workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

მესი მსოფლიო ჩემპიონია! 

არგენტინა მსოფლიო ჩემპიონია! 

ფინალში გატანილი ორი გოლი და უამრავი შექმნილი მომენტი, – ლიონელ მესიმ დედამიწა დატოვა!

არასდროს არავინ მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ორჯერ არ გამხდარა ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი. არც ზიდანი, არც მარადონა, არც პელე. 

მესი გახდა. უკვე გახდა. 

პელე 1970-ში აღიარეს საუკეთესოდ, 1958-ში ვერცხლის ბურთი ერგო. 

მარადონა 1986-ში იყო საუკეთესო, 1990-ში ბრინჯაოს ბურთი მისცეს. 

ზიდანი 2006-ში იყო საუკეთესო, 1998 წელს სამეულშიც არ ყოფილა. 

მესი ორჯერ გახდა მუნდიალის საუკეთესო ფეხბურთელი. უკან მოიტოვა ლოთარ მათეუსი მსოფლიო ჩემპიონატზე ჩატარებული მატჩების რაოდენობით. გახდა ფეხბურთელი, რომელსაც გოლს+პასის მიხედვით ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს ჩემპიონატის ისტორიაში. გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონატის ყველა ეტაპზე გაიტანა, – ჯგუფურ ეტაპზე, მერვედფინალში, მეოთხედფინალში, ნახევარფინალში და ფინალში. 

და ეს ყველაფერი 35 წლის ასაკში!

არავის ისე არ უთამაშია მსოფლიო ჩემპიონატზე 17 წლის ასაკში, როგორც პელეს. 

არავის ისე არ უთამაშია მუნდიალზე 25 წლის ასაკში, როგორც მარადონას. 

არავის ისე არ უთამაშია 35 წლის ასაკში, როგორც მესის. 

თინეიჯერობის, დაკაცებისა და ვეტერანობის პერიოდები, – პატარა პელეს ამბიცია, მარადონას ვნება და მესის სიბრძნე. 

ხალხი ამბობდა, მესი შედეგის მიუხედავად მაინც ყველა დროის საუკეთესოა, მსოფლიო ჩემპიონატი არაფერში სჭირდებაო. დიდი ხალხი ამბობდა ამას, ლინეკერი, რივალდო და სხვებიც, მაგრამ, არ არის ასე. მსოფლიო ჩემპიონობა ძალიან ბევრ რამეს ცვლის, თანაც რადიკალურად! 

ახლა იმ ჩემპიონატებსაც კი სხვა პერსპექტივიდან შეხედავენ, რომელიც ვერ მოიგო. გამარჯვებულის პერსპექტივიდან. თითქოს შეუძლებელი იყო, რომ მესის სახელი და მემკვიდრეობა კიდევ გაზრდილიყო, მაგრამ მერწმუნეთ, გაიზარდა, ახლა იმაზე ბევრად დიდია, ვიდრე იყო, წარმოუდგენლად დიდი, მსოფლიო ჩემპიონობა ლიცენზიაა, იყო ყველა დროის საუკეთესო. 

ახლა არავის აღარ შეეძლება, რომ მესიზე მაღლა საერთოდ ვინმე დააყენოს. მსოფლიო ჩემპიონობის კვარცხლბეკი ოლიმპოს მთაა საფეხბურთო სამყაროში, ეს ღმერთების თავშეყრის ადგილია. ვერ ვიტყვი, რომ მესის ეს კარი გაუღეს, ალბათ უფრო შელეწა, წლების მანძილზე ურტყა და როგორც იქნა, შეამტვრია. 

არგენტინული მესიანური კულტურა შენარჩუნებულია. არგენტინა იგებს მაშინ, როცა ერთი გამოკვეთილი ლიდერი ჰყავს, ერთი კაცი, რომელსაც ყველა მიჰყვება ბრძოლაში, რომლისთვისაც ყველა მზად არის, მოკვდეს. 

დი მარია ისევ საუკეთესო ნომერი ორია! ბევრჯერ დაგვიწერია, რომ 2014 წლის ჩემპიონატიც სულ სხვაგვარად დამთავრდებოდა დი მარიას ყოფნის შემთხვევაში. ბებერმა, ფორმა დაკარგულმა კაცმა საოცრად ითამაშა, პენალტი აიკიდა, გოლი გაიტანა და ნაადრევად მხოლოდ იმიტომ გაიყვანეს, რომ მეტი აღარ შეეძლო. (ან შეეძლო, რავიცი მე…) წარმოიდგინეთ საუკეთესო ფორმაში მყოფი რას იზამდა?! 

ვინ გაიტანა 2008 წელს ოლიმპიური თამაშების ფინალში? დი მარიამ! 

ვინ გაიტანა კოპას ფინალში მარაკანაზე? დი მარიამ! 

ვინ გაიტანა ფინალისიმაზე? დი მარიამ! 

მუნდიალზე? დი მარიამ! 

ლეგენდარული კაცია. მესის დამსახურებული სკოტი პიპენი! 

ფინალზე რა ვთქვათ? აბსოლუტური სიგიჟე იყო! 

ველოდით 21-ე საუკუნის საუკეთესო ფინალს და მივიღეთ ისტორიაში საუკეთესო ფინალი. ორი ძალიან კარგი გუნდისა და ორი ძალიან კარგი ლიდერის გამო. 

მბაპე, შესაძლოა, ბევრს არ მოსწონდეს, მაგრამ უკვე ძალიან დიდი ფეხბურთელია. ნაკლებად ელეგანტურია, ვიდრე ტიერი ანრი, სამაგიეროდ, ცენტრალურ მატჩებში ბევრად უკეთესია. აი, სხვების დასაჯაბნად კიდევ ძალიან ბევრის გაკეთება მოუწევს. 

დაიმსახურა ბომბარდირობა. შეერგოს. 

მესიმ თასი დაიმსახურა. მესიმ ყველაფერი დაიმსახურა. 

აბა, გადახედეთ მის კარიერას. ასეთი გზა თუ გინახავთ სადმე? წარმოუდგენელი ამბავია. დაუჯერებელი. ღმერთების დაწერილი სცენარივით არის, თუმცა, მსურს, რომ ბედისწერა გვერდზე გავწიო, მიმაჩნია, რომ ამ კაცმა თავად შექმნა თავისი გზა, – ღვთაებრივი ტალანტის, თავმდაბლობის, შრომისმოყვარეობისა და საოცარი შეუპოვრობის ხარჯზე. 

ახლა შეგვიძლია, ვთქვათ ის, რისი თქმაც ძალიან დიდი ხნის მანძილზე გვსურდა, – მესიმ ნაკრებში ყველაფერი მოიგო, რისი მოგებაც შესაძლებელი იყო. 

რაღა დარჩა? 

საერთოდ დარჩა რამე? 

შვიდგზის ოქროს ბურთის მფლობელი!

ჩემპიონთა ლიგის ოთხგზის გამარჯვებული!

მსოფლიო ჩემპიონი! 

მსოფლიო ჩემპიონი! 

მსოფლიო ჩემპიონი! 

ბოლოს ვიღაც შეიხმა უჩინმაჩინის ლაბადა მოასხა და მესი მაინც არ გაქრა! 

მტრის ჯინაზე არ გაქრება!

რა დროს გაქრობაა?! ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ახლა იწყებს ყველაფერს. 

98 გოლი აქვს ეროვნულ ნაკრებში. არ ვიცი, წავა თუ არა. ალბათ ძალიან დაიღალა, მაგრამ ვისურვებდი, რომ ასამდე ასულიყოს. მაინც კარგი რიცხვია ასი. შეხედავ, გაგიხარდება. 

სანამ მესიმ მსოფლიო ჩემპიონატის თასი აიტაცა ხელში, მანამდე შეშლილი მარტინესი თავისივე მედალიონის თოკით იხრჩობდა თავს, სიხარულით მოუვიდა ალბათ, ის ალადინის ოქროს ხელთათმანი საზარდულთან მოიგდო და საოხრედ იქნია, გააგიჟა საწყალი შეიხი, ვიღაცამ მთელი თავის ოსტატობა ჩააქსოვა ამ ჯილდოს შექმნაში და მარტინესმა სპილოს ხორთუმად აქცია. 

ეპატიება! 

ამ დღის მერე ყველაფერი ეპატიება. 

უყურებს ალბათ გოიკოეჩეა და ტირის. მერე იცინის, მერე ისევ ტირის, როგორც ხდება ხოლმე უზომო ბედნიერების დროს. 

ახლა არგენტინაში სულ ასეთი ამბები იქნება. 

მატჩის წინ ზაბალეტამ თქვა, 86 წლის ჩემპიონობა მე არ მახსოვს, მაგრამ წამოვიზარდე თუ არა, ყველგან მარადონას ვხედავდი მსოფლიო ჩემპიონატის თასით ხელშიო. ისურვა, ნეტავ მესიც ასე მენახოსო, ჰოდა, ხვალიდან, ბედნიერების ნაბახუსევზე, მთელ არგენტინაში გაჩნდება ეს სურათი, – კორპუსებზე, სკოლის კედლებზე, მოედნებზე, ყველგან, – მესი, დედამიწის თასით ხელში. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (29)

  • Don_Andresito
    schedule 19 დეკ 2022, 11:56
    #20

    დი მარია კარგი იყო მარა ერთი იგუაინი სასჯელად სულ ყავს. ახლა ლაუტარო იყო მაგ როლში. საღოლ სკალონი რო მალევე მიასკამა. რა გადარჩა ტიპი რო მოიგეს თორე იგუაინი გადაიფარებოდა, მომავალი 20 წელი გინებაში ამოეხდებოდა სული

    უამრავი მომენტის პარალელურად ეს ფოტოც გააფუჭა. ეპოქალური ფოტო იქნებოდა, მესი ყველაზე მაღლა. მარა სად აძვრა ეს ქინძი

  • Gaucho24
    schedule 19 დეკ 2022, 11:52
    #19

    Football is Over ! 🐐

  • nika 54
    schedule 19 დეკ 2022, 10:43
    #18

    საინტერსოა ფეოლა, ახლა ვინმე თუ იტყვის ამ ყველაფრის შემდეგ, რომ ლეომ მარტომ მოიგო მსოფლიო. და თუ ვინმე დაეჭვდება, გადახედოს მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიის სტატისტიკას. რეკორდი არ დარჩა რო ლეოს არ დაემყარებინოს.

    ციტატა: jack slater
    მე მგონი დაესვა დიდი მსუქანი წერტილი იმ სპორს,თუ ვინაა საუკეთესო 21 საუკუნეში.

    გად@@ჯვას ქრისტინამ და პირს მორგანმა ერთმანეთს.


    მე ამ სიას რონალდუს დაიკოსაც დავუმატებდი, როცა განაცხადა რომ პორტუგალიამ მაშინ წააგო მუნდიალი როცა 11-მა ვირთხამ შვეიცარიასთან გამარჯვება რონალდუზე გამარჯვებათ აღითქვაო. "ღირსეული" კაცის "ღირსეული" ოჯახის წევრის განცხადება, რომელმაც ქვეყანასაც კი შეაფურთხა ოღონდ თავისი ძმა მსხვერპლად გამოეყვანა.

  • ♠️Spookyfy♠️
    schedule 19 დეკ 2022, 03:38
    #17

    ციტატა: Chico
    ბოლო 15 წლის მუდმივი და უპასუხო კითხვას – მესი თუ რონალდუ – საბოლოოდ პასუხი გაეცა.
    მესი – ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი, თავმდაბალი და უკეთილშობილესი პიროვნება. უდიდესი ავტორიტეტის მქონე ბარსელონაში, პსჟ-ში, არგენტინის ნაკრებში და მთელ მსოპლიოში. წამოიკიდა ზურგზე მთელი ნაკრები და ზედიზედ სამი მნიშვნელოვანი ტიტული მოიგო. ადიდასმა აღიარა, მესსის მაისურებზე იმხელა მოთხოვნაა, რომ დამზადებას ვეღარ ერევა. და კიდევ სხვა მრავალი…..
    რონალდუ – მესსის ეპოქაში მოთამაშე, ერთ-ერთი უძლიერესი ფეხბურთელი. ეგოისტი, ღვარძლიანი და თავის თავზე შეყვარებული ბოროტი პიროვნება. მიატოვა რეალი და წავიდა… ვერ დაუკარგავ, კარგად იმუშავა და ბევრი ლამაზი ფურცელი დატოვა, მაგრამ თავისი მყრალი ხასიათის გამო იუვენტუსიდან გაამსევრეს, დაბრუნდა გუნდში, რომელმაც ადამიანად აქცია და როგორც კი ამ გუნდს გაუჭირდა, ზურგი აქცია და გაიქცა. ეროვნულ ნაკრებში იმდენად დაკნინდა, რომ მთელი მსოფლიოს წინაშე თავისი თანაგუნდელის გოლის მოპარვა იკადრა და პრინციპულ მატჩებში, სათადარიგოთა სკამი ხეხა. მაროკოსთან წაგება მესსის დააბრალა მოედნიდან გაიქცა, დარვრემილი გუნდი მიატოვა და გაუდგა თავის გზას…… არც კლუბი ყავს და არც ნაკრები…. არაბები თუ უშველიან, თორემ ფეხბურთმა ზურგი აქცია.
    გაეცა პასუხი შეკითხვა – მესსი და რა თქმა უნდა მესსი.
    მაგრამ ყველაფრის მიუხედავად რონალდუს დიდი დამსახურება აქვს მსოფლიო ფეხბურთში და მინდა მადლობა მოუხადო ლამაზი მომენტებისათვის, მისი თავდადებული შრომა სამაგალითოა ახალგაზრდებისათვის და მინდა ურჩიო, დაასრულოს კარიერა, სანამ კიდევ ავტორიტეტი გააჩნია და პატივისმცემელები ყავს.
    მესსის ვეღარასოდეს დაეწევა და თავისი სახელის სიდიადე ჯერ კიდევ შეუძლია შეინარჩუნოს……


    Dzaan didia ronaldoc da magrad mecodeba ase ro wavida karieris bolo,miuxedavad imisa ro magari cudi xasiatebiaq,magasac dzaan bevri travma aqvs gamovlili,maganac magari gachirvebashi icxovra,mamis ambavi,ojaxis,shvilis,sigaribe,ravici. Ver vityvi messis ro ar moego da magas moego gamixardebodatqo mara messis 2 ro qondes magis erti martla mendomeboda,axlac ro hqondes erti jandabas. Kaia ro europa mainc moigo. Magis didi damsaxurebaa messi am doneze roa. Tan tipma ra ishroma ro am doneze amosuliyo. 15-17 weli messis metwilad odnav chamorcheboda mara iyo momentebi ro ajoba,zogjer tanabrad iyo. Prosta yvela realurma fanma fexburtisam vicit ro messi ufro didia. Pativiscema chemgan am or legendas. Dgemde megona ro ver vitandi,realurad kide albat ufro meshinoda ro ashkarad messi ufro magal doneze idga da erti tasis gamo ra pontshi unda yofiliyo salaparako. Pativiscema ronis,imedia misi bichi gaagrdzelebs girseulad mis gzas da kide erti ronaldo gveyoleba. Messi kide gavida martla samyaros sazgvrebs garet,sxva ganzomilebashi mokalatda vsio.🤍💙🇦🇷

  • Chico
    schedule 19 დეკ 2022, 02:34
    #16

    ბოლო 15 წლის მუდმივი და უპასუხო კითხვას – მესი თუ რონალდუ – საბოლოოდ პასუხი გაეცა.
    მესი – ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი, თავმდაბალი და უკეთილშობილესი პიროვნება. უდიდესი ავტორიტეტის მქონე ბარსელონაში, პსჟ-ში, არგენტინის ნაკრებში და მთელ მსოპლიოში. წამოიკიდა ზურგზე მთელი ნაკრები და ზედიზედ სამი მნიშვნელოვანი ტიტული მოიგო. ადიდასმა აღიარა, მესსის მაისურებზე იმხელა მოთხოვნაა, რომ დამზადებას ვეღარ ერევა. და კიდევ სხვა მრავალი…..
    რონალდუ – მესსის ეპოქაში მოთამაშე, ერთ-ერთი უძლიერესი ფეხბურთელი. ეგოისტი, ღვარძლიანი და თავის თავზე შეყვარებული ბოროტი პიროვნება. მიატოვა რეალი და წავიდა… ვერ დაუკარგავ, კარგად იმუშავა და ბევრი ლამაზი ფურცელი დატოვა, მაგრამ თავისი მყრალი ხასიათის გამო იუვენტუსიდან გაამსევრეს, დაბრუნდა გუნდში, რომელმაც ადამიანად აქცია და როგორც კი ამ გუნდს გაუჭირდა, ზურგი აქცია და გაიქცა. ეროვნულ ნაკრებში იმდენად დაკნინდა, რომ მთელი მსოფლიოს წინაშე თავისი თანაგუნდელის გოლის მოპარვა იკადრა და პრინციპულ მატჩებში, სათადარიგოთა სკამი ხეხა. მაროკოსთან წაგება მესსის დააბრალა მოედნიდან გაიქცა, დარვრემილი გუნდი მიატოვა და გაუდგა თავის გზას…… არც კლუბი ყავს და არც ნაკრები…. არაბები თუ უშველიან, თორემ ფეხბურთმა ზურგი აქცია.
    გაეცა პასუხი შეკითხვა – მესსი და რა თქმა უნდა მესსი.
    მაგრამ ყველაფრის მიუხედავად რონალდუს დიდი დამსახურება აქვს მსოფლიო ფეხბურთში და მინდა მადლობა მოუხადო ლამაზი მომენტებისათვის, მისი თავდადებული შრომა სამაგალითოა ახალგაზრდებისათვის და მინდა ურჩიო, დაასრულოს კარიერა, სანამ კიდევ ავტორიტეტი გააჩნია და პატივისმცემელები ყავს.
    მესსის ვეღარასოდეს დაეწევა და თავისი სახელის სიდიადე ჯერ კიდევ შეუძლია შეინარჩუნოს……

  • CHEPE
    schedule 19 დეკ 2022, 02:09
    #15

    ციტატა: MARI=BARCA-fan

    ციტატა: Barca for life
    ისე ამ ყველაფრის მერე დანი ალვეშთან ერთად ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელი არ გახდა ისტორიაში?
    42 აქვს უკვე


    smile წელს კიდევ ლიგა 1-ს მიუმატებს, იქნება ჩემპ.ლიგაც მოიგოს პსჟ-მ..
    არ მგონია რომ ლეომ კარიერა დაასრულოს, კიდევ ვნახავთ თასებით ხელში..


    კი ეგ უნდა ლეოს რომ დაამტკიცოს მარტო ბარსაში ლიგის მოგებებით რომ აკნინებენ უნდა რომ სადაც არის იქ მოიგოს ლიგა და დაამტკიცოს რომ სხვაგანაც შეუძლია ეგ და მგონი წელს დადგება ეგ მომენტი რომ პსჟ ლიგას დადებს😄😄😄😄

  • ნიკა ჯაფარიძე_2
    schedule 19 დეკ 2022, 02:05
    #14

    დახურააააა😭😭😭🇦🇷❤️👑

  • MARI=BARCA-fan
    schedule 19 დეკ 2022, 02:04
    #13

    ციტატა: Barca for life
    ისე ამ ყველაფრის მერე დანი ალვეშთან ერთად ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელი არ გახდა ისტორიაში?
    42 აქვს უკვე


    smile წელს კიდევ ლიგა 1-ს მიუმატებს, იქნება ჩემპ.ლიგაც მოიგოს პსჟ-მ..
    არ მგონია რომ ლეომ კარიერა დაასრულოს, კიდევ ვნახავთ თასებით ხელში..

  • CHEPE
    schedule 19 დეკ 2022, 02:03
    #12

    ვეღარ შემოვედი აქ ისეთ ემოციებში ვიყავი ხოდა გილოცავთ არგენტინის ფანებს და რათქმაუნდა მესის ვულოცავ ნანატრ ტიტულს უბრალოდ ის არ მესმის რატომ მოდუნდა 75 წუთამდე ფეხი არ გაარყევინეს ფრანგებს და უცბად დამძიმდა მდგომარეობა მაგრამ ბოლომდე მქონდა იმედი თუნდაც 3:2 ზე დამატებითშიც რომ გაუთანაბდა ვიფიქრე რომ დღეს არ გაიწირება მესი ისევ და პენლებს სუყველას შეასრულებსთქო თან მარტინესი 3 მოიგერიებს მეთქი და აჰაა ამ თამაშის მომგები დიმარია მესი მარტინესია👌❤❤
    მე 8 ოქროს ბურთს ჩაიკრავს მესი👌

  • Robert lewandovski
    schedule 19 დეკ 2022, 02:03
    #11

    ხო, და ეს დემბელე რო ჩობანია, დეშამი და ხავი როდის მიხვდებიან? ღმერთს მადლობა რო ასე იყო დღეს(ნუ სულ ასეა) ჯგუფიდან ვერ გავიდა ამის ნალიდერევი ბარსა, სუფთა ჩობანია, აი სკამზეა მაქსიმუმ ამის ადგილი.

  • neo222
    schedule 19 დეკ 2022, 02:02
    #10

    ლეო მესი არის უდიდესი..უნდა ვთქვა რომ არგენტინის ნაკრები არის ძალიან ძლიერი ნაკრები ბოლო ოცი ოცდახუთი წელი მესისთან ერთად. ნუ ყოველთვის ძლიერი იყო მარა მაინც. მეც ვისურვებდი ეხლა როსარიოში ვიყო

  • ani-messi-goat
    schedule 19 დეკ 2022, 01:47
    #9

    ასე მგონია ბოლო ტური იყო და დახურა მესიმ ფეხბურთი :დ

  • Johan cruyff13
    schedule 19 დეკ 2022, 01:27
    #8

    რონალდინიო 2001 ში გადადის პსჟში 2002 ში მსოფლიო ჩემპიონი ხდება, მბაპე 2017 გადავიდა პსჟში 2018 მსოფლიო ჩემპიონი ხდება, მესი 2021ში გადადის პსჟში 2022ში მსოფლიო ჩემპიონი გახდა🙂

  • vitorborbafereira
    schedule 19 დეკ 2022, 01:24
    #7

    წერტილი !

  • La Pulga10
    schedule 19 დეკ 2022, 01:03
    #6

    რამხელააა ლეო უბრალოდ,აი ძალიან დიდია,ძალიან დიდი.ყველას გადააბიჯა,ყველაზე მაღლა ავიდა დადგა თავისი ოქროს ტახტი და დაჯდა.ფეხბურთის ღმერთია ლეო.ახლა ორი წამი ბუენოს აირესის ან როსარიოს ქუჩებში მამყოფა და ის ემოცია მაგრძნობინა.ნეტა ჩვენ ქართველებს თუ გვეღირსება რაღაც მსგავსი.

  • Kaifarik02
    schedule 19 დეკ 2022, 00:58
    #5

    ბიჯო იმენა ცუდად ვარ. ყვეკა ბოღმიანმა გამოიიიღღღეეეთ. ვამოს არგენტინა ვამოს მესსი… გილოცავთ ყველა მესის და არგენტინის გულშემატკივარს. მოძულეებს კი ტრააააკკკშშშიიი დიდი შიბლა😂😂

  • kanja
    schedule 19 დეკ 2022, 00:55
    #4

    აქ საკომენტარო არაფერია…ასეთი ფინალი ჯერ არ ყოფილა…მესი და არგენტინა საუკეთესოები არიან და მოკეტოს ყველამ!..

  • C.PC5
    schedule 19 დეკ 2022, 00:44
    #3

    "ხალხი ამბობდა მესი შედეგის მიუხედავად მაინც ყველა დროის საუკეთესოა, მსოფლიო ჩემპიონატი არაფერში სჭირდებაო. დიდი ხალხი ამბობდა ამას, ლინეკერი, რივალდო და სხვებიც, მაგრამ, არ არის ასე. მსოფლიო ჩემპიონობა ძალიან ბევრ რამეს ცვლის, თანაც რადიკალურად! "
    იქნებოდა, იქნებოდა! რომც არ მოეგო მაინც იქნებოდა ისტორიაში საუკეთესო, უბრალოდ ის ვარიანტია გოლს რომ გაიტანს ფეხბურთელი გადაუმოწმებენ თუ არა ვარზე( ვიცი იდეალური ქმნილება არაა მაგრამ შედარებისთვის მაინც😆😆😆). გოლი რომელსაც არ ჭირდება გადამოწმება იდეალურია, ნამდვილია და ემოციაც შესაბამისია, აი გადამოწმება რომ ჭირდება ემოციასაც კარგავს, თითქოს ეჭვნარევია და ვერაა ისეთი როგორიც გადაუმოწმებელი იქნებოდა. ამიტომაც იქნებოდა მესი საუკეთესო, უბრალოდ ამას რომ ვიტყოდით ახსნა განმარტების ნუსხა დაგვჭირდებოდა, ახლა კიდევ უბრალოდ ვიტყვით რომ ის საუკეთესოა და მორჩა, წერტილი.

  • Barca for life
    schedule 19 დეკ 2022, 00:35
    #2

    ისე ამ ყველაფრის მერე დანი ალვეშთან ერთად ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელი არ გახდა ისტორიაში?
    42 აქვს უკვე

  • NAMASTE
    schedule 19 დეკ 2022, 00:31
    #1

    ძაან დიდია ლეო და რომ არა უიღბლობა ორი მსოფლიო უნდა ჰქონდეს. სულ რო არ მოეგო მაინც ყველაზე დიდი იყო. ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია დავტკბეთ მისი კარიერის ბოლო წლებით.