ხშირად არ ხდება ფეხბურთელი კონტრაქტს აწერდეს ხელს და ისეთი შეგრძნება გრჩებოდეს თითქოს კლუბმა ტიტული მოიგო. ლამინე იამალი “ბარსელონაში” 2031 წლამდე დარჩება. კონტრაქტი ძალაში ლამინეს დაბადების დღეზე შევა, როცა ესპანელი 18 წლისა შესრულდება და ავტომატურად გახდება მეორე ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი “ბარსელონაში”.
თუ ლამინე ყველა იმ შედეგს დადებს, რაზეც კონტრაქტში ბონუსებია გათავლისწინებული, მაშინ მისი საერთო შემოსავალი წელიწადში 40 მილიონ ევროს მიაღწევს, რაც კლუბში საუკეთესო მაჩენებელი იქნება, მაგრამ ამ თანხის 50% გადასახადებში წავა. ახალი კონტრაქტის გაფორმება რთული არ ყოფილა, იამალს დარჩენა სურდა, “ბარსას” მისი დატოვება, ყველაფერი მარტივია. წინა კონტრაქტს 2023 წელს მოაწერა ხელი, როცა 16 წლის იყო, ის გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც ლა ლიგის მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო. დებიუტი 15 წლის ასაკში ჰქონდა, 16 წლის ასაკში კი ესპანეთის ნაკრებშიც მოხსნა რეკორდები.
ახალი კონტრაქტის მზადება ჯერ კიდევ წინა ზაფხულს დაიწყო, როცა იამალმა ევროპის ჩემპიონატი მოიგო და საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა. კონტრაქტს ჟორჟე მენდეში კურირებს, ერთ-ერთი საუკეთესო აგენტი მსოფლიოში, ჟორჟეს ჟოან ლაპორტასთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა ჰქონდა. მენდეში ასევე წარმოადგენს ბალდესა და ანსუ ფატის. ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ “ბარსა” ვალში იყო ჟორჟე მენდეშთან, რომელმაც მისი ორი კლიენტი (კანსელუ და ფელიქსი) “ბარსელონას” დაუკავშირა, მერე კი შეთანხმება ბოლომდე ვერ შესრულდა, “ბარსას” კანსელუ უნდა გამოესყიდა, მაგრამ ფული აღარ ჰქონდა, ამიტომ, ჯენტლმენური შეთანხმება დადეს, რომ მომავალში ეცდებოდნენ მის გაფორმებას. კანსელუს ჩივილიც შეეძლო, მაგრამ ყველაფერს ისევ მენდეშისა და ლაპორტას ურთიერთობამ უშველა.
შიდა წყაროები ამბობენ რომ კონტრაქტის დეტალები ჯერ ცნობილი არ არის, მაგრამ ლამინეს “ლა მასიელის” სტატუსი დაეხმარება საგადასახადო რეგულაციებს ნაწილობრივ მაინც გვერდი აუაროს.
დეკუმ RAC1-თან ისაუბრა ტრანსფერებზე და ქომაგსაც გარკვეული წარმოდგენა შეექმნა:
“სხვა ფეხბურთელებზე ბევრს ვერ ვისაუბრებთ, ჩვენთვის ის უფრო მნიშვნელოვანია, რომ არსებული კონტიგენტი განვითარდეს. ჩვენი ამოცანაა ბირთვი თავს მშვიდად გრძნობდეს და ერთობლივად განაგრძონ გზა. ზაფხულში საუკეთესო ტრანსფერი რა იქნება? ლამინეს ახალი კონტრაქტი, მსურს მან “ბარსასთან” ერთად ოქროს ბურთი მოიგოს”.
“პირადად ფეხბურთელებთან დეტალებზე არ ვსაუბრობთ, ამისთვის მათ აგენტები და ოჯახის წევრები ჰყავთ, მით უმეტეს, მაშინ, როცა ფეხბურთელი ჯერ სრულწლოვანი არ არის”.
იამალის გარემოცვას მიაჩნია, რომ ლამინეს ყველაზე დიდი გავლენა აქვს ჰანსი ფლიკის “ბარსელონაზე” და ის მზად არის გახდეს კლუბის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი. იამალი არა მხოლოდ საფეხბურთო მონაცემებით გამოირჩევა, არამედ, ძლიერი მენტალობით, ასაკისათვის შეუფერებელი გამბედაობით, პრესკონფერენციებზე მისი ინტერვიუები ყოველთვის საინტერესოა – “წნეხი? რა წნეხი? ყველანაერი შიში უბანში დავტოვე, მატაროს ქუჩებში”.
“სანამ ვიმარჯვებ “ჰეითერებს” არაფრის თქმა არ შეუძლიათ”.
ამჟამად “ბარსას” ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი 37 წლის რობერტ ლევანდოვსკია, ბოლო წელს 36 მილიონი ევრო გამოიმუშავა. იამალის შემოსავალმა 2024/25 წლების სეზონში 3 მილიონი ევრო იყო. ახლა საკითხავია შემოსავლის ასეთი ზრდა რა გავლენას მოახდენს 17 წლის ბიჭზე, სულ მალე 18 წლისა შესრულდება და დასახარჯიც ბევრი ექნება. მეორე მხრივ, შეუძლებელია ასეთ ფეხბურთელს ხელფასი არ მოუმატო, რადგან მსურველი უამრავი ეყოლება და მცირე ხნის წინ გავრცელდა კიდეც ცნობა პსჟ-ის აქტიურობის შესახებ.
იამალს კლუბისთვისაც მოაქვს შემოსავალი, მის ხელში ჩასაგდებად ნაიკი და ადიდასი იბრძოდნენ, საბოლოოდ, გამარჯვება ადიდასს დარჩა, ბრენდის მენეჯერებმა იამალზე გავლენის მოსახდენად ლიონელ მესი გამოიყენეს. “ასაკს მნიშვნელობა არ აქვს, ის განსაკუთღებული შემთხვევაა და განსაკუთღებული მოფრთხილება სჭირდება”, – ამბობს ჟოან ლაპორტა TV3-თან ინტერვიუში.
იამალს იქამდე სურდა დეტალების მოგვარება, სანამ დასასვენებლად წავიდოდა, გეზი ბრაზილიისკენ აქვს, პრესა იმაზეც წერს, რომ თავისი ბავშვობის კერპის, ნეიმარის ხილვაც სურს. იამალი ხომ ყველაზე მეტად სწორედ ნეიმარს ჰგავს სათამაშო სტილით. იმედია ხასიათით არ დაემსგავსება.
დღეს ყველა იტყვის რომ მომავალი მისია, მომავალი დეკადა ლამინე იამალის იქნება. “ბარსას” კი ამ დროის განმავლობაში ფინანსურად გაძლიერება მართებს, რადგან 24 წლის იამალი გაცილებით მეტს მოითხოვს, თუმცა, იქამდე ძალიან დიდი დროა და არავინ იცის რა ამბები გველის წინ.



მოკლედ ტიკ ტოკი აწრიალებულია ბარსაელონას ფანებით და ცოტა ძლივს დავიწყებული თამაში რომელშიც ვერ გავედით ფინალში ორი წუთი დაგვაკლდა და ეს მარჩინიაკიც სად დაგვინიშნა უეფამაც მაგენის “ოზი დედები მოვხან კაცს გასახდელში რეალის ფორმა ედო ინტერმა რო გამოგვაგდო მერე აღარ დაუშვენ უეფას წლევანდელს ფინალებზე რა მაგარია😀გავარდება გუნდი დაზარალდება და მერე უშვებენ ბოლო წლებში საერთოდ უეფა მაგრად ებრძვის ბარსელონას 2016 გაიხსენეთ მარტო რად ღირს პენალტი რომიყო და ჯარიმა დაგვინიშნეს ან თუნდაც 2021 ში ინტერთან ხელზე რო მოხვდა დუმფრის და პენალტი რომ არ დაგვიდეს ძაან ბევრი თამაშია მოკლედ დღეს ისეთი თამაშია არცერთ ბარსელონას ფანს არ გაგვიხარდება რომელიმეს მოგება მაგრამ მე პირადად ბოდიში კვარასთან მარა არმინდა რო პსჟ მოიგოს
მოგეხსენებათ, რომ კლუბი მარკუს რაშფორდისა და ლუის დიასის ტრანსფერზე აქტიურად მუშაობს.
მათგან ერთ-ერთი გუნდს დიდი ალბათობით შეუერთდება, თუმცა წყარო ამ ტრანსფერების წარუმატებლობის შემთხვევაში სხვა სამიზნეებზე ცნობას ავრცელებს.
"Diario Sport" იუწყება, რომ თუ "ბარსა" რაშფორდისა და დიასისგან ვერცერთს ვერ შეიძენს, კლუბი ან კინგლსი კომანს ან გაბრიელ მარტინელის ყიდვას შეეცდება.
თავიდანვე კომმანს მიაწვნენ, რაშფირდსაც ფა დიასსაც ორივეს ერთად ჯობია
გავლენიანი ესპანური გამოცემა, "Diario Sport" კატალონიის "ბარსელონას" სატრანსფერო გეგმების შესახებ ახალ ინფორმაციას აქვეყნებს.
მოგეხსენებათ, რომ კლუბი მარკუს რაშფორდისა და ლუის დიასის ტრანსფერზე აქტიურად მუშაობს.
მათგან ერთ-ერთი გუნდს დიდი ალბათობით შეუერთდება, თუმცა წყარო ამ ტრანსფერების წარუმატებლობის შემთხვევაში სხვა სამიზნეებზე ცნობას ავრცელებს.
"Diario Sport" იუწყება, რომ თუ "ბარსა" რაშფორდისა და დიასისგან ვერცერთს ვერ შეიძენს, კლუბი ან კინგლსი კომანს ან გაბრიელ მარტინელის ყიდვას შეეცდება.
ისაკზე და გიოკერეშზე ბევრი იწერება.. ლუკმანიც იყო ვარიანტად თუ არ ვცდები
ისე ოსიმენიც საინტერესოა ჩემი აზრით
ლუკმანი არის იდიოტი😀 ალვარეზი და ისაკი სხვა ვარიანტი არცაა ბარსას სტილს ეს 2 უხდება
სადაც ლევანდოვსკი მოერგო იქ გიოკერეშიც თავისუფლად მოერგება, მითუმეტეს ფლიკი გამოკვეთილი ფორვარდით თამაშობს და მაგის ტაქტიკას ზედ დააკვდება გიოკერეში, ალვარესი და ისაკიც კარგია მაგრამ ერთი სულ დამტვრეულია და მეორე ნაკლებად გამტანია გიოკერეშგან შედარებით
ისაკზე და გიოკერეშზე ბევრი იწერება.. ლუკმანიც იყო ვარიანტად თუ არ ვცდები
ისე ოსიმენიც საინტერესოა ჩემი აზრით
ლუკმანი არის იდიოტი😀 ალვარეზი და ისაკი სხვა ვარიანტი არცაა ბარსას სტილს ეს 2 უხდება
ხვალ როგორ არ მინდა რო არც პსჟ მოიგოს და არც ინტერმა😀
ისაკზე და გიოკერეშზე ბევრი იწერება.. ლუკმანიც იყო ვარიანტად თუ არ ვცდები
ისე ოსიმენიც საინტერესოა ჩემი აზრით
გიოკერეში, ალვარესი, ისაკი, შეშკო. ლუკმანი უფრო როტაციის დონის ფეხბურთელია, ლუის დიასის 85 მილიონად მოყვანას კი მირჩევნია ლუკმანის მოსვლა
მეგობრებო ფორვარდზე ვის მოიაზრებთ?
ისაკზე და გიოკერეშზე ბევრი იწერება.. ლუკმანიც იყო ვარიანტად თუ არ ვცდები
ისე ოსიმენიც საინტერესოა ჩემი აზრით
ეპოქა უნდა დაწერო ლამინე
Ეგ არის კარგი რო მაღალი ბონუსები ამის კარგ თამაშზეა დამოკიდებული საკუთარ თავს მოდუნების უფლებას არ მისცემს
<<ცენზურის დარღვევა>> ლაპორტას წყალობით ფნაებმაც სირზე დაიკიდეს "mes qué un club" და შტეგენს სირობა ტრენდი აუგორეს😀 ტვეკაფერი კი დედასა<<ცენზურის დარღვევა>>ავი პიკეს ბრალია ლივერპულთან და ბაიერნთან წაგება მარტო შტეგენს რომ დააბრალა😀 და <<ცენზურის დარღვევა>> ფანებიც შედგნენ😀 ტიპს 1 წესიეტ მოსაზმადებეკი პერიოდი არ ქონია სეოზნისთვის ძლივს წელს წონდა და დაამტვრიეს
ფეოლა სეზონის შეჯამებას როდისთვის ველოდოთ?
ბარსელონა რეალ სოსიედადის მეკარის ალექს რემიროს დამატებას ცდილობს…
სანამ დროა ამ ბიჭს უნდა მოვუყვანოთ ისეთი ხალხი ვისთან ერთადაც მალე შეთამაშდება ალვარეზი ყველაზე მეტად გვიჭირდება მერე გვჭირდება კუნდეს სკამი და იამალის და რაფინიას ზამენები
ეს რო მონდომებულია აშკარაა ცოტა მეტი გამოცდილებ რომ ჰქონოდა ინტერს გაუტანდა 2:4 გახდებოდა ან 3:3 ზე 3:4 მაგრამ რას ვიზამთ მოვალაში უფრო დახვეწება მე არ მოველოდი ასე გარდაქმნას ბარსელონასი ველოდი რომ უბრალოდ მოძლიერდებოდა და ანგარიშგასაწევი იქნებოდა მაგრამ ფლიკმა ის შეძლო რასაც სხვები 3 4 წელიწადში შვებოდნენ მოსვლის მერე კლოპი და ეგეთები… დარწმუნდა ხალხი რომ ფლიკი არის კლუბის ტრენერად დაბადებული და არა ნაკრების👌 და 1 სეზოანიანიაო რომ აკნინებენ დავინახავთ მაგასაც სულ მალე 3 თვეში 1 იანი თუ ნახევრიანი🤭🤭🤭
მთავარია სტაბილურობა ჰქონდეს წელს უჭირდა ეგ და გაისად უფრო უნდა დაასტაბილუროს ხან აწეული დაცვა ხან დაცვაში მყარად დგომა და მატჩის მიხედვით უნდა წაიყვანოს თამაში თორე გვარდიოლად დაუმუღამეს და არ მინდა ფლიკსაც დაუმუღამოს ხრიკები
ამასობაში ლენგლე და ის მელოტი დაბრუნებულა

დადებენ უეჭველი გამოცდილებაც მოემატება გუნდს და პრაგმატულობა რაც მთავარია,მეკარე და ფორვარდიც თუ მოიყვანეს ტრებლს დადებენ
ერთი პერიოდი ბარსელონამ მოინდომა ფულით გუნდის აწყობა და აკადემია მეასე ხარისხოვანი გახდა, მანდ დაერხა გუნდს ზუსტად. მადრიდისტებო ტყუილად გიხარიათ, გუნდი გუნდურობით და ოჯახური იდელიით ყალიბდება და მერე იკვრება. მთელი ევროპა რო მოხვეტა პერესმა ცოტახანში კონას ლარად ვეღარ გაყიდის როგორც ჟანგიანი არმატურა ისე იქნებიან. პესეჟეს მაგალითი სიტის მაგალითი 2017 წლის ბარსელონას მაგალითი აიღეთ. თუმცა თქვენ რა პერესმა აიღოს მაგალითი მანდედან 😄😄
მოუმატოს ასე გააგრძელოს და ფული არმოაკლდება. რომ წერენ ფული გააფუჭებსო ძაან დიდი სპორტული ამბიციები აქვს და ასე დარჩება. ახალ კამპნოუზე პირველივე სეზონში ლიგა უნდა დადონ.
ამაზე მაგარი დღეს არავინა მსოფლიოში და რატომ არ უნდა ქონდეს ბავშმა ევროპა მოიგო რაც ისტორიას არ ახსოვს.