დავალება შესრულებულია, ურთულეს მატჩებამდე “ბარსამ” ორივე შეხვედრა მოიგო – “სელტასთან” და “მალიორკასთან”, ორივე რთულად, ორივე მინიმალური ანგარიშით. დანაკარგიც დიდია, რობერტ ლევანდოვსკი სეზონის ყველაზე მნიშვნელოვან კვირას გამოტოვებს. ჩემპიონობამდე სულ მცირეა დარჩენილი, უკვე სამივე ტურნირზე ასეთი სურათია, ლა ლიგაშიც, კოპაზეც და ჩემპიონთა ლიგაზეც. ტრავმებს თუ არ ჩავთვლით “ბარსა” კარგ ფორმაში ხვდება საფინალო ნაწილს.
უკვე დაგვეტყო
გუნდი ბევრს უტევს – გოლი არ გადის. ამ დროს ბუნებრივია ცენტრფორვარდზე გეფიქრება და ჰყავს “ბარსას” კარგი ფორვარდი, ოღონდ განაცხადს მიღმა. ფერანმა კი გოლი ვერ შეაგდო, არადა, სწორედ ახლა იყო საჭირო თვითრწმენა, მომდევნო მატჩებში მთავარი სიტყვა უნდა თქვას, არასდროს მისი კარიერის განმავლობაში ამხელა წონა მის ყოფნა/არყოფნას არ ჰქონია. ფერანი და ოლმო – ამ დუეტს მოუწევს ლევანდოვსკის ფუნქციების შეთავსება, ამ დუეტს მოუწევს მთავარი დარტყმის მიტანა “მადრიდისა” და “ინტერის” კართან. რა გამოვა ვნახავთ, “მალიორკასთან” ერთს გამოუვიდა, მეორეს არა.
თუმცა, მხოლოდ ფერანში არ არის საქმე, მთელი გუნდი უტევდა, ბევრს ურტყამდნენ კარისკენ და კარშიც, მაგრამ პირველ ტაიმში გოლი საერთოდ არ გავიდა, ხარისხი კი დამაკმაყოფილებელი იყო, პედრი და ლამინე აგრძელებენ არანორმალური ფეხბურთის ჩვენებას. ტექნიკური, კრეატიული და კიდევ რაღაც, მხოლოდ ამ ორს რომ ახასიათებს. ჯერჯერობით სახელსაც რომ ვერ დაარქმევ. კარგიც უნდა ითქვას ამ გადამწყვეტი კვირის წინ და კარგი ეგ არის – პედრი კარიერის საუკეთესო ფორმაშია.
ფლიკმა დრო მისცა ფატის, ფორვარდია საჭირო და ვინ იცის, იქნებ დასჭირდეს კიდეც, მატჩის მერე შეაქო, მაგრამ მე შესაქები ვერაფერი დავინახე, მისი იმედი მოახლოებულ მატჩებში ნამდვილად არ მექნებოდა.
სწრაფი გოლი
მეორე ტაიმი იგივე სცენარით დაიწყო, ამჯერად დასაწყისშივე გაუმართლა “ბარსას”, დანი ოლმომ შეძლო გოლის შეგდება, კარგი გოლი იყო, მას რომ სჩვევია ისეთი, ფლანგიდან გაკეთებული პასი საჯარიმოში სახით კარისკენ მიიღო და მარცხენა ფეხით შორეულ კუთხეში შეაგდო. ამდენ დროს თუ მისცემ გაიტანს აბა რას იზამს?! მიუხედავად იმისა, რომ სხვა ფეხბურთელებს უფრო მეტი გოლი აქვთ, მგონია რომ ლევანდოვსკის მერე ყველაზე გამტანი ფეხბურთელი სწორედ დანი ოლმოა, ყველაზე მეტი პოზიციიდან, თან ორივე ფეხით შეუძლია შეგდება. აი, ამ კაცის იმედი ნამდვილად მაქვს.
გოლის მერე ორი კარგი მომენტი კიდევ შეიქმნა, ფატიმ შორიდან კარგად დაარტყა კარში, მაგრამ მეკარემ აჯობა, აქაც არა იმდენად დარტყმამ, რამდენადაც პირველმა ორმა შეხებამ მიიქცია ყურადღება, ისეთი შეხება აქვს ბურთთან რომ თითქოს ისევ ჯიუტად მაინც ჩანს ეს მინავლული პოტენციალი, ალბათ რაღაც ჯადოქრობაა საჭირო ამის გამოსაღვიძებლად, ფლიკი კიდევ ვერ აღმოჩნდა ჯადოქარი. მერე კიდევ პედრიმ მორიგი სასწაული პასი გააკეთა და შეატოვა იამალი მეკარეს პირისპირ. ლამინემ კიდევ ვერ გაიტანა. ნეიმარი გამახსენდა “ბაიერნთან”, იგივე მოძრაობა, და ფეხებს შორის ნოიერს! ვაჰ, როგორ ჰგავდა, ლამინემაც ასე სცადა, მაგრამ ვერ გააძვრინა ბურთი მეკარის დატოვებულ სივრცეში. ასე გაიფლანგა 100%-იანი შანსი და რაიმე მსგავსი რომ მომდევნო ოთხ შეხვედრაში მოხდეს ალბათ გულიც ვერ გაუძლებს.
წინ რა გველის
ნერვიულობა, აღელვება, მე მგონი, რომ სიხარულიც.
მაშ ასე, ვიწყებთ ფინალით, სამ დღეში! მზადყოფნა იყოს!
ვაგრძელებთ ჩემპიონთა ლიგაში “ინტერთან” ჯერ სახლში, მერე გასვლაზე.
ვამთავრებთ ლა ლიგაში კლასიკოთი, სადაც გადაწყდება კიდეც ჩემპიონის ბედი.
აბა შენ იცი ჰანსი!
ინტერი მთელ ძალას გამოაცლის ბარსას.არ მევასება ასეთი მძიმე გუნდები
იქით კამპ ნოუ-ზე მინდორის დაგება დაიწყეს უკვე 😍 აქ რაშუაშია მარა იყოს ჰა😂
დღეს საინტერესოა ხეტაფე გაუძალიანდება რეალს თავისი ანტიფეხბურთით, თუ დაუწვება მაკე ღორივით, როგორც მადრიდული გუნდი.
"ვამთავრებთ ლა ლიგაში კლასიკოთი, სადაც გადაწყდება კიდეც ჩემპიონის ბედი"
მე მგონი ამ თამაშით ჩემპიონი ვერ გაირკვევა, ანუ რომც წავაგოთ გინდაც 0-3 უპირატესობა მაინც ჩვენ გვექნება სეზონის დამთავრებამდე. ერთი ასეთი კლასიკო მახსენდება 2009-ში, მაშინაც 4 ქულით ვაწრებდით რეალს. ესპანური პრესა აჭრელებული იყო სხვადასხვა ვარიანტებით. ძირითადად ამბობდნენ, რო რეალი მოიგებდა და 1 ქულას დარჩენილ 4 თუ 5 თამაშში ამოქაჩავდა. თამაში მაისის დასაწყისში იყო და გაგახსენდებოდათ მაშინდელი 6-2 თუ გინდათ რეალისთვის ასე ვთქვათ 2-6. ბარსა 7 ქულით დაწინაურდა და რეალის ჩემპიონობაზე საერთოდ შეწყდა ლაპარაკი ესპანურ პრესაში. კარგი იქნებოდა იმ შედეგის გამეორება, მითუმეტეს მაშინ დაიწყო გვარდიოლას ტრიუმფალური სვლა და ახლა ამას ფლიკის სახელი დაერქმევა.
და მერე კიდევ ბოლო ფინალი!
ოთხი მატჩი დარჩა, ოთხი! ეს თამაშებიც მოიგონ და დაისვენონ მერე, ვახ ამდენი ტანჯვის, ლამის ათწლიანი ჩავარდნის შემდეგ ასე ახლოს ვართ ტრიუმფთან.
ყველაფერი უნდა დადონ ახლა ბიჭებმა, მთელი სეზონი რასაც ვთამაშობდით, ახლა გაირკვევა ეგ ყველაფერი დაკონვერტირდება თუ არა შედეგში. კონცენტრაცია, მონდომება, სირბილი, აზროვნება, ენერგია, შექმნა, რეალიზაცია… ყველაფერში 200% უნდა დავიხარჯოთ
ვახ ღმერთო ეს 4 მატჩი მოგვაგებინე გთხოოვ
12:16 ფეოლა
==================================
არ ინერვიულოთ, ჩვენი ახალი "ოქროს თაობა" სამივე <ფინალს> გაუმკლავდება!
ფლიკის გუნდში კარგი ფსიქოლოგი ჰყავთ, ეს ჩანს, მათ ყოველ მატჩში ეტყობათ!!! ქამბექებმა ხომ უფრო გაუზარდათ საკუთარი თავის რწმენა, აი მარტო ეს რად ღირს!!!
ნუ, ფლიკი ხომ ცალკე თემაა, აი ასეთი უნდა იყოს მწვრთნელი, "ბავშვებს" ენდო და დაარწმუნა ისინი, რომ მათ ყველაფრის მოგება შეუძლიათ!!! ნუ, რა შეიძლება რომ ვთქვათ მასზე – მხოლოდ -ბრავოოო-!!!!!!!
ასე რომ, ფანების ნდობა ფსიქოლოგიურად მათ უფრო გააძლიერებს!!!
სხვების არ ვიცი და მე ნამდვილად ვერ ვიტყვი ცუდი იყოთქო, პირველად რომ ათამაშა ამ სეზონში ფლიკმა საერთოდ არაფერი არ გამოუვიდა და კი ჩაიქნია თვითონაც ხელი, მარა გუშინ გოლის გატანასთან ძაან ახლოსაც იყო და პლიუს ძაან კარგად იყო შეწყობილი გუნდთან, რამდენიმე ძაან კარგი მოქმედება-პასიც ქონდა, დრიბლინგზე ისევ ვერ მიდის მარა ბევრად თავდაჯერებული იყო ბურთთან ერთად. მოკლედ გოლი რომ შეაგდოს შეიძლება მერე ისევ მოუმატოს.
სეზონის ყველაზე რთული ნაწილი იწყება და ახლა ბალდეს და ლევანას დანაკლისი ძაან ცუდია, ამას ემატება ის რომ გუშინ არცერთმა ყვითელი ბარათი არ მიიღო ვისაც 4 აქვს დაგროვილი, ვალიადოლიდთან თუ ყველა მათგანის დასვენებას გეგმავს ფლიკი კიბატონო არაუშავს მარა რომელიმემ მაინც რომ იქ აიკიდოს ბარათი და ლალიგის კლასიკო გამოტოვონ სერიოზული დარტყმა იქნება უკვე. ფეხბურთელებს რაც შეეხებათ, ფაქტია რო ფორტზე რომ ვწერდი ათამაშოს მარცხნივთქო 100% მართალი ვიყავი, არაა ბალდე მარა ძალიან ჭკვიანი ბიჭია და ბევრი რამე შეუძლია გააკეთოს მარტინისგან განსხვავებით, დაცვაში კი სუსტია მარა შეტევაში ძალიან კარგად ერთვება და ეგ უფრო გვჭირდება ჩვენ და არა ის ხის მორი რომ დაგორავს, იმედია დაინახა ეს ფლიკმა და გამოიყენებს ფორტს მომავალ თამაშებში. ლევანას დანაკლისს ფერანი რო ვერასდროს შეავსებეს ესეც ცხადია მარა მთავარია ოლმო იყოს ჯანზე და ერთს მაინც გაისვრის ეგ ბიჭი დარწმუნებით ვიცით, ფერანიც გააღვიძებს ვაი ზვიგენს იმედია და რამე იქნება. ნუ პედრი როარ აგინებთ ამათ მიკვირს უაღესად, ალბათ მინიმუმ სამი ასისტი გაუფუჭეს გუშინ, თან ისეთები რომ აიღებდა ლალიგა და რეკლამებში რომ ატრიალებდა მერე ეგეთ ულამაზეს გოლებს. გარსიამაც შეითავსა საბოლოოდ რობერტოს როლი, მასე ეწერა მაგას და კი მიყვება მისნაირ გზას, ეგეთი ერთი სულ უნდა გეგდოს გუნდში და იყოს ესეც არაფერს ვერჩი, დაცვის ცენტრში არაა მაგის ადგილი და სხვაგან სადაც დააყენეს ნორმალურია ყველგან. გავიც კარგი იყო ოღონდ ძაან მიიჩქმალა ჩამშლელზე რომ იდგა, ისე ხშირად არ ხვდებოდა თვალში. იამალი მოსათოკია მეტი რაღა ვთქვა.
რავი გუშინ რასაც ვუყურე არიყო ფატი ცუდი ფერანს შეეძლო პასის გაკეთება ფატიზე და გაიტანდა წესით
ყველაზე ცუდი მაინც ფერანი იყო გუშინ შეხებებზე მართლა ემჩნეოდა ფატის ძველი ფატის მოძრაობები ერთი შეხებით პასები და სწრაფი აზროვნება იმედია დაბრუნება და ამ რთულ მომენტში გამოადგება გუნდ მე პირადად მივცემდი დროს კლასიკოშიც და ინტერთანაც
გუშინ ვერ ვუყურე თამაშს და ფატი როგორიიყო?