მატჩისშემდგომი მიმოხილვა: მორჩა სეზონი, წადით სახლში

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: მორჩა სეზონი, წადით სახლში

ბოლოს წინა ტურში გალაქტიკის მასშტაბით ყველაზე მოსაწყენი მატჩი შედგა “ბარსელონასა” და “ხეტაფეს” შორის. არ ვიცი ჩავი, ან ფეხბურთელები რაზე ფიქრობდნენ, მაგრამ, ჩვენზე ნამდვილად არ იფიქრებდნენ, საერთოდ, თავშიც არ გაივლებდნენ, რომ ვინმე მათ თამაშს შეხედავდა, არაფერს ვამბობ იმაზე, რომ ერთ-ერთ მოწყენილ მაყურებელს ამ ყველაფრის აღწერა ევალება. 

“ბარსამ” მეორე ადგილი გაინაღდა. “ხეტაფემ” ლა ლიგაში დარჩენა. ფქვილი აქა, რაღაც იქა, ყველა კმაყოფილია. კლუბი, რომელიც ზამთარში მეცხრე ადგილზე იყო, ჩემპიონატი მეორეზე დაასრულა. არ არის ცუდი. თურმე მაგარი ყოფილა. თქვეკაიხალხო. 

დაცვის ცენტრში ვიხილეთ წყვილი, რომელთა ხილვასაც სიზმარშიც არ ვისურვებდი. მინგესა-ლანგლეს დუეტმა კარი მშრალად შეინახა. ტერ შტეგენი ადგილზე იყო. არ არის გამორიცხული ორივე წავიდეს კლუბიდან, უფრო მეტად ლანგლე. მინგესა ჯერ ახალგაზრდაა, რაღაც შეიძლება მისგანაც გამოვიდეს, რაღაც ლანგლეზე უკეთესი. 

მარცხენა ფლანგზე ბალდე ვიხილეთ, რომლისგანაც ამ სეზონში უფრო მეტს ველოდი. თუმცა, ტრავმაც ჰქონდა და ალბაც სტაბილურად თამაშობდა, ამიტომ, არაფერიც არ გამოვიდა, თუმცა, მომდევნო სეზონებიდან სათამაშო დრო აუცილებლად უნდა გაეზარდოს. ძირითადისთვის ჯერ ადრეა, ასე 2-3 წელიწადში შესაძლებელია. მანამდე “ბარსა” ალბას შემცვლელს სულ სხვაგან დაუწყებს ძებნას. 

ნახევარდაცვის ცენტრში ბუსკეტსმა, გავიმ და რიკი პუჩმა იწვალეს. პირველ ორს გავეშვათ, დამღლელი სეზონის მერე გაწყდნენ წელში, აი, პუჩი ძალიან იშვიათად იღებდა შანსებს და ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე გამოიყენა. კი, მახსოვს კარგი შემოსვლებიც, კარგი გატანილი გოლიც, მაგრამ, ეს საკმარისი არ არის. დროა ისიც წავიდეს, ვერავინ მისგან სარგებელი ვერ მიიღო, ფაქტია, რომ ვერ ვითარდება, გავისა და პედრისთან შედარებით ძალიან ჩამორჩენილია, განსაკუთრებით აზროვნების თვალსაზრისით, სულ სხვაგვარად ხედავს და წარმართავს თამაშს, წარმართავს თუ ვერ წარმართავს ეგეც საკითხავია. სამწუხაროა, მაგრამ იმედები ვერ გაამართლა. ახლა ზუსტად ის სჭირდება, რასაც კლუბი წინა წლებში სთავაზობდა, განათხოვრება და სათამაშო პრაქტიკა, ადრე “აიაქსს” ამბობდნენ, ახლა ეგეც ფანტასტიკის სფეროა, “აიაქსს” მსგავსი ფეხბურთელი არ სჭირდება. 

განათხოვრება თუ გაყიდვა, – საკითხავი აი ეს არის. თუ 10 მილიონით მაინც შეავსებს ბიუჯეტს, მაშინ დროა რიკის ხელი დავუქნიოთ. მთავარი სადარდებელი კი რიკი არ ყოფილა, მთავარი სადარდებელი ქერა ბიჭი იყო, სახელად ფრენკი. მისი წასვლის შანსები ძალიან გაიზარდა. “ბარსას” ფული სჭირდება, ფრენკი ვერა და ვერ ატარებს იმ სეზონს, რომელსაც მისგან ველით, ტენ ჰაგი “მანჩესტერში” ჩავა და დე იონგისა და ვან დე ბეკის დუეტის დაბრუნებას შეეცდება. ისე, იყო შანსი, რომ ეს ყველაფერი “ბარსაში” მომხდარიყო, საინტერესო იქნება ამ ყველაფერზე თვალის მიდევნება, თუმცა, ჩავის მოსვლა და გავი-პედრის დუეტიც არ უნდა იყოს ურიგო, პერსპექტივაში კი გაცილებით მეტის მოლოდინიც მაქვს. 

ჰოლანდი გაუყვა მანჩესტერის გზას, სულ სხვა კლუბში, ეს ინტრიგა მკვდარია. ახლა დე იონგის სახელს მოვისმენთ ხშირად, მოვისმენთ რობერტ ლევანდოვსკის გვარს და მაგრად დაგვღლის კილიან მბაპე. ჯერჯერობით ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები კეთდება პოლონელთან მიმართებით, თავად წასვლა სურს, კლუბი თავს იკავებს. ეს ამბავიც გაიწელება. სანამ ლევანდოვსკი მოსულა, მანამდე “ხეტაფეს” ფერანი, ობა და დეპაი უტევდნენ. მემფისმა ტრავმა მიიღო, ფერანს კვლავ ვერაფერი გავუგე და ობა ისევ მოწყენილი იყო, მომავალზე ჩაფიქრებული. უნდა დარჩეს თუ წავიდეს? აბა, ლევანდოვსკი თუ მოვიდა, კლუბში რაღა დარჩენია?! 

სეზონი სრულდება და ისევ დიდი გადალაგების მოლოდინში ვართ. 

ვინ წავა, ვინ მოვა.. ყველაფერი ახლა იწყება. 

კოუტინიო წავიდა. გაოფიციალურდა ერთ-ერთი ყველაზე წარუმატებელი ტრანსფერი კლუბის ისტორიაში. ზარალი ძალიან დიდია. დემბელეს ექნება შანსი, რომ უფრო მეტად აზარალოს კლუბი და კოუტინიოს ეს ტიტული ჩამოართვას. უფასოდ თუ წავა ასეც იქნება, მაგრამ, ყველაფერი დარჩენისკენ მიდის. დემბელე გააქტიურებული ნაღმია, როდის აგვიფეთქდება კაცმა არ იცის. მე ამ კაცთან კონტრაქტს არაფრის დიდებით არ გავახანგრძლივებდი, მესმის, რომ ბევრად გააუმჯობესა თამაში, ტრავმებს მოერია, უფასოდ გაშვებას ბევრად სჯობს კონტრაქტის გახანგრძლივება, მაგრამ, იმდენად არ ვენდობი რომ ეშმაკთან დადებულ გარიგებას მაგონებს ეს ყველაფერი. 

ჩავიმ მატჩის მერე გამოგვიცხადა, მომდევნო სეზონში ყველა ტიტულისთვის ვიბრძოლებთო. აბა შენ იცის ძმაო. ჯერ ტრანსფერები გვანახე და მერე თავადაც მივხვდებით სად და რისთვის მოგვიწევს ბრძოლა. 

ერთი ტურიც და შეზონსაც შევაფასებთ. 

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (12)

  • რივალდო-მესი
    17 მაი 2022, 09:24

    ციტატა: basa7
    ბიჭო რა შეუკიკინეთ ამ ტოტი 10 ს მართლა ამ რეალის ფანობით. საფეხბურთო ნიუანსებში ბარსასთან დაკავშირებით ბევრ რამეში შეიძლება არ ვეთანხმებოდე მაგრამ რასაც რეალზე წერს ასპროცენტიანს წერს


    აბა მეც მაგას ვიძახი🙂 იმინა გადაცმული აგენტივით ექცევიან ტიპს. მართლა ეგრეც რომ იყოს ვისი რა საქმეა ტიპი ზრდილობის საზღვრებს არაადროს ცდება და რა გჭირთ ტო? ააბავშო ბაღში ხომ არ ვართ მართლა🙁

  • Davita
    16 მაი 2022, 20:25

    ციტატა: basa7
    ბიჭო რა შეუკიკინეთ ამ ტოტი 10 ს მართლა ამ რეალის ფანობით. საფეხბურთო ნიუანსებში ბარსასთან დაკავშირებით ბევრ რამეში შეიძლება არ ვეთანხმებოდე მაგრამ რასაც რეალზე წერს ასპროცენტიანს წერს


    კულეებს რომ რეალი დემბელეზე გვკიდიქ არაუშავს? ხანდახან შეიძლება გაავლო პარალერი რეალთან ბოლობოლო სამეფო კლუბიაა, მართლა ევროპის მეფეები არიან მაგ ჩემისები მაგრამ ტვინი მოიდღნა უკვე სულ ყოველკომენტარში რეალზე მაგალითები და მის სიდიადეზე საუბარით, მე ჩემი გაჭირვებული ბარსა მიყვარს და მირჩევნია, მჯერა ისევ ავა ბლაუგრანა მწვრვალზე და ისევ ლამაზად მივცემთ რეალის თამადობით ყველას პირში, ისე როგორც პეპისა და ლუჩოს დროს ვაკეთებდით.

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    16 მაი 2022, 18:05

    წაით სახლში- ჯობდა😁♥️

  • Bakero
    16 მაი 2022, 17:53

    ციტატა: nika 54
    ერთი ფაქტია ფეოლა: გვანახოს ჩავიმ ზაფხულის კონტრაქტები და ჩვენც ვეტყვით სად ვიქნებით გაისად ამ დროს.


    ჩავიმ თუ ლაპორტამ ? :))

  • nika 54
    16 მაი 2022, 17:26

    ერთი ფაქტია ფეოლა: გვანახოს ჩავიმ ზაფხულის კონტრაქტები და ჩვენც ვეტყვით სად ვიქნებით გაისად ამ დროს.

  • basa7
    16 მაი 2022, 16:43

    ბიჭო რა შეუკიკინეთ ამ ტოტი 10 ს მართლა ამ რეალის ფანობით. საფეხბურთო ნიუანსებში ბარსასთან დაკავშირებით ბევრ რამეში შეიძლება არ ვეთანხმებოდე მაგრამ რასაც რეალზე წერს ასპროცენტიანს წერს

  • ani-messi-goat
    16 მაი 2022, 14:25

    ციტატა: totti10
    totti10totti10


    შენ არ წერდი დე იონგი გაყიდეთო? :დდდდდდდდდ თუ მეზობლის ბავშვი იყო შემოსული joy

    თუ არ გახსოვს ამ ლინკზე იხილე https://prnt.sc/x_qW2cjip-9M joy joy

  • serafime
    16 მაი 2022, 13:41

    ციტატა: totti10

    ციტატა: serafime
    totti10,
    შენი ნებაა მე გირჩიე, ნერვებიც არ მოგეშლება , სხვა მხრივ რა გითხრა, ვფიქრობ რომ მუდმივი გაკიცხვა და ლანძღვა იმ გუნდის რომელსაც ქომაგობ არ ნიშნავს გულშემატკივრობას.

    ჯანსაღი კრიტიკა ბევრად კარგია, მუდმივად რას ვლანძღავ და სულ … რომშვებიან ვერ ნახე??? დე იონგი უნდა გაყიდონ და რეალ სოსიადადის ცენტრის ყიდვა უნდა, ნეტუ უნდა დააყენონ კარშI და შტგენს ყიდიან :დ ხავის გუშIნდელი მატჩIს შმედგომი იტერივიუ წაიკითხე და ნახავ ტიპი რა ზმეობას ამბობს არ ვიცოდით სხვ აგუნდების ანგარიში ტორემ სხვანაირად ვითამაშებდითო, აი ამის გამ ოსაგინებელი არაა გუნდი :დ ნერვის საერთდოა არ მეშლება, რაც აირს და როგორიც არის ეგ მომწონ უბრალოდ ის არ ემვასება რომ ძლიერი გაუშვა და ვირაც … მოიყვანო და მერე ლიგის საგზური სანატრელი გაგიხდეს


    ბაზარი არაა ჯანსაღი კრიტიკა კარგია , მარა შენგან რომ ბარსას კარგი თამაშის მერეც არ მინახავს შესაქები კომენტარი? კრიტიკასთან ერთად კარგი თამაშიც უნდა მოუწონო შენ გუნდს.

  • serafime
    16 მაი 2022, 13:23

    totti10,
    შენი ნებაა მე გირჩიე, ნერვებიც არ მოგეშლება , სხვა მხრივ რა გითხრა, ვფიქრობ რომ მუდმივი გაკიცხვა და ლანძღვა იმ გუნდის რომელსაც ქომაგობ არ ნიშნავს გულშემატკივრობას.

  • serafime
    16 მაი 2022, 13:10

    ციტატა: Alexander Kiria

    ციტატა: tato777

    ციტატა: XAVI 6-8
    რეალი-ვალენსია
    ბეტისი-ბარსელონა

    ასე დაწყბილდა სუპერ თასის ნახ ფინალები
    ფინაკში მოიჭიმება რეალი🙃

    ზატო ეხლა შემოვა totti 10 და მოგწერს რისი იმედი გაქვს რეალს რომ ჭიმავ, რითი ჯობიხარ სასტავით, კლასით, შემართებით, პრეზიდენტით თუ მწვრთნელით??!! ))))

    ნეტა ფინალამდე მამარდამ და ვალენსიამ ახეხინოს სახით მოედანი


    შეეშვით მაგ ღლეს და თავისით გაეწუწება საიტიდან, ნუღარ უციტირებთ


    პატივისცემის მიუხედავათ, არვიცი თუ მართლა გონია თავი ბარსას ფანი, ცდება და ვურჩევ რეალის ქომაგობა ცადოს , მაგრამ მთავარი ისაა რომ აქ მყოფებს შეურაწყოფას არ აყენებს , ეს საიტიც იმით მომწონს რომ ერთმანეთის მიმართ შეურაწყოფელი ქმედებები აღკვეთილია , გირჩევ შენც, ან წაშალე კომენტარი ან შეწყვიტე შეურაწმყოფელი სიტყვების გამოყენება კერძოდ ადამიანის მიმართ, თან ვაკვირდები მხოლოდ ფეხბურთზე წერს, ფეხბურთი ცალკე იყოს მთავარი შეგნება და ადამიანობაა.

  • Iniesta_8
    16 მაი 2022, 13:09

    ციტატა: Alexander Kiria

    ციტატა: tato777

    ციტატა: XAVI 6-8
    რეალი-ვალენსია
    ბეტისი-ბარსელონა

    ასე დაწყბილდა სუპერ თასის ნახ ფინალები
    ფინაკში მოიჭიმება რეალი🙃

    ზატო ეხლა შემოვა totti 10 და მოგწერს რისი იმედი გაქვს რეალს რომ ჭიმავ, რითი ჯობიხარ სასტავით, კლასით, შემართებით, პრეზიდენტით თუ მწვრთნელით??!! ))))

    ნეტა ფინალამდე მამარდამ და ვალენსიამ ახეხინოს სახით მოედანი


    შეეშვით მაგ ღლეს და თავისით გაეწუწება საიტიდან, ნუღარ უციტირებთ


    ვინც არ უნდა იყოს, შეურაცხყოფის მიყენების უფლება არ გაქვს. იმედია შენ თვითონ მიხვდება შენს შეცდომას და ბოდიშს მოუხდი.
    რაც შეეხება თამაშს, კიდე კაი არ ვუყურე. ისეთი სტატისტიკა ჰქონდა 2 საათის ტყუილად ფლანგვა იქნებოდა.

  • XAVI 6-8
    16 მაი 2022, 11:39

    რეალი-ვალენსია
    ბეტისი-ბარსელონა

    ასე დაწყბილდა სუპერ თასის ნახ ფინალები
    ფინაკში მოიჭიმება რეალი🙃