workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ფლიკის სია – რას გადაწყვეტს გერმანელი

ფლიკის სია – რას გადაწყვეტს გერმანელი

   2025/26 წლების სეზონი “ბარსასთვის” კვირას დაიწყება. ფლიკმა ფეხბურთელები 13 ივლისს დაიბარა სამედიცინო შემოწმებაზე, ერთთვიანი დასვენების შემდეგ. აბსოლუტურად ყველა ფეხბურთელს პირველივე დღიდან ელიან, რადგან “ბარსა” მსოფლიოს საკლუბო ტურნირში ჩართული არ ყოფილა და არც სანაკრებო თამაშები ჩატარებულა. 

ვარჯიშები ორშაბათს დაიწყება, მერე “ბარსა” აზიურ ტურნეში წავა, ჯერ იაპონიში ითამაშებს “ვისელ კობესთან”, მერე კი კორეაში – “სეულთან” და “დაგუსთან”. ამ დროისთვის მხოლოდ ერთი ტრანსფერია დასრულებული, “ბარსას” რიგებს ჟოან გარსია შეემატა, ნიკო უილიამსმა “ბილბაოში” დარჩენა გადაწყვიტა. თუმცა, ფანჯრის დახურვამდე დიდი დროა და ახალ ფეხბურთელებსაც ელიან. მანამდე კი ჰანსი ფლიკს რამდენიმე საკითხი აქვს გადასაწყვეტი. 

ტერ შტეგენის საკითხი 

“ბარსას” შტეგენის გაშვება სურს, რადგან გერმანელს მაღალი ხელფასი აქვს, მისი შეცვლა კი შესაძლებელია, ამაში გასულ სეზონშიც დარწმუნდნენ, შესაბამისად, ამხელა თანხის გადახდა კრიზისის დროს ლაპორტას მიზანშეწონილად არ მიაჩნია. მეორე მხრივ, შტეგენს კონტრაქტის ბოლომდე, ესე იგი, 2028 წლამდე სურს დარჩენა. შიდა წყაროს ცნობით ფლიკი შტეგენთან საუბარს ორშაბათს აპირებს, იწერება, რომ ჰანსი აპირებს შტეგენს გაუმხილოს, რომ მომავალ სეზონში პირველ ნომრად მას ვერ ხედავს, რაც ბიძგი იქნება კლუბი დატოვოს, კონტრაქტი შტეგენის მხარეს არის, მაგრამ კლუბს იმედი აქვს, რომ შტეგენზე მსოფლიო ჩემპიონატი იქონიებს გავლენას, ნოიერის ნაკრებიდან წასვლის მერე შტეგენს დიდ სანაკრებო ტურნირზე თამაშის შანსი გაუჩნდა, ამისათვის მუდმივი სათამაშო პრაქტიკა სჭირდება, “ბარსელონაში” იმედოვნებენ, რომ მუნდიალი გადამწყვეტ როლს ითამაშებს. 

კარგი მეკარე კიდევ ბევრს სჭირდება. დიდ თანხას ინგლისელები ყველა შემთხვევაში გადაიხდიან. თუმცა, “ბარსელონა” იმაზეც კი არის თანახმა რომ შტეგენი რაც შეიძლება დაბალ ფასად გაუშვას კლუბიდან. ამაზე უარს არავინ იტყვის. 

 

“ბარსა” შესნის კიდევ ორი წლით დაიტოვებს, კლუბი კმაყოფილია მისი თამაშით და იმ გავლენით რაც პოლონელს გასახდელში აქვს, დიდი გამოცდილების მქონე ფეხბურთელია, კლუბს კი სწორედ ასეთი სჭირდება მეორე ნომრად. არის მეოთხე მეკარეც – ინიაკი პენია. უკვე დიდი ხანია ელიან, რომ კლუბს დატოვებს, მაგრამ ჯერ ისევ აქ არის, 26 წლის ასაკში წესით თამაში უნდა სურდეს, ახლა კი მეოთხე ნომერია და წასვლასაც არ ჩქარობს. კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებს. როგორც ამბობენ პენია შესაფერის ვარიანტს ელის. 

თუ კლუბი პენიამ და შტეგენმა დატოვეს, აკადემიიდან დააწინაურებენ 19 წლის დიეგო კოხენს, რომელსაც დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. 

რაშფორდი და დიაში 

ზაფხულის დასაწყისში ფლიკი და დეკუ შეთანხმდნენ, რომ კლუბს მარცხენა გარემარბი სჭირდება. ნიკო კარგი ვარიანტი იყო, მაგრამ ხელიდან გამოეცალათ, ბევრი ფეხბურთელი აღარც არის დარჩენილი, რომელსაც დიდი სარგებლის მოტანა შეუძლია, ახლა მხოლოდ ორ კანდიდატზე ბჭობენ – რაშფორდი და დიაში. დეკუსთვის პრიორიტეტი დიაშია, მაგრამ “ლივერპულისგან” უარია და დიეგუ ჟოტას ტრაგედიის მერე რთულად სავარაუდოა, რომ კიდევ ერთ შემტევს შეელიონ. (მიუხედავად პოზიციური სხვაობისა) 

 

მეორე კანდიდატი რაშფორდია, ერთ დროს ვარსკვლავბიჭუნა, რომელმაც ვერ გაამართლა. თუმცა, პოსტ-ფერგიუსონის “მანჩესტერში” არც არავის გაუმართლებია. რაშფორდი არასტაბილურია, ტრავმებისკენ მიდრეკილი, თუმცა, “ასტონ ვილაში” მეორე სუნთქვა გაეხსნა და მშვენიერი სეზონიც ჩაატარა, მათ შორის, ჩემპიონთა ლიგაზეც. წესით, უნდა გამოადგეს “ბარსას”. თუ უილიამსის შემთხვევაში ვიტყოდით, რომ 100%-ით ძირითადში იქნებოდა და რაფინია ცენტრში გადაინაცვლებდა, რაშფორდის შემთხვევაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ უბრალოდ კონკურენციაში ჩაებმება. 

სავარაუდოდ ეს საკითხი ზაფხულის ბოლომდე გასტანს. 

ვინ რჩება, ვინ მიდის 

არაუხოს ნდობა გამოუცხადეს, კიდევ ერთხელ. შეგახსენებთ, რომ სეზონის წინ მისი გაყიდვა სურდათ, მაგრამ ფლიკი რაფინიამ გადაარწმუნა, არაუხო ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურააო, დარჩა ურუგვაელი, თუმცა, ყველაზე ცუდი სეზონი ჰქონდა “ბარსელონაში”, ახლა კი ისევ ნდობა გამოუცხადეს, კლუბში სჯერათ, რომ ფორმას დაიბრუნებს. არაუხო დათქმულ დროზე ოთხი დღით ადრე დაბრუნდა მოსამზადებლად. 

აი, კრისტენსენის დატოვება აღარ სურთ, მაგრამ დანიელს მოსწონს ბარსელონაში ცხოვრება და წასვლას არ აპირებს. მხოლოდ ერთი წელი დარჩა კონტრაქტით, დაცვაში კონკურენცია ისედაც დიდია, “ბარსას” ადგილის გამოთავისუფლება სურს. კუბარსი და ინიგო ხელშეუხებლები არიან. “ბარსას” ჰყავს ასევე ერიკ გარსია, რომელიც ფლიკს მოსწონს მისი უნივერსალიზმის გამო, არაუხოს ტოვებენ და.. თითქოს კრისტენსენის ადგილი აღარ არის. 

ფერმინ ლოპესის გვარმა გაიჟღერა გერმანიაში, ჯამალ მუსიალას შემცვლელად, ფეხი მოიტეხა უნიჭიერესმა ფეხბურთელმა და ფერმინი თითქოს მის შემცვლელად სურდათ, მაგრამ ფლიკმა პირადად თხოვა დარჩენა. როგორც ჩანს, მასთან მიმართებით გეგმები აქვს. 

 

ელიან პაუ ვიქტორის წასვლას, რადგან სათანადო დროს ვერ იღებს და კიდევ ერთი შემტევის მოსვლის მერე მით უმეტეს ვერ მიიღებს. მან ლევანდოვსკის შემცვლელად ადგილი ფერან ტორესთან დათმო, თავის მხრივ, ტორესი უკვე ძირითადისთვის იბრძოლებს და ექნება იმედი, რომ მობერებულ ლევანდოვსკის აჯობებს, რომელიც კონტრაქტით გათვალისწინებულ ბოლო წელს დაიწყებს “ბარსელონაში”. 

მოულოდნელი ხმა გავრცელდა კასადოს შესახებ, კლუბში მიაჩნიათ, რომ მისი გაყიდვისთვის კარგი დროა, რაც გაუგონარი ამბავია, რადგან საქმე ეხება ძალიან ახალგაზრდა, უნიჭიერეს ფეხბურთელს. მან ძირითადში ადგილი დე იონგთან ბრძოლაში დაკარგა, შესანიშნავი სეზონი ჩაატარა და ბოლოს მძიმე ტრავმაც მიიღო. ახლა “ბარსას” სამი გამორჩეული ფეხბურთელი ჰყავს საყრდენზე – ფრენკი დე იონგი, მარკ კასადო, და მარკ ბერნალი, რომელიც მომავალი ბუსკეტსია, თუმცა, რა ფორმაში დაბრუნდება იოგების ტრავმის მერე კაცმა არ იცის. საჭიროა სამი საყრდენი? არა, მაგრამ კასადოს გაყიდვა მაინც სიგიჟე მგონია. ამას ემატება ერიკ გარსია, რომელსაც ფლიკი ხშირად იყენებდა საყრდენ ნახევარმცველად. 

თავად კასადოს დარჩენა სურს. 

კიდევ მოდის შევსება? 

სიგიჟეა! ყოველ წელს ახალ ვარსკვლავს ვეცნობით, ბოლოს კასადო და ბერნალი გამოჩდნენ, მანამდე კუბარსი და იამალი, მანამდე გავი და ბალდე, არა და არ მთავრდება და ამას რა სჯობია?! 

ლა მასიადან დაწინაურებას უპირებენ ჟოფრე ტორენტსს, რომელიც მარცხენა მცველია და კარგი პრესა აქვს, ამბობენ, რომ ძალიან ტექნიკურია და ამავე დროს ფიზიკურად ძლიერი, შეუძლია ჟერარ მარტინთან კონკურენციაში ვიხილოთ, ბალდეს შემცვლელის როლისთვის. 

ტონი ფერნანდესი ფლიკის ფავორიტი ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელსაც კოპა დელ რეიზე მისცა კიდეც სათამაშო დრო. ტონი შემტევია და ყველა პოზიციაზე შეუძლია თავდასხმაში თამაში. ასევე, ყურადღების ქვეშ არის ჟული ფერნანდესი, ტონის ძმა, რომელიც ამჯამად 19-წლამდელთა გუნდშია. 

ასევე, ვარჯიშზე ელიან ქუიმ ჟინიენსა და იან ვირჯილს. მოკლედ, ახალ სახეებს კვლავ უნდა ველოდოთ. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (31)

  • Rivaldo
    schedule 12 ივლ 2025, 12:40
    #31

    ან რაის ხლიერ კონკურენციაზე ბაზრობთ თქვენც რა გჭირთ ტო? ვერ ხვდებით რომ კოსმოსურ ხელფასს ეს ლამის გაკოტრებული გუნდი სათადარიგო ფეხბურთელს ვერ გადაუხდის? რა შუააშია კონკურენცია? ვინმე დებილი ვართ აქ და ვერ ვხვდებით რომ მეორე მეკარედ შტეგენი ჯობია მწეველას??? გასაგებია ჯობია, მაგრამ მეორე მეკარეს 15 მილიონი სამ წელიწადში 45 მილიონი უნდა უხადონ? ამას წელში გამართული გუნდი არ და ვერ იზავს და ბარსელონა უფასო ხალხს ვერ არეგისტრირებს ხალხნოოოო? გამოიხედეთ თვალებში🫩. ხომ მოვწიეთ ნიკოს მოსაწევი, ხომ დავაყოლეთ ლუისი, ეხლა ლეაოს გვაწევინებენ🥴 კარგით რა მართლა ვერ ხვდებით რომ მძიმე მდგომარეობაა გუნდში და უბრალოდ მეორე წელია მთელი სატრანსფერო სეზონი გვატყუებენ? ვააა კაროჩე რა, ნამეტანი ოპტიმისტი სასტავი ხარ ბრატცი

  • Rick Sanchez
    schedule 11 ივლ 2025, 21:51
    #30

    ციტატა: პენდრაგონი

    ციტატა: Rick Sanchez
    ტონიმ იმ მცირე დროის განმავლობაში რაც ითამაშა, თუ შეიძლება დასკვნების გამოტანა, დიდად საოცარი ტალანტი ვერ დავინახე.


    დანი როდრიგესში გერევა მემგონი, ხელი რომ მოიტეხა


    არაა გამორიცხული მერეოდეს და მგონი მართალიც ხარ.

  • Asdfgj123
    schedule 11 ივლ 2025, 21:15
    #29

    ციტატა: Karkatsofot
    jacky iakovenko, ახლო მომავალი არვიცი მარა ისე რატოარა?

    Asdfgj123, ლაპორტამ ხო იცის რა კი რაღაცას დაამსგავსა გუნდი მარა ამ დროში ალბათ ამას ყველა მოხერხებდა ეგრწ მგონია რო პიკეს ეგრე მარტივად ვერაფერში მოატყუებენ როგორც ლაპორტას და დეკუს მაინც გააიმეინებს მინიმუმ და პერეზის ჩათლახობებს მიხვდება


    ლაპორტსს კიდე ამოყავს, უაზრობა თორე შეიძლება ლიგაც დაგვრდო.. მანამდე ლიგა კი არა ჯგუფში ვრჩევოდით

  • nika 54
    schedule 11 ივლ 2025, 15:03
    #28

    ციტატა: Wesleyy
    რაშფორდზე დაიწერა ფლიკი თანახმა არიო


    და რა ექნა ამ საცოდავს, ხედავს რო სერიოზულ ტრანსფერს ვერ აღირსებენ და სულ უფეხბურთელებოთ ხო არ დარჩება.

  • jacky iakovenko
    schedule 11 ივლ 2025, 12:32
    #27

    ციტატა: Albicelecte
    ცუდი არაა, რომ დეკო ქრონიკული ძუნწია;
    რა დიაცში 90 ლიმონი და ნიკოში 100?! სიგიჟეა უბრალოდ…
    ამ "ტრანსფერი მინდამ" ქნა, რომ დემბელე-კოუტინიო-გრიზმანის სამეულში 370 ლიმონი გაისროლეს და მიიღეს სრული კრახი…
    მარცხენა ფლანგელია იან ვირჯილი, გყავს რაფინია, რომელსაც ჰქონდა სასწაული სეზონი;
    რაფინიას დასასვენებლად და როტაციისათვის ანსის მიცემა ძალიან ჭკვიანურია, თან გამოცდილებას მიიღებს და თანაც არც სკამიდან შემოსვლას იუკადრისებს; ნელ-ნება ძირითადს გაუშინაურდება და 2-3 სეზონის მერე სერიოზული ვინგერი იქნება
    და ასევე ტონი ფერნანდესის 9-იანზე მოსინჯვა
    გრიმალდოსა და კუკურელას "ჩამოფასებამ" კარგი რა მოიტანა? ახალგაზრდების მიმართ ნდობა არის წარმატების წინაპირობა


    აბიჯო კაცი პიროვნება 👌დეკოს და ლაპორას ჰეიტერებო 😂

  • ვისკა ბარსა
    schedule 11 ივლ 2025, 11:49
    #26

    სჯობს პენია გავუშვათ რას აპირებს მეოთხე მეკარედ არ ვიცი,ტერ შტეგენი მინდა დარჩეს მაგრამ არ მოხდება ეგრე უეჭველი,აი ორშაბათს გადაწყდება ტერ შტეგენი იქნება რეზერვი თუ შესნი.საყრდენზე უნდა გავუშვათ დე იონგი კარგი მაყუთიც უნდა შემოვიდეს,კასადო და ბერნალი გვყავს ორივე ერთმანეთს შეცვლიან არაა პრობლემა.არაუხო უნდა გაიყიდოს სასწრაფოდ მაგის ფაფხურობა და ლიგიდან გამოვარდნა ერთია.ლევანდოვსკიც უნდა წავიდეს დაბერდა აღარ შეუძლია იმდენის გატანა როგორც ადრე.ამ ფეხბურთელების გაყიდვით სახელფასო ჭერიც და ფინანსური პრობლემებიც შემცირდება მაგრამ ისეთი დასლევებული ხელმძღვანელობა გვყავს ერთსაც არ გაყიდიან აქედან

  • walker599
    schedule 11 ივლ 2025, 09:06
    #25

    ლა მასია ისევ და ისევ ლამასია არავინ მაგათზე უკეთესი არ არის.
    რეშფორდი მოიყვანონ ერთი რო ბევრ პოზიციაზე თამაშობს და რადგან ესე ძალიან უნდა დიდი მოტივაცია ექნება და თუ ვერ გაამართლება წავა უკან, ტრავმიანობა თუ არ იქნება ფერმინს და ოლმოს ხშირად ვნახავთ ან მარცხენა ფლანგზე ან ცრუ ცხრიანებად, ბერნალი და კასადო თუ იქნებიან ხოდზე ძაან დიდი კონკურენცია

    [quote=walker599]ლა მასია ისევ და ისევ ლამასია არავინ მაგათზე უკეთესი არ არის.
    რეშფორდი მოიყვანონ ერთი რო ბევრ პოზიციაზე თამაშობს და რადგან ესე ძალიან უნდა დიდი მოტივაცია ექნება და თუ ვერ გაამართლება წავა უკან, ტრავმიანობა თუ არ იქნება ფერმინს და ოლმოს ხშირად ვნახავთ ან მარცხენა ფლანგზე ან ცრუ ცხრიანებად, ბერნალი და კასადო თუ იქნებიან ხოდზე ძაან დიდი კონკურენცია წავა და ბევრად მოუმატებს და გაიზრდება ყველა.

  • Bakero
    schedule 11 ივლ 2025, 03:16
    #24

    უკეთეს შემთხვევაში რაშფორდი შეგვრჩება და სულ ეგ არის ლამასიას რაც შეეხება ჯეფრე ტორენტსს ტექნიკის გარდა სიმაღლეც კარგი აქვს წესით ხერარდ მარტინს უნდა აჯობოს და იან ვირჯილიც კაი ბიჭია მოკლედ ნახავს მაგათ ფლიკი საქმეში…..კატასტროფა ის არის დებილი დეკუ რომ გუნდიდან ვერავის ვერც ყიდის და ვერც უშვებს rage

  • Albicelecte
    schedule 11 ივლ 2025, 03:15
    #23

    ცუდი არაა, რომ დეკო ქრონიკული ძუნწია;
    რა დიაცში 90 ლიმონი და ნიკოში 100?! სიგიჟეა უბრალოდ…
    ამ "ტრანსფერი მინდამ" ქნა, რომ დემბელე-კოუტინიო-გრიზმანის სამეულში 370 ლიმონი გაისროლეს და მიიღეს სრული კრახი…
    მარცხენა ფლანგელია იან ვირჯილი, გყავს რაფინია, რომელსაც ჰქონდა სასწაული სეზონი;
    რაფინიას დასასვენებლად და როტაციისათვის ანსის მიცემა ძალიან ჭკვიანურია, თან გამოცდილებას მიიღებს და თანაც არც სკამიდან შემოსვლას იუკადრისებს; ნელ-ნება ძირითადს გაუშინაურდება და 2-3 სეზონის მერე სერიოზული ვინგერი იქნება
    და ასევე ტონი ფერნანდესის 9-იანზე მოსინჯვა
    გრიმალდოსა და კუკურელას "ჩამოფასებამ" კარგი რა მოიტანა? ახალგაზრდების მიმართ ნდობა არის წარმატების წინაპირობა

  • Wesleyy
    schedule 11 ივლ 2025, 01:58
    #22

    რაშფორდზე დაიწერა ფლიკი თანახმა არიო

  • jacky iakovenko
    schedule 11 ივლ 2025, 01:31
    #21

    ციტატა: NN
    jacky iakovenko, რადაბოლება და 1:1 ზე დაბრუნდაო გავიდა ამდენიხანი და ჯერ ნიკოზე დაიწერა მერე დიასზე ხან ლეაო ხან ლუკმენი და საბოლოოდ ის შვედი როიყიდეს ოფიციალურად არცაა ნაყიდი ეგ და ბოლოს იტყვიან ჩვენ ისეთი გუნდი გვყავს არავის დამატება არ გვჭირდებაო და ვიყოთ ლევანდოვსკის და ტორესის იმედზე


    მაგ ახალზე დღეს მოვკარი თვალი ტვიტერზე შეილება გაასხვისონო საერთოდ 😂მოკლედ ვისი ვისსაშია კაცი ვერ გაიგებს რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ისევ ტებასს ვუსმენ მე და ის ძუნკალი კიდე იძახის ბარსამ ვინმე რომ დაიმატოს ტოპ კლასის მაშინ ვინმე მაღალანაზღაურებადი უნდა გაყიდოსო და ჩვენები კიდე მაღალანაზღაურებადს კიარა ვერავის ვერ ყიდიან 🥴