გადამწყვეტი მომენტი მატჩის 65-ე წუთზე შეიქმნა, ჩვენი და კიდევ ათასობით ადამიანის დაწუნებული ფერან ტორესი დრიბლინგით დაიძრა მეტოქის კარისკენ, ორი ფეხბურთელი ჩამოიცილა და მეკარეს პირდაპირ კვერცხებში მოარტყა. შეეძლო ანგარიშის გათანაბრება, მეორე ტაიმის დინამიკა ისეთი იყო რომ “ბარსა” მთლიანად შეცვლიდა თამაშის სურათს, მაგრამ ფერანმა კვერცები არჩია.
ამას “ოსასუნას” გოლი მოჰყვა და სხვაობა ისევ ორამდე გაიზარდა. “ბარსამ” ბოლომდე იბრძოლა, მაგრამ მარცხით სწორედ ამ მომენტში დამარცხდა.
სასტარტო
ამას გადახალისება აღარ ჰქვია, ფლიკი ფაქტობრივად ბ გუნდით გამოვიდა მოედანზე – პენია (იძულებითი ცვლილება), დომინგესი, მარტინი, გარსია, ვიქტორი, ტორე – ეს ხალხი ძირითადთან ახლოსაც არ იქნება სრული შემადგენლობის მობილიზების შემთხვევაში. უნდა გვესმოდეს რომ “ბარსა” მესამე შემადგენლობით თამაშობს, ასეთ დროს კი ყველა მატჩის მოგება შეუძლებელია. როტაციას მიმართა, სხვა გზა არ აქვს, კალენდარი მაქსიმალურად დატვირთულია, ტრავმები ხშირია, ასაკი მცირე. ასე რომ, ფლიკის სტრატეგია აბსოლუტურად გასაგებია, უბრალოდ ახლა არ იმუშავა.
განსაკუთრებით ცუდი შეხვედრა ჰქონდა დომინგესს, არც მარტინი ბრწყინავდა, მაგრამ დომინგესის დაცვის ცენტრში ყურება მართლა რთული იყო. სერჟი 19 წლის არის, ვინ იცის იქნებ დადგეს მისგან კარგი მცველი, მთავარია შეცდომებზე ისწავლოს. პირველი გოლის დროს პოზიცია ცუდად ჰქონდა შერჩეული, მეორე გოლის დროს ბურთის ჩაჭრა უნდა ეცადა და არა მანძილის მოგება, შორიდან მარტივია საუბარი, კაცმა არ იცის ბურთმა მართლა ასე ახლოს ჩაუარა თუ არა, ეკრანზე ასე გამოჩნდა. კარლეს პუიოლი იყო ამის ოსტატი, სასწავლად შეუძლია “ჩელსი” “ბარსას” უყუროს, 2006 წელს, გადათხრილ “სტემფორდ ბრიჯზე”, იქ ჩაჭრა კარლესმა ფრენკ ლამპარდის 2-3 ასეთი პასი.
სერჟი მესამე გოლშიც “ვარსკვლავია”, პენალტი აიკიდა. მეოთხე ჯანდაბას, იამალს უფრო ჰქონდა ბრალი.
მოკლედ, არ დაივიწყო ეს საღამო სერჟი, ბევრი იფიქრე, ცივი გონებით, შეცდომებზე ისწავლე და ჯერჯერობით გადაჯექი სკამზე.
მეორე ტაიმი
პირველთან შედარებით ცოცხლად დაიწყო და “ბარსას” გაუმართლა კიდეც, მეტოქის მეკარე ჯერ პასის დროს შეცდა, მერე კი პაუ ვიქტორის ნაცოდვილარი გაუშვა, რა დარტყმა იყო ეს?! გადააფურთხა კარისკენ! მეკარე ერერამ კი მაინც გაუშვა. თან, საკუთარ კედლებში თამაშობს, საკუთარ ქომაგს გული გაუხეთქა და კარსუკან ალბათ შეამკეს კიდეც ლამაზი სიტყვით.
შეეძლო “ბარსას” გათანაბრება – ლევანდოვსკის, და განსაკუთრებით ფერანს უნდა გაეტანა., მაგრამ არ მოხდა ასე. მერე ცვლილება იყო და ვიფიქრე რომ ეგ არის, მოვატრიალებთ ამ მატჩს – იამალი და რაფინია გამოვიდნენ. იამალის ყველა შეხება უკვე მაგიური ხდება, ამ შეხვედრაშიც ორი ძალიან მაგარი პასი გაჭრა, ვერ შეირგეს, მაგრამ კი შემორჩა გონებას. რაფინიაც აქტიური იყო, მართლა კარგი ლიდერია, ამ გუნდში მით უმეტეს.
ვერ გაიტან – გაგიტანენ!
ჯერ 3:1 გახდა ანგარიში, მერე კი შორიდანაც გაისროლეს – 4:1.
“ბარსამ” პრესტიჟის გოლიღა გაახერხა, თანაც, ძალიან ლამაზად, ლამინე იამალმა ულამაზესი გოლი შეაგდო. უკვე 30 წუთიც ჰყოფნის ჩვენს გასაოცებლად. შეცდომაც ჰქონდა, მაგრამ ეგ არაფერი, მთავარია რომ გრძელდება ეს საოცარი პროგრესი.
ჰანსი ფლიკის მარცხი
ყველა ფეხის დაცდენის მერე უფრო ძლიერი ბრუნდება, ეს კიდევ კარგი ანალიზის დამსახურებაა. ეჭვი არ არის, ეს მარცხიც საზრდელად წაადგება, შეცდა სასტარტო შემადგენლობაში და მიმაჩნია რომ ცვლილებებშიც შეცდა. შესაძლოა, დროც ვერ გათვალა სწორად და ვერც ის გაიაზრა რომ ამ სტადიონზე თამაში არასდროს არის მარტივი. რაღაცით “მესტალიასაც” წააგავს, ხმაურიანი ქომაგები ჰყავთ, ყველა შეხების ფასი რომ იციან ისეთი.
თავში ნაადრევად დაუტრიალდა ჩემპიონთა ლიგის მატჩი, თითქოს ჩათვალა რომ ლა ლიგაში სულ ასე ლაღად ივლის და ჩემპიონთა ლიგის დრო მოვიდაო, ჰოდა, არ არის ეგრე მარტივად საქმე.
სანაკრებო პაუზამდე ორი მატჩია, როგორც ჩანს, დაბრუნებას არავინ იჩქარებს, ჯერ პაუზა იქნება და მერე უნდა ველოდოთ შევსებას. პირველ რიგში, ალბათ გავი გამოჩნდება, დიდი ხანია არ გვინახავს, ოლმოც მალე უნდა დაბრუნდეს წესით და მერე მოვლენ დანარჩენებიც. ახლა მხოლოდ ეს სურვილია ჩვენთან – ვნახოთ ფლიკის “ბარსა” სრული შემადგენლობით.
შტეგენს აღარ უნდა ველოდოთ, სამაგიეროდ, სჩესნი გვეყოლება საქმეში სანახავი.
წინ “იანგ ბოიზია”.
მალე შევხვდებით!
მაგ ბიჭს ძაან ცუდი პიარი აუგორეს და ხალხიც აყვა. რეალურად მართლა მაგარი კულეა. თავის საქმის
პროფესიონალი და არაფერი საპრეტენზიო მე მაგის მიმართ არ მაქვს. დაავიწყდა ბევრს მარტო რო თამაშობდა. წამხდალი გუნდიდან ერთი ნათელი წერტილი იყო ხოლმე. იმედია აღარ შეაწუხებს ეგ კოჭი და ფლიკის ბარსაში ყველა კარგი გახდა და მჯერა ეგეც წარმოაჩენს თავის თავს როგორც საჭიროა და მიადუმებს ბევრს.
ჰო ხალხს დაავიწყდა მაგის თამაში ისეთი პიარი აუგორეს ძალიან დიდი ძალააა ბარსასთვის, ვერ წარმომიდგენია ფრენკი რო ეგრე დატყდეს უფასოდ, წასვლა რომ ნდომებოდა კუმანი როცა წვრთნიდა ბარსას მაშინ დაგაზავდა რაღა ეხლა წავა მადლიზა გუნდს მწვრთნელი ეღირსა
ჩემი აზრით ეს იყო გამიზნულად რისკზე წასვლა ძირითადი გუნდის დასასენებლად. საერთოდ არ მგონია რომ შეცდა რადგან ანალიტიკაში კარგად ჩანს ღირს თუ არა ფეხბურთელის დასვენება.
ძირითადი გუნდი და რესურსი ლიგაზეა საჭირო სადაც ახლა ყველა ქულა მნიშვნელოვანია, მერე რა რომ იანგ ბოიზია, არ ირბენენ და ბარსელონასთან არ შეეცდებიან თავინთი საუკეთესო თამაშის ჩვენებას?
ძირითადის ფეხბურთელის ტრამვას ან ლიგაზე ქულის დაკარგვას, ჯობია ლა ლიგაში დაგევაკრგა ქულა, თან რეალი/ატლეტიკოა თამაში და ვინ იცის ფრე მორჩეს საერთოდ.
მოკლედ არანირი ტრაგედია ეს არ არის, ჩვეულებრივი საჭადრაკო სვლაა სადაც გიწევს ერთი ფიგურის გაწირვა თამაშის მოსაგებად.
ვინმემ იცის ზუსტად გავი დეიონგი და ოლმო როდის ბრუნსებიან? ვარჯიში განაახლესო სამივემ რამდენო ხანია იძახიან და რითო ვერ დაბრუნდნენ
მაგ ბიჭს ძაან ცუდი პიარი აუგორეს და ხალხიც აყვა. რეალურად მართლა მაგარი კულეა. თავის საქმის
პროფესიონალი და არაფერი საპრეტენზიო მე მაგის მიმართ არ მაქვს. დაავიწყდა ბევრს მარტო რო თამაშობდა. წამხდალი გუნდიდან ერთი ნათელი წერტილი იყო ხოლმე. იმედია აღარ შეაწუხებს ეგ კოჭი და ფლიკის ბარსაში ყველა კარგი გახდა და მჯერა ეგეც წარმოაჩენს თავის თავს როგორც საჭიროა და მიადუმებს ბევრს.
ხეტაფესთან ძლივს მოგებული თამაშის შემდეგ მე აქ ავღნიშნე, რომ ამ თამაშმა ძალიან მომაგონა ჩავის გაწვრთნილი ბარსელონა, გუშინდელი თამაშის შემდეგ კი შეიძლება ითქვას რო ეს ნამდვილად ჩავის ბარსას გავდა ოღონდ უფრო ცუდ ვერსიას ვიდრე ხეტაფესთან იყო.
გასაგებია რომ როტაცია მოხდა, მაგრამ სირბილიც აუკრძალა ამ ახალგაზრდებს? იმ 6-მა მოგებულმა(მე-7 აღარ ითვლება) არ ვარგოდა, თამაშმა ჩვენზე კი არა მადრიდისტებზეც საოცარი შთაბეჭდილება მოახდინა. ეგენი დაფრინავენო და გადაგვივლიანო სერიოზულად ამბობდა ზოგიერთი ჰალაზე. რაღა შორს მივდივართ აგერ ტებასიც გაგიჟებული იყო კიდევ კაი მეტი ტრანსფერი ვერ გააკეთეს თორემ სულ 10-0-ებს მოიგებდნენო.
კარგია რო ცივმა შხაპმა არ დააგვიანა და ფლიკიც ალბათ გამოფხიზლდა, ახლა იმედია სანამ გარსია-ტორესს და კიდევ იმ ბავშვების ერთად გამორეკვას დააპირებს კარგად დაფიქრდება და ამ თამაშს გაიხსენებს.
ვალდანომ რო ზუსტი პროგნოზი თქვა გუშინ რო ბარსა ქულებს დაკარგავდა მერვე ტურში მარტო მე მგონია რო კომერციულად იყო გადაწყვეტილი ეს წაგება პერესის მხრიდან? ალბათ ამ თვის ხელფასს გაორმაგებულს აიღებენ ოსასუნას ფეხბურთელები ტიპებმა ისეთი თამაში ჩაატარეს მთელი სეზონის განმავლობაში რო ვეღარ ითამაშებენ იმენა გამოიძრეს და გაიყარეს რასაც ქვია. რავიცი ეგრე ზუსტად იძახდე პროგნოზს კამერების წინ რო უეჭველი დაკარგავს ქულებს და ბრახ მართლაც ისეთი ანგარიშით წააგეს რავი პაფ დედის მერე აღარ მიკვირს მამენტ არაფერი 😃😃😃
დე იონგის ინტერვიუ დადეთ
დაუდებენ 2 პენალტს ან სამს თუ არ ეყო. არაფერი გუნდი არაა ეს ატლეტიკო
არც რეალი არაა არაფერი გუნდი. მითუმეტეს მბაპეც არ ყავთ. ზოგადად რეალს ყოველთვის უჭირს მეტროპოლიტანოზე
დაუდებენ 2 პენალტს ან სამს თუ არ ეყო. არაფერი გუნდი არაა ეს ატლეტიკო
თუ ვერ გაიტანენ პენალტს რა პრობლემაა ახალ კანონს გამოუჭედავს მსაჯი და ხელახლა დაარტყმევინებს
დაუდებენ 2 პენალტს ან სამს თუ არ ეყო. არაფერი გუნდი არაა ეს ატლეტიკო
დღეს დერბიში მინიმუმ ნიჩიას ველოდები. თუ ვინმემ უნდა მოიგოს, ისევ ატლეტიკომ. არ მგონია რეალის მოგება რა.
კარგით ეხლა ფლიკს ნუ გადაუვლით.მადრიდისტებს ემგვანებით ატყობთ?
ლიგაზე ფიქრის გარდა სხვა ახსნა მაინც არ ეძებნება ასეთ გადახალისებას, მინიმუმ იმიტორო თუ ვინმეს ჭირდება დასვენება ეს კუნდეა, არანორმალური დატვირთვით თამაშობს ეგ კაცი და მეტი ყურადღება ჭირდება. ესპანური ფეხბურთის ბოლომდე რომ არ ესმის ფლიკს ესეც ცხადია, სავარაუდოდ ასე მარტივად არ გაწირავდა ამ სამ ქულას, იფიქრა ოსასუნაა რა უნდა ქნანო, მარა ეს ბუნდესლიგა არაა, არც ეს ბარსელონაა პრაიმ ბაიერნი. ოღონდ ის უნდა ითქვას რომ ლიგაზე ფიქრი სულაც არაა შეცდომა, ერთი წაგებული მატჩი გვაქვს უკვე, ახალი ფორმატია და წინასწარ გათვლების გაკეთება თითქმის შეუძლებელია, თითო მატჩს თამაშობ ყველასთან და მაგ ერთი მატჩისთვის მომზადება ყველას შეუძლია ასე თუ ისე, მონაკოსთანაც ეგ გამოჩნდა ზუსტად, განმეორებითი აღარაა რომ შეცდომები გაანალიზო და თავდაჯერებული გამოხვიდე მოედანზე, ახლა ერთის მერე სულ სხვა მეტოქე და სულ სხვა მიდგომის გუნდი გეჩეხება ყოველ ჯერზე, ამას რომ წარმატებით გაუძლო ლოგიკურია გჭირდება ოპტიმალური შემადგენლობა შეინარჩუნო როგორმე. იმედია ისწავლის შეცდომებზე ფლიკი.
ათასობით არა, მილიონობით ადამიანის დაწუნებული ფერან ტორესი. მაგას ისევ ფატი შემოეყვანა მეორე ტაიმის დასაწყისში სჯობდა, იმედი მაინც გვექნებოდა რომ ნელ-ნელა ფორმაში შევიდოდა და იქნებ რაიმე სასარგებლო ქმედებაც ქონოდა ამ მატჩში. ბურთს მაინც არ დაკარგავდა ფერანივით ხშირად.
ფლკკმა ვერ გათვალა ხო და შენ გათვალე, ფეოლამ 😉 ფლიკი არის უდიდესი მწვრთნელი, თანამედროვეებიდან პეპი და ანჩელოტი თუ დაუდგება, ტეხავს უბრალოდ ამხელა კაცზე თქვა ვერ გათვალაო 🙂
ფლიკს როტაციის გარდა სხვა გზა არ ქონდა, ბავშვებით დაკომპლექტებული გუნდი ყავს, ძირითადის 8 კაცი გვაკლია და კოდე ვეღარ გარისკავდა. პენია არის ღლე მეკარე და დომინგესი უფრო ღლე მცველი, საერთოდ განაცხადში რატო შეყავს, ლევანდოვსკიც სკამის ფორვარდია, 5 რეალური მომენტი თუარექნა ისე გოლი ვერ გააქვს, ტორესი კოდე სირცხვილია ბარსასი, თუ ლაპორტა კორუფციაში არაა ჩართული მაშინ ახსნას 60 მლ რაში გადაიხადა?
ფერანმა კვერცხები არჩია, იმიტომ რომ კვერცხია, თანაც ლაყე. სულ ვამბობდი, რომ ეს არის **ე, რამხელაც არის იმხელა. მე ის მიკვირს ვინ ყავს ამ შანდალას ისეთი პატრონი, რომ ტრანსფერზეც კი არ დაუყენებიათ არასდროს ეს 60 მილიონიანი მძორი. არადა ეს ჭ კლასის გუნდშიც ვერ მოხვდება ძირითადში. მაგის მომთრევის და გამჩერებელის დედაც ….
La Pulga10, შჩესნი😂
შესნია სწორი თუ სჩესნი?
Ეს როტაცია რო იანგბოიზთან გამოყენებულიყო და არა აქ ჯობდა.
Საგანგაშო მაინც არაფერია დაბრუნდებიან ტრვმირებულები და ისევ მიეწყობა მოგებათა სერია. არაუხო, ფერმინი, ოლმო და პლიუს შესნი ერთიორად გაზრდის რესურს