მატჩისშემდგომი მიმოხილვა: იამალის გარეშე მოსაწყენია

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: იამალის გარეშე მოსაწყენია

  მატჩის მიმდინარეობისას იყო ერთი ასეთი სურათი, “ბარსას” ქომაგი ეულად იდგა “სოსიედადის” ქომაგებს შორის, რომლებიც გოლს აღნიშნავდნენ, დახტოდნენ, ხარობდნენ და იყვნენ ერთ ამბავში. რაღაცით ჰოკუსაის ტალღებსაც კი წააგავდა. ეს ერთი კი იდგა გაუნძრევლად, ამაყად, ბოლომდე რწმენით რომ აქ არ დამთავრდება ყველაფერი. მართალია ამ შეხვედრაში დამარცხდა მისი და ჩვენი გუნდი, მაგრამ სეზონის განმავლობაში მაინც ასე ამაყად მოგვიწევს დგომა, ამის საფუძველს ფლიკის გუნდი ნამდვილად გვაძლევს. 

მარცხი კიდევ მოსულა, წააგებ ხოლმე, რა თქმა უნდა, ფეხბურთია ბოლოს და ბოლოს. 

იამალის გარეშე 

   პირველი ცუდი ამბავი იამალის გამოკლება იყო, რომელიც ძალიან დიდი ძალაა “ბარსელონასთვის”, არა მხოლოდ მისი დრიბლინგების გამო, ისეთი პირველი შეხება და პასის კულტურა აქვს, ბურთსაც გაცილებით კარგად იჭერს გუნდი მასთან ერთად, ცენტრიდან გაკეთებულ გამამწვავებელ პასებსაც მიგვაჩვია. ასე რომ, თავიდანვე ნათელი იყო, შეტევაში ეფექტურობა მოიკლებდა. განსაკუთრებით მას შემდეგ რაც გაირკვა რომ იამალის ადგილს ფერმინი დაიკავებდა და არა ოლმო. მე დანიზე გავაკეთებდი აქცენტს, მაგრამ ჩვენ იმას ვერ ვხედავთ რასაც ფლიკი ხედავს ვარჯიშზე, არც მისი გეგმების შესახებ ვიცით რაიმე, სამაგიეროდ, ვიცით ის, რომ ფერმინი ფლანგზე დიდი ვერაფერი ფეხბურთელია, აი, ოლმოს დაყენების შემთხვევაში რაღაც უკეთესი იქნებოდა – რაფინია მარჯვნივ, ოლმო მარცხნივ, ლევანდოვსკი ცენტრში. 

ამ არჩევანს დაემატა ისევ ორი საყრდენით თამაში, კასადოსა და დე იონგის წყვილის მიმართ ნდობა იზრდება, მაგრამ ფრენკის თამაშს ისევ იმედგაცრუება მოჰყვა, რამდენჯერმე მოხვდა ფეხში და შესაცვლელი შეიქნა. პირველ ტაიმში უკვე ჩანდა რომ მეორეში აღარ გამოვიდოდა. 

თამაშის მიმდინარეობამ და ხასიათმა გავის საჭიროება დაგვანახა, მაგრამ აქაც მომიწევს გავიმეორო – ჩვენ არ ვიცით რა ხდება ვარჯიშზე, ვინ რა ფორმაშია, ვინ რისთვის არის მზად. გავი კიდევ სადღაც ბოლო წუთებისთვის გამოვიდა. მიუხედავად ამ ყველაფრისა, აქა-იქ დაშვებული შეცდომებისა, “ბარსას” კონტროლი დააკლდა, ვერცერთ ეტაპზე სრული კონტროლი ვერ მოიპოვა, გამოვიდა ოლმო, გამოვიდა გავიც, მაგრამ ბევრი არაფერი შეცვლილა. 

ტაკე კუბო & ანსუ ფატი 

   ერთად გაიზარდნენ, დიდ იმედებს ამყარებდნენ, ანსუმ “ბარსაში” გაიბრწყინა და მესიმ თავისი ათიანი დაუტოვა, კუბომ წასვლა არჩია “მადრიდში” და თითქოს დაინახეს კიდეც შორეულ პერსპექტივაში ამ ორის დაპირისპირება კლასიკოში, მაგრამ ვერც ერთმა ივარგა და ვერც მეორემ. ტაკე ჩამოქვეითდა საშუალო დონეზე და აგერ, დრო და დრო მაგარ შეხვედრასაც ჩაატარებს, სწორედ ის გახდა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი და სამართლიანადაც. ხან ცენტრიდან შემოგვიტია, ხან ფლანგიდან, მისი გამჩერებელი კი არავინ იყო. 

მეორე ტაიმში გამოვიდა ანსუ ფატი, მაგრამ დასამახსოვრებელი ვერაფერი შექმნა. იმის აჩრდილია რაც იყო. ფაქტობრივად აღარაფერია დარჩენილი. ასე თუ გააგრძელა ფერან ტორესთან მოუწევს კონკურენცია, რომელი უფრო კარგ ადგილს დაიკავებს სათადარიგოთა სკამზე. ისხდნენ ასე სეზონის ბოლომდე. 

შეცვლაზე შემოვიდა პაუ ვიქტორიც. ყველაზე მეტად ოლმომ იაქტიურა შემოსულებიდან, ასეც იყო მოსალოდნელი. თანაც, დე იონგი შეცვალა და ყველაზე მეტი დრო მიიღო. ჰქონდა ერთი-ორი კარგი მომენტი, მაგრამ მისგან მაინც მეტს ველით, ასე მიგვაჩვია. საერთოდ, ამ სანაკრებო პაუზის მერე, უკვე ძირითადში ველით, და თუ ეს ასე არ მოხდა, მაშინ დამატებითი კითხვებიც უნდა დაისვას. 

ვისი ფეხია? 

   “ბარსამ” ანგარიში გახსნა, გოლი არ ჩაითვალა, თამაშგარე დაფიქსირდა. ფოტომ აჩვენა რომ ლევანდოვსკი თამაშგარეში არ იყო, გრაფიკული გამოსახულება კი აჩვენებს რომ იყო. რატომ? ფოტოზე მარტივია გარჩევა, ფეხბურთელებს სხვადასხვა ფერის ბუცები აცვიათ, გრაფიკაზე კი ორივეს შავი ბუცი ჩანს და კაციშვილმა ვერ გაიგო ვისი ფეხი ვის ზონაშია. (ან, გაიგეს, მაგრამ მაინც ასე ჩათვალეს). 

მოკლედ – ესპანელი მსაჯები ფორმაში არიან. 

“სოსიედადმა” სეზონის საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა. გარდა გატანილი გოლისა კიდევ რამდენიმე ძალიან კარგი ეპიზოდი შექმნეს, “ბარსა” ბეწვზე გადარჩა, საბოლოოდ კი მაინც ვერ გადარჩა და დამარცხდა. ეგ არაფერი. სეზონი გრძელია. ახლა კარგი და დროული პაუზა მოდის. ცოტა ამოსუნთქვაა საჭირო, მერე კი ისევ იმავე ძალითა და ენერგიით შევუტევთ! 

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (23)

  • nika 54
    12 ნოე 2024, 20:36

    ვისი ფეხია?
    ეხლა კი გავიგეთ, მაგრამ რაღა დროსია.

  • Clever liar
    11 ნოე 2024, 19:13

    ციტატა: iniestar
    წლებია ვერ იტყოდი, იყო დრო დე იონგის გარეშე ბარსელონა ბარსელონას არ ჰგავდა, მაგრამ რაც ახალი "ნაროდი" და შედარებით ძლიერი მოთამაშეები წამოვიდნენ, აი მანდ გახდა დე იონგი ზედმეტი


    არც არაფერი გადამწყვეტი სიტყვა უთქვამს მაგ დეიონგთან ერთად ბარსელონას არცერთ ტურნირზე, რადგან მაქს 4 თამაში აქვს მაღალი დონის ჩანატარები და ერთადერთია კლასიკო კი ბატონო..
    4 თამაში თუ ფეხბურთელის კარიერას წყვეტს, მაშინ ტყვილა გაგვიგდია სონგი, აკო ალკასერი, მემფის დეპაი და სხვა 100 დეპაი დეპაიმდე და მის შემდეგაც. არასდროს ღირდა დეიონგი ის ფასი ბარსელონაში რაც მასში გადავიხადეთ და არასდროს ღირდა მისი დატოვება გუნდში იმ არგაყიდულ ფასად რაც მასში არასდროს ავიღეთ წერტილი

  • mascherano-larsson
    11 ნოე 2024, 17:36

    ისე რამხელა სამუშაოს ასრულებს ფლიკი გამოჩნდა გუშინ. ერთი დღე არ წაუვიდა გეგმა და ფეხბურთელები რას გავდნენ. ბოლო სეზონების გუნდი გეგონებოდA. არადა სულ რო უნეწვრთნელოდ იყოს გუნდი ბურთს რო იჩერებ წვივში არ უნდა მოგხვდეს. ამ ხალხისგან ასეატი მაგარი გუნდის დაყენება წარმოუდგენელია ჩეMთვის, ვუყურებ და არ მჯერა. სამწუხაროდ ლა მასიას გარდა 100 პროცენტით ვერავის ვენდობი. თუნდაც რაფინიას ან კუნდეს. ერთი ესეთი ჩაგდება და დამთავრებულია ლიგის ბედი.