workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სპოტიფაი კამპ ნოუს სამუშაოებზე ადამიანი დაიღუპა

სპოტიფაი კამპ ნოუს სამუშაოებზე ადამიანი დაიღუპა

bolt მოკლედ
"სპოტიფაი კამპ ნოუს" სარეკონსტრუქციო სამუშაოებზე პირველი ფატალური შემთხვევა დაფიქსირდა. პარასკევს, 54 წლის მუშა ობიექტზე მუშაობისას მიღებული ძლიერი დარტყმის შედეგად დაიღუპა. მომხდარზე პოლიციამ პროტოკოლით გათვალისწინებული პროცედურები უკვე დაიწყო.

“სპოტიფაი კამპ ნოუს” განახლების სამუშაოების მიმდინარეობისას სამწუხარო შემთხვევა დაფიქსირდა. სააგენტო EFE-ს ინფორმაციით, პარასკევს 54 წლის მუშა ობიექტზე მუშაობისას მიღებული ძლიერი დარტყმის შედეგად გარდაიცვალა.

კატალონიის პოლიციის (Mossos d’Esquadra) განმარტებით, ბარსელონაში, ლეს კორტსის პოლიციის განყოფილებაში მძიმე სამუშაო ინციდენტის შესახებ შეტყობინება 15:30 საათზე შევიდა. მამაკაცი სტადიონის რეკონსტრუქციისას მიღებული ტრავმის შედეგად დაიღუპა. “სპოტიფაი კამპ ნოუზე” პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი მივიდა, თუმცა მუშის სიცოცხლის გადარჩენა ვეღარ შეძლეს.

მსგავსი ინციდენტებისთვის არსებული პროტოკოლის თანახმად, კატალონიის პოლიციამ მომხდარის შესახებ ინფორმაცია მორიგე საგამოძიებო სასამართლოსა და ბიზნესისა და შრომის დეპარტამენტს უკვე გადასცა.

სამწლიანი სამუშაოები

ეს არის “სპოტიფაი კამპ ნოუს” განახლების პროცესში დაფიქსირებული პირველი (და იმედია უკანასკნელი) ფატალური შემთხვევა. სამუშაოები 2023 წლის ივნისში დაიწყო და სტადიონის ფართომასშტაბიან რეკონსტრუქციას გულისხმობს.

ამჟამად სამუშაოები ფოკუსირებულია მესამე იარუსისა და კომპრესიული რგოლის მშენებლობაზე, რომელიც სტადიონის მომავალი სახურავის საყრდენი იქნება. სახურავის დამონტაჟება მომავალი ზაფხულისთვის არის დაგეგმილი.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (2)

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    schedule 27 ივლ 2026, 23:32
    #2

    იქამდე არ დაამთავრეს რომ

  • nika 54
    nika 54 ლეგენდა
    schedule 26 ივლ 2026, 10:03
    #1

    დავითარსეთ?