მაშ ასე, “ბარსამ” “ესპანიოლიდან” ჟოან გარსია შეიძინა. კლუბმა ჯერ კიდევ გასულ კვირას გადაიხადა გამოსასყიდი 25 მილიონი ევრო, ამ კვირაში სხვა ფორმალობებიც შეათანხმა და ტრანსფერი გაოფიციალურდა. გარსიას ტრანსფერი რამდენიმე ფაქტორის გამო იწვევს ყურადღებას.
პირველ რიგში, “მეზობლური” ტრანსფერია აღსანიშნი, ორივე კლუბში ბევრ ფეხბურთელს უთამაშია, მაგრამ ასე პირდაირ ტრანსფერზე თუა საუბარი ყოველთვის მეორე ხარისხოვან ფეხბურთელებთან გვაქვს საქმე, სხვა შემთხვევაში ტრანსფერს ყოველთვის რთულად აღიქვამენ. “ბარსელონასი” არ იყოს “ესპანიოლსაც” ვერ უდგას კარგი დღე, ამიტომ, აუცილებელი იყო ამ შანსის გამოყენება. ეს ტრანსფერი კლუბის ისტორიაში სიდიდით მეორეა, პირველ ადგილზე 2019 წელს ბორხა იგლესიასში აღებული 28 მილიონი ევროა, ფეხბურთელი “ბეტისმა” შეიძინა. 2024 წლის ბოლო კლუბს 67 მილიონი ევროს ვალი ჰქონდა, გადაუხდელობის შემთხვევაში ტრანსფერის გაკეთებასაც ვეღარ შეძლებდნენ, ამიტომ, გარსიას ტრანსფერი სწრაფად გაფორმდა.
გარსიას ხელფასი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება, “ესპანიოლში” მისი შემოსავალი წლიური 400’000 ევრო იყო, “ბარსაში” ეს თანხა 3 მილიონამდე გაიზრდება. თითქოს მარტივია ყველაფერი, მაგრამ მაინც გაუჭირდა “მტრის ბანაკში” გადასვლა. გასულ სეზონში მუდმივად უარჰყოფდა “ბარსაში” შესაძლო ტრანსფერს, ამბობდა, რომ “ესპანიოლში” 15 წლის ასაკში მივიდა და კლუბის ერთგული დარჩებოდა. გარსია კლუბის ქომაგებს სოციალური ქსელის მეშვეობით დაემშვიდობა და კომენტარებიც გამორთო, რადგან, ლანძღვას ვერ ასცდებოდა. 31 წლის შემდეგ ის გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელიც “ესპანიოლიდან” პირდაპირ “ბარსელონაში” გადავიდა.
გარსიამ დაწერა – „ვიცი, რომ ეს გადაწყვეტილება ყველასთვის ადვილი გასაგები არ იქნება, არც გთხოვთ გამიგოთ, თუმცა, მინდა იცოდეთ, რომ გადაწყვეტილება მარტივად არ მიმიღია, ამაზე ბევრი ვიფიქრე, გავითვალისწინე ჩემი კარიერული გამოწვევები, გავითვალისწინე ჩემი ოჯახი და კლუბი. გემშვიდობებით და მჯერა, რომ აქ გატარებულმა პერიოდმა უკეთეს ადამიანად მაქცია”.
გადაწყვეტილების მიღებაში ნაცნობობაც დაეხმარა. გარსია ოლიმპიური ნაკრების წევრი იყო, რომელმაც ოქრო მოიპოვა, ითამაშა კუბარსისთან, ფერმინთან და ერიკ გარსიასთან ერთად. ჟოანი ფინალში სათადარიგო სკამზე იჯდა. ასევე, ნათამაშები აქვს კატალონიის ნაკრებშიც, ერიკ გარსიასა და პაუ ვიქტორთან ერთად. ბოლო კვირების განმავლობაში “ბარსელონელები” მოუწოდებდნენ მათთან გადასულიყო და პირდებოდნენ თბილ დახვედრას, ასევე, მის აგენტებსა და დეკუს შორის კარგი ურთიერთობაც გასათალისწინებელია. ასე რომ, გარსიამ პრემიერ ლიგაში გადასვლას, იგივე ქალაქში დარჩენა ამჯობინა. ინტერესდებოდნენ “ბორნმუთი”, “ნიუკასლი” “ბარნლი” და “მანჩესტერ სიტიც” კი. გასულ წელს კი “არსენალი” ინტერესდებოდა, მაგრამ კლუბები თანხაზე ვერ შეთანხმდნენ, თან, გარსიას თამაში სურდა, “არსენალი” კი რეზერვს სთავაზობდა. აქ ჩნდება მთავარი კითხვა, მას მერე რაც გარსიამ ასეთი კარგი სეზონი ჩაატარა და მისი ამბიციები გაიზარდა, ნუთუ მართლა მიიღო ძირითადის გარანტია?
შტეგენს 3 წელი აქვს კონტრაქტის მიხედვით დარჩენილი, ის გუნდის კაპიტანია და მასთან მორიგება მარტივი არ იქნება. როგორც მინიმუმ გარსია სათასო მატჩებში მიიღებს მონაწილეობას. ამ ეტაპზე სხვა ვარიანტის წარმოდგენა რთული იქნება. თუმცა, არ ცხრება საუბარი შტეგენის გაყიდვაზე, გერმანელს ეს არ სურს, სამაგიეროდ სურს “ბარსას”. ამჟამად ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია, მისგან სარგებელი კი ყოველ სეზონში იკლებს.
კითხვებია ფინანსურ მხარესთანაც, რომელიც კიდევ უფრო აქტუალური გახდება ნიკო უილიამსის ტრანსფერის შემთხვევაში. შეძლებს თუ ვერა “ბარსა” ფეხბურთელების დარეგისტრირებას? The Athletic-ი “ბარსას” შიდა წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას რომ გარსიას ტრანსფერშიც შევიდა პუნქტი რის მიხედვითაც კლუბის დატოვებას უფასოდ შეძლებს, თუ მისი ტრანსფერი ვერ დაარეგისტრირეს. იგივე პუნქტი შეიტანეს ოლმოს ტრანსფერშიც, თუმცა, ოლმო კლუბს ბოლომდე ენდო და სირთულეს მშვიდად გაუმკლავდა.
საქმეს ართულებს ხავიერ ტებასი, ეს უსწორმასწორო კაცი, რომელმაც მცირე ხნის წინ ისევ წამოყო თავი და განაცხადა – “ბარსელონა” არ იცავს სახელფასო ლიმიტს, მათ იციან რაც უნდა გააკეთონ. ერთია ფეხბურთელს ხელი მოაწერინო კონტრაქტზე და მეორეა მისი რეგისტრირება შეძლო”.
“ბარსამ” 6 მილიონი აიღო ალექს ვალეს ტრანსფერში. 20%, ესე იგი, 7.8 მილიონი ევრო აიღო ტოდიბოს ტრანსფერიდან, როგორც იქნა თავიდან მოიცილეს ლანგლე, მაგრამ ამით ბევრი არაფერი მოგვარებულა, მით უმეტეს, რომ “კამპ ნოუ” ისევ განახლების პროცესშია. საჭიროა ან შემოსავლის გაზრდა, ან ხარჯების შემცირება.
მომდევნო კვირებში ამ თემაზე მეტ სიახლეს უნდა ველოდოთ.
ეს უნდა იყოს სასტარტო მეკარე და დუბლიორი უნდა იყოს ტერ შტეგენი,შესნი და პენია უნდა გაუშვან
ალვარესის აგენტმა ისეთები იბაზრა 90% დარწმუნებული ვარ მომავალ წელს ალვარესს იყიდიან თან არჩევნებია.მხოლოდ ობობას ვხედავ ბარსას 9 ანზე ვინც შედეგს დადებას.
ლაპორტას ალვარეზი უნდაო და დეკუს ისაკი, მომავალ წელს მოიყვანენ ფორვარდს ახლა ვინგერი უნდათ და რაფინია დადგება ცრუ ცხრიანზე
Alazanplea, კაი რა ძმაო რაღა დროს შტეგენია ეს შტეგენი არ იყო რო ყლაპა ჩემპ ლიგაზე ბურთები?
ალვარესის აგენტმა ისეთები იბაზრა 90% დარწმუნებული ვარ მომავალ წელს ალვარესს იყიდიან თან არჩევნებია.მხოლოდ ობობას ვხედავ ბარსას 9 ანზე ვინც შედეგს დადებას.
არადა მაგის იჯარა ორივე ფლანგის პრობლემას მოგვიხსნიდა. კარგი სკამია. დაცვაში სუსტი და ფლიკს გაამწარებს მარა ზატო 5 გოლი და 10 ასისტი მოემატება გუნდს. ნაკლებად ტოპ თამაშებში დაგვხატავდა. ფორტი კიდე იჯარით წავა
ვინ დაბერდაა რადაბერდა კაცსს ფორმაში შესვლაა არაცადეთ 8 თვე გაუცდაა, ნაკრებში ისეთი 2 თამაში ჩაატარა შესნის არჩაუტარებიააა თავის დღედამოსწრებაა,ინტერში არგაყვაა შესნი მოიყვანეს შტეგენი როდაბრუნდება მანამდე უნდა ეთამაშაა ისედაც არაფერს აკეთებდა კარებში და შტეგენიც ხედავდა და კარებში დადგომაა მოუნდა კაცსს ფლიკის შეცდომაა ერთერთი ეგარის რო შესნი მომივლინაა ძირითადი მეკარე მაგისგამო გამოვარდით პირადად 9 დარტყმიდან 7 როგაუშვა შტეგენი კიდე ფორმაში როშევიდა ნაკრებში რეებიც აკეთაა
ნახეთ დაა თქვენ ტიპაჟი თუარგებასებათ თქვით კაცო ეს ჟოანგარსიაა როგამიღმერთეთ გრანდში მეკარეობაა სხვაა და ნახირგუნდში სხვა აგერ ნახავთ სანატრელი გაგიხდებათ შტეგენი
კანსელო მოკლედ დორბლებს ყრის ისე უნდა ბარსაში დაბრუნება 😂კაცს მათ თამაშზე რეალთან კითხეს და ბარსაზე ლაპარაკობდა 😂
გაისისთვის თუ 1:1დან არ ამოვეიდთ ცუდადაა საქმე😀 მინიმუმ 2 გრანსფერის თავისუფლად გაკეთება უნდა შეგვეძლოს თან არჩევნებია და ლაპორტა თავ ტრაკს მოიხნავს და ყველაფერს იზამს რო რამენაირად დარჩეს
ჯერ დრო უნდა მგონია ასე უცებ რა უნდა ექნა ალონსოს
ცოტას კიი ბევრი არც არაფერი იქნება მაქსიმუმ კლასიკოზე რაც გვეთამაშა პირველად ეგ იქნება მაქსიმუმი მაგათი და კი წაასხეს 0:4 იმ თამაშით🤭🤭
ჯერ დრო უნდა მგონია ასე უცებ რა უნდა ექნა ალონსოს
რა რეალიც იყო ანჩელოტის დროს ის სასირეთია ისევ დარჩენილი 😅😅
მომავალ წელს ლევანდოვსკის წასვლით გვითავისუფლდება ძალიან დიდი ხელფასი. რომელიც სრულიად საკმარისი იქნება ხულიან ალვარესისთვის. პროსტა ვინმეს უნდა შეველიოთ, და სავარაუდოთ ნახევარმცველს. მაგ რგოლში შეიძლება ვინმეს დათმობა და კაი ფულის აღება. პედრის გარდა ყველას წასვლას დავთანხმდებოდი თუ ალვარესს მოვიყვანდით მაგ ფულით. ეგ ბიჭი მოიყვანონ და რავი მართლა დაიმალოს ყველა მერე
შტეგენის დრო წავიდა, გარსია უნდა იყოს პირველი ნომერი და შესნი სათადარიგო
ერთი ფაქტორი არის ხელფასი. შტეგენს ბევრად მეტი აქვს ვიდრე შესნის. მეორე არის რომ აშკარად ნეგატიური ტიპია შტეგენი. მესისთან რო უთანხმოება ექნება კაცს, ესეიგი თავისებური გერმანული გაბერვები აქვს და გასახდელზეც მოქმედებს ალბათ. შესნი პირიქით პოზიტიური ტიპია, სკამზე ჯდომაზეც არ აქვს პრობლემა შტეგენისგან განსხვავებით.
ჩემზე რო იყოს პენიას და შჩესნის გავუშვებდი, საინტერესოა რა ლოგიკით ტოვებენ შჩესნის
ჩემზე რო იყოს, ნიკოს ტრანსფერს დავაყოლებდი რაშფორდის იჯარას და ლევანდოვსკის დავემშვიდობებოდი. ცხრიანზე რაშფორდი და ფერანი გაიყოფდნენ დროს. ძაან ბევრ გოლს შევყრიდით
100% მგონია რომ ეგრევე ძირითადში დადგება გარსია. ამ ეკონომიკურ მდგომარეობაში მეკარეს არ გამოისყიდიდნენ სხვანაირად რომ აპირებდნენ. არც თვითონ მოვიდოდა მეორე არჩევნად, როცა სათამაშო პრაქტიკა ასე მნიშნელოვანია.
ტერ შტეგენს რაც შეეხება, სულ 2 ვარიანტია. 1) ან დარჩება და იქნება 2/3 არჩევანი. რაც ძალიან არ აწყობს რადგან ნაკრებში აკარგვინებს ადგილს და რეპუტაციას ულახავს 2) წავა ან ტრანსფერით ან უფასოდ და 1/2 წლის ხელფასის გადახდით.
მე მაინც მეორე ვარიანტი მგონია, რადგან პირველი რომ გადაწყვიტოს ძალიან ჯიუტი და სულელი უნდა იყოს. რაც არ უნდა მომხდარიყო ბარსას და შტეგენს შორის, თავის კარიერას ხაზს გადაუსმევს მთლიანად თუ ჯინაზე დარჩა და გასახდელში სიტუაცია არია.
წარმატებები
ის რაც შტეგენმა გააკეთა ინტერთან ძირითადში არ მოხვედრის გამო და გუნდს არ გაყვა მილანში უკვე გასაშვები კი არა გასაგდებია. და მეორეც დაბერდა თვითონ კი გონია რო ყოჩაღად არის, მაგრამ მწვრთნელმა უკეთ არ იცის? მაღალი ხელფასი აქვს და შედეგს ვეღარ დებს, ბარსელონას კი ეკონომიურად უჭირს გაიგე რა და წადი კაცურად. ეკონომიური მდგომარეობის გამო ეგ კი არა მესი გავუშვით და ეგ ვინ არის.
შტეგენი მაგარი თავის სატკივარი გახდა მოკლედ, მარა მტკიცედ უნდა უთხრან რო წავიდეს და კაპიტანი როა ზუსტად მაგიტომაც უნდა დათანხმდეს თუ აქვს საერთოდ პატივისცემა კლუბის მიმართ, მესმის აქვს ამბიცია და სურვილი რო ეგეთ ბარსაში ითამაშოს მარა ეს ბიჭი ტყუილად არავის მოუყვანია, ფლიკი რო ენდობოდეს შტეგენს სადღაც მაინც დაიწერებოდა ეწინააღმდეგება გარსიას ტრანსფერსო, იმ ჭორებიდან რაც ბოლოს შტეგენზე ვრცელდებოდა არამგონია ყველა ტყუილი ყოფილიყო, მოკლედ რომ ვთქვა თუ დარჩება დაძაბულობის მეტს არაფერს მოიტანს ეგ კაცი არც ძირითადში და არც სკამზე, ასე რომ მოძებნოს ახალი კლუბი სანამ გაიფუჭა სახელი ბოლომდე. მიაყოლონ მაგას პენია და კოჩენი იქნება მესამე მეკარე.