მატჩისშემდგომი მიმოხილვა: ბარსელონა უნდა გერქვას შენ!

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: ბარსელონა უნდა გერქვას შენ!

ერთი ამბავი გამახსენდა. 

პსვ ეინდჰოვენმა დიდებული სეზონი ჩაატარა, ფინალამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა, მარკ ვან ბომელი მთავარი ფიგურა იყო და თანამემამულე რაიკაარდმა “ბარსაში” მოიყვანა. თითქოს მისი და დეკუს დუეტი იკითხებოდა ნახევარდაცვაში. ამ დროს ჟოზემ დრო იხელთა და ჩავის დაუწყო ჩალიჩი, ხო ხედავ არაფრად გაგდებენ და დრო შეგიმცირდება, “ჩელსიში” წამოდი და სულ ხელის გულზე გატარებო. 

ჩავიმ კიდე ძალიან უხეშად უპასუხა, არ ვიცი რანაირად უნდა ითარგმნოს, დაახლოებით კი ასეთი პასუხი გასცა – შენ ცოტა ალაოდ ხომ არ ხარო?! 

ვან ბომელი პიკში იყო, მაგრამ ჩავი.. ჩავი.. 

ისე კი გამოგვადგა ეს ნიდერლანდელი, იმიტომ, რომ ჩავიმ იმ სეზონში მძიმე ტრავმა მიიღო და სეზონის ბოლომდე გამოგვაკლდა. ახლა კიდე ორივე მწვრთნელია, ერთმა დიდ წარმატებას მიაღწია, “ანტვერპენი” ჩემპიონი გახადა, მისი რანგისთვის ეს დიდებული ამბავია, ჩავის კი დიდი ამბები ჯერ კიდევ წინ აქვს, მიუხედავად იმისა, რომ ერთი ლა ლიგის თასი უკვე თაროზე უდევს. 

გალამაზდა 

ჯერ სტაბილურად ლამაზს ნუ დავარქმევთ, სულ რაღაც ორი მატჩია სიამოვნების მიღება დავიწყეთ. გაგრძელდება, იმიტომ, რომ ვიცით სიადან მოვიდა ეს სილამაზე, უჩხიკინეს ორი წელი და როგორც იქნა გუნდი დაალაგეს. ზედმეტი მოიშორეს და საჭირო მოიყვანეს. საითაც არ უნდა გაიხედო გაგიხარდება, ზოგან მეტად, ზოგან ნაკლებად, მაგრამ “ბარსას” ყველა რგოლში ყველაფერი რიგზე აქვს. პორტუგალიელების მოსვლით ყველაფერი დალაგდა. როგორც მინიმუმ, ამ სეზონში ასეა. 

არაუხო და პედრი ისევ არ არიან. არც გვეტყობა, შეხედეთ კრისტენსენს რა დღეშია, რა კარგია, ბოლო წუთამდე როგორი კონცენტრირებულია, რა თქმა უნდა, საფრთხეს გრძნობს და თამაში უნდა, თავად ყველაფერს გაიღებს, თავსატეხი კი ჩავისი იყოს. საცოდაობაა ახლა ამის სკამზე დასმა. 

ნახევარდაცვაში ვნახეთ ის, რაც მოსალოდნელი იყო, ფრენკიმ ექვსიანზე დაიხია, მის წინ კი გავი და გიუნდოგანი მოქმედებდნენ. პედრის დაბრუნების მერე უფრო გაიზრდება იმის შანსი, რომ დე იონგი ექვსიანზე დიდხანს შემორჩეს. ასე იკითხება და ვნახოთ. “ანტვერპენი” რა დე იონგის საზომია, მაგრამ ამჯერადაც დიდებული იყო. 

შეტევაში კი ჟოაუმ იფრინა! 

როგორც უკვე აღვნიშნეთ ეს მისი კლუბია, მისი DNM-ია, მისი ფილოსოფიაა. ფორმაც ყველაზე მეტად უხდება. აბა, “ჩელსის” ფორმაში ვერც იცნობდა კაცი. ეს იყო მატჩი, რომლის მიმოხილვასაც ალბათ კიდევ ბევრჯერ შეხედავთ, რადგან საქმე მხოლოდ გოლების რაოდენობაში არ არის, მთავარია როგორ გავიტანეთ ეს გოლები. უმრავლესობა დახატულია, როგორც გუნდური, ისე ინდივიდუალური თვალსაზრისით. 

ცენტრში გათამაშებული კომბინაცია, გიუნდოგანის პასი და ჟოაუს გოლი – როგორია? გადასარევი! 

დე იონგის პასი? ვინ გაგახსენდათ? მე კაკა, ფინალში, “ლივერპულთან”. მერე ჟოაუს გადაკიდება და ლევანდოვსკის გოლი – როგორია? ფეხზე წამოსაგდები, ტაშის დასაკვრელი! 

ამოისუნთქა პოლონელმა. ბურთი მისდის, პასი კეთდება, გოლები გადის. 

ერთი ასხლეტით გავიდა, რაფინიას უნდა ჩავუწეროთ აქტივში, არ ღირს იმდენ ქებად რამდენადაც მისი საგოლე პასი, მეხუთე გოლის დროს, მაგრამ აქაც კარგად გაისარჯა. აქვს ასეთი მარცხენა, უხერხული, გაუშვებს კარისკენ და რაღაც ყოველთვის მოჰყვება ამ ამბავს. 

მეოთხე გოლიც ლამაზი იყო, მარჯვენა ფლანგზე დაიხაზა, კანსელუ შეძვრა, ლევანდოვსკის ცოტა დააკლდა და ის კაცი გამოხტა თბილისში, რომ მორაგბესავით ირბინა მოედანზე, ნეტავ იცოდეთ რა პატარა კაცი ჩანს ტრიბუნიდან, უკვე იცით, უკვე ვიცით, ვნახეთ, ცარიელი გულია, პატარა კაცი, დიდი გულით. ამხელა გული კარლეს პუიოლს თუ ჰქონია, მის შემდეგ ასეთი არ მახსენდება. 

კარგი შეაგდო. კარგადაც იყვირა. ლომივით დაიღრიალა. მუჯირის კივილს კი არ ჰგავდა ფარერებთან გატანილი გოლის შემდეგ, ო არა, ამან ლომივით იყვირა! 

კარგია ამათი ყურება, გიხარია ადამიანს, ორი წელი ელოდე და ხვდები რომ ლოდინად ღირდა. თან ყველაფერი წინ არის. ზოგი ჯერ კიდევ ლაწირაკია, იამალი ჯერ კიდევ მათემატიკას მეცადინეობს, ეგ ლაწირაკიც არ არის, ეგ ბავშვია. მშობლები ალბათ ეუბნებიან “ბარსა” კარგია, მაგრამ ნიშნებსაც უნდა მიხედოო. 

არც შტეგენი დარჩენილა უსაქმოდ, იყო 2-3 მომენტი ჩვენს კართან და ისევ კედელივით იდგა, ჩვენი კაპიტანი. 

შემდეგი მატჩი “სელტასთან” გვაქვს. დავიწყოთ დღეების ათვლა, რამდენიმე საათია მორჩა და უკვე ახალ დასაწყისს ველით. 

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (20)

  • me da barca
    22 სექ 2023, 21:42

    სათაურიდან, რომ ხვდები ვინაა ავტორი.
    მგონია, რომ მოვა დრო და ბარსას ეყოლება ღირსეული კაპიტანი გავის სახით. ცარიელი გულია, ჟილკიანი და მებრძოლი, თუმცა ჯერ ადრეა.

  • datio
    21 სექ 2023, 20:13

    ოქროს ბიჭუნა ნიდერლანდებიდან. F.D,
    და მხოლოდ იმიტომ რომ გოლს ვერ იტანდა და საგოლე პასი არ აკეთებდა… და გატუზოსავით არ ართმევდა ბურთს

  • ggiiorgi
    20 სექ 2023, 23:11

    ციტატა: ფეოლა
    ggiiorgi, არა მგონია, ფლანგებს არ შეეხება, თუ ბალდე ჯანმრთელი იქნება. ძლივს ორივე ფლანგის მცველი ჰყავს, ახლა მაგას თავისი ნებით როგორ დაშლის?!

    ზოგადად ბალდეს ამ ბოლო დროს მგონია რომ კრეატივი აკლია ძირითადად აწოდებდა, მეტოქეს არტყამდა და კუთხურს მოიპოვებდა. მგონია ცოტა გამოფხიზლება ჭირდება, აღარაა ეფექტური.

  • ფარნა
    20 სექ 2023, 20:23

    ფელიქსი ჩვენი უნდა გახდეს ოფიციალურად რადაც არ უნდა დაჯდეს რა ამბავია ასი მილიონი? რომელიმე ერთი ფეხბურთელი დავუთმოთ ატლეტიკოს და ზემოდან ფულიც დაუმატოთ ანაც ერთი ფეხბურთელიც ვათხოვოთ იჯარით

  • ოქროს ბიჭუნა ნიდერლანდებიდან. F.D
    20 სექ 2023, 19:42

    დეიონგი უნდა გაეშვათ რაში გვჭირდება. როგორ შეიძლება ვერ დაგენახა ადამიანს ფრენკის ნიჭი და მონაცემები თუნდაც 3-4 წლი წინ 😀 😀 😀 😀

  • mari
    20 სექ 2023, 18:59

    ციტატა: Giorgi99
    როგორ აპირებენ ფელიქსის ყიდვას? 2029 წლამდე კონტრაქტი აქვს ატლეტიკოსთან და 100 მილიონად აფასებენ.


    ლაპო საკუთარი ჯიბიდან დადებს და მერე გადაინაწილებს რამდენიმე წელზე და აიღებს, ეხლაც ხომ იწერებოდა ზაფხულში – თუ ამათ ყიდვას ვერ შეძლებდნენ დადებდა ფულს..

  • nika 54
    20 სექ 2023, 14:50

    დე იონგი რა კოხტად ამოდის და არც ყოყმანობს 2-3 კაცში გაძვრომას, ერთი საიმოვნებაა ამის ყურება და თან რო ვითარდება კიდეც.

  • Barca1980
    20 სექ 2023, 14:46

    მე მაინც მგონია , რომ ჯერ პრემიერა არ შემდგარა ჩავის რეჟისურით დადგმული თეატრალური წარმოდგენის , უფრო რეპეტიციაა ჯერ , არც გენერალური რეპეტიცია არ ყოფილა . აი ელ კლასიკო მართლაც პრემიერად უნდა იქცეს და სამსახიობო შესრულება და ინtტერპრეტაცია უნდა იყვეს უმაღლესს დონეზე , ისე რომ წინა წარმოდგენების მსგავსად წლების განმავლობაში გაიხსენონ . ფელიშმა შეტევის ხაზსს მეორე სუნთქვა გაუხსნა ფაქტია , ლევანამ გაიღიმა როგორც იქნა , თორემ ნამეტანი მოწყენილი და გაბრაზებული იქნევდა ხელებს რაც დაიწყო სეზონი . ფრენკის კიი მართლაც ეკუთვნის კუთვნილი აპლოდისმენტებიი , კიდევ უნდა მოუმატოს .

  • ლუკა კონცელიძე
    20 სექ 2023, 13:34

    მე მაინც ამ შემადგენლობის მოსინჯვა მაინტერესებს
    შტეგენი
    კუნდე. არაუხო. კრისტენსენი
    კანსელო. ფრენკი. გუნდოგანი. ბალდე
    პედრი
    ლევანა. ფელიქსი

  • C.PC5
    20 სექ 2023, 13:09

    "შემდეგი მატჩი "სელტასთან" გვაქვს. დავიწყოთ დღეების ათვლა, რამდენიმე საათია მორჩა და უკვე ახალ დასაწყისს ველით."
    “This part of my life, this little part, is called happiness” რამდენი ტანჯვის მერე, რამდენი ლანძღვის და რამდენი წასულ-მოსული ხალხის ნახვის შემდეგ ისევ დადგა ის დრო როცა შემდეგ მატჩს სიხარულით ველოდებით და არა შიშით ემანდ კიდევ არ შევრცხვეთ და ისევ უსახური თამაშით არ დავითხაროთ თვალებიო🥲 რომ გადახედავ ამ ბოლო წლებს მართლა ძაან წააგავს ამ ფილმის სიუჟეტს😃

  • CuleTillIDie
    20 სექ 2023, 13:02

    ისე ბევრი არ იწერება ამ კაცზე, მაგრამ ჩემი აზრით კუნდე ამ მომენტისთვის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მცველია

  • CHEPE
    20 სექ 2023, 12:49

    ციტატა: ggiiorgi
    არაფერი თავსატეხი არ ექნება ჩავის. შეუშვებს პროგრამაში მონაცემებს და ის ეტყვის ვინ უნდა დააყენოს სასტარტოში. 🙂
    ეს ხუმრობით, ისე კი არაუხოს დაბრუნების მერე მგონია ბალდეს მოუწევს დასვენება და კანსელუ კრისტიანსენი კუნდე არაუხო იქნება დაცვა. სანამ ისევ ვინმე არ დაიტრამვება (ტფუი ეშმას, მარა სეზონი გრძელია). აი ცენტრში იცოცხლე ბევრია თავის ტკივილი. დე კონგი მაინც არ მგონია საყრდენად გამოდგეს, თუმცა ვნახოთ რას გადაწყმაესტრო


    ისე 3 მცველზე კარგი იქნება შუაში კანსელო დეიონგი წინ კიდე გიუდო გავი და ფელიში ლევანა ტორესი/რაფინია/იამალი ესეთი სასტავი მე მაგალითად ასე ვათამაშებდი ბალდეც მოვა აზრზე ამეტაპზე მისი კონკურენცია ასე თუ იქნება მხოლოდ

  • Gaucho24
    20 სექ 2023, 12:46

    და ალბათ მაინც ჯერ არ გვინახავს საუკეთესო ბარსელონა.. მოდი ვიმსჯელოთ რა მოხდება როდესაც პედრი და არაუხო დაბრუნდებიან..
    ორივე ძირითადის კაცია , ვერცერთს ამოაგდებ როდესაც ფორმაში შევლენ და ამ 11 კაციდანაც ვინ უნდა დასვა სკამზე? გავი საჭირო კაცია ცენტრში , მებრძოლი , სწრაფი , პრესინგზე იდეალური , ფრენკი ხელშეუხებელია , გიუნდოგანი საჭირო კაცია და პედრი? პედრიც უნდა იყოს , ცენტრშიც საჭიროა მისი ინტელექტი , მოძრაობა , პასი , ტექნიკა , შემტევი ნახევარმცველი საჭიროა და რას ვიღებთ? ცენტრში 4 კაცს , რაფინია ტორესი იამალი სკამზე გადავიდნენ ავტომატურად , და არაუხო? რომელი გინდა ჩახსნა კრისტენსენი ბალდე თუ კუნდე? ხშირად ვიხილავთ სხვადასხვა ტაქტიკებს და შემადგენლობებს მაგრამ ალბათ მაინც 3-2-4-1 უნდა იყოს
    შტეგენი
    კუნდე არაუხო კრისი
    ფრენკი გავი
    კანსელუ პედრი გიუნდოგანი ფელიქსი
    ლევანდოვსკი
    ბოდიში ბალდესთან მაგრამ 6 მცველიდან კანსელუ არაუხო კუნდე კრისი უფრო მეიმედება და საჭიროა ვიდრე ბალდე , მიუხედავად იმისა რომ მარცხენა ფლანგზე სისწრაფეს მატებს გუნდს და დაცვაშიც კარგია , ალბათ მეტოქე გუნდების შესაბამისად კრისტენსენთან გაიყოფს დროს , თუ სწრაფი მცველი დაგვჭირდება ბალდე დადგება , კანსელუს რაც შეეხება მგონია რომ ეგ არის მაგის ადგილი , წინ უკან იდეალურია , ცენტრში იდეალურია , ზუსტად მანდ უნდა იდგეს , შუაში , მარცხენა ფლანგს ფელიქსი დაიკავებს , დანარჩენი კი ვიცით , ცენტრი ძლიერი , დაცვა ძლიერი , შეტევას კი კანსელუ და ფელიქსი გააკონტროლებენ პედრისთან ერთად , გიუნდოგანი ცოტა უკან და ლევანა დამაგვირგინებელ ფაზაში , მგონი ყველაზე ოპტიმალური ასე იქნება , თავის მხრივ როდესაც შეტევას გაძლიერება დაჭირდება , მცველი ან ნახევარმცველი ჩაიხსნება აქაც კრისტენსენი ან გავი და რაფინია ტორესი იამალიდან რომელიმე შემოვა , კანსელუ უკან დაიხევს და 4-3-3 ან 3-4-3 ზე გადავა გუნდი , დაცვის გაძლიერებაც ხო შეგვიძლია და შეგვიძლია , ხანდახან რომეუსაც ვიხილავთ გავის ან გიუნდოგანის მაგივრად , პედრიც დაისვენებს და 4-3-3 იქნება ისევ , მოკლედ ძალიან ბევრნაირად და სხვადასხვანაირად შეგვეძლება გადაწყობა რაც კარგიც არის და ცუდიც , მაგრამ საერთო ჯამში ღრმა და ძლიერი შემადგენლობა შეიკვრა თავისი სკამით , წელს ტიტულები უნდა დავდოთ და ლიგაზეც გავიბრწყინოთ მინიმუმ 1/4 ფინალზე , ან რატომაც არა 1/2 ფინალში , მთავარია ტრავმებმა არ შეგვიშალოს ხელი და ეს გუნდი იტყვის თავისას , ლაპორტამ კი უკვე უნდა იფიქროს როგორ დატოვოს ჟოაოები გუნდში .. წარმატებები ..

  • ფეოლა
    20 სექ 2023, 11:26

    ggiiorgi, არა მგონია, ფლანგებს არ შეეხება, თუ ბალდე ჯანმრთელი იქნება. ძლივს ორივე ფლანგის მცველი ჰყავს, ახლა მაგას თავისი ნებით როგორ დაშლის?!

  • Don_Andresito
    20 სექ 2023, 10:28

    მე მაინც მგონია რო კრისის საფრთხე არ ემუქრება, მარცხენა ცენტრალურ მცველად კონკურენტი არ ყავს, ბევრად უკეთ აზროვნებს ვიდრე სხვა ნებისმიერი ცენტრი. ბევრად ტექნიკური და კლასნია. რა თქმა უნდა დაისვენებს, ტეავმებიც იქნება, ინიგოსაც მოუწევს ალაგ ალაგ. ნეტა ეგ იყოს მთავარი თავისტკივილი, როტაციაა მაგის გამაყუჩებელი. აი მთავარი ტკივილი თავისაც და გულისაც გველის სეზონის ბოლოს, თუ ვერ შევინარჩუნეთ ჟოაოები მარა მაგაზე არ მინდა ფიქრი. ისე აქაურ ბევრს ფელიქსი ვისაც არ უნდა და ლამის კლავიატურით რო იწევდნენ როცა მაგ ბიჭზე ვწერდი რას ვერჩი, თვით ჩავისაც არ უნდოდა, გავი ერჩივნა მაგ პიზიციაზე. არადა გავიმაც მოიგო ნახევარდაცვაში დაბრუნებით, ფელიქსმაც, ლევამ ხო საერთოდ ჯეკპოტი მოიგო და გუნდმა მთლიანად. იმედია ამის მერე მაინც გაივსება მოედანი. მთავარია ტეავმებისგან დავიცვათ ფელიქსი და სასტავი მაქსიმალურად თორე ეს პპაზლი უცებ დაიშლება 2-3 კაცი რო გამოგვსკლდეს

  • Giorgi99
    20 სექ 2023, 10:19

    როგორ აპირებენ ფელიქსის ყიდვას? 2029 წლამდე კონტრაქტი აქვს ატლეტიკოსთან და 100 მილიონად აფასებენ.

  • Ertaoz Bregvadze
    20 სექ 2023, 08:54

    ყველა ასე კარგად როგორ თამაშობს? ბრავო ბიჭებს და ბრავო ჩავის.

  • Rick Sanchez
    20 სექ 2023, 08:17

    ციტატა: ggiiorgi
    არაფერი თავსატეხი არ ექნება ჩავის. შეუშვებს პროგრამაში მონაცემებს და ის ეტყვის ვინ უნდა დააყენოს სასტარტოში. 🙂
    ეს ხუმრობით, ისე კი არაუხოს დაბრუნების მერე მგონია ბალდეს მოუწევს დასვენება და კანსელუ კრისტიანსენი კუნდე არაუხო იქნება დაცვა. სანამ ისევ ვინმე არ დაიტრამვება (ტფუი ეშმას, მარა სეზონი გრძელია). აი ცენტრში იცოცხლე ბევრია თავის ტკივილი. დე კონგი მაინც არ მგონია საყრდენად გამოდგეს, თუმცა ვნახოთ რას გადაწყმაესტრო


    ძლივს ნორმალური მარჯვენა მცველი იყიდეს, რაის კუნდე მარჯვნივ.

  • ggiiorgi
    20 სექ 2023, 08:05

    არაფერი თავსატეხი არ ექნება ჩავის. შეუშვებს პროგრამაში მონაცემებს და ის ეტყვის ვინ უნდა დააყენოს სასტარტოში. 🙂
    ეს ხუმრობით, ისე კი არაუხოს დაბრუნების მერე მგონია ბალდეს მოუწევს დასვენება და კანსელუ კრისტიანსენი კუნდე არაუხო იქნება დაცვა. სანამ ისევ ვინმე არ დაიტრამვება (ტფუი ეშმას, მარა სეზონი გრძელია). აი ცენტრში იცოცხლე ბევრია თავის ტკივილი. დე კონგი მაინც არ მგონია საყრდენად გამოდგეს, თუმცა ვნახოთ რას გადაწყმაესტრო

  • Kravela
    20 სექ 2023, 07:45

    ❤️❤️❤️