ესეც მესამე ტიტული! უკვე ოფიციალურად. სეზონი ნებისმიერ შემთხვევაში წარმატებულია, დიდებულიც კი. შეიძლებოდა ლეგენდარულიც ყოფილიყო, მაგრამ ბედისწერამ არ გაგვიშვა, სადღაც სხვაგან დაუბერა. “ბარსამ” ჩემპიონობა “ესპანიოლის” სტადიონზე გაინაღდა და ბუნებრივია მოედანზე ზეიმის გამართვის საშუალება არ მისცეს, ატყდა გაწევ-გამოწევა, ჩართეს სარწყავი სისტემა და ბოლოს ჰანსი ფლიკიც გაბზარდა – კარგი რა, შედით გასახდელში და იქ იზეიმეთო.
მოუხდებოდა სტადიონს ბანერი – “თავიანთ გასახდელში რაც უნდათ ის აკეთონ”.
რამდენჯერაც არ უნდა გახდეს “ბარსა” მეზობლის სტადიონზე ჩემპიონი, ყოველ ჯერზე 2007 წლის მატჩი მახსენდება, როცა “კამპ ნოუზე” “ესპანიოლმა” საჩემპიონო ქულები დაგვაკარგვინა, ტამუდომ მეორე შეაგდო და მთელი სეზონის ნაწვალები წყალში ჩაყარა, ისეთი მწარე იყო, მაგის მერე “ესპანიოლის” კარში გატანილ ყველა გოლს განსაკუთრებით ვზეიმობ, მაგათ ბალახზე ჩემპიონობა სულ სხვა სიხარულია.
28-ე ტიტულია. ლა ლიგის რეკორდსმენი “მადრიდია” 36 ტიტულით, ჰოდა, ვნახოთ, იქნებ იამალმა იმდენი ქნას, რომ “ბარსამ” ზემოდან გადმოხედოს “რეალს”. თავის დროზე, მესიზე ვფიქრობდი ასე, მაგრამ ლეომ ვერ შეძლო, ბევრი რამ არის ამისთვის საჭირო, კარგი გუნდი, კარგი მწვრთნელი, კარგი პრეზიდენტი. ყოველთვის ასე არ ხდება.
პირველი ტაიმი
შტეგენს ველოდი, ისევ შესნი ვნახეთ კარში, კარგი ბურთებიც მოიგერია. გასახდელში გააბოლებდა კიდეც. საერთოდ, კარგი ტიპია, იქნებ დაიტოვონ მომდევნო სეზონშიც. ყველაზე მეტად რა მენიშნა და ლევანდოვსკის დარტყმა კარისკენ, ბუნებრივია გატანა სურს, ტრავმის გამო ბევრი გაუცდა და ამასობაში მბაპემ გაასწრო და მაგრადაც მოიტოვა, პოლონელს დაწევა სურდა, გატანა სურდა, მაგრამ ვერ შეძლო, ერთ ისეთ მომენტში არ მისცა პასი იამალს, პირიქით რომ ყოფილიყო მაგრად წამოარტყამდა, იქნია მერე ბავშვმა ხელები, ლევანდოვსკი ჯიუტად არ იმჩნევდა. მოიპოვა ამის უფლება, მთელი კარიერაა გოლები გააქვს და უჩინარი ოქროს ბურთიც აქვს სახლში, მხოლოდ თავად ხედავს, სხვები ვერ ხედავენ.
ლევანდოვსკიმაც ჩამაფიქრა, შემდეგ სეზონში როგორი იქნება? იქნება კი? ბარემ ამოწუროს ეს თავისი 2+2 კონტრაქტი. უმნიშვნელოვანესი შენაძენი იყო, ყულაბაში რომ ფული არ დარჩა, მხოლოდ კლუბის მიმართ პატივისცემის ნიშნად მოვიდა, მშვენივრად იცოდა რას აკეთებდა, მაგრამ მაინც გარისკა, რაღაც ახალის დაბადებაშიც შეიტანა თავისი წვლილი. ფერანმა ასე თუ ისე, კარგად შეცვალა, მაგრამ მომდევნო სეზონისთვის ყველაზე მეტად სწორედ ფორვარდის პოზიცია იქნება გასაძლიერებელი. ასე მგონია, და რა ვიცი.. აიღონ კრედიტი, “კამპ ნოუ” დაბრუნდება, ფულიც მეტი შემოვა, ღამურების ჭამა კიდევ უკვე აიკრძალა.
რას შვება ეს ბავშვი?!
საჩემპიონო შეხვედრაშიც გაიტანა, არის ამაში სიმბოლიზმი. ეს მისი მეორე ლა ლიგის ტიტულია, ახლა რომ დავიწყოთ გამოთვლა კარიერის ბოლოს რამდენი ექნება სადღაც შეიძლება მოვარტყათ კიდეც. ჯერ 17 წლის არის, ორი წელია ვუყურებთ, გავა კიდევ ოთხი წელი, უამრავი რამ მოხდება მის თავს, ის კიდევ 21 წლისა იქნება. ისევ ახალგაზრდა, ისევ უდიდესი პოტენციალით. ლამინე იამალი საფეხბურთო მოვლენაა, ჰყოლია “ბარსას” დეკადის საუკეთესო ფეხბურთელები და მესის წასვლის მერე დაგვიწერია კიდეც სანუგეშებლად რომ გაგრძელდებოდა ეს ტრადიცია, “ბარსაში” ყოველთვის თამაშობდნენ და ითამაშებენ თავიანთი დროის საუკეთესონი. იამალიც ასეთია. უბრალოდ ჯერ ერთობა. ასეთ შთაბეჭდილებას მიტოვებს, ჯერ ხურდება, სერიოზულად არაფერს უყურებს.
წნეხი? რა წნეხი? წნეხი ეზოში დავტოვე.
მართლა უცნაურია. მის სიტყვებზე კიდევ ერთი ამბავი გამახსენდა სეზონის წინ, თქვენც გაგახსენებთ, მამა დაუჭრეს, მანდ ვიფიქრე ალბათ როგორ იმოქმედებს ჯერ კიდევ ბავშვზე-მეთქი, ეს კიდევ გამოვარდა და საუკეთესო იყო მოედანზე, რავი ძმაო, კვდება ეგერ მამაშენი.. არაა, არ მოქმედებს. არაფერი მოქმედებს.
ახლა მხოლოდ პატარა ძმა ანაღვლებს, ადამა ტრაორესავით რომ დაყვება კუდში.
შეიწია ცენტრისკენ, არიენ რობენივით, გაუშვა ცხრიანში. ასეთს კიდევ ბევრს გვანახებს, დაუშინეს ტრიბუნებიდან ბოთლები, ეგეც კიდია, არ ანაღვლებს. მერე მუშტი მიარტყეს მუცელში, არც ეგ ანაღვლებს, წამოდგა, გააგრძელა, საგოლე პასიც მიითვალა და როგორც კი ჩასტვინა მსაჯმა მაშინვე გასახდელში დაგაზა.
ეს ბიჭი, ამერიკაში, მსოფლიო ჩემპიონატზე, მაგარი სანახავი იქნება. იქამდე კიდევ მოგვიტანს ტიტულებს.
საგოლე პასი ფერმინს მისცა, ფერმინმა ჩემპიონობა წინა ტურში აღნიშნა ელ კლასიკოში, გოლი რომ შეაგდო და ქომაგებისკენ გაიქცა, მერე გაუუქმეს ის გოლი, მაგრამ აგერ, სამართალმა პურიც ჭამა და წყალიც დააყოლა, მაინც საჩემპიონო შეაგდო!
წინ რა გველის
წინ კიდევ ორი თამაშია, ამ თვეში ჩემპიონატი დასრულდება. მერე დიდი სატრანსფერო ამბები დაიწყება და არ მოგვაკლდება სიახლეები. მანამდე კიდევ “ბარსას” ლეგენდები ითამაშებენ ჯეო 11-თან, ბილეთებს ვეღარ შეიძენთ, გაყიდულია, ვისაც შეძენილი გაქვთ კაი ხალხს ნახავთ მოედანზე.
წარმოიდგენდით რონალდინიოს “პაიჭაძეზე”? მე ვერა.
ლა ლიგაში არ ვიცი, მაგრამ ლიგაზე 116 მილიონი მიიღეს.
ის ხალხი უკვე შეთანხმებული ჰყავდა;
ასე, რომ საგანგაშო არაფერი;
არ მგონია, რომ რენის, გლადბახის, სოტონის თუ ლიდსის, ან თნდაც აიაქსის აკადემიაში უფრო უკეთ ხდება ტალანტების აღმოჩენა და აღზრდა, ვიდრე ლა მასიაში;
ფლიკმა კიმიხის მოყვანაზე თქვა უარი, კასადო მყავსო…
ბერნალი 17 წლისაა, ფორტი 18
რაც გასაძლიერებელია, ეს შემტევი ზონაა…
ან შეშკო-დიოკერეშდან ერთ ერთი, ან ტონი ერნანდესის შემოგდება მოძრავ, ხულიანის მსგავს 9-იანზე, 1 წელი ლევანა-ტორესის ხარჯზე და მაგ ბავშვზე ნდობა, მაგრამ ჯერ პატარაა, 17 ხდება ივლისში;
ლა მასიაში იყო ძალიან ალღოიან–შედეგიანი, ვნახოთ
ვინმეს ხომ არ გაქვთ ინფორმაცია რამდენი ფულადი ჯილდო ჩემპიონებზე და რამხენი ვიცე ჩემპიონზე
რეალმა ორი ტრანსფერი უკვე გამოაცხო და ჯერ სეზონიც არაა დასრულებული :))) + ფაბრიციომ დაწერა შტილერზეც მოლაპარაკებებს აწარმოებენო 😀
აუ რამდენი მოუთმენია კაცს და ბოლოს ამოასხა🤣🤣
ტყუილი დავწერე რამე თუ რაა🤣🤣
აკი თქვა მწერალმა ბოთლებს ნუ ისვრითო
აუ რამდენი მოუთმენია კაცს და ბოლოს ამოასხა🤣🤣
ბოლო 2 მატჩში ეს სასტავი მინდა ვნახო:
—————-ტერ შტეგენი
–ფორტი-არაუხო-კრისტენსენი-ბალდე
—————-გავი-კასადო
–ტონი ფერნანდესი-ფერმინი-ფატი
—————ლევანდოვსკი
იმენა გამოყ*ევდა საიტი რაა, გუნდი ჩემპიონი გახდა და 24 საათია არაფერი დადებულა, პლიუს ლეგენდების თამაში იყო და ამაზეც დუმხართ, მოგიტ*ანთ საიტი და მენეჯმენტი დამადეთ ბანი თქვენი დედაც მოვტ*ან რაა თან ამ რეკლამებმაც ხო მოტ*ნა ტვინი უკვე რაა, ერთ დროს ტოპებში იყო საიტი და ახლა ტრა*შია, იფიქრებ კაცი მწერლობაზე და მოთხოვნები აქვთ ისეთი იურიდიულზე რო ჩააბარო გირჩევნია კაცს, შემოხვალ ისევ ფეოლას სტატია დაგხვდება გეგონება ესეც შექსპირი არ მყავდეს რას ბოდიალობს თავადაც არ იცის, დამადეთ ბანი მაინც გამიშრეთ სისხლი
სასტავი ვინ იყო?!
მატჩზე არ წავსულვარ, დინამოზე ქოცების ნახვის ნერვი არ მქონდა;
ბარსას ვეტერნებიდან ვინ იყვნენ?!
La Pulga10, მასიპი რომ ვნახე გამოვშტერდი:დდდ
კრისტანვალს ვაბშე რა უნდოდა? ლეგენდა ვიცი მე რონალდინიო,რივალდო,რომარიო,სავიოლა და ა.შ
ეხხ არ ასვენებდა გამჩენი თორე უფრო დიდი ხანი უნდა ეთამაშა უმაღლეს დონეზე
რონალდინიომ სამი ქართველი ისე მოატყუა საჯარიმოში პრაიმში მეგონა ეგ ჩემისა, რამდენი რამ მოაკლო ფეხბურთს მაგ კაცმა დროსტარების გამო, ჯიგარია რათქმაუნდა ისე უნდა იცხოვრო როგორც გისწორდება.
დავიჯერო რამე სიახლე არა რო დაწეროთ სტატია?
რა ნაიკი თუ ძმა ხარ, ეგ იყო ყველაზე დიდი აფიორა ეს შიბაქი რომ პრეზიდენტი გამხდარიყო, მაგის მერე ყოველ ზაფხულს იძახის ახლა მივაღწიეთ შეთანხმებას და დიდი ფული შემოვაო, რეალურად ჯერ 1 ცენტიც არაა ჩარიცხული და საერთოდ ხელშეკრულებაც არარსებობს სასპონსორო რასაც ეგ სირინოზი ამბობდა.