მატჩისშემდგომი მიმოხილვა: იამალი არ დადის

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: იამალი არ დადის

   ხანდახან ლა ლიგაშიც იღებენ სწორ გადაწყვეტილებებს. მაგალითად, წლების წინ მიღებული გადაწყვეტილება რომ კოპა დელ რეიზე გუნდებს მხოლოდ ერთი მატჩი ეთამაშათ, ძალიან სწორი და პროდუქტიული გამოდგა. აბა, ახლა წარმოიდგინეთ “ბარსას” რომ ამ გამარჯვების შემდეგ კიდევ ჰქონდეს დარჩენილი მატჩი სევილიაში. რა მოსაწყენი იქნებოდა. 

ერთი მოგება და ეგ არის – მეოთხედფინალში ვართ. 

თან რა მოგება! 

გააგრძელეს არაბული ვოიაჟი. კარგ ხასიათზე, თასით ლუდი ჩაისხეს და მაინც იფრინეს მოედანზე. იამალს ალბათ არ დაულევია, არ შეიძლება, არასრულწლოვანია. არადა, შეხედავ როგორ თამაშობს და.. 17 წლის? მართლა? 

სულ სხვა სიმაღლეზე 

თითქოს ტიტულებთან ერთად იზრდება, ევროპის ჩემპიონატის მერე თავდაჯერება შეემატა, სუპერ თასის მერე უბრალოდ კარგ ხასიათზეა. საოცრად ჰგავს რონალდინიოს, კი ბატონო, ისეთივე არაორდინალური და მაგიური ჯერჯერობით ვერ არის, და შესაძლოა, ვერც გახდეს, რადგან ის მაგია მხოლოდ ბრაზილიელთა ხვედრია ამქვეყნად, მაგრამ ისე ჰგავს სტილით, ისე მაგონებს მის თამაშს, რომ სახიდან შტერი ბავშვივით ღიმილი არ მცილდება. ამ შეხვედრაშიც ისე ითამაშა როგორც კარგად დაღვინებულმა ვარსკვლავმა, რამდენჯერაც ბურთი მიიღო, იმდენჯერ რაღაც დასამახსოვრებელი გააკეთა. ერთიც უნდა ითქვას, უკვე რამდენიმე მატჩია ჩანს რომ “ბარსას” ფეხბურთელები პირველ რიგში მას ეძებენ, არა პედრის, არა ოლმოს, ან გავის, არამედ იამალს. ეს კი ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს. 

ბრწყინვალე დუეტი ვიხილეთ ფლანგზე, ლამინესა და კუნდეს სახით. ესეც უფრო რონალდინიო-ბრონხოშტის დუეტს ჰგავს, ვიდრე მესი-ალვესის გაცვლა-გამოცვლას. ორი განსაკუთრებით ლამაზი ეპიზოდი იყო, ორი გოლი, ერთი ჩათვლილი, მეორე გაუქმებული. როგორც იქნა კუნდე მიხვდა რა ტემპში თამაშობს იამალი, სასიამოვნო გახდა მათი თამაშის ყურება. კლასიკური განაპირა მცველი მაინც ვერ არის, მაგრამ ნელ-ნელა შეტევაშიც სულ უფრო უკეთესი ხდება. 

ლამინესაც გააუქმეს გოლი, კარგი გოლი, დე იონგის ლამაზი პასის შემდეგ. შესრულებაც იდეალური იყო, ოღონდ, შვიდი პასით ადრე თამაშგარე ყოფილა და ეს გოლი გაუქმდა. გავიდა წუთები და ლამინემ მაინც შეაგდო. მისი მატჩი იყო, უნდა გაეტანა. 

მარტივად, სასეირნოდ 

შესნი ვნახეთ ტრიბუნაზე. გაგვაბრაზა წინა შეხვედრაში და იყოს სკამზე. არაუხომ სასტარტოში ითამაშა და მშვენიერი მატჩი ჩაატარა. კონტრაქტის ამბავიც მოაგვარა და მე მგონი ყველაფერი დალაგდა. კუბარსიმ მარცხენა ცენტრალურ მცველად ითამაშა, მომენტებში ეტყობოდა რომ პასის გაკეთებას აგვიანებდა, მარცხენა ფეხით ვერ აკეთებს იმას, რასაც მარჯვენათი, ეს კიდევ დიდი ნაკლია, ბურთის ამოტანის დროს სწრაფად ვეღარ მოქმედებს. ამიტომ, კუბარსისთვის ინიგო უფრო კარგი მეწყილეა, ვიდრე არაუხო. 

სასტარტოში დაიწყო დე იონგმა, ისევ თავის სტილში, ზედმეტად უკნიდან, ცენტრალური მცველების ხაზიდან იწყებდა ბურთის წამოღებას, ისევ ზედმეტი შეხებით, დრიბლინგით, დაგვიანებული პასებით, ამას აღარ ეშველება, ფრენკი ასე თამაშობს, კასადოს ლა მასიური უნარები მისთვის უცხოა. რისი გაკეთებაც უნდოდა გააკეთა, თავისი სტანდარტებით კარგი მატჩი ჰქონდა, დაცვაშიც რამდენჯერმე გამოიჩინა თავი. უბრალოდ, ის არ არის, რაც “ბარსას” სჭირდება. 

მესამე საგულისხმო ცვლილება თავდასხმაში იყო. ლევანდოვსკიმ დაისვენა, დანო ოლმო ვნახეთ ცრუ ცხრიანის პოზიციაზე. ერთი კარგი მომენტიც ჰქონდა, ძელს მოარტყა ბურთი. არ იყო მისთვის საუკეთესო მატჩი. ამ მომენტისთვის სკამის კანდიდატია, პედრი და გავი ძალიან კარგად გამოიყურებიან, იგივე ხდება თავდასხმაშიც, ოლმოს კი ასე მეორეხარისხოვან შეხვედრებში მისცემენ დროს, ჰოდა, ვნახოთ აქვს თუ არა ძრითადში დამკვიდრების ძალა.

გავი ვახსენეთ და ანგარიში მან გახსნა. კარგი კომბინაცია დაასრუალა ზუსტი დარტყმით. მერე კუნდეს გოლი იყო, იამალის კარგი პასი შეირგო და ლამაზი გოლი შეაგდო. მესამე რაფინიამ გაიტანა იამალის გარღვევის შემდეგ, გოლის გარეშე არც ამჯერად გასულა მოედნიდან. მეოთხე შეცვლაზე შემოსულმა ფერან ტორესმა შეაგდო, რომელმაც მაგრად დაჩაგრა ჯერჯერობით ანსუ ფატი, ფერანი კვალს ყოველთვის ტოვებს, როცა შანსს იღებს, ანსუ კი…. ვის ახსოვს? საერთოდ, რატომ გამახსენდა? 

წერტილი იამალმა დასვა. ვარსკვლავმა. “ბარსას” აწმყომ და მომავალმა. მარკაში დაიწერა მესის დაბრუნება სურს სანამ MLS-ი განახლდებაო, ამას ხომ ყოველ წელს წერენ, და მესისაც ყოველთვის სურს “ბარსაში” თამაში, მაგრამ ამჟამინდელი სურვილის მთავარი მოტივაცია მისი სარეკლამო ნათლულია – ითამაშებდა კაცი იამალთან ერთად. გადასცემდა ესთაფეტას ისე, როგორც რონიმ გადასცა მესის. 

ფიქრები, ფიქრები, როკეს პენალტი და ისევ ფიქრები მომდევნო მატჩზე, “ხეტაფე” იქნება შემდეგი. 

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (13)

  • Barca
    17 იან 2025, 01:10

    VISCA barca barca-1

  • Don_Andresito
    16 იან 2025, 21:32

    მოკლედ ამ გუნდს ტრანსფერებზე და ნაიკის კონტრაქტზე მეტად ღმერთის წყალობა უნდა, 2-3 წელი სერიოზული ტრავმის გარეშე ეს ბიჭები და არ არსებობს ასეთი დონის ხალხმა, ასეთმა თაობამ ლიგა არ დადოს 2-3 წელში. წარმოდიგინეთ ასეთი ტემპით განვითარებადი პედრი გავი იამალი ბალდე კუბარსი რა ძალაა. რა თქმა უნდა ექნებათ აღმართ დაღმართი ფორმაში და ბებრების კარგი ტრანსფერებით ჩანაცვლებაც საჭირო იქნება მარა მთავარი ამ ბავშვების შენახავაა, ისეთი ტრავმების რისკის შემცირება არც მოთამაშეზე მოქმედებს ფსიქოლოგიურადაც და განვითარებაზეც. ფატის მაგალითი რად ღირს.. მარა ფატიმ თავის თავს დააბრალოს, აგერ გავიმ უფრო ძლიერი დავბრუნდებიო და რა მოხოდილია, პედრიმაც არ გადაიტანა ნაკლები, ვის არ მიუღია ტრავმა მარა ეს პეპელა კაცი დაშინებულია უკვე, ორთაბრძოლებს ერიდება და რავი რა. თან ცოდოა მარა თან არც იმუშავა ალბათ თავის თავზეც. თორე წესით ძირითადის კაცი უნდა იყოს ისეთი ტალანტი იყო ეგეც.

  • ზებულონი
    16 იან 2025, 16:58

    პედრი გუნდის ტვინია,დირიჟორი.როგორც ინიესტა

  • rivaldo80
    16 იან 2025, 13:51

    გავიმ არ აღნიშნა გოლი ღრმა ბავშვობაში თამაშობდა ბეტისში და დემბელემ რა ქნა მაგიტომაც ვერ გახდება ვერასდეოს დიდი ფეხბურთელი.

  • La Pulga10
    16 იან 2025, 13:18

    ციტატა: Barca for life
    ერთადერთი იმაშო ვერ დაგეთანხმები რომ იამალს ეძებენ და არა პედრის.
    პირიქით, პირველ რიგში პედრის ეძებენ როცა უჭირთ ან შეტევის წამოწყება სურთ, იციან რომ ჯერ პედრიმდე უნდა მივიდეს ბურთი, პედრი კი აკონტროლებს, დირიჟორობს, ხან იქეთ წაიღებს ხან აქეთ.
    გუშინ მატჩის ტვინი პედრი იყო, იამალი კი სილამაზე.
    აი იამალი ხო ვიცით რა ანომალიაცაა მაგრამ პედრიზე ძალიან ცოტას ვსაუბრობთ არადა მსოფლიოში საუკეთესო ნახევარმცველია, უბრალოდ შეუფასებელია რასაც აკეთებს და თან კიდევ უფრო დასაფასებელია მისი ასეთი ამოქოქვა იმდენი ტრავმის შემდეგ. ტიპი რეალთან 93 წუთზეც კი არ ჩერდებიდა და პატკატებს აკეთებდა, გუშინ კი ყველა პრეასისტი მაგან აკეთა.
    უბრალოდ სხვაგანაა..


    100%

  • araujo4
    16 იან 2025, 12:59

    ფრენკის საუკეთესო მატჩი ქონდა იმ ტრავმების მერე. ჯერ მარტო ის არ ჩათვლილი ასისტი რად ღირს. მე მომეწონა გუშინ, თუ გააგრძელებს პროგრესს და დაუბრუნდება თავის თავს ძაან გამიხარდება. მაგ ბიჭის შესაძლებლობებში ეჭვი არასდროს შემპარვია, უდიდესი კლასი აქვს. ფსიქოლოგიურად არის ცოტა ქათამი და ფლიკმა იქნებ მოხოდოს

  • Barca1980
    16 იან 2025, 12:32

    მე მაინც მგონია ოლმომ შეავსო ის სიცარიელე, რაც გვქონდა ნახევარდაცვაში და ისევ ისე ათამაშდა გუნდი , როგორც სეზონის დასაწყისში, მისმა ტრავმამ მაგრა დაგვწია უკან. რაც შეეხება იამალს, ყველაფერთან ერთად აქვს ის რაც ძალიან ბევრ თანამედროვე ვარსკვლავს არა აქვს. ამას ნიჭი ჰქვია, ქვეცნობიერით თამაში, როდესაც შენთვითონაც ვერ აგიხსნია ამას როგორ აკეთებ, მესის ჰქონდა ეგ, წამის მიათასედში მიღებული გადაწყვეტილებები, როდესაც შეიძლება ეჭვიც კი შეგეპაროს იმაში, რომ ცენტრალური ნერვული სისტემიდან, ჯერ იმპულსი არც მიუღია ისე აკეთებს მოძრაობებს. ისე იქნება მოხდეს მართლა და 3-4 თვით მიეცეს მასთან თამაშის კი არა, თუნდაც ვარჯიშის საშუალება, ერთი ათად გაიზრდება ეს ბავში.

  • Rick Sanchez
    16 იან 2025, 12:03

    ციტატა: Barca for life
    ერთადერთი იმაშო ვერ დაგეთანხმები რომ იამალს ეძებენ და არა პედრის.
    პირიქით, პირველ რიგში პედრის ეძებენ როცა უჭირთ ან შეტევის წამოწყება სურთ, იციან რომ ჯერ პედრიმდე უნდა მივიდეს ბურთი, პედრი კი აკონტროლებს, დირიჟორობს, ხან იქეთ წაიღებს ხან აქეთ.
    გუშინ მატჩის ტვინი პედრი იყო, იამალი კი სილამაზე.
    აი იამალი ხო ვიცით რა ანომალიაცაა მაგრამ პედრიზე ძალიან ცოტას ვსაუბრობთ არადა მსოფლიოში საუკეთესო ნახევარმცველია, უბრალოდ შეუფასებელია რასაც აკეთებს და თან კიდევ უფრო დასაფასებელია მისი ასეთი ამოქოქვა იმდენი ტრავმის შემდეგ. ტიპი რეალთან 93 წუთზეც კი არ ჩერდებიდა და პატკატებს აკეთებდა, გუშინ კი ყველა პრეასისტი მაგან აკეთა.
    უბრალოდ სხვაგანაა..


    პედრი ნამდვილად გენიალურია, არ კარგავს ბურთს, აკონტროლებს ტემპს და ძალიან ორიგინალურია.

  • Barca for life
    16 იან 2025, 11:46

    ერთადერთი იმაში ვერ დაგეთანხმები რომ იამალს ეძებენ და არა პედრის.
    პირიქით, პირველ რიგში პედრის ეძებენ როცა უჭირთ ან შეტევის წამოწყება სურთ, იციან რომ ჯერ პედრიმდე უნდა მივიდეს ბურთი, პედრი კი აკონტროლებს, დირიჟორობს, ხან იქეთ წაიღებს ხან აქეთ.
    გუშინ მატჩის ტვინი პედრი იყო, იამალი კი სილამაზე.
    აი იამალი ხო ვიცით რა ანომალიაცაა მაგრამ პედრიზე ძალიან ცოტას ვსაუბრობთ არადა მსოფლიოში საუკეთესო ნახევარმცველია, უბრალოდ შეუფასებელია რასაც აკეთებს და თან კიდევ უფრო დასაფასებელია მისი ასეთი ამოქოქვა იმდენი ტრავმის შემდეგ. ტიპი რეალთან 93 წუთზეც კი არ ჩერდებიდა და პატკატებს აკეთებდა, გუშინ კი ყველა პრეასისტი მაგან აკეთა.
    უბრალოდ სხვაგანაა..

  • nika 54
    16 იან 2025, 11:10

    "იამალი არ დადის"
    ცხადია არ დადის და დაფრინავს კი არა დაცურავს, როგორც ინიესტაზე ამბობდნენ ხოლმე.
    მოსიარულეები საკმაოდ გვყავს გუნდში დე იონგის თამადობით. დანარჩენებიც ვიცით ყველამ ვინც არიან.

  • riva
    16 იან 2025, 10:17

    როგორც ყოველთვის ზუსტი და შეუდარებელი ხარ ფეოლა. თამაშის მერე ასჯერ შემოვდივარ ხოლმე რომ შენი სტატია ვნახო. მადლობა ამ სიამოვნებისთვის.

  • Flying Dutchman
    16 იან 2025, 10:05

    ფრენკიზე გაქვს ყველაზე ნაღდი შეფასება, ეგეთი ზუსტი მოსაზრება მაგის თამაშზე აქ არავის დაუწერია მგონი

  • Neymar
    16 იან 2025, 08:01

    ფაბრიციოს ვიდეო უდევს 12 სთს წინ და დეკომ დაითანხმა არაუხო დარჩენაზეო კონტრაქტიც ახალი უნდა გააფორმოსო და მოლაპარაკებები იწყებაო