workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მატჩისშემდგომი მიმოხილვა: მიკრო შეტევის ზღვარზე

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: მიკრო შეტევის ზღვარზე

ხარობს ესპანეთი, ხარობს მთელი საქართველო – ილია თოფურია ჩემპიონია! 

მოიგო თავისი ბრძოლა მერაბ დვალიშვილმაც, პატარა მექსიკელი აიღო და მარკ ცუკერბერგს გადასცა საჩუქრად. დაუგდო წინ ჩაქაფულის ცხვარივით. 

ასე გათენდა, ახალი წელივით. 

ჩვენ კი გუშინდელზე გვაქვს სალაპარაკო. 

ისევ მიკრო შეტევა 

ჟერარ ულიე გამახსენდა. ყოველთვის მიყვარდა ეს მწვრთნელი. მაინცდამაინც კარგი არაფერი მახსოვს მისგან, მაგრამ კეთილი კაცი იყო და ვგულშემატკივრობდი. გახსენებით კი გამახსენდა იმიტომ, რომ აქტიური კარიერის დროს გულმა გლიჯა და კლინიკაში გააქანეს, მაშინ “ლივერპულის” თავკაცი იყო. “ლიდსის” წინააღმდეგ ისე ითამაშეს რომ გულმა ვერ გაუძლო. 2001 წლის ოქტომბერში იყო ეს ამბავი და ნოემბერში უკვე “ბარსა” ჩავიდა “ენფილდზე”, დაამარცხეს “ლივერპული” 3:1, მწვრთნელის გარეშე დარჩენილ გუნდს რომ მარტივად მოუგებ ეგ არ გვესწავლება, ჩვენი თავკაცებიც გამხდარან ავად. მესამე შედევრალურ გოლს ულიემ კლინიკიდან მიადევნა თვალყური. 

გამახსენდა იმიტომ, რომ ჩავის შემხედვარე მგონია აი ახლა უმტყუვნებს ჯანმრთელობა და საკაცით გაიყვანენ მოედნიდან-მეთქი. სულ შარშია. სულ ბეწვის ხიდზე დადის. როგორც წესი, არ გვაძლევენ ამ პენალტებს ბოლო წუთებზე, მაგრამ გუშინ მოგვცეს და ლევანდოვსკიმ გააფუჭა,  – აი, ამის შემხედვარე რამდენი კაცი წაიქცა ქალაქ ბარსელონაში კაცმა არ იცის. ჩავიმ კიდე როგორღაც გაუძლო, დარჩა ფეხზე, მართალია ფერი დაკარგა, მაგრამ იდგა მაინც მყარად. 

მერე კიდე VAR-მა მეორე შანსი მოგვცა, მაგრამ, თუ კაცს გული გაუხეთქე მერე გინდა VAR-ზე გადაამოწმე და გინდა მეზობელთან. 

საბოლოოდ, ლევანდოვსკიმ გაიტანა და “ბარსამ” სამი ქულა ჩაიწერა აქტივში. 

ვნახეთ მეტოქეც 

“ბარსამდე” “ნაპოლიმ” ითამაშა. უფრო ცუდ დღეში არიან, ორივე კლუბი გასულ სეზონში უკეთესი იყო, ახლა კი საკუთარ თავს აღარ ჰგავს არცერთი. “ნაპოლის” შემთხვევაში უფრო გასაგებია ეს ამბავი, რადგან მწვრთნელი წავიდა, იდეებიც თან წაიღო და გადასარევი ატმოსფეროც, ნეაპოლში ქაოსია, მათი საუკეთესი ფეხბურთელი კი დარტყმას დარტყმაზე იღებს – ჯერ ახალ მწვრთნელს ვერ შეეგუა, მერე ცვლილებას ცვლილება მოჰყვა, მერე ახალი კონტრაქტი ვერ მიიღო და ამ სუპერვარსკვლავ კაცს საშინელი ხელფასით ათამაშებენ, მერე საკუთარმა სპორტულმა აგენტმა “გაუჩალიჩა” და მოედანზე საუკეთესო პარტნიორთან ურთიერთობა გაუფუჭა, მერე კიდევ, უცბად აღმოაჩინა რომ ევროპის შესარჩევი ეტაპის ნახევარფინალს გამოტოვებს, არადა, სამჯერ იკითხა მემუქრება თუ არა დისკვალიფიკაციაო? სამივეჯერ უთხრეს, არა ძმაო, გინდ ყვითელი მიგიღია, გინდ წითელი, ეგ არაფერს შეცვლისო და დარჩა გაღიმებული. 

ამ ყველაფრის მერე ქვას რომ არ ისვრის გამკვირვებია. 

მოკლედ, რთულად აქვთ საქმე. ჩვენ ბიჭს მაინც ვუქომაგებთ, მაგრამ “ბარსა” უნდა გავიდეს. თანაც, უკვე ძალიან ხშირად იწერება, რომ ზაფხულში “ბარსას” მთავარი სამიზნე სწორედ კვარაცხელია იქნება. 

იცის ყველამ რომ “მადრიდის” ქომაგია, მაგრამ ეგ ბავშვური დამოკიდებულებაა. პროფესიულ ცხოვრებაში სხვაგავარად ხდება. ამის მეტი რა გვინახავს და რა გაგვიგია – კარაგერი, ჯერარდი, რაული, ისკო, ზიდანი, მოდრიჩი – ვიღაც “ევერტონის” ფანი იყო, ვიღაც “ატლეტიკოს”, ვიღაც “ბარსელონას”, მაგრამ მოსისხლე მტრებში აღმოჩნდნენ და მერე ლეგენდებად იქცნენ. 

ჰოდა, ეგ არ არის პრობლემა. 

აი, პრობლემა 

საყრდენს არ ეშველა და ჩავიმ ძველ მეთოდს მიმართა, ცენტრალურ მცველი გაამწესა საყრდენად. ვერ ვიტყვი რომ მოგვარდა საქმე, მაგრამ ილქაის, ფრენკის, ან პედრის აქ თამაში რომ სიგიჟე იყო თავიდანვე ჩანდა. სანამ ნორმალურ საყრდენ ნახევარმცველს არ იყიდის “ბარსა”, მანამდე ალაბათ ისევ მცველებში უნდა მოიძებნოს გასაღები. 

ამჯერად კრისტენსენია ეს გასაღები, მაგრამ ვერ აღებს. 

ტერ შტეგენის დაბრუნებამ ცოტა მეტი აგრესია შემატა გუნდს, აგრესია კი არა, მგონი უბრალოდ კონცენტრაცია აკლდათ და გერმანელის შეძახილებმა გააღვიძა ეს ხალხი, ახლა ძილბურანში არიან, ტურიდან ტურამდე გამოფხიზლდებიან. 

“ნაპოლის” ოსიმენი დაუბრუნდება, გულახდილად რომ ვთქვა, არა მგონია, ასეთი დაცვით, ოსიმენისა და კვარაცხელიასგან მინიმუმ ერთი გოლი მაინც არ მივიღოთ, ასე რომ გატანა დაგვჭირდება. 

კარგი ამბავი ის არის, რომ გოლსკიმ თავის სტილში შეაგდო, დიდებული გოლი იყო, ერთი გაწია და გაისროლა. დიდი ხანია ასეთი კარგი გოლი არ შეუგდია. ბოლო მატჩებში თავის თავს დაემსგავსა, მართალია გული გაგვიხეთქა ყველას, მაგრამ შეყაროს გოლები და ვინ ჩივის.. გავძლებთ VAR-ის განაჩენამდე. 

წავედით ნეაპოლში 

“ბარსა” ისევ ჩამორჩება “ჟირონასა” და “მადრიდს”. მთავარი ჩემპიონთა ლიგის ზონაში დარჩენაა. თანაც, მომდევნო წლიდან სულ სხვა ფორმატის ლიგა გველის და წესით მეტად საინტერესო რამ უნდა გამოვიდეს. იქამდე სანამ ხალხს არ მობეზრდება. 

24-ში მერვედფინალის პირველი მატჩი გაიმართება. მანამდე კიდევ ვიტყვით რამდენიმე საჭირო სიტყვას. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (13)

  • nika 54
    schedule 18 თებ 2024, 20:59
    #13

    როგორც წესი, არ გვაძლევენ ამ პენალტებს ბოლო წუთებზე, მაგრამ გუშინ მოგვცეს და ლევანდოვსკიმ გააფუჭა
    არადა, მართლაც 100%-იანი იყო. იმ საცოდავს ისე ამოარტყეს წიხლი მართლა პანჩური გამოვიდა.

  • walker599
    schedule 18 თებ 2024, 19:27
    #12

    არაფერი გუნდი არაა რეალი წელს, უბრალოდ ჩვენ ვართ ძალიან ცუდი გუნდი და ზოგადად ლალიგაა ცუდ დღეში თორე შარშანდელი ბარსაც კი მოუგებდათ წელს ამას ლალიგას, აგერ შეხვდება სადმე სიტის და ვნახავთ ყველაფერს კარგად, დაჟე ინტერი ისეთ მაგარ ფეხბურთს თამაშობს ეგენიც ჩაისვავენ ჯიბეში.

  • ♠️Spookyfy♠️
    schedule 18 თებ 2024, 18:29
    #11

    Feola gasperinize ras fiqrob,amaswinat momivida tavshi. Seriozuli gamocdileba aq,ase tu ise avtoritetic,asakic norm,plus dafrinavs magis atalanta.

  • rivaldo80
    schedule 18 თებ 2024, 16:51
    #10

    ლევანა ცუდ ფორმაშია თან ასაკი და ბევრი ფორვარდი იცით ვინც გრანდში 50 გოლი აქვს ?😂😂😂 ნუნიესზე ვენებს იხსნიდით აქ რამდენი გაიტანა ??😂😂😂💩

  • Toka19
    schedule 18 თებ 2024, 16:04
    #9

    გილოცავთ მერაბის და ილიას გამარჯვებას !

  • Iniesta_8
    schedule 18 თებ 2024, 15:44
    #8

    ამ ჩაყ*ევებულ ბარსაში რომ 50 გოლი გაიტანა 35 წლის ლევანამ წელიწადნახევარში მაგარი შედეგია. თან ძაან საზიზღარ ფორმაშია და ერთი წესიერი ვინგერიც არ ჰყავს.

  • Toka19
    schedule 18 თებ 2024, 14:40
    #7

    ჩემი აზრით სელტამ გვაჯობა თამაშით, არ მინდა ეგ გუნდი გავარდეს ლალიგიდან

  • Chico
    schedule 18 თებ 2024, 14:33
    #6

    როგორც ყოველთვის უსუსური მატჩი ჩაატარეს. სელტა ამ სეზონში ძალიან უიღბლოა. ვითომ და კარგად თანაშობს, მაგრამ ვერ იგებს, გუშინაც ასე იყო. საკმაოდ მძაფრი შეტევები ჰქონდათ და შეეძლოთ გოლის გატანა.,ისევ და ისევ ჩავის უკვე ჩავარდნილი სქემა ვნახეთ,. ისევ ძალზე მაღლა აწეული დავცის ხაზი, ერთი გადაცემა დაცვის თავს ზემოთ, ცარიელ სივრცეში და 100% საგოლე მომენტი. არაუხომ იმარჯვა და დაეწია შემტევს. ისევ უაზროდ გაშვებული გოლი, საჯარიმოს ცენტრში ღიად დატოვებული ასპასი. ისევ იმის იმედი, რომ კრისტენსენი ივარგებს საყრდენად, არ ივარგებს, არ არის მისი ადგილი მანდ. და დიდი მადლობა მსაჯს, რომელმაც სათუო არ გაგვიხადა პენალტის გატანა. მესამე დარტყმა შეიძლება გოლით დასრულებულიყო და შეიძლება არა. ლევანამ ორჯერ ისეთი უაზრო პენალტი შეასრულა, რომ არ იყო გარანტია, რომ მესამეს უკეთესად შეასრულებდა. დღევანდელი ფეხბურთის წესებში წერია: -1. თუ მეკარე პენალტის დარტყმამდე ორივე ფეხით გადაცდება კარების ხაზს, მოგერიებული პენალტი უნდა განმეორდეს. 2. თუ დამცველი გუნდის მოთამაშე, პენალტის დარტყმამდე შეიჭრება საჯარიმო მოედანში, გატანილი პენალტი ჩაითვლება, არ გატანილი კიდევ თავიდან უნდა შესრულდეს. 3. თუ შემტევი გუნდის მოთამაშე პენალტის დარტყმამდე შეიჭრება საჯარიმო მოედანში, გატანილი პენალტი არ ჩაითვლება და თავიდან უნდა შესრულდეს. მსაჯმა მეკარის შეცდომა დააფიქსირა, ხოლო რაფინიასი კი არა. ასე რომ ფაქტიურად მოგვეხმარა 3 ქულის აღებაში. და ეს ასე იყო… კი, გავიმარჯვეთ, მაგრამ ევროპის ყველა გამოცემა ირონიით აღნიშნავს, მსაჯის დახმარებას ბარსაზე. “კეთისმსურველებმა” კი აიკლეს ინტერნეტი. მე ამ მატჩით აბსოლურურად არ ვარ კმაყოფილი. დაველოდით ნაპოლისთან მატჩს. ის კი არ არის საშიში, რომ ნაპოლის შეუძლია მოიგოს, საშიშია, რომ ბარსას შეუძლია წააგოს. რა თქმა უნდა მინდა, რომ ბარსამ გაიმარჯვოს, მაგრამ ძალიან მინდა, რომ ხვიჩამ კარგად ითამაშოს, გოლიც კი გაიტანოს. იქნებ ლაპორტამ სერიოზულად შეხედოს და ბარსასში მოიყვანოს. ეხლა კარგი მომენტია ამისთვის…..

  • C.PC5
    schedule 18 თებ 2024, 14:02
    #5

    გილოცავთ ყველას ილიას ჩემპიონობას, უდიდესი წარმატებაა ჩვენნაირი პატარა ქვეყნისთვის და ასევე დიდი მიღწევაა ესპანეთისთვის. რამდენადაც მახსოვს UFC-ზე სულ რამდენიმე წელია რაც გამოჩდნენ ქართველები და ასე მცირე დროში უკვე ჩემპიონი გვყავს, საბოლოო დასტურია თუ რა შეგვიძლია, ნათქვამია მაგ ქამრით ყველაფერი. მერაბმა ცალკე შოუ დადგა ისევ, იმედია არავის ეწყინება მაგრამ ჩემი აზრით მერაბი რომ გაჩემპიონდება კიდევ უფრო დიდი სიხარულს გამოიწვევს ეგ ამბავი, არ ჭირდება ახსნა თუ რატომაც და თითქმის დარწმუნებული ვარ რომ მეორე ქამარსაც მალე დაგვიდებს მანქანა კაცი! ბარსას რაც შეეხება….. ეჰ.

  • MESSI 2017
    schedule 18 თებ 2024, 13:03
    #4

    ციტატა: tornike27
    ჩემი აზრით თუ კარგი საყრდენი ვერ დავიმატეთ გარსია რომ დაბრუნდება საყრდენად ეგ გამოსცადონ.


    გარსია აღარ ბრუნდება არ უნდა კლუბში დაბრუნება ნუ ყოვეკ შემთხვევაში ჩავის წასვლა სანამ გადაწყეტილი არ იყო მანამდე არ ბრუნდებოდა და მაგსი 50 მილიონად გაყიდვის შანსი გვაქვს+რაფინიას 80 მილიონი+ კუნდეს 70-80,თუ ფატი ფორმაში შევა სარეზრვო ვინგერი არ დაგვჭირდება მარჯვნივ ფერანი დადგება იამალის შემცვლელად მარცხნივ კვარა-ფატი შუაში ლევა-როკე მარცხენა მცველის და ჩამშლელის ფულიც გვაქ მცველებად კი არიან არაუხო კუბარსი ინიგო თან ჩადი რიადიც ბრუნდება თუ კანსელოს მარცხნივ დაყენებას გეგმავენ მაისნ ფრიმპონგის მოტვანა შეგვიზლია 40 მილიონად

  • Barca1980
    schedule 18 თებ 2024, 12:49
    #3

    მოკითხვა კრისტინასა და მაკგრეგორს მატადორისაგან !!! ეს რა იყოო , გაუშვა პენსიაში მართლაც ვოლკანოსკი , როგორც დაპირდა , ბრავოო თოფურიას , ისტორია დაწერა , იმედია მერაბიც დააჩოქებს ო'მალის და მეორე ქამარსაც მოგვიტანს !!!

  • datio
    schedule 18 თებ 2024, 11:59
    #2

    იმედია გაცოცხლდება გუნდი.

    ბარსამ რომ მოუგო ლივერპულს 3-1 ენფილდზე…
    მანამდე ჟერარ ულიეს თანაშემწე ისე ათამაშებდა გუნდს, საერთოდ ხომ არ აგავაუშათ და დავასვენოთ ჟერარ ულიეო 🙂

    პ.ს. ისე კი საოცარი გოლი გაიტანა ოვერმარსმა, ძალიან ბევრი პასი გაკეთდა, შუაში სემი ჰიპიამ აუტზე გადააგდო, მაგრამ მერე ისევ პასები და ულამაზეი გოლი

  • tornike27
    schedule 18 თებ 2024, 11:43
    #1

    ჩემი აზრით თუ კარგი საყრდენი ვერ დავიმატეთ გარსია რომ დაბრუნდება საყრდენად ეგ გამოსცადონ.