workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ტრანსფერი გადაწყდა! – რონალდ არაუხო ბარსელონადან იჯარით ლივერპულში გადადის

ტრანსფერი გადაწყდა! – რონალდ არაუხო ბარსელონადან იჯარით ლივერპულში გადადის

ფაბრიციო რომანოს ექსკლუზიური ინფორმაციით, რონალდ არაუხო მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე ბარსელონადან 1-წლიანი იჯარით ლივერპულში გადავა.

მერსისაიდულმა კლუბმა ბარსას შეთავაზება გაუკეთა, რომელსაც კატალონიური გრანდის სპორტული დირექტორი დეკუ დათანხმდა. შესაბამისად, ურუგვაელი ფეხბურთელი მომდევნო სეზონს ინგლისში გაატარებს. არაუხოს ხელფასს სრულად ლივერპული დაფარავს და ამასთან, ფერნანდო პოლოს თქმით, კონტრაქტში €55-მილიონიან გამოსასყიდ ოფციასაც შეიტანენ. ყველა საჭირო დოკუმენტი მომდევნო 24 საათში მზად იქნება.

ჟერარ რომეროს ცნობით, არაუხოს წასვლა ბარსელონას სახელფასო ფონდში უზარმაზარ ადგილს უთავისუფლებს, რაც “ბლაუგრანას” ტრანსფერების განხორციელებაში დაეხმარება. სატრანსფერო ფანჯრის ბოლო კვირებში კატალონიური კლუბი ომისთვის მზადაა.

რაც შეეხება ლივერპულს – იბრაჰიმა კონატეს წასვლის შემდეგ, გუნდს დაცვის ხაზის გაძლიერება სჭირდებოდა. ინგლისურმა გრანდმა ამის გაკეთება სწორედ რონალდის დამატებით გადაწყვიტა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (30)

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    schedule 08 აგვ 2026, 15:45
    #30

    ძაან კარგი. ახლა ლაპორტზეც დაჩალიჩნდნენ და ეგაა

  • Tiki-Taka
    Tiki-Taka ახალბედა
    schedule 08 აგვ 2026, 14:21
    #29

    ანუ 1 კაცი მოგვაკლდა ვინც ლიგაზე წითელ ბარათს მიიღებს გადამწყვეტ მომენტში. გამძლეობას ვუსურვებ ლივერპულის ფანებს 🫡

  • araujo4
    araujo4 კულე
    schedule 08 აგვ 2026, 14:07
    #28

    55 მილიონი გამოსასყიდიო გავრცელდა. ეგ თუ მართალია ძაან კაი ფასია თუ გამოისყიდიან

  • Motamashe
    Motamashe ახალბედა
    schedule 08 აგვ 2026, 13:21
    #27

    თფუ თფუ თფუ😀 ჩემი თვალი ვირის ტრაკში. აღსდგა დეკო და ლაპორტა😂 გთხოოვთ ბასტონის სიურპრიზი და წესიერი თავდამსხმელი, თუ გინდათ ჟორჟი და ვფიცავ ყველაფერს ლაპორტას მატყუარა ვირთხას აღარ დავუძახებ და დეკოს გემოყლევებულ იდიოტს🙂 დაჟე ბალდე დატოვეთ, ისეთი კოლექტივი იკვრება ერთ დებილს გადავიტანთ როგორმე. გამოფხიზლდით გთხოოოვთ. იყიდა ბასტონის შემცვლელი უკვე ინტერმა, ფულიც ჭირდებათ, შეთავაზეთ 60+10-15 ბონუსები და მოიყვანეთ იტალიელი. პლუს ალვარესიც თუ მოიყვანეს ან ჟორჟი, დარწმუნებული ვარ ლიგის ზედიზედ მომგები გუნდი შეიკვრება❤️ პ.ს. ოღონდ რომერო არ გვინდა არაუხოსავით ქაჯია. პ.ს ლაპორტაზე სიტყვები უკან მიმაქვს, სანამ მესის ატირებული სახე მაქხსოვს ეს გასიებული სულ მატყუარა ვირთხა იქნება ჩემს თვალში🙂🐀🤮🖕🏿

  • nika 54
    nika 54 ლეგენდა
    schedule 08 აგვ 2026, 12:30
    #26

    ხელფასს ალბათ ჩვენ გადავუხდით, გამოსყიდვის ვალდებულება არ ექნებათ და ასე შემდეგ. როგორც ყოველთვის. ისე მაინტერესებს რეშფორდს ხელფასს ვინ უხდიდა და რამდენ პროცენტს.

  • Ikushaaaaa_77777
    Ikushaaaaa_77777 ვეტერანი
    schedule 08 აგვ 2026, 11:26
    #25

    ვახ გული დამწყდა რაღაც პონტში… ჩავის დროს იმენა ვარსვკვლავებს წყვეტდა რა მაგარი იყო მასეთი პრაიმი ალბათ ორიოდე მცვრლს თუ ექნებოდა ისტორიაში😕😕 ვინისიუსის ღამის კოშმარი😀

  • Visca barca
    Visca barca გულშემატკივარი
    schedule 08 აგვ 2026, 11:20
    #24

    წელს ლიგა ჩვენია