სანტანდერის “რასინგთან” შთამბეჭდავი გამარჯვებისა (7-2) და კლუბის ისტორიაში საუკეთესო სტარტის (შვიდიდან შვიდი მოგება) დაფიქსირების შემდეგ, “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა პრესკონფერენციაზე მატჩი შეაფასა. გერმანელი სპეციალისტი კმაყოფილი იყო ნაჩვენები თამაშით, თუმცა ეიფორიისგან თავის შეკავება და მომდევნო შეხვედრაზე კონცენტრირება მოითხოვა.
“მომწონს, როგორც ვთამაშობთ, ასევე შედეგი და ეს სამი ქულა. ბედნიერი ვარ, გუნდიც ბედნიერია. ‘რასინგის’ წინააღმდეგ თამაში მარტივი არ იყო – ისინი კარგ ფეხბურთს თამაშობენ, ბურთის ფლობა უყვართ და ზოგიერთ სიტუაციაში გაგვიჭირდა, თუმცა საბოლოოდ ეს შედეგი სრულად დავიმსახურეთ.”
შვიდმატჩიან მომგებიან სერიასა და რეკორდულ სტარტზე საუბრისას ფლიკმა თავშეკავება გამოიჩინა:
“კარგად დაწყება ყოველთვის დადებითია, მაგრამ მთავარი ისაა, თუ როგორ დაასრულებ – ჩვენ სწორედ ამისთვის ვმუშაობთ. ეს თავდაჯერებას გვმატებს, მომწონს ჩვენი იმპულსი და ინტენსივობა. რა თქმა უნდა, მესმის გულშემატკივრების ეიფორია, მაგრამ ლა ლიგაში ჯერ მხოლოდ ექვსი ტური გავიდა. ყველაზე მნიშვნელოვანია, კონცენტრაცია მომდევნო მატჩზე შევინარჩუნოთ და არა იმაზე, რაც შესაძლოა სეზონის ბოლოს მოხდეს. შაბათს ‘სევილიასთან’ რთული გასვლა გველის, მარტივი ნამდვილად არაფერი იქნება და მზად უნდა ვიყოთ.”
კანტაბრიელებმა “ბარსელონას” მაღალი პრესინგის ქვეშ მძიმე წუთები გადაიტანეს, რაც მწვრთნელმა ასე ახსნა:
“ეს ჩვენი მენტალიტეტია, ასე თამაში გვსურს. ფეხბურთელებს ვუთხარი: როდესაც ბურთს ვკარგავთ, ყველამ ერთად უნდა მივმართოთ პრესინგს. მათ ეს გააკეთეს და ამის ყურება სასიამოვნოა. ყველა ჩართულია და ის, თუ როგორ ვმუშაობთ როგორც ერთი გუნდი, გადამწყვეტია.”
შჩესნის შეცდომა და ჟოან გარსიას ტრავმა
ფლიკმა ვოიცეხ შჩესნის მიერ დაშვებული შეცდომის დრამატიზება არ მოახდინა და გუნდში მეკარეების სტატუსი მკაფიოდ დააფიქსირა:
“ყველა ვუშვებთ შეცდომებს. როდესაც მეკარე ცდება, როგორც წესი, გოლი გადის. შემდეგ ჯერზე უკეთესად იმოქმედებს, ეს ფეხბურთია. შჩესნი ჩვენი მეორე მეკარეა.”
მან ასევე განმარტა, თუ რატომ შეიცვალა ჟოან გარსია შესვენებისას:
“ჟოანმა მუხლში დისკომფორტი იგრძნო და ამიტომ შევცვალეთ. სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდება, თუმცა წინასწარი მონაცემებით, ‘სევილიასთან’ მატჩისთვის ის მწყობრში უნდა იყოს.”
ადეიემით აღფრთოვანებული: “მისი სისწრაფე წარმოუდგენელია”
გერმანელმა სპეციალისტმა განსაკუთრებული კომპლიმენტები თავის თანამემამულეს, კარიმ ადეიემის მიმართ არ დაიშურა:
“მას უდიდესი პოტენციალი აქვს და კიდევ მოუმატებს. ჩვენს სათამაშო სტილთან სრულად ადაპტაცია ჯერ კიდევ სჭირდება, მაგრამ გუნდს უკვე ძალიან ბევრს აძლევს, რაც სამ-ოთხ ეპიზოდში ნათლად გამოჩნდა. კულეები მის გვერდით არიან და მის გამო ძალიან მიხარია, რადგან გერმანიაში მარტივი პერიოდი არ ჰქონია.
ის მხიარული მოთამაშე და კარგი ბიჭია, თანაგუნდელებს ძალიან მოსწონთ. მოედანზე ყველაფერს დებს, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია. ვიმუშავებთ, რომ კიდევ უფრო დაიხვეწოს. მისი სისწრაფე წარმოუდგენელია, ლამინის გოლის ეპიზოდში კი უბრალოდ შთამბეჭდავი იყო.”
BUY CB BARCA, იქნებ აქ მაინც წაიკითხონ 😆
ადეიემმა ბევრი გააკვირვა და ეს არაა მისი მაქსიმუმი.
ბალდე ათამაშოს იქნება შევიდეს ფორმაში და ეგ და ადეიემი პიზდეცი იქნება კონტრაზე ნებისმიერს ააწიოკებენ გუშინ ლამინმა რო შეაგდო ისეთი წამოიღო ბალმდე სისწრაფეში ნეტა ფორმაში იყოსთქო ააწიოკებდნენ ეგ და კარიმი კრაისთქო,რაც შეეხება მცველი გვინდა უეჭველი ზამთარში თორე მარტო შიდა ტიტულებს დავრჩებით წელსაც
Dacva misaxedia dacva 🙂