workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მატჩისშემდგომი მიმოხილვა: ცალი ფეხით – ჰოპ!

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: ცალი ფეხით – ჰოპ!

   სამი ბურთი გაფლანგულა, ოთხი არა, არასდროს! ჩემპიონთა ლიგაზე მხოლოდ ერთი კლუბია, რომელსაც ოთხბურთიანი ბარიერი დაუძლევია და ეს “ბარსელონაა”! ასე რომ, 99%-ით “ბარსა” ნახევარფინალშია. იმ ერთ პროცენტში სასწაულები ხდება ხოლმე, მაგრამ ახლა მაგის დრო არ არის და არც “დორტმუნდია” სასწაულის მომხდენი. “ბარსა” ფავორიტი იყო და რაღაც მსგავს სცენარს ელოდნენ კიდეც, ჰანსი ფლიკი რამდენჯერაც გასულა “დორტმუნდის” წინააღმდეგ იმდენჯერ მოუგია, რობერტ ლევანდოვსკის კიდევ კარიერაში ყველაზე მეტი გოლი სწორედ ყოფილი კლუბის წინააღმდეგ აქვს შეგდებული. უკვე ჩვეულებრივად აღნიშნავს ამ გოლებს, აბა, წარმოიდგინეთ რა სასაცილო იქნებოდა 28-ჯერ რომ გოლი არ აღენიშნა. 

ამ მატჩამდე 27-27 გოლი ჰქონდა “ბორუსიასა” და “ვოლსბურგის” კარში შეგდებული, ახლა კი “დორტმუნდი” დაწინაურდა. სამივე ფორვარდმა გაიტანა, ნელ-ნელა ეწერება ეს სამეული ლეგენდარული სამეულების სიაში, სათავეში ალბათ ვერასდროს ვერ მოხვდება, მაგრამ სამივე შემტევი რომ ბრწყინავს უკვე საქმეა. 

მეტად უცნაური გოლები 

ლამაზი იყო, მაგრამ უცნაური, თანაც, ორჯერ. რაფინიამ და ლევანდოვსკიმ კარის ხაზიდან შეაგდეს გოლები. განსხვავება მაინც იყო, რაფინია რომ ბურთს არ შეხებოდა მაინც გავიდოდა გოლი და კუბარსი იქნებოდა მისი ავტორი, ბრაზილიელმა კი გარისკა და შეეხო, გარისკა, რადგან თამაშგარეს ზღვარზე იყო, საბოლოოდ კი გაუმართლა და გოლი ჩაითვალა. ცენტრალური მცველების მონაწილეობით გავიდა ეს გოლი, მატჩის მიწურულს არაუხო გამოვიდა, გოლისგანაც იხსნა გუნდი, ფლიკი მაინც კუბარსისა და ინიგოს მიიჩნევს ძირითადის წევრებად. 

მეორე გოლი უფრო ლამაზი გამოვიდა, იდეალური კომბინაცია გათამაშდა, თავდაპირველად მომეჩვენა რომ კობელი შეცდა, თითქოს შეეძლო ბურთზე თამაში, ლამინემ ხომ ფაქტონბრივად მის მცირე საჯარიმოში ჩააგდო ბურთი, მაგრამ ამ ტრაექტორიით წამოსულ ბურთზე თამაში ალბათ მაინც ძალიან რთულია, რაფინიამ ხელი ასწია და ლამინემაც იდეალურად გადაუკიდა, ბრაზილიელმა თავით გასწვრივ ასევე მაღალი ბურთი გადაკიდა და ლევანდოვსკიმ ცარიელ კარში შეაგდო. რა იყო ეს? ფრენბურთივით გაათამაშეს. კობელ სად ხარ? შენს საჯარიმოში გრეხედბოლს თამაშობენ! 

ბოლო დროს აღარც გამოჩენილა გუნდი, რომელიც მოედნის ცენტრში დე იონგსა და პედრის ბურთს წაართმევდა. მესამე კაცს უფრო მეტი თავისუფლება ეძლევა ხოლმე შეტევაში, ამჯერად ეს კაცი ფერმინ ლოპესი იყო, დანი ოლმო ჯერ არ დაბრუნებულა განაცხადში. ფერმინს მეორე ტაიმში ორი ძალიან კარგი შანსი ჰქონდა და ვალდებულიც იყო გაეტანა, სიზუსტე აკლდებოდა, არადა, როცა ასეთ კონკურენციაში ხარ, ყველა შანსი უნდა შეირგო. 

სამაგიეროდ, საგოლე პასი მიითვალა. 

რომარიოს მსგავსად 

ფერმინის გაფუჭებული მომენტების მერე “ბარსამ” კიდევ ერთი კონტრშეტევა გამოიყენა, ლამინე იამალმა ამჯერადაც გასაოცარი პასით გაიყვანა თავისუფალ ზონაში ფერმინ ლოპესი. საერთოდ, ლამინეს ძალიან კარგი მატჩი ჰქონდა, წინა შეხვედრა ლა ლიგაში, როგორც ჩანს ამოვარდნილი იყო ყველაფრიდან, შესაძლოა, გადაღლა ეტყობა 17 წლის ბიჭს, მაგრამ ფორმა არ დაუკარგავს. 

ფერმინმა დროულად მოძებნა ლევანდოვსკი და ამანაც დუბლი შეასრულა. ისევ გაუტანა ყოფილ კლუბს. რამ გაამწარა.. რა ვიცი.. 

ბოლო გოლი კი ლამინეს ანგარიშზეა. რაფინიამ მეორე საგოლე პასი მიითვალა, კიდევ ერთი კონტრშეტევა, ლამინე ერთი-ერთზე დარჩა, დარტყმამდე მომეჩვენა რომ ცუდი შეხება ჰქონდა ბურთთან, ვიფიქრე ხომ არ გაექცა-მეთქი, ამან კიდევ რომარიოს მსგავსად ბუცის წვეტით შეაგორა კობელის კარში, ეს საწყალი ისევ არ განძრეულა. ძალიან მაღალი კლასია. არ აქვს მის ნიჭს საზღვარი, ბოლო არ უჩანს, ყოველ კვირა რაღაც ახალს გვთავაზობს. მცირე ხანში შეცვლა მოითხოვა, უცნობია დაზიანება აქვს თუ გადაიღალა. კაი ხანი ჰქონდა ხელი აწეული, ფლიკი აიგნორებდა, მერე როგორც იქნა შეიმჩნიეს და შეცვალეს. კი ეკუთვნის კარგი დასვენება. 

ლამინეს ნაცვლად ფატი შემოვიდა, “მონჟუიკმაც” მაგრად შეჰყვირა, აგრძნობინეს, რომ ახსოვთ, ჯერ კიდევ სჯერათ მისი, ლამინესა და ფატის შორის ასაკში სხვაობა 5 წელია. დაგაბნევს ეს სხვაობა ადამიანს. ფატიც ახალგაზრდა ფეხბურთელია, მაგრამ 5 წლით ლამინეზე უფროსი. ახალგაზრდა ფეხბურთელია, მაგრამ ხელი აქვს ჩაქნეული თავის კარიერაზე. რაფინიამ შემოსვლის წინ მაგრად შეაგულიანა, როგორც ჩანს, ეხმარება ფორმის დაბრუნებაში, მაგრამ ანსუმ ზუსტად იქ დაუშვა შეცდომა სადაც რაფინია ერთი-ერთზე უნდა გაეყვანა. თითქოს მარტივი პასი იყო გასაკეთებელი, მაგრამ შეცდა. ისე კი მისი სხეულის ენა არ შეცვლილა, ისევ ამოვარნილი ჩანს, დაკარგული, კონცენტრირებას კვლავ ვერ ახერხებს. 

ეგომ იმსხვერპლაო – ბარსელონურ პრესაში ასე ამბობენ. ნაადრევად დაიჯერა, რომ რაღაცას მიაღწიაო. ასეც არის ალბათ. რას გაიგებ ახლა. 

წინ რა გველის 

წინ მატჩია “ლეგანესთან”, აუცილებლად მოსაგები. ამ სტადიაზე შეცდომა არ მოსულა. ჩემპიონთა ლიგაზე კი “ინტერი” დაწინაურდა. მართალია სტუმრად გატანილის უპირატესობას აღარ თვლიან, მაგრამ მოიგეს მატჩი და აქვთ ეს უპირატესობა. “ინტერი” კიდევ ლიგის მოგების მთავარი ფავორიტია. “ინტერი” ერთადერთი გუნდია, რომელიც წლებია ეტაპობრივად ვითარდება – “მადრიდი” მბაპემ ძალიან შეცვალა, გადაწყობა დასჭირდათ, “არსენალს” ამ ეტაპზე გამოცდილება აკლია, პსჟ-ი სულ ახალი გუნდია, თავისი კვარაცხელია-ბარკოლათი, “ბარსაში” ფლიკმა მხოლოდ წელს დაიწყო გუნდის შენება, “ბაიერნში” კომპანიმ. “ინტერი კიდევ მას მერე რაც ფინალი წააგეს “სიტისთან” იზრდება და იზრდება. ჰოდა, ამ ყველაზე საშიშ გუნდს, სავარაუდოდ ნახევარფინალში შევხვდებით. რაღაც-რაღაცები ცუდად გვახსოვს “ინტერისგან”, გამოსწორების შანსიც იქნება. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (12)

  • ვისკა ბარსა
    schedule 16 აპრ 2025, 13:16
    #12

    უმაგრესი შეხვედრა ჩაატარეს და შედეგიც სახეზეა დაასვენოს ეს იამალი არ შეიძლება!? ტიპი გადამწვარია და ვეღარ თამაშობს ვაფშე,კუბარსის გოლი აართვა რაფინიამ კარგი უნდა ბომბარდირობა მაგრამ კუბარსის რომ გოლს არ გაატანინებ რავი მცველია ბოლო ბოლო.

  • Don_Andresito
    schedule 12 აპრ 2025, 11:18
    #11

    ჯერ გავიდეთ… ისე როგორ მინდოდა ბაიერნს როგორმე გაეგდო ეს ინტერი და აგვერიდებინა. ინძაგის გუნდის დამარცხება 2 თამაშის ჯამში მგონი რო არავის შეუძლია

  • Rick Sanchez
    schedule 10 აპრ 2025, 12:45
    #10

    ინტერთან ძალიან გაჭირდება, ალბათ ყველაზე მაგრად მაგ თამაშისთვის იქნება მომზადება საჭირო. ძალიან რთულად დასამარცხებელი გუნდია, აწყობილი სისტემით და უმაღლესი დონის ფეხბურთელებით, მაგრამ ფლიკის მჯერა.

  • nika 54
    schedule 10 აპრ 2025, 11:39
    #9

    რაც პირველ ტაიმში მანერვიულეს მეორეში გამოასწორეს. მეგონა თანახმა იყვნენ 1-0-ზე მაგრამ ფლიკის ისტერიკებს რო შევხედე ტაიმის ბოლოსკენ მივხვდი ამათ სუყველას დიდ კლიზმას გამოუწერდა გასახდელში. ისე ყველაფერი კარგად აგიხდეთ, როგორც ამის "დარიგებამ" იმოქმედა მეორე ტაიმში.

  • MaestroXavi
    schedule 10 აპრ 2025, 10:02
    #8

    ინტერი არის გამოცდილი შეთამაშებული და ძალიან მძლავრი გუნდი.. დამფრისი დიმარკო ლაუტარო ბასტონი ბარელა ყველანი ტოპ 5 ში შედიან თავის პოზიციაზე
    ძალიან გაგვიჭირდება

  • C.PC5
    schedule 10 აპრ 2025, 09:26
    #7

    შედეგი კი კარგია, მეორე ტაიმი ფანტასტიკურად ჩაატარა გუნდმა, მაგრამ პირველი ტაიმი კიდევ ტოვებს კითხვის ნიშნებს, რაღაც მომენტში ზედმეტად მოდუნდებიან ხოლმე და მანდ მიიღებს მეტოქე შანსებს თან საკმარისს რომ გაიტანოს. ეს ლოგიკურია 90 წუთი ერთ ტემპში ვერ ითამაშებ და შენც უნდა მოირგო მეორე ნომერი, ოღონდ მეტი ყურადღებაა საჭირო ეგეთ დროს ნახევარდაცვასა და დაცვაში, ეგეთ მოდუნებას ინტერი არ გვაპატიებს, ეგ გუნდი დააფდეითებული ატლეტიკოა ჩათვალეთ, ფლანგებიდან მითუმეტეს განსაკუთრებით კარგად შეუძლიათ თამაში, ბორუსიამაც რამდენჯერაც ჩააწოდა იმდენი კაი მომენტი ქონდათ გირასის არ ეყო კლასი უბრალოდ, აი ინტერს ყავს მაგის შემსრულებლები და უკეთაც აქვთ დამუშავებული კომბინაციები. არც ბალდეს იმ ქაჯობას გაატარებს ბევრი მსაჯი პირველ წუთებზე საწითლედ რო გაექანა თუარ ვცდები ადეიმი გააგორა, ნუ იმათ ნახევარზე იყო და დიდი ალბათობით წითელს არ მიცემდა, მაგრამ ყვითლის აკიდებაც არ იქნებოდა პატარა ამბავი, თან როგორ იღებ ჯარიმას იმასაც ხო აქვს მნიშვნელობა, თუ მიდიხარ მაგ რისკზე ისე მაინც ქენი რო ძაან აშკარად არ გამოეჩხირო თვალში მსაჯს, მერე კიდე უკან იყო რამდენიმე ჩვენი მცველი და ამას რაში დაჭირდა ეგ მოქმედება აუხსნელია. ამათ გარდა იმდენი გამოუყენებელი მომენტიც არ ტოვებს კარგ შთაბეჭდილებას, ფერმინს გაუვრადა ასისტი გააკეთა თორე უსაზიზღრესი იყო მთელი თამაშის განმავლობაში, ერთ სამი გოლი მაგან დაგვაკლო ლამის. მოკლედ ამ ეტაპზე ეს პატარა შეცდომები კი თითქოს არაფერია და შედეგიდან გამომდინარე არც ჩანს არაფრად, მაგრამ ნახევარფინალი სულ სხვა ლეველია, ინტერიც ყველაზე საშიში გუნდია დარჩენილებიდან, მაგათთან შეცდომა ყველაზე ძვირად ფასობს და ამიტო მეტი კონცენტრაციაა საჭირო.

  • P.G-8
    schedule 10 აპრ 2025, 08:49
    #6

    ფლიკმა მონსტრი შექმნა, თუ ბარსას თამაში წაუვიდა ვინ უნდა იყოს ამათი გამჩერებელი?

  • La Pulga10
    schedule 10 აპრ 2025, 08:38
    #5

    იქნებ ბაიერნმა მოახერხოს და გამოაგდოს ინტერი

  • Tsukuyomii27
    schedule 10 აპრ 2025, 08:29
    #4

    გილოცავთ💙❤️
    მშვენიერია ამხელა ჰანდიკაპით მოგება
    ახლა ლა ლიგაში მარტო ფსიქოლოგიური მუხტით უნდა მოვიგოთ ყველაფერი.
    ოლმოსაც საშუალება ექნება ფორმა აღიდგინოს 1/2 მდე რაც შეიძლება მცირე დატვირთვით ისე რო პიკში მაგდროს გავიდეს 😍

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    schedule 10 აპრ 2025, 03:34
    #3

    ლიგის მეოთხედფინალში, შარშანდელ ფინალისტთან, 4-0 მოგებული თამაშის შემდეგ, შეცდომებზე აპელირება ცოტა უცნაურია

  • vitorborbafereira
    schedule 10 აპრ 2025, 03:18
    #2

    ინტერის გაცდენა ამდენი შეცდომით გაგვიჭირდება

  • Messi 10
    schedule 10 აპრ 2025, 03:10
    #1

    ერთადერთი რაც არ მინდა ესაა პსჟ ფინალში და იმედია იქმდე არსენალი გამოაგდებს რაღაცნაირი გუნდია და თუ მაინც მაგათ დავეჯახეთ და ჩვენც ინტერი გავაგდე|თ მერე არ ვიცი არანაირი მოდუნება მგონია რომ ტრიოს დღევანდელი გოლები ცოტას მოხოდავს ბოლო რამდენიმე თამაშში არ მომწონდნენ.
    პ.ს ფრენკი დე იონგი უბრალოდ ხატავს და იმედია ბოლომდე ესე გააგრძელებს, იამალი არ დაღლილა უბრალოდ ანსუს დაუთმო დრო