workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მატჩისშემდგომი მიმოხილვა: როკემ გახსნა!

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: როკემ გახსნა!

არ ვიცი რამდენად გონივრული იყო ჩავის დარჩენა, შესაძლოა, არც თავად სურდა სეზონის ბოლომდე “ბარსაში” ყოფნა და არც ლაპორტას, მაგრამ ახლა ასეთი მოცემულობაა, “ბარსას” ფული არ აქვს, ნაჩქარევ გადაწყვეტილებას კიდევ რა მოჰყვება წარსულმა კარგად გვაჩვენა. 

ასე რომ, ჩავი სეზონის ბოლომდე აქ არის და ეცდება მაქსიმუმს მიაღწიოს, ოღონდ, მისი მაქსიმუმი ტიტულის მოგებას სულაც არ ნიშნავს. 

არც არაფერი შეცვლილა, გუნდი ისევ გადამწვარს ჰგავს, მოტივაცია ნულამდეა დასული, ალაგ-ალაგ რაღაც მცდელობებია, ერთიანი სურათი კი იმედისმომცემი ნამდვილად არ არის. ჩავი იმდენად უკმაყოფილოა კრისტენსენით რომ ისევ კუბარსი დააყენა დაცვის ცენტრში. კუნდე კვლავ მარჯვნივ გადაისროლა და მანაც ისევ დაუშვა შეცდომები პირველი პასის დროს, ჯობია ფლანგზე შეცდეს, ვიდრე ცენტრში. 

პირველი ტაიმი 

რასაც მთელი სეზონია ვუყურებთ ის ვნახეთ, ერთი განსხვავებით – “ბარსას” პირველ წუთებზე გოლი არ გაუშვია. როგორღაც მოახერხეს და თავი დაიცვეს. მეტოქის კართან კი ვერაფერი შექმნეს, მხოლოდ სტანდარტულებიდან შეიქმნა ორი მოემნტი, ეგ იყო და ეგ, ლევანდოვსკის დარტყმა არ აღმოჩნდა ზუსტი. 

დაცვის ხაზზე ორი სიტყვა ითქვა, ნახევარდაცვის ხაზი კი უფრო საინტერესოდ მეჩვენება, როცა არჩეული სამეულიდან (პედრი, ილქაი, ფრენკი) რომელიმე გვაკლია, ყველაფერს ამას ვაბრალებთ-ხოლმე, რადგან თითოეული დიდი დანაკლისია, თითქოს იდეალური სამეულია ნახევარდაცვისთვის, მაგრამ რეალობა სულ სხვაა, რეალობა ის არის, რომ სამივე რვიანია. ამ სამი რვიანიდან ერთს ექვსიანზე უწევს დახევა, მეტწილად დე იონგს, რადგან ყველაზე დიდი გამოცდილება მას აქვს, თუმცა, გიუნდოგანიც გვინახავს მიმდინარე სეზონში ამ პოზიციაზე, და სულ ცოტა ხნის წინ ვნახეთ როგორ ავალებს ჩავი პედრის რაც შეიძლება სიღრმიდან წამოიღოს ბურთი. 

ბოლო პასის მიცემა სამივეს შეუძლია, მაგრამ კარგი იქნებოდა რომ ამ სამიდან ერთი მაინც კარგი გამტანი იყოს. ახლა მათ შორის ყველაზე გამტანი ფეხბურთელი გიუნდოგანია, მეტოქის კართან ყველაზე სახიფათოა, საჯარიმოშიც ასეა, პედრი და დე იონგი კი ძალიან იშვიათად ურტყამენ კარისკენ. 

მე მაინც მგონია, რომ მიუხედავად ასეთი სათამაშო დისბალანსისა, ამ სამეულისგან შეიძლება რამე გამოვიდეს. დრო მივცეთ ცოტა. ბევრი შეხვედრა არ აქვთ ერთად ჩატარებული. 

შემტევ ხაზში იყო ფერანი, რომელმაც ტრავმის მერე დატოვა მოედანი. ლევანდოვსკი და ლამინე. იამალი ალბათ ერთადერთია, რომლის თამაშშიც რაღაც იმედისმომემია ჩემთვის. 

მეორე ტაიმი

იყო კარგი მონაკვეთები. განსაკუთრებით როკეს გამოსვლის შემდეგ. ამჯერად გაამართლა, ამჯერად ანახა ჩავის რომ ტურისტად არ ჩამოსულა ბარსელონაში. გამოსვლისთანავე სწრაფად გაითამაშეს ბურთი ცენტრში, პირველ ფაზას გაუმკლავდა “ოსასუნა”, შეტევის მეორე ფაზა იამალიმ დაიწყო, ფრენკიმ ფლანგზე გააგრძელა, კანსელუმ ტრიველა დახატა და ვიქტორ როკემ გამოსვლიდან ერთ წუთში თავით შეაგდო გადამწყვეტი გოლი. 

ლამაზი იყო. ოღონდ ცოტაა. “ბარსელონასთვის”, “ოსასუნას” წინააღმდეგ ძალიან ცოტაა. 

მალევე “ოსასუნას” ფეხბურთელი გაუგდეს, ვიფიქრე ახლა მაინც ავცდებით ერთი ბურთის სხვაობას-მეთქი, მაგრამ კინაღამ პირიქით მოხდა, კაცნაკლულ “ოსასუნასაც” კი ჰქონდა გათანაბრების შანსი, თან, არაერთხელ. “ბარსა” გადარჩა, ეს ნაძალადევი სამი ქულაც აიღო და სულ ოდნავ ხასიათიც გამოიკეთა. 

პროგრესი ისევ არ ჩანს. არც მოტივაცია ჩანს. არც რაიმე სიახლე. 

არადა, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალი ახლოვდება. არ არის კარგ დღეში “ნაპოლი”, მაგრამ არც კვარაცხელიას დამჭერი ფეხბურთელი ჩანს “ბარსელონაში”, ამ დაცვის ხაზთან ოსიმენიც დიდიე დროგბა იქნება. 

ვიცით რომ ეს გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალისტი ვერ იქნება, მაგრამ არც თავის შერცხვენა ივარგებს, ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ერთი გადალახული ეტაპი დიდი ფულია, ეგ კიდე ყველაზე მეტად სჭირდება ახლა “ბარსას”. 

ავარდა ჭორები 

გერმანელები დაწინაურდნენ. ჯერ კლოპი ითქვა, რადგან მისი განცხადება ჩავის ნათქვამს დაემთხვა, ცოტა ხნის წინ კი ფლიკის გვარიც ამოვარდა. არ არის ფლიკი ურიგო ვარიანტი, მე ისევ ლაუდრუპის მომხრე ვარ, მაგრამ ფლიკი უფრო მაღალი დონის სპეციალისტია და თან ზუსტად ვიცით რას უნდა ველოდოთ მისგან. 

შემდეგ წვალებას კი “ალავესთან” ველით. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (19)

  • Rick Sanchez
    schedule 03 თებ 2024, 12:32
    #19

    ციტატა: nika 54
    "პროგრესი ისევ არ ჩანს. არც მოტივაცია ჩანს. არც რაიმე სიახლე".
    მეტი რო არ დაგეწერა არაფერი ფეოლა, ესეც საკმარისია. ყველაფერია ნათქვამი ამ წინადადებაში.


    იდეალურად ასახავს დღევანდელ მდგომარეობას გუნდში.

  • Chico
    schedule 02 თებ 2024, 02:41
    #18

    არ არის გამოსავალი მარტო ჩავის წასვლა. გუნდში რაღაცა სხვა ხდება. აბა როგორ შეიძლება ასე ერთანად გუნდი გარდაიცვალოს. კი ბატონო, აკლია ხალხი და ნახევარი შემადგენლობით თამაშობს, მაგრამ ერთი გამახსენეთ, ყველანი რომ მინდორზე არიან რა შედეგი მოაქვთ? რას მატებს ტორესი, რომელიც იმიტომ გამოდის, რომ სხვა არ არის,. რას მატებს ფელიქსი? რომელიც იმას თამაშობს რაც იცის, მეტი არ იცის. რას მატებს რაფინია, რომელიც ვითომ ფაფხურობს, მაგრამ მისი ასი მოძრაობიდან ერთია შედეგიანი? რას მატებს ალონსო, რომელიც ისედაც არ არის? კიდევ ვინ არის დამტვრეული აღარც მახსოვს, იმდენად არაფრისმთქმელია მათი სახელები…. გამოდის, რომ გუნდს აკლია ტერ-შტეგენი და გავი, რომლებსაც შეუძლიათ რეზულტატზე ზემოქმედება…. დანარჩენები გინდა ყოფილან და გინდა არა…. მაგათ დაამატე ლევანდოვსკი, და რომეუ, და გამოდის რომ გუნდი გვყავს, მაგრამ გუნდი არ გვყავს…. მაგრამ ამ გუნდმა შარშან ლა ლიგა მოიგო 12 ქულის განსხვავებით. პედრი, გიუნდა და ფრენკი გაწყდნენ წელში, ეხლა ფეოლამ კიდევ გოლების გატანაც დაავალა…. გუნდი არ თამაშობს!!! ეხლა ვერავინ ვერ გაანძრებს ამ გუნდს… ყველას დასაცინი და აბუჩად ასაგდები გახდნენ…. მოკლედ ამ სეზონში ვილოცოთ რომ ბარსა პირველ ოთხეულში მოხვდეს და არ გადავარდეთ ევროპის ლიგაში… და რა იქნება ჩემპიონთა ლიგაში, ნამდვილად არ ვიცი….

  • azulgerana
    schedule 01 თებ 2024, 21:12
    #17

    ციტატა: laki001
    ძალიან ცუდი პერიოდი უდგას გუნდს და არ მგონია ჩავის წასვლა იყოს გამოსავალი. ძალიან გაჭირდება ნორმალური მწვრთნელის მოძებნა და დათანხმება ესეთ გუნდში იმუშაოს, სადაც ფეხბურთელების გარეშე მოითხოვენ რომ თამაშები მოიგოს.


    ხო ბაზარი არაა აქ მგონი არავის უნდა ჩავის წასვლა თუმცა კლუბს თუ მომთხოვნი პროფესიონალი არ გაწვრთნის ლაპორტას და ფეხბურთელების ინტერესებს დაექვემდებარება, ეგეთი ტრენერი ვერ გაქაჩავს ბარსაში

  • laki001
    schedule 01 თებ 2024, 20:19
    #16

    ძალიან ცუდი პერიოდი უდგას გუნდს და არ მგონია ჩავის წასვლა იყოს გამოსავალი. ძალიან გაჭირდება ნორმალური მწვრთნელის მოძებნა და დათანხმება ესეთ გუნდში იმუშაოს, სადაც ფეხბურთელების გარეშე მოითხოვენ რომ თამაშები მოიგოს.

  • Barca
    schedule 01 თებ 2024, 19:32
    #15

    აუ რაის პორტოს და ჟირონას მწვრთნელი ეხლა ჩვემ მარტო პეპი ან კლოპი თუ გვიშველის თორე დალშე არვიცი

  • nika 54
    schedule 01 თებ 2024, 17:02
    #14

    "პროგრესი ისევ არ ჩანს. არც მოტივაცია ჩანს. არც რაიმე სიახლე".
    მეტი რო არ დაგეწერა არაფერი ფეოლა, ესეც საკმარისია. ყველაფერია ნათქვამი ამ წინადადებაში.

  • Toka19
    schedule 01 თებ 2024, 16:16
    #13

    MESSI 2017, ბაიერნი თავისი თამაშის და სტილის გამო :)) იმის ფონზე რომ ბუნდესლიგაში ყველას გადაუვლის ხოლმე და კიდევ ჯგუფურ ეტაპაზე , მაგის გამო სულ ფავორიტად ითვლება

  • ♠️Spookyfy♠️
    schedule 01 თებ 2024, 15:26
    #12

    ციტატა: ფეოლა
    Gaucho24, აუცილებლად! მივხედავ მაგ ამბავს : )


    Kak raz mec magrad mainteresebs eg ambavi…rac sheexeba fliks ar mgonia gaamartlos,krizksshi myof gundshi roca mivida da cota susti shemadgonloba shexvda ki vnaxet rogorc dadzlia eg ambavi. gundis asheneba tu ginda klopp axla yvrlaze realuri variantia,mara meechveba,jer tvitonac unda dasveneba,tan liveridan ro midis ar gamova egreve barcashi movides,xalxi ityvi raga dasvenebas idzaxdio.tan tu martla energia chirdeba arc chven gvawyobs.prosta iqet zafxuls agar unda gavmazot ra,manamde kide sheidzleba erti iseti tipi moiyvanon vinc erti wlit+1 perspeqtivit chaibarebs gunds ro cota daalagos da baza daxvdes klopps…mament chemtvis skalonianpirveli varianti,meore klopp(guardiola ar mova tore magas vin ajobebs).

  • ზურაბ
    schedule 01 თებ 2024, 14:49
    #11

    მე სიამოვნებით ვიხილავდი ჟინორას მწვრთნელს

  • NEYBarca
    schedule 01 თებ 2024, 14:43
    #10

    პორტოს მწვრთნელის მოყვანა უნდა დეკუს. წელს უმთავრდება კონტრაქტი და ეგეთ გამოცდილ მწვრთნელს ვერ მოიყვანენ. სანამ კლოპი დაისვენებს კაი ვარიანტი მგონია :დ ფლიკი არამგონია მოვიდეს, ბაიერნში დაბრუნდება ეგ. ალონსო ლივერპულში წავა და ფლიკი ბაიერნში.

  • Gaucho24
    schedule 01 თებ 2024, 14:30
    #9

    ციტატა: ფეოლა
    Gaucho24, აუცილებლად! მივხედავ მაგ ამბავს : )


    ძალიან კარგი , დაველოდები..

  • rivaldo80
    schedule 01 თებ 2024, 14:26
    #8

    ციტატა: Toka19
    ფლიკი რომ გინდათ რა აქვს მაგას დამტკიცებული ? კოვიდის დროს გუნდებს დედა რომ არ ყავდა და ყველა გაანადგურა მაგიტოა კაი ? თუ ბაიერნიდან გიკვირთ დიდი ანგარიშებით მოგება?


    არ ვიცი მეც ვერ ვხდები კი ლიგა აქვს მაგრამ სამარცხვინოდ გამოაგდეს ნაკრებიდან კოშმარი იყო.ვერაფერი ვერ დავინახე მაგის ტაკტიკა ან სტილი.

  • M10 S9 D11
    schedule 01 თებ 2024, 14:14
    #7

    იმედია უფრო მეტ სათამაშო დროს მიიღებს მამენტ ძირითადიდანაც რო დაიწყოს უკვე და ლევანდოვსკი გადაბრძანდეს სკამზე კაი იქნება

  • MESSI 2017
    schedule 01 თებ 2024, 14:12
    #6

    ციტატა: Toka19
    ფლიკი რომ გინდათ რა აქვს მაგას დამტკიცებული ? კოვიდის დროს გუნდებს დედა რომ არ ყავდა და ყველა გაანადგურა მაგიტოა კაი ? თუ ბაიერნიდან გიკვირთ დიდი ანგარიშებით მოგება?


    კოვიდამდეც ბაიერნი იყო ლიგის მოგების ფავორტი

  • ფეოლა
    schedule 01 თებ 2024, 13:40
    #5

    Gaucho24, აუცილებლად! მივხედავ მაგ ამბავს : )

  • rivaldo80
    schedule 01 თებ 2024, 13:32
    #4

    ვიძახდი თავით კარგად თამაშობსთქო ეგ ბავშვი კი ნახეთ რამხელაზე ახტა 😂 მაგრად იხსნება სულ შუაში უნდა იყოს ფლანგზე ცოდოა

  • Toka19
    schedule 01 თებ 2024, 13:12
    #3

    ფლიკი რომ გინდათ რა აქვს მაგას დამტკიცებული ? კოვიდის დროს გუნდებს დედა რომ არ ყავდა და ყველა გაანადგურა მაგიტოა კაი ? თუ ბაიერნიდან გიკვირთ დიდი ანგარიშებით მოგება?

  • Barca1980
    schedule 01 თებ 2024, 12:59
    #2

    მე პირადად ვფიქრობ , რომ ყოფილი ბარსელონელები დიდი ხნის განმავლობაში , სჯობს მწვრთნელებად აღარ დავნიშნოთ . " ოცნებების სასაფლაოდ " იქცა მათთვის ამ გუნდის მწვრთნელობა , საკმარისი ლეგენდები ჩამოვაგდეთ ოლიმპოს მთიდან , კმარა , კუმანი , ჩავი ეხლა ლაუდრუპიც ? მირჩევნია მისი თამაშით გამოწვეული სიხარული დამამახსოვრდეს , ვიდრე ჩავისავით ვლანძღოთ მერე .

  • Gaucho24
    schedule 01 თებ 2024, 12:48
    #1

    ფეოლა , დიდი სიამოვნებით წავიკითხავდი სტატიას ლაუდრუპზე და იმაზე თუ რატომ მოგწონს ეს ვარიანტი..