მატჩისშემდგომი მიმოხილვა: მიესალმეთ ჩემპიონებს! (ბოთლებს ნუ ისვრით)

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: მიესალმეთ ჩემპიონებს! (ბოთლებს ნუ ისვრით)

   ესეც მესამე ტიტული! უკვე ოფიციალურად. სეზონი ნებისმიერ შემთხვევაში წარმატებულია, დიდებულიც კი. შეიძლებოდა ლეგენდარულიც ყოფილიყო, მაგრამ ბედისწერამ არ გაგვიშვა, სადღაც სხვაგან დაუბერა. “ბარსამ” ჩემპიონობა “ესპანიოლის” სტადიონზე გაინაღდა და ბუნებრივია მოედანზე ზეიმის გამართვის საშუალება არ მისცეს, ატყდა გაწევ-გამოწევა, ჩართეს სარწყავი სისტემა და ბოლოს ჰანსი ფლიკიც გაბზარდა – კარგი რა, შედით გასახდელში და იქ იზეიმეთო. 

მოუხდებოდა სტადიონს ბანერი – “თავიანთ გასახდელში რაც უნდათ ის აკეთონ”. 

რამდენჯერაც არ უნდა გახდეს “ბარსა” მეზობლის სტადიონზე ჩემპიონი, ყოველ ჯერზე 2007 წლის მატჩი მახსენდება, როცა “კამპ ნოუზე” “ესპანიოლმა” საჩემპიონო ქულები დაგვაკარგვინა, ტამუდომ მეორე შეაგდო და მთელი სეზონის ნაწვალები წყალში ჩაყარა, ისეთი მწარე იყო, მაგის მერე “ესპანიოლის” კარში გატანილ ყველა გოლს განსაკუთრებით ვზეიმობ, მაგათ ბალახზე ჩემპიონობა სულ სხვა სიხარულია. 

28-ე ტიტულია. ლა ლიგის რეკორდსმენი “მადრიდია” 36 ტიტულით, ჰოდა, ვნახოთ, იქნებ იამალმა იმდენი ქნას, რომ “ბარსამ” ზემოდან გადმოხედოს “რეალს”. თავის დროზე, მესიზე ვფიქრობდი ასე, მაგრამ ლეომ ვერ შეძლო, ბევრი რამ არის ამისთვის საჭირო, კარგი გუნდი, კარგი მწვრთნელი, კარგი პრეზიდენტი. ყოველთვის ასე არ ხდება. 

პირველი ტაიმი 

   შტეგენს ველოდი, ისევ შესნი ვნახეთ კარში, კარგი ბურთებიც მოიგერია. გასახდელში გააბოლებდა კიდეც. საერთოდ, კარგი ტიპია, იქნებ დაიტოვონ მომდევნო სეზონშიც. ყველაზე მეტად რა მენიშნა და ლევანდოვსკის დარტყმა კარისკენ, ბუნებრივია გატანა სურს, ტრავმის გამო ბევრი გაუცდა და ამასობაში მბაპემ გაასწრო და მაგრადაც მოიტოვა, პოლონელს დაწევა სურდა, გატანა სურდა, მაგრამ ვერ შეძლო, ერთ ისეთ მომენტში არ მისცა პასი იამალს, პირიქით რომ ყოფილიყო მაგრად წამოარტყამდა, იქნია მერე ბავშვმა ხელები, ლევანდოვსკი ჯიუტად არ იმჩნევდა. მოიპოვა ამის უფლება, მთელი კარიერაა გოლები გააქვს და უჩინარი ოქროს ბურთიც აქვს სახლში, მხოლოდ თავად ხედავს, სხვები ვერ ხედავენ. 

ლევანდოვსკიმაც ჩამაფიქრა, შემდეგ სეზონში როგორი იქნება? იქნება კი? ბარემ ამოწუროს ეს თავისი 2+2 კონტრაქტი. უმნიშვნელოვანესი შენაძენი იყო, ყულაბაში რომ ფული არ დარჩა, მხოლოდ კლუბის მიმართ პატივისცემის ნიშნად მოვიდა, მშვენივრად იცოდა რას აკეთებდა, მაგრამ მაინც გარისკა, რაღაც ახალის დაბადებაშიც შეიტანა თავისი წვლილი. ფერანმა ასე თუ ისე, კარგად შეცვალა, მაგრამ მომდევნო სეზონისთვის ყველაზე მეტად სწორედ ფორვარდის პოზიცია იქნება გასაძლიერებელი. ასე მგონია, და რა ვიცი.. აიღონ კრედიტი, “კამპ ნოუ” დაბრუნდება, ფულიც მეტი შემოვა, ღამურების ჭამა კიდევ უკვე აიკრძალა. 

რას შვება ეს ბავშვი?! 

  საჩემპიონო შეხვედრაშიც გაიტანა, არის ამაში სიმბოლიზმი. ეს მისი მეორე ლა ლიგის ტიტულია, ახლა რომ დავიწყოთ გამოთვლა კარიერის ბოლოს რამდენი ექნება სადღაც შეიძლება მოვარტყათ კიდეც. ჯერ 17 წლის არის, ორი წელია ვუყურებთ, გავა კიდევ ოთხი წელი, უამრავი რამ მოხდება მის თავს, ის კიდევ 21 წლისა იქნება. ისევ ახალგაზრდა, ისევ უდიდესი პოტენციალით. ლამინე იამალი საფეხბურთო მოვლენაა, ჰყოლია “ბარსას” დეკადის საუკეთესო ფეხბურთელები და მესის წასვლის მერე დაგვიწერია კიდეც სანუგეშებლად რომ გაგრძელდებოდა ეს ტრადიცია, “ბარსაში” ყოველთვის თამაშობდნენ და ითამაშებენ თავიანთი დროის საუკეთესონი. იამალიც ასეთია. უბრალოდ ჯერ ერთობა. ასეთ შთაბეჭდილებას მიტოვებს, ჯერ ხურდება, სერიოზულად არაფერს უყურებს. 

წნეხი? რა წნეხი? წნეხი ეზოში დავტოვე. 

მართლა უცნაურია. მის სიტყვებზე კიდევ ერთი ამბავი გამახსენდა სეზონის წინ, თქვენც გაგახსენებთ, მამა დაუჭრეს, მანდ ვიფიქრე ალბათ როგორ იმოქმედებს ჯერ კიდევ ბავშვზე-მეთქი, ეს კიდევ გამოვარდა და საუკეთესო იყო მოედანზე, რავი ძმაო, კვდება ეგერ მამაშენი.. არაა, არ მოქმედებს. არაფერი მოქმედებს. 

ახლა მხოლოდ პატარა ძმა ანაღვლებს, ადამა ტრაორესავით რომ დაყვება კუდში. 

შეიწია ცენტრისკენ, არიენ რობენივით, გაუშვა ცხრიანში. ასეთს კიდევ ბევრს გვანახებს, დაუშინეს ტრიბუნებიდან ბოთლები, ეგეც კიდია, არ ანაღვლებს. მერე მუშტი მიარტყეს მუცელში, არც ეგ ანაღვლებს, წამოდგა, გააგრძელა, საგოლე პასიც მიითვალა და როგორც კი ჩასტვინა მსაჯმა მაშინვე გასახდელში დაგაზა. 

ეს ბიჭი, ამერიკაში, მსოფლიო ჩემპიონატზე, მაგარი სანახავი იქნება. იქამდე კიდევ მოგვიტანს ტიტულებს.

საგოლე პასი ფერმინს მისცა, ფერმინმა ჩემპიონობა წინა ტურში აღნიშნა ელ კლასიკოში, გოლი რომ შეაგდო და ქომაგებისკენ გაიქცა, მერე გაუუქმეს ის გოლი, მაგრამ აგერ, სამართალმა პურიც ჭამა და წყალიც დააყოლა, მაინც საჩემპიონო შეაგდო! 

წინ რა გველის 

წინ კიდევ ორი თამაშია, ამ თვეში ჩემპიონატი დასრულდება. მერე დიდი სატრანსფერო ამბები დაიწყება და არ მოგვაკლდება სიახლეები. მანამდე კიდევ “ბარსას” ლეგენდები ითამაშებენ ჯეო 11-თან, ბილეთებს ვეღარ შეიძენთ, გაყიდულია, ვისაც შეძენილი გაქვთ კაი ხალხს ნახავთ მოედანზე. 

წარმოიდგენდით რონალდინიოს “პაიჭაძეზე”? მე ვერა. 

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (56)

  • afro2
    16 მაი 2025, 11:39

    ლეომ ბარსელონას ჩენპიონობა მიულოცე ეჰჰ რაიქნება ეგ კაცი კამპ ნოუზე რო დავაბრუნოთ თუნდაც ნახევარი სეზონით აბა დიდ ტრანსფერების გამკეთებლები ესენი არ არიან და წარმოიდგინეთ ხანდახან ოლმოს ადგილზე მესი და რა პასებს დაუხატავს რაფინიას იამალსაც და ლევანასაც სასწაული იქნება პლიუს ბიუჯეტს გაავსებს სასწაულად მაგრად არამგონია რო დააბრუნონ და ყველაფერს იზამს ტებასიც რო არ დაარეგისტრირებინონ

  • CHEPE
    16 მაი 2025, 11:34

    ციტატა: riva
    გილოცავთ ყველას

    Madrid, cabron, saluda el campeon! – ჩემპიონობას ყოველთვის ეტოოს სიტყვებით ავღნიშნავ. იმიტომ რომ ყოველი ჩემპიონობა მოგებული ომია, ომი რომელშიც რეალს და ატლეტიკოს მსაჯებიანად ამარცხებ…

    დიდებული და ფეერიული გყნდი გვყავდა წელს. ფლიკის იმედი ცხადია გვქონდა თუმცა შედეგმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა. აქ მხოლოდ ტიტულებზე არ ვსაუბრობ. ბარსასთვის ტიტული არასადროსაა მთავარი. საოცარი ფეხბურთი ითამაშა გუნდმა, ნამდვილი ფეხბურთი, დაჯექი უყურე და ისიამოვნე… ცალკე ხასიათი… 2001 წლიდან ვუყურებ ბარსას და ესეთი მებრძოლი არ მახსოვს. ესეც ფლიკია ცალსახად. ფეხბურთელებიც ცხადია, ეს ყველაფერი მათშიც იჯდა სადღაც ღრმად და ფლიკმა გამოაღვიძა.

    მოკლედ მადლობა გუნდს, წელს სასიამოვნო და საამაყო ბევრი რამ გვქონდა


    რაის მებრძოლი ძმა გვარდის დროსაც და ლუჩოს დროსაც გოლის მერე კვდებოდნენ და ან გაჰქონდათ ან აგებდნენ საერთოდ😅😅😅 ფკიკს კიდე 2:0 ეკეტებაა და მერე უხნავს დედუას ყველას და ყველაფერს🤭🤭🤭 აი ეს მენტალობა აკლდა ბარსელონას რომ ყოველი გაშვებული გოლი კატასტროფა არასდროს არაა რადგან შეგიძლია დაატრიალო თამაში შენს სასარგებლოდ ყოველთვის👌

  • RoNi_10
    16 მაი 2025, 11:04

    მადლობის მეტი რაგვეთქმის ყოჩაღ ფლიკს.
    უბრალოდ ლიგას ვერ ვინელებ რაქნეა ბოლო 3 წუთში, რეალი როცა ზედიზედ იგებდა ლიგებს მაშინაც ვერ თამაშობდა ასეთ ლამაზ ფეზბურთს დასანანია რო ეს შანსი გავუშვით ხელიდან

  • Don_Andresito
    16 მაი 2025, 10:07

    "ბევრი რამ არის ამისთვის საჭირო, კარგი გუნდი, კარგი მწვრთნელი, კარგი პრეზიდენტი. ყოველთვის ასე არ ხდება" – ამას დავამატებდი მთავარს, როცა ბარსა ზედიზედ 2 ჯერ ჩემპიონდება სრული ისტერია იწყება მადრიდში და მესამე წელს სრული მობილიზაცია ცხადდება, მსაჯები თავისთავად, პროკურატურა იბარებს ფეხბურთელებს, პრესა უგონებს ტყუილებს და ასე შემდეგ. პეპმა ზედიზედ 3 მოიგო და 2012 ში მარაზმი დაიწყო. ლუჩომ 2 ჯერ მოიგო და 2017 ში კატასტროფა იყო მსაჯობა. ძაან მოწოდების სიმაღლეზე უნდა ვიყოთ მარა როცა ერთ გუნდშო მბაპე ვინი და მსაჯი არიან რამდენჯერ მოუგებ ლა ლიგას? ამიტო არ მჯერა რო ლა ლიგების რაოდენობაში გადავუსწრებთ. მარა რაც უფრო მივუახლოვდებით უკეთესია

    ბოლო 2 ტურში კიდე იქნებ დაიტესტოს გილე და ტონი. ბარსა ბ ეს მაინც აღარაფერი ეშველება. გავარდა 4 ლიგაში

  • riva
    16 მაი 2025, 09:10

    გილოცავთ ყველას

    Madrid, cabron, saluda el campeon! – ჩემპიონობას ყოველთვის ეტოოს სიტყვებით ავღნიშნავ. იმიტომ რომ ყოველი ჩემპიონობა მოგებული ომია, ომი რომელშიც რეალს და ატლეტიკოს მსაჯებიანად ამარცხებ…

    დიდებული და ფეერიული გყნდი გვყავდა წელს. ფლიკის იმედი ცხადია გვქონდა თუმცა შედეგმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა. აქ მხოლოდ ტიტულებზე არ ვსაუბრობ. ბარსასთვის ტიტული არასადროსაა მთავარი. საოცარი ფეხბურთი ითამაშა გუნდმა, ნამდვილი ფეხბურთი, დაჯექი უყურე და ისიამოვნე… ცალკე ხასიათი… 2001 წლიდან ვუყურებ ბარსას და ესეთი მებრძოლი არ მახსოვს. ესეც ფლიკია ცალსახად. ფეხბურთელებიც ცხადია, ეს ყველაფერი მათშიც იჯდა სადღაც ღრმად და ფლიკმა გამოაღვიძა.

    მოკლედ მადლობა გუნდს, წელს სასიამოვნო და საამაყო ბევრი რამ გვქონდა

  • Mascerano
    16 მაი 2025, 09:08

    ინიგო რა მაგარი ემოციებით აღნიშნავს ყველაფერს, ეგ კაცი უნდა იყოს კაპიტანი რაფინიასთან ერთად, პრველი კაპიტანი ინიგო და მეორე რაფინია, დეიონგს და არაუხოს ვინ მიცასამკლაური მაგათი ნაზი დედამოვხან

  • Frenkie de Jong_
    16 მაი 2025, 09:00

    ციტატა: ვისკა ბარსა
    მადლობა ფლიკს ამ სეზონისთვის,სადებიუტო სეზონში 3 ტიტული მოიგო რავი ამაზე კარგი შედეგი სადებიუტო სეზონში!? იმედია ამ წელს კვარა მოიგებს ლიგას და ჩემი სიტყვები დაიმახსოვრეთ ფლიკი ბარსელონას ხელში მოიგებს 2 ჩემპიონთა ლიგას!! გილოცავთ კიდევ ერთხელ კულეებო Visca Barca 💙❤️


    თან 4 ტიტულამდე ზუსტად 2 წუთი დააკლდა.
    თან რა გუნდით

  • ვისკა ბარსა
    16 მაი 2025, 08:51

    მადლობა ფლიკს ამ სეზონისთვის,სადებიუტო სეზონში 3 ტიტული მოიგო რავი ამაზე კარგი შედეგი სადებიუტო სეზონში!? იმედია ამ წელს კვარა მოიგებს ლიგას და ჩემი სიტყვები დაიმახსოვრეთ ფლიკი ბარსელონას ხელში მოიგებს 2 ჩემპიონთა ლიგას!! გილოცავთ კიდევ ერთხელ კულეებო Visca Barca 💙❤️

  • C.PC5
    16 მაი 2025, 08:45

    ისეთი ჩემპიონობაა ამაზე მეტად დამსახურებულს რომ ვერ ნახავ, ყველას გადაუარა ბარსამ სეზონის მანძილზე, ყველა ასპექტში ილიდერა, ერთი ბეტისი დაგვრჩა დაუმარცხებელი რაღაცნაირად, მოკლედ ლალიგაში ძალიან კარგი სეზონი გამოგვივიდა ყველა დაბრკოლების მიუხედავად, 100 გოლიან ნიშნულსაც დავამატებთ ზემოდან დარჩენილ ორ თამაშში და 100 ქულიანზეც ვიფიქრებთ საგაისოდ💪

  • GRIEZMAN✓™
    16 მაი 2025, 08:21

    ¡Madrileños hijos de puta! ¡Saluden a los campeones!

  • Rick Sanchez
    16 მაი 2025, 08:14

    2 წუთი დაცვაში ჩამჯდარიყო ფლიკი და ახლა ფინალზეც ვინერვიულებდით…

  • douglas77
    16 მაი 2025, 08:10

    ბილეთების მეტი რაარი გასაყიდად 😂

  • Frenkie de Jong_
    16 მაი 2025, 08:06

    მეგონა ფლიკსსს საკაუფოდ აფრენინებდნენ,

    რა დინჯი კაცია იმენა გასახდელის ვიდოეებში არსად ჩანს

  • Messi 30
    16 მაი 2025, 06:34

    ლიგის ფინალიც ტყუილად გავმაზეთ 2წუთი დაგვაკლდა მხოლოდ😓😓😓
    ლა ლიგა განაღდებული, ფინალისთვის მოსამზადებელი ეტაპი 15 დღე გვექნებოდა კუნდეც დაგვიბრუნდებოდა, სრული შემადგენლობით ვიქნებოდით😪

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    16 მაი 2025, 05:39

    დიდებული იყო ბარსა ამ სეზონში❤️

  • Flying Dutchman
    16 მაი 2025, 04:54

    გილოცავთ! 2 ტიტული ვივარაუდე სეზონის წინ და 3 წავიღეთ! კვარამ მოასწროს წელს ეს თასი თუ უნდა და შემდეგი წლიდან იმ უმთავრეს ფლიკის ხელში მინიმუმ ორჯერ მოვიგებთ!

  • me da barca
    16 მაი 2025, 03:14

    ლა ლიგა მოვიგეთ ფეოლა!

    ფეოლა: გაგიჭირდებოდათ.

  • jacky iakovenko
    16 მაი 2025, 02:51

    ლევანა და შესნი რო სიგარას აბოლებენ 😍🤌

  • Neymar
    16 მაი 2025, 02:50

    იამალი არის რაღაც მოვლენა და clutch მოთამაშეა ძაან ხოდა ამან თუ ასე გააგრძელა რავიცი ვერასდროს ვერავინ ვერ გააჩერებს მგონი

  • jacky iakovenko
    16 მაი 2025, 02:44

    არადა საიდან დაიწყო ყველაფერი… კაცი იდგა მატარებელს უცდიდა… თურმე ბარსას მოეშურება 😍ფლიკს ადგილ ბარსელონას Hall of Fame-ში