგალითად) ვინებმაც ბოლო წლების ბარსელონას ყველა სირვხვილში გადამწყვეტი როლები ითამაშეს და კორონას და დედის ტკნის დროს დოლარი არ დაუკლიათ გუნდისთვის ხელფასი, იმის მიუხედავათ რომ ხედავდნენ რა დღეში იყო კლუბი და მენეჯმენტი ეხვეწებოდა დაკლებას.ალბა, პიკე, ბუსკეცი და შტეგენი . ამის შემდეგ ახალი მოსულ ადამიანზე ვინც ბევრი გარისკა ( საერთოდ არ იცის დაარეგისტრირებენ თუ არა) და მოვიდა ამ გაურკვევლობაში, რატომ გაქვთ ამხელა აგრესია ვერ ვხვდები? გასაგებია მეც მერჩივნა საერთოდ უფასოდ ეთამაშა და დაჟე ერთი 10 ლიმონი შემოეწირა კლუბისთვის მაგრამ ასე სად არის? შენი თავი დააყენე მაგის ადგილას აბა? საერთოდ იმ 4 მილიონსაც დაიფიცები რო
დაიკლებდი?🫣 ადვილია სხვისი განსჯა ხო? კაით რა, ამ დედააფეთქებულ გუნდში სადაც მართლა ფეხბურთელების და მწვრთნელის გარდა მგონი არავინ რომ არ არის თავის საქმის პროფეაიონალი, უფასოდ მოსული რაშფორდის ხელფასის გარდა სხვა პრობლემას ვერ ხედავთ?
დააცადეთ ხალხო იქნება ამართლებს ჯერ არც უთამაშია ეგრევე რო გაუსწარით მოვლენებს
ფაბრიციომ რაღაც კარგი სიახლეო ბარსასთვის და რახდება მალევე მერე მესსი პოსტიც მიაყოლა breaking news რახდება ?
რატომღაც მჯერა რომ ბარსაში მოიხოდება და წარმატებას მიაღწევს
ეს ნეგატივი ისევ 🤣😂
ღმერთმა ქნას ვცდებოდე, მაგრამ 100% მჯერა რომ ეს ბარსაში წარმატებას ვერ მიღწევს
სქემაში ვერ ვიტყვი როგორ ჩაჯდება, მაგრამ სახელფასო სქემაში რო ნამეტანი მჭიდროდ ჩაჯდა ეს ფაქტია. რაც ამან იხვეწა აქ გადმოსვლა ხელფასსაც დავიკლებო იფიცებოდა და 14 მილიონი? არვიცი რას აქვს ლაპორტას თავში. ან ბუღალტერიაში.
თქვენი აზრით როგორ ჩაჯდება სქემაში რაშფორდი?